პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » კანონი » საქართველოს ორგ&


საქართველოს ორგ&

Сообщений 1 страница 6 из 6

1

საქართველოს ორგანული კანონი

0

2

(გამოქვეყნებულია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 
1999 წელი - N14(21))

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ

თ ა ვ ი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.
1. საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში – უზენაესი სასამართლო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა. (20.04.2005 N 1345)
2. უზენაესი სასამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და სხვა კანონების საფუძველზე.
3. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 63-ე, 64-ე და 88-ე  მუხლებით და ამ კანონით  გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.  (20.04.2005 N 1345)

მუხლი 2.
უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულებას ახორციელებს კანონიერების, კოლეგიურობის, საქვეყნოობის, მხარეთა თანასწორობისა  და შეჯიბრებითობის, მოსამართლეთა შეუცვლელობის, ხელშეუხებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებით.

მუხლი 3.
1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მართლმსაჯულების და სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით.
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაუშვებელია, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. მისი გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დაიშვება მხოლოდ საპროცესო კანონით დადგენილი წესით.
3. სახელმწიფო ვალდებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ღირსეული პირობები, დაიცვას მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება.

მუხლი 4.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები ხელშეუხებელნი არიან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მათი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

მუხლი 5. (23.12.2005 N 2450)
დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

მუხლი 6.
უზენაესი სასამართლოს ორგანიზაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე მუხლით. უზენაესი სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების პროექტს წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით დაუშვებელია.

თ ა ვ ი  II
უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა, ორგანიზაცია და უფლებამოსილება

მუხლი 7.
1. უზენაეს სასამართლოში იქმნება: (20.04.2005 N 1345)
ა) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა;
ბ) ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა;
გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
დ) დიდი პალატა;
ე) პლენუმი;
ვ) სადისციპლინო პალატა. (25.11.2005 N 2126 2006 წლის 15 მარტიდან)
2.  ამოღებულია (20.04.2005 N 1345)
3. უზენაეს სასამართლოში იქმნება უზენაესი სასამართლოს აპარატი. (30.06.2004 N 270)

მუხლი 8. ამოღებულია (20.04.2005 N 1345)

მუხლი 8-1.    (25.11.2005 N 2126 2006 წლის 15 მარტიდან)
1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას სამი წევრის შემადგენლობით, სამი წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან პლენუმს დასამტკიცებლად წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
2. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრის გათავისუფლების უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.
3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ არ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს მის დამტკიცებამდე, არა უმეტეს ექვსი თვისა, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.
4. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმის განხილვას სადისციპლინო პალატაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს პალატის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.
5. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრები სრულყოფილად ახორციელებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.
6. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე.

მუხლი 9.
1. უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო პალატისა) არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს საქართველოს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, გადასინჯავს განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ასევე განიხილავს საჩივრებს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში. (29.12.2006 N4286)
2. უზენაესი სასამართლოს პალატა გარდა დიდი პალატისა,(08.06.2001 N916)საქმეებს განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.(16.03.2001 N 813)
3. საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს დიდ პალატას, თუ: (13.07.2006 N3436)
ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას;
ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);
გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

მუხლი 10.
1. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს.
2. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.
3. დიდი პალატა საქმეებს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან  ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.
4. დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით - უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.(08.06.2001 N916)

0

3

მუხლი 11. (25.11.2005 N 2126 2006 წლის 15 მარტიდან)
1. უზენაესი სასამართლოს პალატებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის თავმჯდომარეს (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) ამ პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეს ამ პალატის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის 81 მუხლით დადგენილი წესით. პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
2. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.
3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთაგან (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

მუხლი 12
1. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრების, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარისა და თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების თავმჯდომარეთაგან.  (20.04.2005 N 1345)
2.  ამოღებულია (30.06.2004 N 270)
3. პლენუმი უფლებამოსილია:
ა) „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს დიდი პალატის შემადგენლობა;(08.06.2001 N916)
ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობა და მათი თავმჯდომარეები;  (20.04.2005 N 1345)
გ) დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი წევრი;  (30.06.2004 N 270)
დ) საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, კონკრეტული საქმის განხილვასთან და სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე;
ე) საქართველოს პარლამენტს იმპიჩმენტის საქმეზე მისცეს დასკვნა თანამდებობის პირის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის ან არარსებობის შესახებ. დასკვნაში პლენუმი შემოიფარგლება იმ ქმედების იურიდიული შეფასებით, რომელიც იმპიჩმენტის საკითხის აღმძვრელ პარლამენტის წევრთა მიერ მიჩნეულია დადგენილად;
ვ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე;
ზ) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები;  (20.04.2005 N 1345)
თ) შექმნას უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს მისი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია;
ი) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან შეარჩიოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგინოს კანდიდატურები ამ კონფერენციის საკოორდინაციო საბჭოში ასარჩევად;
კ) შექმნას უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, დაამტკიცოს მისი დებულება, შემადგენლობა და სწავლული მდივანი;
კ-1) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში განსაზღვროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობა; (21.12.2004 N 683)
ლ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტი, მოხელეთა და სხვა მუშაკების  თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები;
მ) ამოღებულია (30.06.2004 N 270)
ნ) საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემების გათვალისწინებით მოამზადოს და გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ;
ო) განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
4. პლენუმი ვალდებულია:
ა) დაიცვას და განამტკიცოს ხელისუფლების ერთ-ერთი და თანასწორუფლებიანი განშტოების სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცება.
5. პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა.
6. პლენუმი მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ. პლენუმის სხდომებს ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პლენუმის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით.
7. პლენუმის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს გენერალური პროკურორი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი. პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, შესაბამისი სპეციალისტები და სხვა პირები.

მუხლი 13
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას;
ბ) შეიძლება იყოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე; ასევე უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომებს; (23.06.2005 N 1718)
გ) ხელმძღვანელობს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს და საკოორდინაციო საბჭოს;
დ) მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ხელისუფლების სახელით, საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით, წარმართავს ურთიერთობას ხელისუფლების სხვა განშტოებებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან;
ე) წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელეებს და სხვა მუშაკებს;
ვ-1) განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე; (25.11.2005 N 2124)
ზ) ამოღებულია (30.06.2004 N 270)
თ) მოსამართლეთა მიმართ აღძრავს  დისციპლინურ დევნას და ახორციელებს სხვა დისციპლინურ უფლებამოსილებებს;
ი) წყვეტს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკის საკითხებს;
კ)  ამოღებულია (30.06.2004 N 270)
ლ) ამოღებულია (30.06.2004 N 270)
მ) ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე ბრძანებით ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი 14
1. სამოსამართლო საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების მიზნით უზენაეს სასამართლოში იქმნება აპარატი, რომლის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს რეგლამენტით.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის მიზნით უზენაეს სასამართლოში იქმნება პრესსამსახური.
3. უზენაეს სასამართლოში იქმნება ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც აანალიზებს, განაზოგადებს და განავრცობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკას.

მუხლი 15
1. უზენაესი სასამართლოს აპარატში გათვალისწინებულია მოსამართლის თანაშემწის თანამდებობა. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ საჩივრებსა და განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო სხდომებზე განსახილველად, მოიძიებს სათანადო სამართლებრივ ლიტერატურას და სასამართლო პრაქტიკის მასალებს, ადგენს სათანადო დოკუმენტების პროექტებს, ასრულებს მოსამართლის სხვა სამსახურებრივ დავალებებს.
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური სასწავლო კურსი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ანდა აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან უზენაესი სასამართლოს კონსულტანტად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება, აგრეთვე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წარდგინებით.

მუხლი 16
უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელე და დამხმარე მოსამსახურე სარგებლობენ ყველა იმ სოციალური გარანტიით, რომელიც აქვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელეს და დამხმარე მოსამსახურეს. (30.06.2004 N 270)
 
მუხლი 17 ამოღებულია (30.06.2004 N 270)
მუხლი 18 ამოღებულია (30.06.2004 N 270)
მუხლი 19 ამოღებულია (30.06.2004 N 270)

0

4

თავი III
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და წევრთა თანამდებობაზე გამწესება

მუხლი 20
1. უზენაესი სასამართლოს წევრად შეიძლება გამწესდეს საქართველოს მოქალაქე 28 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლით დადგენილი წესით. (23.06.2006 N 3390)
2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამართლის გამოჩენილი სპეციალისტის კანდიდატურა. ამ გამოცდისაგან თავისუფლდება აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი.
3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ნასამართლევი პირი ან ის, ვინც ადრე გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" და "კ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.
4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.

მუხლი 21
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევი კანდიდატურა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. (07.03.2000. N193 საკანონმდებლო მაცნე N9)

მუხლი 22 (23.06.2006 N 3390)
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტის თანდასწრებით საზეიმო ვითარებაში დებს ფიცს.
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტის თანდასწრებით საზეიმო ვითარებაში დებს ფიცს, თუ იგი პირველად აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე ან მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევამდე შეწყვეტილი ჰქონდა მოსამართლის უფლებამოსილება.

თ ა ვ ი  IV
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტა

მუხლი 23
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება ხდება იმპიჩმენტის წესით.
2. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევისათვის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისათვის  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უზენაესი სასამართლოს ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ამ საკითხის განხილვისას უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომას უძღვება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას უხუცესი მოადგილე.
3. უზენაესი სასამართლოს წევრს ვადაზე ადრე უფლებამოსილებას უწყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით. (19.06.2007 N4952)

მუხლი 24
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ბ) პირადი სურვილი;
გ) ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;
ე) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;
ვ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ზ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
თ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ი) 65 წლის ასაკის მიღწევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტს მიმართოს წარდგინებით უზენაესი სასამართლოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე); (19.06.2007 N4952)
კ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
2. თუ ამ მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გავიდა მისი მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, მაშინ ამ მოსამართლის უფლებამოსილება გრძელდება აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.  (20.04.2005 N 1345)

მუხლი 25
1. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან/და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების  მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმეთა განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან. (25.11.2005 N 2126 2006 წლის 15 მარტიდან)
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. (19.06.2007 N4952)

0

5

თ ა ვ ი V
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 26. ამოღებულია (10.03.2000 N221 საკანონმდებლო მაცნე N9)

მუხლი 27.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური სახდელის სახეები, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით (10.03.2000. N221 საკანონმდებლო მაცნე N9).

   
თ ა ვ ი VI
უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაცია

მუხლი 28
1. უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაცია ტარდება მოსამართლის კვალიფიკაციის, სამოსამართლო უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შესაფასებლად, სასამართლო სტრუქტურებში მისი სწორად გამწესების და მისი კარიერის საკითხების გადასაწყვეტად.
2. უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციას ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
3. უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულებას და საატესტაციო კომისიის შემადგენლობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. (19.06.2007 N4952)

თავი VII
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიები

მუხლი 29 (21.12.2004 N 683)
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს კანონით.
2.  ამოღებულია (23.12.2005 N2479)
3. ამოღებულია (23.12.2005 N2479)

მუხლი 30  ამოღებულია (23.12.2005 N2479)

მუხლი 31
უზენაეს სასამართლოს ეძლევა წარმომადგენლობითი თანხები კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 32 (23.12.2005 N 2489)
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით.

მუხლი 33 (20.06.2007 N4998)
საზღვარგარეთ მივლინებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილეების და უზენაესი სასამართლოს წევრების დღიური ნორმის დანამატის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით.

მუხლი 34 (21.12.2004 N 683)
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 35
1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.  (23.12.2005 N 2450)
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია მოსამართლის ათი წლის ხელფასის ოდენობით, ხოლო მოსამართლის დასახიჩრების შემთხვევაში ერთიდან ხუთ წლამდე ხელფასის ოდენობით.

მუხლი 36  (23.12.2005 N 2450)
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით.

თ ა ვ ი   VIII
უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელი და სიმბოლოები

მუხლი 37
უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელია საქართველოს მართლმსაჯულების სასახლე ქალაქ თბილისში.

მუხლი 38
1. უზენაესი სასამართლოს შენობაზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა.
2. სასამართლო სხდომის დარბაზებში თვალსაჩინო ადგილზე თავსდება საქართველოს სახელმწიფო გერბი.

მუხლი 39 (19.06.2007 N4952)
1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით და თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნით, რომელსაც ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ეძლევა მისი თანამდებობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დამადასტურებელ პირადობის მოწმობას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი.

0

6

თ ა ვ ი   IX
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 40
1. ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაცია ჩატარდება მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

2. უზენაესი სასამართლოს წევრები, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, რომლებიც მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდნენ ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარებიან სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაციას.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს 1999 წლის 1 აგვისტომდე წარუდგენს დასამტკიცებლად უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულებას. ატესტაციის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

4. საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობა ან მისი უარყოფითი შედეგი იწვევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თანხმობის შემდეგ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე ვრცელდება ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები;

5. საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, აგრეთვე საზედამხედველო პროტესტებს და საზედამხედველო პალატის შუამდგომლობებს განიხილავს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა. განსაკუთრებით რთული საქმეები და ის საქმეები, რომლებიც განხილულია უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის, სამოქალაქო  საქმეთა კოლეგიისა და პრეზიდიუმის მიერ, განიხილება სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის იმ წევრთა სრული შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში. ეს წესი არ ვრცელდება უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში საქმეთა განხილვაში მონაწილეებზე (22.07.99. N2285 საკანონმდებლო მაცნე N36(43)).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის პენსიების გაცემაში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულმა კომპეტენტურმა ორგანომ. (29.12.2006 N 4301)

7. მოსამართლეებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე, ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადითაც მათ უნდა განეხორციელებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. ეს კომპენსაცია, ხელფასის სრული ოდენობით იცვლება უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია გაანგარიშდება ამ კანონის 36-ე მუხლთან შესაბამისობაში მოსაყვანად.  (23.12.2005 N 2450)

7-1. ამ კანონის 36-ე მუხლი 2006 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება პენსიის მიმღებ ყველა მოსამართლეზე პენსიის დანიშვნის დროის მიუხედავად, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით.  (23.12.2005 N 2450)

8. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილ განაჩენზე და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანა და განხილვა წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.  (20.04.2005 N 1345)

9. ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 1 ნოემბრიდან. მანამდე უზენაესი სასამართლოს პალატა საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს საქართველოს რაიონული (საქალაქო), საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, გადასინჯავს განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. 2005 წლის 1 ნოემბრის შემდეგ უზენაესი სასამართლოს პალატა საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს ასევე საკასაციო საჩივრებს იმ საქმეებზე, რომელთა განხილვა პირველი ინსტანციით საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მიერ დაწყებულია მანამდე, მაგრამ არ დამთავრებულა, ან გადაწყვეტილებები არ არის შესული კანონიერ ძალაში. (23.06.2005 N 1718)

თავი X
დასკვნითი დებულება

მუხლი  41
ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                       ე. შევარდნაძე

თბილისი,
1999 წლის 12 მაისი.
N 1947 – IIს

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » კანონი » საქართველოს ორგ&