პოლტერგეისტი

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » მანანა » მაინც გეწვევი


მაინც გეწვევი

Сообщений 1 страница 5 из 5

Опрос

შეაფასე
-2

0% - 0
-1

0% - 0
0

0% - 0
+1

0% - 0
+2

100% - 3
Голосов: 3

1

თუმც გზები შორია შენამდე,
სიზმარში მაინც გეწვევი,
ცხადში ის ნიავი ვიქნები,
ყელზე რომ შემოგეხვევი.

ვიქნები ის ანცი სხივები,
მზე რომ გიგზავნის დამწველად,
ან ჩიტი ვიქნები პაწია,
ლაღად რომ დაფრენს მთა-ველად.

ან ფიფქებს მოვყვები ზამთარში,
ლოყაზე ჩუმად გაკოცებ,
ან იმ ცისარტყელად ვიქცვი,
სილამაზით რომ გაოცებს

და თუ შენ ვერ ამომიცანი,
მაშინ ვიქცევი ქარიშხლად,
დავლეწავ დარაბებს,კარ-ფანჯრებს,
თავს ჩემგან ვეღარ დაიცავ.

თუმც გზები შორია შენამდე,
მაინც გეწვევი,იცოდე,
ისეთ გიზგიზა გრძნობებით,
თავით ფეხამდე იწვოდე.

0

2

+2 :love:

0

3

გმადლობ,გაიხარე ნატა

0

4

sayvareli manana  :love:

0

5

თუმც გზები შორია შენამდე,
მაინც გეწვევი,იცოდე,
ისეთ გიზგიზა გრძნობებით,
თავით ფეხამდე იწვოდე.

მიყვარს ასეთი, გრზნობები მანანა!...

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » მანანა » მაინც გეწვევი