პოლტერგეისტი

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.

Вы здесь » პოლტერგეისტი » კანონი » ხშირად დასმული კ

ხშირად დასმული კ

Сообщений 1 страница 20 из 23

1

საჯარო რეესტრი

კითხვა-პასუხი

კითხვაN1

რომელ ნორმატიულ აქტებს მოიცავს საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობა?

პასუხი:

საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობა, როგორც ადმინისტრაციული კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი, მოიცავს ყველა იმ ნორმატიულ აქტს, რომელიც არეგულირებს საჯარო რეესტრის წარმოებასთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

          -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN2

რა სახის და შინაარსის ნორმატიულ აქტებს მოიცავს საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობის სტრუქტურა?

პასუხი:

საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობის სტრუქტურა ნორმატიული აქტის სახის მიხედვით იყოფა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებად, ნორმატიული აქტის შინაარსის მიხედვით _ "ზოგად” და "სპეციალურ” აქტებად, ხოლო ნორმატიული აქტით რეგულირებულ ურთიერთობათა შინაარსის მიხედვით _ "მატერიალურ” და "პროცესუალურ” აქტებად.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN3

რა პრინციპს ემყარება საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობის სტრუქტურის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებად დაყოფა?

პასუხი:

საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობის სტრუქტურის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებად დაყოფის პრინციპი ემყარება "ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN4

რა პრინციპს ემყარება საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობის სტრუქტურის "ზოგად” და "სპეციალურ” აქტებად დაყოფა?

პასუხი:

საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობის სტრუქტურის "ზოგად” და "სპეციალურ” აქტებად დაყოფის პრინციპი ემყარება ნორმატიული აქტის, როგორც ზოგადად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის და კონკრეტულად ადმინისტრაციულ სამართლებრივი ურთიერთობის ნაწილის _ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის, მარეგულირებელ შინაარსს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN5

რა პრინციპს ემყარება საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობის სტრუქტურის "მატერიალურ” და "პროცესუალურ” აქტებად დაყოფა?

პასუხი:

საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობის სტრუქტურის "მატერიალურ” და "პროცესუალურ” აქტებად დაყოფის პრინციპი ემყარება ნორმატიული აქტის მიერ რეგულირებულ ურთიერთობათა შინაარსს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN6

რომელი ნორმატიული აქტები ქმნის საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის ძირითად სამართლებრივ საფუძვლებს?

პასუხი:

საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის ძირითად სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის შემდეგი ნორმატიული აქტები: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” და "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონები და "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქცია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN7

რა ურთიერთობებს აწესრიგებს "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონი?

პასუხი:

"უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე რეესტრების მწარმოებელი ორგანოების უფლება-მოვალეობებს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN8

რა ურთიერთმიმართებაშია "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონი და "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქცია?

პასუხი:

"უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის შესრულების უზრუნველყოფა, კერძოდ რეგისტრაციის წესისა და პირობების, აგრეთვე სხვა სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა ხდება უშუალოდ "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN9

რა ურთიერთობებს აწესრიგებს "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონი?

პასუხი:

"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის ვადებს და საფასურს, ასევე განსაზღვრავს საფასურის განაკვეთებს, საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.

------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

კითხვაN10

რომელ ნორმატიულ აქტს ენიჭება უპირატესობა "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის ნორმებსა და ამ სფეროს მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების ნორმებს შორის კოლიზიის წარმოშობისას?

პასუხი:

"უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს შორის კოლიზიისას გამოიყენება "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

0

2

კითხვაN11

რა არის "ნივთი”?

პასუხი:

"ნივთი” არის უძრავი ან მოძრავი ნივთი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN12

რა არის ,,უძრავი ნივთი"?

პასუხი:

"უძრავი ნივთი” არის მიწის ნაკვეთი, ინდივიდუალური საკუთრების საგანი და ცალკე უფლების ობიექტი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN13

რა არის ,,მოძრავი ნივთი"?

პასუხი:

მოძრავი ნივთი არის ყველა ის ნივთი, რომელიც არ ითვლება უძრავად. 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN14

რას გულისხმობს ტერმინი "მიწის ნაკვეთი"?

პასუხი:

ტერმინი ,,მიწის ნაკვეთი" გულისხმობს მიწის ნაკვეთს მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით (მშენებარე ან აშენებული) ან მის გარეშე.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN15

როგორი შენობა-ნაგებობაა "მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობა"?

პასუხი:

მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობაა შენობა-ნაგებობა, რომელიც შედგება ორზე მეტი ერთეულისაგან (საკუთრების უფლების ობიექტისგან).

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN16

რას გულისხმობს ტერმინი "ინდივიდუალური საკუთრების საგანი"?

პასუხი:

ტერმინი "ინდივიდუალური საკუთრების საგანი" გულისხმობს მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულს (მშენებარე ან აშენებული).

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN17

რას გულისხმობს ტერმინი "მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეული"?

პასუხი:

მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეული არის ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებლად.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN18

რა არის ,,ცალკე უფლების ობიექტი"?

პასუხი:

ცალკე უფლების ობიექტი არის ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი ჴ სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებული), რომელიც ცალკე უფლების ობიექტს წარმოადგენს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN19

რა არის ,,არამატერიალური ქონებრივი სიკეთე"?

პასუხი:

არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN20

რა კატეგორიის შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი?

პასუხი:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძლება იყოს შემდეგი კატეგორიის:

ა) საძოვარი;

ბ) სათიბი;

გ) სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე);

დ) საკარმიდამო.

0

3

კითხვაN21

რას ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა?

პასუხი:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის, შემდეგი თანმიმდევრობით - საძოვარი, სათიბი, სახნავი, საკარმიდამო, დაბალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიიდან მაღალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიაში გადაყვანას. 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN22

რომელი ორგანო აწარმოებს საჯარო რეესტრს?

პასუხი:

საჯარო რეესტრს აწარმოებს "სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN23

რა მიზნით შეიქმნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო?

პასუხი:

სააგენტოს მიზანია ერთიანი საჯარო რეესტრის ფორმირებით და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით ხელი შეუწყოს ქვეყანაში ნივთებისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ბაზრის განვითარებას.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN24

რა ფუნქციები გააჩნია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს?

პასუხი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფუნქციებია:

ა) საჯარო რეესტრის წარმოება;

ბ) საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) საჯარო რეესტრის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის მეთოდური ხელმძღვანელობა და შესაბამისი მითითებების შემუშავება;

ე) საჯარო რეესტრის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ვ) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ეროვნული სააგენტოს დებულებით.”

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN25

რას მოიაზრებს მარეგისტრირებელი ორგანოს ცნება?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო არის, კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის წარმოებასა და ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული ან, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, უშუალოდ სააგენტო (ცენტრალური აპარატი).

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN26

რა სტრუქტურული ერთეულებისაგან შედგება მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა?

პასუხი:

"უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა დღეისათვის შედგება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, უშუალოდ სააგენტოს ცენტრალური აპარატისაგან.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვა N28

რა ფორმით ახორციელებს მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემის მართვას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო?

პასუხი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მარეგისტრირებელ ორგანოთა მეთოდურ ხელმძღვანელობას და მათი საქმიანობის კონტროლს მათ შორის, მარეგისტრირებელი ორგანოს საქმიანობის მიზანშეწონილობის და გადაწყვეტილების კანონიერების კონტროლს).

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN29 

რა ფუნქციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელით უშუალოდ ახორციელებს საჯარო რეესტრის წარმოებასა და ხელმისაწვდომობას.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვა N30

რა პასუხისმგებლობა ეკისრება მარეგისტრირებელ ორგანოს?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

0

4

კითხვაN31

არის თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი დაამოწმოს მასთან დაცული დოკუმენტაციის დედნების ასლები?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს მის მიერ ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ან სხვა დოკუმენტების, ასევე მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დედნის და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვა N32

რა ფორმით მოწმდება ასლის დედანთან სისწორე?

პასუხი:

დოკუმენტაციის ასლის სისწორის დამოწმებისას, მარეგისტრირებელი ორგანო ადგენს ფორმულარს. ფორმულარი იწერება ასლის ბოლოში ან ცალკე ფურცელზე, რომელიც აიკინძება ასლთან ერთად. ფორმულარის შინაარსი განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ფორმულარი მოწმდება მარეგისტრირებელი ორგანოს სამსახურებრივი ბეჭდით. თუ დოკუმენტის ასლი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, ფურცლები ისე უნდა აიკინძოს, რომ დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს ფურცლების განცალკევება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN33

რა იურიდიული ძალა გააჩნია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამოწმებულ დოკუმენტის ასლს?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამოწმებულ დოკუმენტის ასლს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვა N34

უფლებამოსილია თუ არა მარეგისტრირებელ ორგანო ელექტრონული ასლის სახით იქონიოს და ამავე სახით გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით იქონიოს და ამავე სახით გასცეს მის მიერ გამოცემული ან გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN35

უფლებამოსილია თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო დოკუმენტაცია შეინახოს ელექტრონული ასლის სახით?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დედნის ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეინახოს ელექტრონული ასლის სახით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვა N36

რა იურიდიული ძალა გააჩნია დოკუმენტის ელექტრონულ ასლს?

პასუხი:

დოკუმენტის ელექტრონულ ასლს და მის ამონაბეჭდებს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ამ დოკუმენტს.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვა N37

უფლებამოსილია თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო დოკუმენტის მომზადებისას გამოიყენოს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებები?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტში, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვა N38

უფლებამოსილია თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო მიიღოს ის სარეგისტრაციო განცხადება და დოკუმენტაცია, რომელზეც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება სხვა მარეგისტრირებელ ორგანოს აქვს?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს ის სარეგისტრაციო განცხადება და დოკუმენტაცია, რომელზეც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება სხვა მარეგისტრირებელ ორგანოს აქვს. სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილია არაუფლებამოსილ მარეგისტრირებელ ორგანოში, სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეგზავნოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. ამ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებისთანავე.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვა N39

უფლებამოსილია თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო საქმიანობაში გამოიყენოს მართვის ავტომატური საშუალებები?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვა N40

რა მოთხოვნებს აკმაყოფილებს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით დოკუმენტის მიღება, გამოცემა ან გაცემა?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით დოკუმენტის მიღება, გამოცემა ან გაცემა შეიძლება აკმაყოფილებდეს "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" ინსტრუქციით დადგენილ სარეგისტრაციო წარმოების მოთხოვნებს, ხოლო ამ სახით მიღებული, გამოცემული ან გაცემული დოკუმენტი _ ინსტრუქციისა და მოქმედი კანონმდებლობის მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომლებიც შეესაბამება მართვის ავტომატური საშუალებების შესაძლებლობასა და მუშაობის პრინციპებს.

0

5

        -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN41

რა სახის რეესტრებს მოიცავს საჯარო რეესტრი?

პასუხი:

საჯარო რეესტრი მოიცავს უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრებს.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN42

რა არის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი?

პასუხი:

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის, ასევე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN43

რა რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში?

პასუხი:

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, ვალდებულებები და იურიდიული ფაქტები.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN44

რა უფლებები რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში?

პასუხი:

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება შემდეგი უფლებები:

ა) საკუთრება;

ბ) იპოთეკა;

გ) აღნაგობა;

დ) უზუფრუქტი;

ე) სერვიტუტი;

ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა;

ზ) იჯარა, ქვეიჯარა;

თ) თხოვება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN45

რა ვალდებულებები რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში?

პასუხი:

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება შემდეგი ვალდებულებები:

ა) უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება;

ბ) უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN46

რა იურიდიული ფაქტები რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში?

პასუხი:

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება შემდეგი იურიდიული ფაქტები:

ა) უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია;

ბ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN47

როდიდან ითვლება უძრავ ნივთზე უფლება, ვალდებულება და იურიდიული ფაქტი წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად?

პასუხი:

უძრავ ნივთზე უფლება, ვალდებულება და იურიდიული ფაქტი წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN48

შესაძლებელია თუ არა საკუთრების უფლების რეგისტრაციის არსებობის გარეშე უძრავ ნივთზე სხვა რაიმე უფლების, ვალდებულების ან/და იურიდიული ფაქტის რეგისტრაცია?

პასუხი:

საკუთრების უფლების გარდა სხვა რაიმე უფლების, ვალდებულების ან/და იურიდიული ფაქტის რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN49

როგორი რიგითობით მოხდება უფლებათა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, როცა სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი უფლება?

პასუხი:

თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე უფლება, რომლებიც საკუთარი შინაარსით გამორიცხავს ერთიმეორეს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN50

როგორი რიგითობით მოხდება უფლებათა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, როცა სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის უფლება?

პასუხი: 

თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის უფლება, რომლებიც არ გამორიცხავს ერთიმეორეს, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.

0

6

კითხვაN51

როგორი რიგითობით მოხდება უფლებათა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, როცა სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის უფლება?

პასუხი: 

თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის უფლება, რომლებიც არ გამორიცხავს ერთიმეორეს, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი შინაარსის შესაბამისად.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN52

როგორ განისაზღვრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა?

პასუხი:

საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის (რეგისტრაციის) დროის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN53

შეიძლება თუ არა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლების წინასწარი რეგისტრაცია? 

პასუხი:

უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN54

უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ, შესაძლებელია თუ არა ამ უძრავ ნივთზე სხვა რაიმე უფლების რეგისტრაცია?

პასუხი:

უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ უძრავ ნივთზე სხვა რაიმე უფლების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN55

რა შემთხვევაში რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლების მიტოვება?

პასუხი:

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლების მიტოვება რეგისტრირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების მიტოვების მოთხოვნის მომენტისათვის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გარდა, სხვა რაიმე უფლება არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN56

რას ნიშნავს კანონის დებულება - უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შემდეგ მასზე საკუთრების უფლება გადადის სახელმწიფოზე?

პასუხი:

დებულება - უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შემდეგ საკუთრების უფლება გადადის სახელმწიფოზე - ნიშნავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის შემდეგ სახელმწიფო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრს საკუთრების უფლებამიტოვებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN57

რა არის ყადაღის რეესტრი?

პასუხი:

ყადაღის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN58

როდიდან ითვლება ყადაღა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად?

პასუხი:

ყადაღა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN59

შესაძლებელია თუ არა ერთ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რამდენიმე ყადაღის რეგისტრაცია? 

პასუხი:

ერთ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაძლებელია რამდენიმე ყადაღის რეგისტრაცია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN60

როგორ განისაზღვრება სარეგისტრაციოდ წარდგენილ ყადაღათა რეგისტრაციის რიგითობა?

პასუხი:

თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე ყადაღა, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ყადაღათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.

0

7

კითხვაN61

როგორ წესრიგდება ყადაღარეგისტრირებულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე უფლების რეგისტრაციის წესი?

პასუხი:

ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სხვა რაიმე უფლების რეგისტრაციას, გარდა ყადაღადადებული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების, მათ შორის, დაყადაღებული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციისა.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN62

რა არის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი?

პასუხი:

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN63

როდიდან ითვლება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად?

პასუხი:

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN64

როგორ განისაზღვრება სარეგისტრაციოდ წარდგენილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის რიგითობა?

პასუხი:

თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN65

როგორ განისაზღვრება რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რიგითობა?

პასუხი:

რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რიგითობა განისაზღვრება რეგისტრირებული გირავნობის/იპოთეკის უფლებათა რიგითობის შესაბამისად.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN66

ვრცელდება თუ არა მიწის ნაკვეთზე უფლება მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე?

პასუხი:

მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით სხვა რამ არ დგინდება.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN67

რა დოკუმენტით დგინდება მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების არსებობა?

პასუხი:

მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების არსებობა დგინდება საკადასტრო აზომვითი ნახაზით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN68

რის საფუძველზე რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის დანიშნულება და კატეგორია?

პასუხი:

მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN69

რის საფუძველზე რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის დანიშნულება და კატეგორია, თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული მიწის ნაკვეთის დანიშნულება და კატეგორია?

პასუხი:

თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN70

შეიძლება თუ არა რეგისტრაცია განხორციელდეს საკადასტრო აღწერის შედეგების საფუძველზე, თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით მიწის ნაკვეთის ფართობი განსხვავდება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ფართობისაგან?

პასუხი:

თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰა-მდე ან 50000 კვ.მ-მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა-ზე ან 50000 კვ.მ-ზე ზევით _ არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.

0

8

კითხვაN71

თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება, რომ შენობა-ნაგებობა მშენებარეა, როგორ წარმოებს მასზე უფლების რეგისტრაცია?

პასუხი:

თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება, რომ შენობა-ნაგებობა (ინდივიდუალური ან მრავალერთეულიანი) ან მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეული მშენებარეა, მათზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს როგორც აშენებულზე.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN72

შეიძლება თუ არა რეგისტრაცია განხორციელდეს საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, თუ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულის ფართობი განსხვავდება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ფართობისაგან?

პასუხი:

თუ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულის ფართობი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია ან ნაკლებია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN73

როგორ ხორციელდება სხვენზე, სარდაფზე და სხვა საერთო საკუთრების საგანზე საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია?

პასუხი:

მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის იმ ნაწილებზე და ნაგებობა-დანადგარებზე, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას და მოქმედი კანონმდებლობითა თუ თანამესაკუთრეთა შეთანხმებით წარმოადგენს საერთო საკუთრების საგანს (სხვენი, სარდაფი და სხვა), თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება თანამესაკუთრეთა ერთობლივი მოთხოვნით ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ამხანაგობის (მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) მოთხოვნით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN74

როგორ რეგისტრირდება მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის საერთო საკუთრების საგანზე ან მის ნაწილზე თანამესაკუთრის ინდივიდუალური საკუთრების უფლება?

პასუხი:

მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის საერთო საკუთრების საგანზე ან მის ნაწილზე თანამესაკუთრის ინდივიდუალური საკუთრების უფლება რეგისტრირდება თანამესაკუთრეთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN75

რა არის "სარეგისტრაციო წარმოება”?

პასუხი:

სარეგისტრაციო წარმოება არის მარეგისტრირებელი ორგანოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN76

რა არის "რეგისტრაცია”?

პასუხი:

რეგისტრაცია არის უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე მასზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN77

რა ენაზე ხორციელდება სარეგისტრაციო წარმოება?

პასუხი:

სარეგისტრაციო წარმოების ენაა ქართული.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN78

ვინ წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების მხარეებს?

პასუხი:

სარეგისტრაციო წარმოების მხარეებია მარეგისტრირებელი ორგანო და დაინტერესებული პირი (განმცხადებელი).

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN79

ვინ არის დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში?

პასუხი:

დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან იურიდიული ფაქტის საფუძველზე წარმოეშვა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მათში ცვლილების ან მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, ან რომლის უფლება, უფლების შეზღუდვა, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დარეგისტრირდა შესაბამის რეესტრში, ან რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ან ქმედება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN80

შეიძლება თუ არა სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობა მიიღოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ ან პირმა?

პასუხი:

სარეგისტრაციო წარმოებაში მარეგისტრირებელი ორგანოსა და დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) გარდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ან პირის მონაწილეობა დაუშვებელია.

0

9

კითხვაN81

შეუძლია თუ არა დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლის ან განცხადების წარმომდგენის მეშვეობით?

პასუხი:

დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო, თუ არსებობს სააგენტოსთან შეთანხმება, მაშინ  დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობა მიიღოს ასევე განცხადების წარმომდგენის მეშვეობით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN82

ვისთან ურთიერთობს მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო წარმოებისას?

პასუხი:

სარეგისტრაციო წარმოებისას მარეგისტრირებელი ორგანო ურთიერთობს დაინტერესებულ პირთან, ხოლო, თუ დაინტერესებულ პირს ჰყავს წარმომადგენელი ან/და განცხადების წარმომდგენი, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო ურთიერთობს, შესაბამისად, ან წარმომადგენელთან, ან/და განცხადების წარმომდგენთან.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN83

რა არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი?

პასუხი:

სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება ან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო აქტით დაკისრებული ვალდებულება _ მიიღოს გადაწყვეტილება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN84

რა შემთხვევაშია უფლებამოსილი მარეგისტრირებელი ორგანო საკუთარი ინიციატივით დაიწყოს სარეგისტრაციო წარმოება?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით დაიწყოს სარეგისტრაციო წარმოება ტექნიკური ხარვეზის გასწორების და მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების, ბათილად ცნობის ან არარად აღიარების თაობაზე.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN85

როდიდან იწყება სარეგისტრაციო წარმოება?

პასუხი:

დაინტერსებული პირის მოთხოვნისას სარეგისტრაციო წარმოება დაიწყება მისი  განცხადების, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტით დაკისრებული ვალდებულებისას _ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ პირობითი განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN86

რა არის პირობითი განცხადება?

პასუხი:

პირობითი განცხადება არის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, დაკისრებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების მიზნით შევსებული განცხადება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN87

მოქმედებს თუ არა პირობითი განცხადების მიმართ ის მოთხოვნები, რაც სავალდებულოა დაინტერესებული პირის განცხადებისთვის?

პასუხი:

პირობითი განცხადების მიმართ არ მოქმედებს ის სავალდებულო მოთხოვნები, რაც დაწესებულია დაინტერესებული პირის განცხადებისთვის. პირობით განცხადებას შესაძლებელია არ გააჩნდეს დაინტერესებული პირის ხელმოწერა, ასევე მოთხოვნა, დაინტერესებული პირის  მისამართი ან დაინტერესებული პირის განცხადებისათვის სავალდებულო სხვა რეკვიზიტები, რომელთა არარსებობა გამოწვეულია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN88

რა ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი განცხადება?

პასუხი:

განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN89

რა დოკუმენტაცია უნდა ერთოდეს განცხადებას?

პასუხი:

განცხადებას თან უნდა ერთოდეს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN90

უფლებამოსილია თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო, კონკრეტულ შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტულ შემთხვევაში, დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

0

10

კითხვაN91

აუცილებელია თუ არა განცხადების პირადად წარდგენა?

პასუხი:

განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს პირადად ან ფოსტის მეშვეობით.

შენიშვნა:

განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას, განცხადებაზე  ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN92

პირობითად როგორ შეიძლება დაიყოს რეგისტრაციის საფუძვლად წარსადგენი დოკუმენტაცია?

პასუხი:

რეგისტრაციის საფუძვლად წარსადგენი დოკუმენტაცია პირობითად შეიძლება დაიყოს:

ა) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საკადასტრო მონაცემები;

გ) დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია;

დ) განმცხადებლის კანონიერი უფლების (ან ინტერესის) დამადასტურებელი დოკუმენტი.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN93

რა არის საკადასტრო მონაცემი?

პასუხი:

საკადასტრო მონაცემი არის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN94

რა სახით უნდა იქნეს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი?

პასუხი:

საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ, ჭGშ 84 კოორდინატთა სისტემასა და UთM  პროექციაში.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN95

რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საკადასტრო აზომვითი ნახაზი?

პასუხი:

საკადასტრო აზომვით ნახაზზე წარმოდგენილ უნდა იქნეს ობიექტთა შემდეგი ტიპები:

ა) მიწის ნაკვეთი;

ბ) შენობა-ნაგებობა;

გ) ცალკე უფლების ობიექტი;

დ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის ფარგლები;

ე) წერტილოვანი ობიექტი;

ვ) სხვა ტოპოგრაფიული ელემენტები.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN96

რა ფარგლებში უნდა იქნეს გათვალისწინებული საკადასტრო აზომვით ნახაზზე ობიექტის აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე?

პასუხი:

საკადასტრო აზომვით ნახაზზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტის აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე მასშტაბის მიხედვით, შემდეგ ფარგლებში:

ა) 1:500 _ არა უმეტეს 0.15 მეტრისა;

ბ) 1:1000 _ არა უმეტეს 0.25 მეტრისა;

გ) 1:2000 _ არა უმეტეს 0.50 მეტრისა;

დ) 1:5000 _ არა უმეტეს 1.00 მეტრისა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN97

რას უნდა შეიცავდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია?

პასუხი:

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას/მისამართს;

ბ) მიწის ნაკვეთის დანიშნულებას;

გ) მიწის ნაკვეთის ფართობს;

დ) საზღვრების გვერდების ზომებს, თუ მათი გამოსახვა შესაძლებელია;

ე) შენობა-ნაგებობის რიგით ნომერს, დანიშნულებას, მდგომარეობას (მშენებარე, აშენებული), სართულიანობას და განაშენიანების ფართობს;

ვ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის ფარგლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ჩრდილოეთის მიმართულების მაჩვენებელ ნიშანს;

თ) საკადასტრო აღწერის თარიღს;

ი) პირობით ნიშნებს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN98

როგორი ფორმატით უნდა იქნეს დამზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია?

პასუხი:

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს AრცGIშ (სჰპ) ფაილის ფორმატში წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN99

რა უნდა იქნეს ასახული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის წერტილოვან ფენაში? 

პასუხი:

წერტილოვან ფენაში ასახული უნდა იყოს გეოდეზიური მყარი წერტილები, დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძები, სამეთვალყურეო და საკომუნიკაციო ჭები და წერტილში ლოკალიზებული სხვა ობიექტები.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN100

რა უნდა იქნეს ასახული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის  ხაზოვან ფენაში? 

პასუხი:

ხაზოვან ფენაში ასახულ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვრები, გზები, ბილიკები, გაზსადენი, წყალსადენი, ნავთობსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, საბაგირო ხაზი, საკომუნიკაციო მილები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები თუ ხაზობრივი ტიპის ცალკე უფლების ობიექტები, რომლებიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ნაჩვენები უნდა იყოს ხაზის სახით.

0

11

კითხვაN101

რას უნდა შეიცავდეს საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის  პოლიგონური ფენები?

პასუხი:

საკადასტრო აზომვით ნახაზზე პოლიგონური ფენები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ დამოუკიდებელ ფენებად:

ა) მიწის ნაკვეთი;

ბ) შენობა-ნაგებობა;

გ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის ფარგლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ხაზობრივი ნაგებობები თუ ხაზობრივი ტიპის ცალკე უფლების ობიექტები, რომლებიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე გამოსახული უნდა იყოს პოლიგონის სახით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN102

რას უნდა შეიცავდეს საკადასტრო აზომვითი ნახაზის თითოეული ობიექტის (წერტილოვანი, ხაზობრივი, პოლიგონური) ატრიბუტული ცხრილი?

პასუხი:

საკადასტრო აზომვითი ნახაზის თითოეული ობიექტის (წერტილოვანი, ხაზობრივი, პოლიგონური) ატრიბუტული ცხრილი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) წერტილოვანი და ხაზობრივი ფენებისათვის _ ობიექტის დასახელებას და ტიპს;

ბ) მიწის ნაკვეთის პოლიგონური ფენისათვის _ ობიექტის ტიპს, მიწის ნაკვეთის დანიშნულებას და ადგილმდებარეობას/მისამართს;

გ) შენობა-ნაგებობის პოლიგონური ფენისათვის _ შენობა-ნაგებობის რიგით ნომერს, დანიშნულებას, მდგომარეობას (მშენებარე, აშენებული), სართულიანობას და განაშენიანების ფართობს.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN103

ტოპოლოგიის რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია?

პასუხი:

საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია უნდა აკმაყოფილებდეს ტოპოლოგიის შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ხაზოვან და პოლიგონურ ფენებში არ უნდა იყოს გადაკვეთა და გადაფარვა;

ბ) წარმოდგენილ ფენაში არ უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი გრაფიკული ელემენტი, ან ერთნაირი ჩანაწერი ერთმანეთთან დაუკავშირებელ ობიექტებზე;

გ) ორთოფოტოზე დიგიტალიზაციის დროს დაცული უნდა იყოს მასშტაბი, ორთოფოტოზე დიგიტალიზაცია უნდა განხორციელდეს 1:400-დან 1:1000-მდე, ხოლო კოსმოსურ სურათებზე _ 1:4000-დან 1:7000-მდე მასშტაბში;

დ) ნაკვეთის ხაზოვან ფენაში არ უნდა იყოს გაწყვეტილი ხაზები;

ე) ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს მოსაზღვრე ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობას;

ვ) შენობა-ნაგებობების საზღვრები არ უნდა კვეთდეს ნაკვეთის საზღვრებს (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა);

ზ) იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთის საზღვარი გადის შენობის საზღვარზე ან მის ცალკეულ გვერდებზე, შენობა-ნაგებობის შესაბამისი გვერდები და მახასიათებელი წერტილები უნდა ემთხვეოდეს ნაკვეთის შესაბამის გვერდებსა და მწვერვალებს;

თ) სიმბოლოზე გამავალი შესაბამისი კომუნიკაციის ხაზის წყვეტის ხაზი უნდა ემთხვეოდეს ამ სიმბოლოს.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN105

რას უნდა შეიცავდეს ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი?

პასუხი:

ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ადგილმდებარეობას/მისამართს;

ბ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის დანიშნულებას და მდგომარეობას (მშენებარე ან აშენებული);

გ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ფართობს;

დ) შიდა სასაზღვრე გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა შესაძლებელია);

ე) საკადასტრო აღწერის თარიღს.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN106

რა მასშტაბში უნდა იქნეს წარმოდგენილი ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი?

პასუხი:

ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი რეკომენდებულია წარმოდგენილ იქნეს 1:100 _ 1:500 მასშტაბში.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN107

რა შემთხვევაში მოითხოვება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია?

პასუხი:

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სარეგისტრაციო წარმოებას ელექტრონული საშუალების გამოყენებით აწარმოებს.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN108

რა ინფორმაცია უნდა ახლდეს საკადასტრო აზომვით ნახაზს?

პასუხი:

საკადასტრო აზომვით ნახაზს თან უნდა ერთოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN109

ვის მიერ უნდა იყოს დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი?

პასუხი:

საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის, უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მაღთლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკადასტრო აღწერის დამსწრეთა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ხოლო, თუ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია _ დამატებით იურიდიული პირის ბეჭდით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN110

რომელი დოკუმენტით ხდება დაინტერესებული ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა?

პასუხი:

დაინტერესებული ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN111

რა იგულისხმება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში?

პასუხი:

საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ხოლო უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ბინადრობის მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN112

რომელი დოკუმენტით ხდება დაინტერესებული იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის იდენტიფიცირება?

პასუხი:

დაინტერესებული იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის იდენტიფიცირება ხდება რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერით შესაბამისი სახელმწიფო რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ამ იურიდიული პირის და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN113

რომელი დოკუმენტით ხდება დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს იდენტიფიცირება?

პასუხი:

დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს იდენტიფიცირება ხდება მისი დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN114

რომელი დოკუმენტით ხდება წარმომადგენლის ვინაობის დადგენა?

პასუხი:

წარმომადგენლის ვინაობის დადგენა ხდება მისი პირადობის და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტით (მინდობილობით, რწმუნებულებით).

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN115

რომელი დოკუმენტით ხდება განცხადების წარმომდგენის ვინაობის დადგენა?

პასუხი:

განცხადების წარმომდგენის ვინაობის დადგენა ხდება მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და სააგენტოსთან არსებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტით.

0

12

კითხვაN116

შესაძლებელია თუ არა დაინტერესებულ პირს, მის წარმომადგენელსა ან/და განცხადების წარმომდგენს არ მოვთხოვოთ მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი?

პასუხი:

დაინტერესებულ პირს, მის წარმომადგენელსა ან/და განცხადების წარმომდგენს შეიძლება არ მოეთხოვო მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუ ამ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შესაბამისი დაწესებულების მონაცემთა ბაზებიდან.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN117

რა შემთხვევაშია აუცილებელი განმცხადებლის კანონიერი უფლების (ან ინტერესის) დამადასტურებელი დოკუმენტი?

პასუხი:

განმცხადებლის კანონიერი უფლების (ან ინტერესის) დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა აუცილებელია იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების მფლობელი არ არის.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN118

აუცილებელია თუ არა, რომ განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარდგენილ იქნეს დედნების სახით?

პასუხი:

განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც დედნის, ისე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის სახით, ხოლო სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ შემთხვევებში - ასევე ელექტრონული ასლის სახითაც.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN119

რა სახით უნდა იქნეს წარდგენილი წერილობითი ფორმით დადებული გარიგება?

პასუხი:

წერილობითი ფორმით დადებული გარიგება მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო წესით დადასტურებული სახით ან გარიგების მხარეთა ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმებული სახით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN120

რა შემთხვევაში არ მოითხოვება გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება?

პასუხი:

თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN121

მიიღებს თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო სხვა სახელმწიფოში შესრულებულ დოკუმენტებს?

პასუხი:

სხვა სახელმწიფოში შესრულებულ დოკუმენტებს მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ლეგალიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზება არ მოითხოვება.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN122

აგებს თუ არა პასუხს მარეგისტრირებელი ორგანო წარმოდგენილი დოკუმენტის ნამდვილობაზე?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN123

რითი ადასტურებს მარეგისტრირებელი ორგანო განცხადების წარმოდგენის ფაქტს?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო განცხადების წარმოდგენის ფაქტს ადასტურებს განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციითა და მისთვის შესაბამისი სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN124

რა სახის შეიძლება იყოს განცხადების რეგისტრაციის წიგნი?

პასუხი:

განცხადების რეგისტრაციის წიგნი შეიძლება იყოს როგორც ქაღალდის ვერსიის, ისე ელექტრონული.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN125

რა ვადაში ატარებს რეგისტრაციაში მარეგისტრირებელი ორგანო წარმოდგენილ განცხადებას?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო წარმოდგენილ განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს დაუყოვნებლივ.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN126

განცხადების რეგისტრაციისას გაიცემა თუ არა რაიმე სახის დოკუმენტი?

პასუხი:

წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციისას მარეგისტრირებელი ორგანო გასცემს განცხადების მიღების ბარათს.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN127

რომელი ნორმატიული აქტი განსაზღვრავს სარეგისტრაციო წარმოების ვადას?

პასუხი:

სარეგისტრაციო წარმოების ვადა განისაზღვრება "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN128

როდიდან აითვლება სარეგისტრაციო წარმოების ვადა?

პასუხი:

სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN129

როდის მთავრდება სარეგისტრაციო წარმოების ვადა?

პასუხი:

სარეგისტრაციო წარმოების ვადა მთავრდება სარეგისტრაციო წარმოების ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ სარეგისტრაციო წარმოება უნდა დასრულდეს მომდევნო სამუშაო დღეს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN130

უფლებამოსილია თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო წარმოება განახორციელოს არასამუშაო დროს ან დღეებში?

პასუხი:

მარეგისტრირებელ ორგანოს უფლება აქვს სარეგისტრაციო წარმოება განახორციელოს უქმე ან დასვენების დღეებში და შესვენების ან არასამუშაო დროს.

0

13

კითხვაN131

შესაძლებელია თუ არა სარეგისტრაციო წარმოების ვადის გაგრძელება?

პასუხი:

სარეგისტრაციო წარმოების ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN132

რა გადაწყვეტილების გამოცემის ვალდებულება აქვს მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო წარმოების ვადაში?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN133

რა გადაწყვეტილებას იღებს მარეგისტრირებელი ორგანო, თუ განცხადებას თან არ ერთვის აუცილებელი დოკუმენტაცია?

პასუხი:

თუ განცხადებას თან არ ერთვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN134

რა გადაწყვეტილებას იღებს მარეგისტრირებელი ორგანო, თუ განცხადება ან/და მასზე დართული დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით ან/და წესით?

პასუხი:

თუ განცხადება ან მასზე დართული უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN135

რა გადაწყვეტილებას იღებს მარეგისტრირებელი ორგანო, თუ დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის იდენტიფიკაციის საშუალებას?

პასუხი:

თუ დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის იდენტიფიკაციის საშუალებას, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN136

არის თუ არა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ან/და ფართობის შეუსაბამობა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან ან  მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან ან/და ფართობთან?

პასუხი:

თუ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს ან მასში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN137

რა გადაწყვეტილებას იღებს მარეგისტრირებელი ორგანო, თუ მისთვის ოფიციალურად ცნობილი გახდა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი?

პასუხი:

თუ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ოფიციალურად გახდა ცნობილი უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN138

რა გადაწყვეტილებას იღებს მარეგისტრირებელი ორგანო, თუ წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას.

          -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN139

რა ვადით ჩერდება სარეგისტრაციო წარმოება და შეიძლება თუ არა ამ ვადის გაგრძელება?

პასუხი:

ა) თუ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ოფიციალურად ცნობილი გახდა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი ან წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას, ამ შემთხვევებში, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულად ითვლება შესაბამისი ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ აქტში მითითებული ვადით;

ბ) სხვა შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე;

გ) აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN140

რა მომენტიდან აითვლება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადა?

პასუხი:

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადა აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში - გამოქვეყნებიდან.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN141

რა შემთხვევაში იღებს მარეგისტრირებელი ორგანო გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN142

ატარებს თუ არა რეგისტრაციაში მარეგისტრირებელი ორგანო დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტს ან/და ინფორმაციას?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია და გასცეს მიღების ბარათი აღნიშნული ინფორმაციის მითითებით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN143

როგორ აითვლება სარეგისტრაციო წარმოების ვადა სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემთხვევაში?

პასუხი:

სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება ხელახლა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN144

შეიძლება თუ არა შეწყდეს სარეგისტრაციო წარმოება დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში?

პასუხი:

თუ დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN145

არის თუ არა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობა?

პასუხი:

თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში წარმოდგენილი არ იქნება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

0

14

კითხვაN146

არის თუ არა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი ის გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ან მათი სუბიექტი ან საგანი აღარ არსებობს, ან გარიგება თუ უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი გაუქმდა?

პასუხი:

თუ სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ან მათი სუბიექტი ან საგანი აღარ არსებობს, ან გარიგება თუ უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი გაუქმდა, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN147

არის თუ არა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი სასამართლოს (არბიტრაჟის) აქტი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ?

პასუხი:

თუ მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN148

რა გადაწყვეტილებას იღებს მარეგისტრირებელი ორგანო იმ შემთხვევაში, თუ უფლება, ყადაღა ან  საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ან საკუთრების უფლების მიტოვება ან მასში ცვლილება არ ექვემდებარება რეგისატრაციას?

პასუხი:

თუ უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა და მასში ცვლილება არ ექვემდებარება რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN149

შეიძლება თუ არა მარეგისტრირებელმა ორგანომ უარი თქვას უძრავ ნივთზე სხვა უფლების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციაზე თუ ამ უძრავ ნივთზე უკვე რეგისტრირებულია უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა?

პასუხი:

თუ უძრავ ნივთზე უკვე რეგისტრირებული უფლება, ყადაღა ან  საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს  იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, ყადაღის ან  საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN150

რა გადაწყვეტილებას იღებს მარეგისტრირებელი ორგანო, თუ უძრავი ნივთი განიკარგება ან ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაიდო არაუფლებამოსილი პირის (პირების) მიერ?

პასუხი:

თუ უძრავი ნივთი განიკარგა, ხოლო ყადაღა და/ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაიდო არაუფლებამოსილი პირის ან პირების გარიგების ან არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის Qთქმის შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN151

რა გადაწყვეტილებას იღებს მარეგისტრირებელი ორგანო, თუ მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების ან/და მათი შეწყვეტის ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად ცნობის ფაქტი?

პასუხი:

თუ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად ცნობის ფაქტი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის Qთქმის შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN152

არის თუ არა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი სასამართლოს (საარბიტრაჟო) აქტი სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ?

პასუხი:

თუ წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმას, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN153

შესაძლებელია თუ არა უფლების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, როდესაც საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე?

პასუხი:

თუ იპოთეკის, აღნაგობის, უზუფრუქტის, სერვიტუტის, ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის, თხოვების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნისას საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN154

რა შემთხვევაში ამბობს უარს მარეგისტრირებელი ორგანო ყადაღის რეგისტრაციაზე?

პასუხი:

მარეგისტრირებული ორგანო უარს ამბობს ყადაღის რეგისტრაციაზე, თუ ყადაღის დადების დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ყადაღის საგნისა და მისი მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას ან/და ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN155

რა შემთხვევაში ამბობს უარს მარეგისტრირებელი ორგანო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციაზე?

პასუხი:

მარეგისტრირებული ორგანო უარს ამბობს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციაზე, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN156

შესაძლებელია თუ არა ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენა?

პასუხი:

განცხადება შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN157

არის თუ არა განცხადების ხელახლა წარდგენის საფუძველი ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის დაინტერესებული პირის სასარგებლოდ შეცვლა?

პასუხი:

ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის, რომელიც საფუძვლად დაედო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას, დაინტერესებული პირის სასარგებლოდ შეცვლა არის განცხადების ხელახლა წარდგენის საფუძველი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN158

არის თუ არა განცხადების ხელახლა წარდგენის საფუძველი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება?

პასუხი:

ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოცემას, არის განცხადების ხელახლა წარდგენის საფუძველი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN159

შეიძლება თუ არა განცხადების ხელახლა წარდგენა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტისას?

პასუხი:

განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის განცხადება, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს შეუზღუდავად.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN160

რა შემთხვევაში იღებს მარეგისტრირებელი ორგანო გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის ან სარეგისტრაციო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში გადაგზავნის საფუძვლები.

0

15

კითხვაN161

რას ნიშნავს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება?

პასუხი:

რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის შესახებ მონაცემების აღრიცხვას შესაბამის რეესტრში.------------------------------------------------------------------------------------------------------------         

კითხვაN162

რა საშუალებებით შეიძლება რეესტრში მონაცემების შეტანა?

პასუხი:

რეესტრში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN163

რა ითვლება რეგისტრირებულ მონაცემში ტექნიკურ ხარვეზად?

პასუხი:

რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკურ ხარვეზად ითვლება ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა, ასევე დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით გამოწვეული და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN164

ვალდებულია თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო გაასწოროს რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გაასწოროს რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

             კითხვაN165

უნდა გამოცხადდეს თუ არა რეგისტრაცია ძალადაკარგულად იმ დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტს?

პასუხი:

რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ წარმოდგენილია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტს.

          -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN166

უნდა გამოცხადდეს თუ არა რეგისტრაცია ძალადაკარგულად, თუ რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტი ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი?

პასუხი:

რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

           -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN167

უნდა გამოცხადდეს თუ არა რეგისტრაცია ძალადაკარგულად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი?

პასუხი:

რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN168

უნდა გამოცხადდეს თუ არა რეგისტრაცია ძალადაკარგულად, თუ ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა?

პასუხი:

რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა.

          -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN169

იწვევს თუ არა რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება ამ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას?

პასუხი:

რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულ გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას.

           -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN170

უნდა გამოცხადდეს თუ არა რეგისტრაცია ბათილად ან არარად, თუ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ან არარად იქნა ცნობილი?

პასუხი:

რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ან არარად იქნა ცნობილი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN171

უნდა გამოცხადდეს თუ არა რეგისტრაცია ბათილად ან არარად, თუ წარმოდგენილია სასამართლოს აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს?

პასუხი:

რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN172

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხული რომელი ყადაღები გამოცხადდა ძალადაკარგულად?

პასუხი:

ა) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე აღრიცხული ყადაღა და რეგისტრაციის ან ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის ამკრძალავი სხვა ღონისძიება;

ბ) ყადაღა და რეგისტრაციის ან ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის ამკრძალავი სხვა ღონისძიება, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული არ არის ან რომელიც აღრიცხულია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზე;

გ) ყადაღა და რეგისტრაციის ან ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის ამკრძალავი სხვა ღონისძიება, თუ იგი აღრიცხულია მას შემდეგ, რაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN173

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხული რომელი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამოცხადდა ძალადაკარგულად?

პასუხი:

ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული არ არის, ან რომელიც რეგისტრირებულია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე, ანდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას, გამოცხადდა ძალადაკარგულად. ძალადაკარგულად გამოცხადდა ასევე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თუ იგი რეგისტრირებულია მას შემდეგ, რაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN174

შეიძლება თუ არა გასაჩივრდეს რეგისტრაციის გაუქმების ფაქტი?

პასუხი:

რეგისტრაციის გაუქმების ფაქტი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN175

რა საკითხებზე გამოსცემს გადაწყვეტილებას მარეგისტრირებელი ორგანო?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო გადაწყვეტილებას გამოსცემს რეგისტრაციისა და რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

0

16

კითხვაN176

რა ფორმით გამოსცემს გადაწყვეტილებას მარეგისტრირებელი ორგანო?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო გადაწყვეტილებას გამოსცემს წერილობითი ფორმით.

          -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN177

რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) გადაწყვეტილების სახეს;

ბ) სათაურს;

გ) მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას და მისამართს;

დ) გამოცემის დროს და რეგისტრაციის ნომერს;

ე) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს;

ვ) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, და საჩივრის წარდგენის ვადას;

ზ) უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს  და ხელმოწერას;

თ) სამსახურებრივ ბეჭედს.

შენიშვნა:

მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემული გადაწყვეტილება შეიძლება არ შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს;

ბ) უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს  და ხელმოწერას;

გ) სამსახურებრივ ბეჭედს.

         -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN178

რა საშუალებების გამოყენებით შეიძლება მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებაში მონაცემების შეტანა?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებაში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN179

შესაძლებელია თუ არა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გამოცემულ იქნეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოცემულ იქნეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN180

რა ვადაში შედის ძალაში მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN181

შესაძლებელია თუ არა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება?

პასუხი:

დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში, გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN182

სად შეიძლება გასაჩივრდეს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება?

პასუხი:

ა) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბ) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

შენიშვნა:

სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს ამ მონაცემების საფუძველზე ამონაწერის თუ სხვა სამართლებრივი აქტის გაცემას.

         -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN183

ვისთვის არის რეგისტრირებული მონაცემები ხელმისაწვდომი?

პასუხი:

უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრებში რეგისტრირებული მონაცემები ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, ხოლო რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ  სხვა დოკუმენტაცია ჴ მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN184

მოქმედებს თუ არა უტყუარობის პრეზუმფცია რეგისტრირებული მონაცემების მიმართ?

პასუხი:

რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის მონაცემები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN185

შესაძლებელია თუ არა რეგისტრირებული მონაცემების გასაჩივრება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენით?

პასუხი:

.საჯარო რეესტრის მონაცემების კანონიერების შესახებ დავის არსებობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას მარეგისტრირებელი ორგანოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და დავის გადაწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ სასამართლოს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN186

უფლებამოსილია თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო თავისი ინიციატივით გააუქმოს მის მიერ წარმოებული რეგისტრაცია?

პასუხი:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ბათილად ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერვე წარმოებული რეგისტრაცია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN187

რა წესით წარმოებს რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა?

პასუხი:

რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა წარმოებს სარეგისტრაციო წარმოების წესით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN188

რა სახით ხორციელდება რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა?

პასუხი:

რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის, საკადასტრო გეგმის ან/და რუკის, ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის ან/და რეესტრებში დაცულ მონაცემებზე წერილობითი ინფორმაციის გაცემით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN189

რა მონაცემების საფუძველზე გაიცემა ამონაწერი?

პასუხი

ამონაწერი გაიცემა უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN190

რა მონაცემებს ასახავს ამონაწერი?

პასუხი

ამონაწერი  ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და საკუთრების უფლებების მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

0

17

კითხვაN191

რა საშუალებებით ხორციელდება ამონაწერში მონაცემების შეტანა?

პასუხი:

ამონაწერში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN192

რას ადგენს ამონაწერი?

პასუხი:

უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN193

ვისზე გაიცემა ამონაწერი?

პასუხი:

ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN194

რა ვადით მოქმედებს ამონაწერი?

პასუხი:

კანონმდებლობით, ამონაწერის მოქმედების ვადა არ არის განსაზღვრული, შესაბამისად,

ამონაწერი მოქმედებს უვადოდ.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN195

გაიცემა თუ არა ამონაწერი ყადაღადადებული უძრავი ნივთის შესახებ?

პასუხი:

უძრავ ნივთზე ყადაღის დადება არ კრძალავს ამონაწერის გაცემას.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN196

რა მონაცემების საფუძველზე გაიცემა საკადასტრო გეგმა და რუკა?

პასუხი:

საკადასტრო გეგმა და რუკა გაიცემა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN197

რა მონაცემებს ასახავს საკადასტრო გეგმა და რუკა?

პასუხი:

საკადასტრო გეგმა და რუკა  ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ძალაში მყოფ საკადასტრო მონაცემებს.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN198

ვისზე გაიცემა საკადასტრო გეგმა და რუკა?

პასუხი:

საკადასტრო გეგმა და რუკა  გაიცემა ნებისმიერ პირზე.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN199

რამდენ უძრავ ნივთზე გაიცემა საკადასტრო გეგმა და რუკა?

პასუხი:

საკადასტრო გეგმა გაიცემა ერთ უძრავ ნივთზე, ხოლო საკადასტრო რუკა ჴ არანაკლებ ორზე.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN200

რა საშუალებებით ხორციელდება საკადასტრო გეგმასა და რუკაზე მონაცემების დატანა?

პასუხი:

საკადასტრო გეგმასა და რუკაზე მონაცემები შეიძლება დატანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN201

რა მონაცემების საფუძველზე გაიცემა ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა?

პასუხი:

ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა გაიცემა ყადაღის რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN202

რა მონაცემებს ასახავს ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა?

პასუხი:

ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის არსებობა/არარსებობის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN203

რა საშუალებებით ხორციელდება  ყადაღის არსებობის შესახებ ცნობაში მონაცემების შეტანა?

პასუხი:

ყადაღის არსებობის შესახებ ცნობაში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN204

ვისზე გაიცემა ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა?

პასუხი:

ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა გაიცემა ნებისმიერ პირზე.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN205

რა ინფორმაციას მოიცავს ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა?

პასუხი:

ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა მოიცავს ინფორმაციას როგორც ყადაღის არსებობის, ისე ყადაღის არარსებობის შესახებ.

0

18

კითხვაN206

ვისზე გაიცემა წერილობითი ინფორმაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის შესახებ?

პასუხი:

ნებისმიერ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოსგან მოითხოვოს და წერილობითი სახით მიიღოს ინფორმაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის მონაცემების შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN207

რა ინფორმაციის (დოკუმენტაციის) საფუძველზე გაიცემა სამკვიდრო მოწმობა, თუ უძრავ ნივთზე მამკვიდრებლის უფლება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული?

პასუხი:

თუ უძრავ ნივთზე მამკვიდრებლის უფლება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს მამკვიდრებლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული), ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის ან აღნიშნული გარემოებების შესახებ წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN208

გასცემს თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო ინფორმაციას უფლებადარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის  ფუნქციური დანიშნულების (სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო) შესახებ?

პასუხი:

მარეგისტრირებელი ორგანო გასცემს ინფორმაციას უფლებადარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულების (სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო) შესახებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN209

გასცემს თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების დედნებს, როცა უძრავ ნივთზე რეგისტრაცია არ განხორციელებულა (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, შეჩერების ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში).

პასუხი:

ასეთ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო გასცემს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების დედნებს, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN210

ვისთვის არის ხელმისაწვდომი გასაცნობად რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაცია?

პასუხი:

რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ  სხვა დოკუმენტაცია გასაცნობად ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN211

ვისთვის არის  ხელმისაწვდომი ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემები და დოკუმენტაცია?

პასუხი:

ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემები და დოკუმენტაცია გასაცნობად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN212

რა წესით წარმოებს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა?

პასუხი:

ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა წარმოებს სარეგისტრაციო წარმოების წესით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN213

რა სახით ხორციელდება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა?

პასუხი:

ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა ხორციელდება დაცულ მონაცემებზე წერილობითი ინფორმაციის, უძრავ ნივთზე ცნობა-დახასიათების ან/და საინვენტარიზაციო გეგმის გაცემით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN214

თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავ ნივთზე არ არის აღრიცხული  საკუთრების უფლება, ვალდებულია თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო გასცეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უძრავ ნივთზე უფლება არ არის აღრიცხული?

პასუხი:

მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გასცეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უძრავ ნივთზე უფლება არ არის აღრიცხული.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN215

უთითებს თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო ყადაღის არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების საფუძველზე ცნობა-დახასიათების მომზადებისას?

პასუხი:

ყადაღის არსებობის ან არარსებობის შესახებ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების საფუძველზე მომზადებულ ცნობა-დახასიათებაში ყადაღის შესახებ ინფორმაცია არ მიეთითება.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN216

რა სახით მზადდება საინვენტარიზაციო გეგმა, როდესაც მიწის ნაკვეთის ნაწილი აღრიცხულია როგორც თვითნებურად დაკავებული?

პასუხი:

თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით მიწის ნაკვეთის ნაწილზე აღრიცხულია უფლება, ხოლო ნაწილი _ როგორც თვითნებურად დაკავებული, საინვენტარიზაციო გეგმა უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთის უფლებაღრიცხული და თვითნებურად დაკავებული ნაწილების ფართობებისა და საზღვრების მითითებით.

  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN217

რა ინფორმაციას ეყრდნობა მარეგისტრირებელი ორგანო საინვენტარიზაციო გეგმაზე მიწის ნაკვეთის უფლებაღრიცხული და თვითნებურად დაკავებული ნაწილების ფართობებისა და საზღვრების მითითებისას?

პასუხი:

თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო ეყრდნობა ამ მონაცემებს, ხოლო, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით კონკრეტულად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობებს და საზღვრებს ადგენს აღნიშნული ნაწილების შეერთების წერტილების მიხედვით. ეს პრინციპი არ მოქმედებს, თუ შენობა-ნაგებობა განლაგებულია მიწის ნაკვეთის ორივე ნაწილზე.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN218

ვინ არის უფლებამოსილი დედანში გაეცნოს საჯარო რეესტრის არქივში დაცულ დოკუმენტაციას და მიიღოს მათი დამოწმებული ასლები?

პასუხი:

საჯარო რეესტრის არქივში დაცული დოკუმენტაციის გაცნობა და  მათი დამოწმებული ასლების მიღება დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

კითხვაN219

ვინ არის უფლებამოსილი დედანში გაეცნოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ დოკუმენტაციას და მიიღოს მათი დამოწმებული ასლები?

პასუხი:

ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციის გაცნობა და მათი დამოწმებული ასლების მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN220

ვინ არის უფლებამოსილი მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ასევე მის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ან ასლის გამოთხოვაზე?

პასუხი:

მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ასევე მის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე და ექვემდებარება სავალდებულო წესით დაბრუნებას. სამართალდამცავი თუ სხვა სახელმწიფო ორგანოების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დასაშვებია მხოლოდ ამ დოკუმენტაციის ასლის გამოთხოვა.

0

19

კითხვაN221

ახდენს თუ არა მარეგისტრირებელი ორგანოს საქმიანობაზე რაიმე გავლენას მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ასევე მის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ან ასლის გამოთხოვა?

პასუხი:

მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ასევე მის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ან ასლის გამოთხოვა არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს მათ საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელებას ან/და ამონაწერის თუ სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის გაცემას.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN222

რა არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური?

პასუხი:

საფასური არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის დაწესებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე სავალდებულო გადასახდელი, რომელსაც "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით იხდის დაინტერესებული პირი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN223

რომელი ნორმატიული აქტით განისაზღვრება საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის დაწესებული საფასურის განაკვეთები, საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი?

პასუხი:

საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის დაწესებული საფასურის განაკვეთები, საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი განისაზღვრება “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN224

შესაძლებელია თუ არა სააგენტომ გაწეული მომსახურებისათვის მოითხოვოს ისეთი საფასურის გადახდა, რომელიც არაა დადგენილი კანონით?

პასუხი:

“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი საფასურის გადახდის მოთხოვნა დაუშვებელია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN225

რა სახით არის შესაძლებელი დაინტერესებული პირის მიერ საფასურის გადახდა?

პასუხი:

დაინტერესებულმა პირმა საფასური შეიძლება გადაიხადოს სააგენტოს საბანკო ანგარიშზე თანხის როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით შეტანის გზით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN226

კანონმდებლობით დაწესებული საფასური და ვადები ერთნაირად ვრცელდება თუ არა როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უფლებათა რეგისტრაციაზე?

პასუხი:

კანონმდებლობით დაწესებული საფასური და ვადები ვრცელდება როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უფლებათა რეგისტრაციაზე.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN227

არის თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული დაჩქარებული სარეგისტრაციო ვადები და შესაბამისი საფასური?

პასუხი:

კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაჩქარებულ სარეგისტრაციო მომსახურებასა და შესაბამისი საფასურის განაკვეთებს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN228

არის თუ არა კანონმდებლობით დაწესებული რაიმე სახის ჯარიმა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც დაინტერესებულ პირს უფლების დამდგენი დოკუმენტი სააგენტოში სარეგისტრაციოდ მოაქვს გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ?

პასუხი:

კანონმდებლობის თანახმად, უფლების რეგისტრაციისათვის სავალდებულო არ არის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენიდან რაიმე გარკვეულ ვადაში წარმოდგენა და, შესაბამისად, ამ შემთხვევაში არ არსებობს დაინტერესებული პირის მიერ რაიმე ჯარიმის გადახდის ვალდებულება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN229

რა ვადა და  საფასურია განსაზღვრული უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის რეგისტრაციისათვის?

პასუხი:

უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის რეგისტრაციისათვის განსაზღვრულია 4 სამუშაო  დღე  და  50 ლარის ოდენობის საფასური.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN230

რა ოდენობის  საფასური გადაიხდება ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრის მიერ ერთეული უძრავი ნივთის რამოდენიმე პირზე წილადი საკუთრების უფლებით გასხვისების შემთხვევაში?

პასუხი:

ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრის მიერ ერთეული უძრავი ნივთის რამოდენიმე პირზე გასხვისების შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის თანასაკუთრებაში მიმღებ პირებს უძრავ ნივთზე წარმოეშობათ წილადი საკუთრება, განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს თითოეული წილის მესაკუთრის მიერ შესაბამის წილზე უფლების რეგისტრაციისათვის და მომსახურების საფასურიც (50 ლარი) გადახდილ უნდა იქნეს თითოეულ წილზე უფლების რეგისტრაციისათვის. 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN231

რა ოდენობის საფასური გადაიხდება ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრის მიერ ერთეული უძრავი ნივთის რამოდენიმე პირზე თანაზიარი საკუთრების უფლებით გასხვისების შემთხვევაში?

პასუხი:

ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრის მიერ ერთეული უძრავი ნივთის რამოდენიმე პირზე გასხვისების შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის თანასაკუთრებაში მიმღებ პირებს უძრავ ნივთზე წარმოეშობათ თანაზიარი საკუთრება ანუ ერთი უფლება, განცხადება (ერთი ერთეული) შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნებისმიერი თანამესაკუთრის მიერ და მომსახურების საფასურიც (50 ლარი) გადახდილ უნდა იქნეს ერთი უფლების რეგისტრაციისათვის.   

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN232

რა ვადა და  საფასურია განსაზღვრული უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისათვის?

პასუხი:

უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ  უფლებაში ცვლილების  რეგისტრაციისათვის განსაზღვრულია 4 სამუშაო  დღე  და  50 ლარის ოდენობის საფასური.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN233

რა ვადა და  საფასურია განსაზღვრული იპოთეკის მოწმობის მომზადების, მასში ცვლილების ან მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაციისათვის?

პასუხი:

იპოთეკის მოწმობის მომზადების, მასში ცვლილების ან მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაციისათვის განსაზღვრულია 3 სამუშაო  დღე  და  50 ლარის ოდენობის საფასური.

         -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN234

რა ვადა და  საფასურია განსაზღვრული უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციისათვის?

პასუხი:

უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციისათვის განსაზღვრულია 4 სამუშაო  დღე  და  50 ლარის ოდენობის საფასური.

         -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN235

რა ვადა და  საფასურია განსაზღვრული უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მიბმულ ვალდებულებაში ცვლილების რეგისტრაციისათვის?

პასუხი:

უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მიბმულ ვალდებულებაში ცვლილების რეგისტრაციისათვის განსაზღვრულია 4 სამუშაო  დღე  და  50 ლარის ოდენობის საფასური.

0

20

კითხვაN236

რა ვადა და  საფასურია განსაზღვრული  უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვის რეგისტრაციისათვის?

პასუხი:

უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვის რეგისტრაციისათვის განსაზღვრულია 4 სამუშაო  დღე  და  50 ლარის ოდენობის საფასური.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN237

რა ვადა და  საფასურია განსაზღვრული  უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების შეზღუდვაში ცვლილების რეგისტრაციისათვის?

პასუხი:

უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების შეზღუდვაში ცვლილების რეგისტრაციისათვის განსაზღვრულია 4 სამუშაო  დღე  და  50 ლარის ოდენობის საფასური.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN238

რა ვადა და  საფასურია განსაზღვრული  უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადებისათვის?

პასუხი:

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადებისათვის განსაზღვრულია 1 სამუშაო  დღე  და  15 ლარის ოდენობის საფასური.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN239

რა ვადა და  საფასურია განსაზღვრული საკადასტრო გეგმის  მომზადებისათვის?

პასუხი:

საკადასტრო გეგმის მომზადებისათვის განსაზღვრულია 2 სამუშაო  დღე  და  5 ლარის ოდენობის საფასური.

         -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN240

რა ვადა და  საფასურია განსაზღვრული საკადასტრო რუკის  მომზადებისათვის?

პასუხი:

საკადასტრო რუკის მომზადებისათვის განსაზღვრულია 4 სამუშაო  დღე, ქაღალდზე შესრულებული ვერსიის 1 გვერდისათვის _ 10 ლარის, ხოლო ელექტრონული ვერსიისათვის _ 10000 მ2 (1 ჰა)-ზე 5 ლარის ოდენობის საფასური.

          -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN241

რა ვადა და  საფასურია განსაზღვრული მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთზე უფლების შესახებ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადებისათვის?

პასუხი:

მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთზე უფლების შესახებ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადებისათვის განსაზღვრულია 4 სამუშაო  დღე  და  10 ლარის ოდენობის საფასური.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN242

რა წესით ხდება უძრავ ნივთზე, უფლების წარმოშობის, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების და იპოთეკის მოწმობის მომზადების, მასში ცვლილების ან მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასურის გადახდა?

პასუხი:

უძრავ ნივთზე, უფლების წარმოშობის, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების და იპოთეკის მოწმობის მომზადების, მასში ცვლილების ან მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასური გადაიხდება ერთეულ უძრავ ნივთზე ერთეული უფლების მიხედვით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN243

რა წესით ხდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის, საკადასტრო გეგმის და მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთზე უფლების შესახებ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადებისათვის დაწესებული საფასურის გადახდა?

პასუხი:

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის, საკადასტრო გეგმის და მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთზე უფლების შესახებ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადებისათვის დაწესებული საფასური გადაიხდება  ერთეული უძრავი ნივთის მიხედვით.

          -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN244

რა საფასურია განსაზღვრული რეგისტრაციის შედეგად ამონაწერის მომზადებისათვის?

პასუხი:

რეგისტრაციის შედეგად ამონაწერის მომზადება უფასოა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN245

რა ვადა და რა ოდენობის საფასურია განსაზღვრული ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციისათვის?

პასუხი:

ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციისათვის განსაზღვრულია 3 სამუშაო დღის ვადა და 20 ლარის ოდენობის საფასური.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN246

რა ვადა და რა ოდენობის საფასურია განსაზღვრული ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებულ ყადაღაში ცვლილების რეგისტრაციისათვის?

პასუხი:

ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებულ ყადაღაში ცვლილების რეგისტრაციისათვის განსაზღვრულია 3 სამუშაო დღის ვადა და 20 ლარის ოდენობის საფასური.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN247

რა ვადა და რა ოდენობის საფასურია განსაზღვრული ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის მომზადებისათვის?

პასუხი:

ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის მომზადებისათვის განსაზღვრულია 1 სამუშაო დღის ვადა და 7 ლარის ოდენობის საფასური.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN248

რა ვადა და რა ოდენობის საფასურია განსაზღვრული მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადებისათვის?

პასუხი:

მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადებისათვის განსაზღვრულია 4 სამუშაო დღის ვადა და 10 ლარის ოდენობის საფასური.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN249

რა წესით ხდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის წარმოშობის და რეგისტრირებულ ყადაღაში ცვლილების რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასურის გადახდა?

პასუხი:

ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის წარმოშობის და რეგისტრირებულ ყადაღაში ცვლილების რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასური გადაიხდება ერთეულ უძრავ ნივთზე ერთეული უფლების მიხედვით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN250

რა წესით ხდება ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის და მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადებისათვის დაწესებული საფასურის გადახდა?

პასუხი:

ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის და მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადებისათვის დაწესებული საფასური გადაიხდება ერთეული უძრავი ნივთის მიხედვით.

0

Вы здесь » პოლტერგეისტი » კანონი » ხშირად დასმული კ