პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » ნუკრი » მე ახლა ავად ვარ


მე ახლა ავად ვარ

Сообщений 1 страница 7 из 7

1

მე ახლა ავად ვარ, გესმის?!
ავად_ უშენობით...
ათასფერ ყვავილებს გესვრის
კარს მომდგარი მარტი.
შენით უძილობას ვნატრობ,
შენ_ ძილს უჩემობით...
რითმებს ვამარტივებ,ვატყობ,
გადაღლილი დარდით.   

ისე მიძნელდება წერა,
როგორც არასოდეს.
ჩემი მინავლული კერაც
მიცივდება სოფლად.
გულზე ლაქასავით, ჭრელი_
უნდა ამოგშორდე,
იქნებ გავამართლო ჩვენი
ვარსკვლავებთან ყოფნა.

ვითომ დაუჯერებს თვალებს
დაბნეული ჭინკა,
როცა გავაჯავრებ მთვარეს
მოქცეული ღრანჭით?!
გული, გაბზარული როგორც
შარშანდელი ჭიქა_
დამაქვს_ წყაროს პირთან...ოღონდ
ნუღარ მკითხავ, რა მჭირს_
ყველა შეუნდობი ცოდვა
დამაბრალე როცა!
ტვინში არეული ბოდვა
წალამივით იწვის...
ყველა გადაშლილი ფრესკის
ვერნათქვამი ლოცვა
ღმერთმა მოგივლინოს! ეს კი
რამდენია, იცი?!

მე კი გავუყვები ქარებს
მუჭისტოლა ღრუბლით,
ჩვენ რომ ვარსკვლავები ვთვალეთ_
იმ ბავშვობის ციდან_
უნდა ავარჩიო ერთი
და მიწისკენ შუბლით
(აღარ გამახსენო ღმერთი!)
გადმოფრენა მინდა!

მე ახლა ავად ვარ, გესმის?!

0

2

მიყვარს ეს ლექსი :)
არადა დომენიკო ისე ზარმაცია მაგი როდის დადებდა :))

0

3

მომეწონა.
მაგრამ შეფასება სად გავაკეთო? :dontknow:

0

4

cqnafa84 написал(а):

ისე მიძნელდება წერა,
როგორც არასოდეს.
ჩემი მინავლული კერაც
მიცივდება სოფლად.
გულზე ლაქასავით, ჭრელი_
უნდა ამოგშორდე,
იქნებ გავამართლო ჩვენი
ვარსკვლავებთან ყოფნა.

ძალიან, მიყვარს შენი ლაქსები ბიჭოოო!...

0

5

am leqsit mogvilova nukrim martis dadgomaaa, ase maxsovs  :flirt:

0

6

მიყვარს ეს ლექსი  :)

0

7

tea написал(а):

მიყვარს ეს ლექსი

მეც :love:

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » ნუკრი » მე ახლა ავად ვარ