პოლტერგეისტი

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » მუნი


მუნი

Сообщений 1 страница 2 из 2

1

მუნი

0

2

მუნი
მუნი კანის პარაზიტული დაავადებაა,რომელსაც ტკიპები იწვევს. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან კონტაქტის შედეგად ან საგნების - ტანსაცმლის, პირსახოცის და სხვ. მეშვეობით. დასნებოვნება ხშირია საზოგადოებრივ აბანოებში.

დაავადებას თან ახლავს ქავილი, რომელიც ძლიერდება ღამით, გამონაყარი, ნაკაწრები. მეორედი ინფექციის დართვის შემთხვევაში, რაც განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, წარმოიქმნება ჩირქოვანი ბუშტუკები და ქერქები. საჭიროა დერმატოლოგიურ დაწესებულებებში დროული და სწორი მკურნალობა. აუცილებელია ავადმყოფის იზოლირება, თეთრეულის ცალკე გამოყოფა. მკურნალობის დამთავრების შემდეგ ავადმყოფის ბინაში დეზინფექცია უნდა ჩატარდეს.

მუნის მკურნალობა ხალხური საშუალებებით

პ უ რ ი ს   ბ უ რ ა ხ ი
იმ შემთხვევაში, როდესაც მუნით დაზიანებულია ჯერ მხოლოდ ხელის მტევანი, იღებენ დამჟავებულ პურის ბურახს, ძალიან ამარილებენ და ათბობენ. შიგ ათავსებენ ხელის მტევანს. პროცედურა გრძელდება მოთმინების მიხედვით.

ჭ ვ ა ვ ი
ბოთლში ყრიან ჭვავს ნახევრამდე. ბოთლს ავსებენ წყლით, საცობს უკეთებენ და დგამენ თბილ ადგილზე 9 დღე. შემდეგ წურავენ და ინახავენ. დაზიანებულ ადგილს იწმენდენ დღეში 2-3-ჯერ. 3 დღის შემდეგ მუნი ქრება.

დ ა ფ ნ ა
ფქვავენ დაფნის ფოთოლს, ურევენ კარაქში და ისვამენ მუნით დაზიანებულ ადგილებში. ეს საშუალება გამოიყენება რევმატიზმის დროსაც.

გ ო გ ი რ დ ი ს   მ ა ლ ა მ ო
საუკეთესო საშუალებად ითვლება გოგირდის მალამო. იღებენ 4 წილ ღორის ქონს, 2 წილ გოგორდს და 1 წილ მარილს. ყოველ დღე ისვამენ მთელ ტანზე ყელის ქვემოთ 5 დღის განმავლობაში. შემდეგ ხარშავენ თეთრეულს და ყველა იმ ტანსაცმელს, რომელიც ეცვა ავადმყოფს ამ დღეების განმავლობაში.

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » მუნი