პოლტერგეისტი

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » მანანა » საქორწინო ბეჭედ


საქორწინო ბეჭედ

Сообщений 1 страница 2 из 2

Опрос

შეაფასე
-2

0% - 0
-1

0% - 0
0

0% - 0
+1

0% - 0
+2

100% - 1
Голосов: 1

1

პირველი ვარიანტი

გაგიკეთებენ თითზე ოქროს რგოლს
ნიშნად ნამდვილი სიყვარულისა,
მერე და მერე კი მაჩვენებლად
მტკიცე ერთობის,ორთა გულისა.

ლამაზ სიცოცხლედ შენი და მისი,
ერთ სულ,ერთ სხეულ ქცევის დასტურად,
მტკიცე სამხილად უტყუარ გრძნობის,
რასაც ვერ  აქცევს ჟამი მაცდურად.

თუმც დრო ულმობლად მიედინება,
ოქრო კვლავ ბრწყინავს შენს სულთან ერთად,
რადგან ვინც გიყვარს,გვერდით გეგულვის,
ცხოვრების ჭაპანს ეწევით მედგრად.

ხშირად იხსენებ იმ ლამაზ წუთებს,
ხელზე ბეჭედი რომ წამოგაცვა
და ღმერთს მადლს წირავ,რომ დაგაკისრა
ამ სიყვარულის მოვლა და დაცვა.

თილისმად დაგაქვს ეგ ოქროს რგოლი,
გვირგვინი დიდი სიყვარულისა,
მართლაც დასტური ნამდვილი გრძნობის,
მტკიცე კავშირის,ორთა გულისა.

                            მეორე ვარიანტი
             
           
წამოგაცვამენ თითზე ოქროს რგოლს,
ხშირად გვირგვინად სიყვარულისა,
მერე და მერე საუბედუროდ,
მძიმე ბორკილად ფაქიზ სულისა.

პირველ დღეს ,როცა მთრთოლვარე ხელზე
მოიკალათებს ეგ ოქროს რგოლი,
მაშინ გგონია,მწვერვალზე დგახარ
და იქ დარჩებით შენ და ის,ორნი.

მაგრამ...ჩაივლის დროთა დინება,
თუმც ოქრო ბრწყინავს,სული შავდება,
გულში ვინ იცის,რამდენჯერ სცადე
მისი მოძრობა და გადაგდება.

თუმცა...გაკავებს ადათი,წესი,
ხშირად შვილების მზერა ,შემცბარი,
დახედავ ბეჭედს,დაგენანება
სულთა ერთობა,ჯერ ვერ შემდგარი.

ირონიულად გაგეღიმება,
კიდევ ერთ მწარე ფიქრს გულში მარხავ,
თუმც იშვიათად,მაინც იხსენებ
განცდას,სათუთად რომ შეგინახავს.

Отредактировано manana (2008-03-26 14:11:53)

0

2

წამოგაცვამენ თითზე ოქროს რგოლს,
ხშირად გვირგვინად სიყვარულისა,
მერე და მერე საუბედუროდ,
მძიმე ბორკილად ფაქიზ სულისა.

მესმის შენი მანანა!

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » მანანა » საქორწინო ბეჭედ