პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » გრიპის გართულებ&


გრიპის გართულებ&

Сообщений 1 страница 3 из 3

1

გრიპის გართულებები

0

2

რესპირატორულ ტრაქტში გრიპის ვირუსის გამრავლების შედეგად ზიანდება მოციმციმე ეპითელიუმი. მის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს სასუნთქი გზების გასუფთავება მტვრისგან, ბაქტერიებისგან და სხვა. აქედან გამომდინარე, იგი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ჩნდება ბაქტერიული სუპერინფექციის განვითარების საშიშროება.

გრიპის ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს პნევმონია, თანაც, როგორც წესი, გამომწვევია მეორადი ბაქტერიული ინფექცია (Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae an Staphylococcus aureus).ჩვეულებრივ, პაციენტი თავიდან გამომჯობინდება 3-4 დღის განმავლობაში. შემდეგ კვლავ აუწევს ტემპერატურა. კლინიკური ნიშნები და სიმპტომები შეესაბამება კლასიკურ ბაქტერიულ პნევმონიას: ხველა, ჩირქოვანი ნახველი, გამკვრივების ფიზიკალური და რენტგენოგრაფიული მონაცემები. გულისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებები განაპირობებს მეორადი ბაქტერიული პნევმონიის განვითარების წინასწარგანწყობას ხანდაზმულ ასაკში. შედარებით იშვიათია კომბინირებული ინფექცია (ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია). პირველადი ვირუსული პნევმონია წარმოადგენს გრიპის იშვიათ გართულებას და ახასიათებს მაღალი ლეტალობა. იგი ვითარდება მაშინ, როდესაც გრიპი გამოწვეულია მაღალი ვირულენტობის ვირუსით. იგი წარმოგვიდგება როგორც გრიპის ეპიზოდი, რომელიც არ გადაწყდება სპონტანურად. კლინიკური მდგომარეობა უარესდება მუდმივი სიცხით, ქოშინით. დასაწყისში ფიზიკალური მონაცემები შეიძლება არ იყოს შთამბეჭდავი. მძიმე შემთხვევებში, აღინიშნება გაფანტული ხიხინი, რენტგენოგრაფიულად – დიფუზური ინტერსტიციული ინფილტრატები. გრიპით გამოწვეული “ელვისებური” ჰემორაგიული პნევმონია, რომელიც გრძელდება არაუმეტეს 3-4 დღისა, წარმოადგენდა 1918 წლის პანდემიის დროს ლეტალობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს. ჭეშმარიტად პირველადი გრიპოზული პნევმონია უმეტესად ემართებათ პაციენტებს, გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებებით, რომელსაც თან სდევს შეგუბებითი მოვლენები ფილტვებში.
გრიპის ფონზე განვითარებულ სხვა მეორად ბაქტერიულ ინფექციებს მიეკუთვნება – რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ოტიტი.
რეიეს სინდრომი ხასიათდება ღვიძლის დაავადების და არაანთებითი ენცეფალოპათიის კომბინაციით. როგორც გრიპის გართულება, გვხვდება მხოლოდ ბავშვებში (ძირითადად B გრიპის შემდეგ) სალიცილატების გამოყენების შემდეგ და ვლინდება ძლიერი ღებინებით, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს თავის ტვინის შეშუპება და კომა.
გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ხშირია ხანშიშესულ პაციენტებში და ვლინდება გულის ქრონიკული უკმარისობის გამწვავებით, სხვადასხვა არითმიების წარმოშობით, გულის იშემიური დაავადების გამწვავებით,არტერიული ჰიპერტენზია/ჰიპოტენზიით. ასევე, შეიძლება განვითარდეს მიოკარდიტი და პერიკარდიტი.
ტიპის გრიპის შემდეგ, უმეტესად ბავშვებში (უფრო ხშირად ბიჭებში), შეიძლება გამოვლინდეს კუნთოვანი გართულებები მიოზიტისა და სხვა კუნთოვანი დაავადებების სახით. კუნთების ტკივილი გრძელდება რამოდენიმე დღის განმავლობაში. ასევე, აღინიშნება მიოგლობინის მომატება შარდში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის მწვავე მოშლა.
ხშირია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, მაგ., ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, თირკმლის დაავადებები და სხვა.
იშვიათია გრიპით გამოწვეული მიოკარდიტი. კვლევის დროს, რომელიც განსაზღვრავდა მიოკარდიული დისფუნქციის სიხშირეს, სიდიდეს და ხანგრძლივობას, მანამდე ჯანმრთელ, ახალგაზრდა პაციენტებში, პათოლოგიური ეკგ-მონაცემები აღინიშნა პაციენტთა 53%, 33%, 27%, 23%-ში, შესაბამისად 1, მე-4, მე-11 და 28 დღეს.
გრიპის კლინიკური გამოვლინება HIV დასნებოვნებულ პაციენტებში არ განსხვავდება სხვა პაციენტების ჯგუფებისგან. თუმცა, ცნობილია, რომ ჰოსპიტალიზაციის კოეფიციენტი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ HIV- უარყოფით ინდივიდებში. გრიპი შეიძლება მეტად ავთვისებიანად მიმდინარეობდეს AIDშ პაციენტებში. კერძოდ, აღინიშნოს იმუნოდეპრესიის უფრო მაღალი დონე. ამ პაციენტებში გრიპით გამოწვეული ლეტალობა ბევრად მეტია,ვიდრე საერთო მოსახლეობაში.
ტოქსიური შოკის სინდრომი შეიძლება მოგვევლინოს გრიპის გართულებად. ამ დროს დამახასიათებელია სწრაფად განვითარებული, მძიმე და შეუპოვარი ჰიპოტენზია. ჩვეულებრივ, ნახველის ნიმუშში შეიძლება გამოვლინდეს შტაპჰყლოცოცცუს აურეუს, რომელიც გამოიმუშავებს ტოქსინს. უეცარი შოკის დიფერენცირება საჭიროა მიოკარდიტებთან და სეპტიურ შოკთან.
ზოგჯერ აღინიშნება მწვავე განივი მიელიტი.
მენინგიტი და ენცეფალიტი.
კრუპი – გრიპის ჩვეულებრივ გართულებას წარმოადგენს. კლინიკური სურათი შეიძლება გაცილებით უფრო მძიმე იყოს პარაგრიპის ვირუსებთან შედარებით.

0

3

გრიპის ვირუსი (Mixovirus influenzae) მიეკუთვნება ორთომიქსოვირუსების ოჯახს. მას გააჩნია სფერული ფორმა. მისი ზომაა 80-120 ნმ.

ვირუსის შუაგულში მოთავსებულია ერთჯაჭვიანი რნმ, რომელიც შედგება 8 ფრაგმენტისგან და აკოდირებს 10 ვირუსულ ცილას. რნმ-ის ფრაგმენტებს აქვთ საერთო ცილოვანი გარსი, რომელიც აერთიანებს მათ და წარმოქმნის ნუკლეოპროტეიდს.

ვირუსის ზედაპირზე აღინიშნება “წანაზარდები” (გლიკოპროტეინები) – ჰემაგლუტინინი და ნეირამინიდაზა. ჰემაგლუტინინი უზრუნველყოფს ვირუსის დაკავშირებას უჯრედის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებთან და მის შეღწევას უჯრედში. ნეირამინიდაზა კი, პასუხს აგებს ახალწარმოქმნილი მრავლობითი ვირუსების გამოთავისუფლებაზე უჯრედიდან.

ნუკლეოპროტეიდი (ე.წ. შ-ანტიგენი) მუდმივია და განაპირობებს ვირუსის ტიპს. ზედაპირული ანტიგენები (ჰემაგლუტინინი და ნეირამინიდაზა, ე.წ. V-ანტიგენები), პრიქით ხასიათდებიან ცვალებადობით და განსაზღვრავენ ერთი და იგივე ტიპის ვირუსის სხვადასხვა შტამს.

A გრიპის ვირუსი იწვევს საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე დაავადებას. იგი აზიანებს ადამიანს და ზოგიერთ ცხოველს (ცხენი, ღორი, ფრინველი). სწორედ იგი აგებს პასუხს პანდემიებზე და მძიმე ეპიდემიებზე. ცნობილია მისი მრავალი ქვეტიპი, რომლებიც კლასიფიცირდებიან ზედაპირული ანტიგენების მიხედვით: ამჟამად ცნობილია 16 ტიპის ჰემაგლუტინინი და 9 ტიპის ნეირამინიდაზა. იგი ხასიათდება სახეობასპეციფიურობით, მაგ., ფრინველის ვირუსი ვერ აზიანებს ღორს ან ადამიანს.

გრიპის B ვირუსი არ იწვევს პანდემიებს. ძირითადად იგი გვევლინება ლოკალური აფეთქებების და ეპიდემიების მიზეზად. მისი აფეთქებები შეიძლება თანხვდებოდეს A გრიპის აფეთქებას ან წინ უსწრებდეს მას. გრიპის B ვირუსი ცირკულირებს მხოლოდ ადამიანის პოპულაციაში (უხშირესად დაავადებას იწვევს ბავშვებში)

გრიპის c ვირუსი არ არის საკმაოდ შესწავლილი. ცნობილია, რომ იგი შეიცავს ნუკლეინის მჟავის 7 ფრაგმენტს და ერთ ზედაპირულ ანტიგენს. აინფიცირებს მხოლოდ ადამიანს. დაავადების სიმპტომები საერთოდ არ ვლინდება ან მსუბუქ ხასიათს ატარებს.

გრიპის ვირუსი მეტად მდგრადია დაბალ ტემპერატურაზე - 4° С იგი ინახება 2-3 კვირის განმავლობაში; 50-60° С ვირუსი იღუპება რამოდენიმე წუთში, მადეზინფიცირებელი ხსნარების მოქმედებით – მყისიერად.

გრიპის ვირუსის კოდირების საერთაშორისო სისტემა: წლების განმავლობაში გაჩნდა A და B ტიპის ვირუსების უამრავი ვარიანტი. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა სისტემატიზაციის აუცილებლობა, რის გამოც შემუშავებულ იქნა კოდირების საერთაშორისო სისტემა, რომლის მეშვეობითაც ყველა ვარიანტმა მიიღო თავისი კოდი, მაგ., A/ბანგკოკი/1/79(H3N2)1. ვირუსის ტიპი (A,B ან C) = A 2. ვირუსის გამოყოფის გეოგრაფიული ადგილი = ბანგკოკი 3. მოცემულ წელს და მოცემულ ლაბორატორიაში გამოყოფილი ვირუსის რიგითი ნომერი = 1 4. გამოყოფის წელი = (19)79 5. ანტიგენური ქვეტიპის აღნიშვნა = H3N2 თუ ვირუსი გამოყოფილ იქნა ცხოველისგან, ვირუსის ტიპის შემდეგ მიანიშნებენ ცხოველის სახელს.

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » გრიპის გართულებ&