პოლტერგეისტი

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » ნატა » გზა ევროპისკენ


გზა ევროპისკენ

Сообщений 1 страница 3 из 3

1

ერთ მშვენიერ ღამეს (თუმცა,რაღა მშვენიერი?! გარეთ _10 გრადუსი,თოვლი, ქარი...მაგრამ სავსე მთვარე იყო)გადაწყვეტილება მივიღე გავცლოდი,უდენობას,უგაზობას,უსახსრობას ანუ უყველაფრობას...და გეზი საფრანგეთისკენ ავიღე.ჩემდა გასაკვირად,არაფერში ბედი რომ არ მწყალობს,ბედმა გამიღიმა და ზუსტად სამ კვირაში,\"აირზენას\" თვითმფრინავში,\"თბილისი-ვენა-პარიზის\"(ტრანზიტი) რეისის,მეორე კლასის მგზავრი ვიყავი.თვითფრინავში ასვლამდე არ მჯეროდა,რომ მივფრინავდი,რომ ავედი გამიხარდა,მეშველა და ეგაათქო,აფრენის მერე ...უკვე უზომოდ მიყვარდა საქარველო და თქვენ წარმოიდგინეთ მენატრებოდა კიდეც...მაგრამ წინ  მელოდა ევროპის საუკეთესო ქვეყანა(ერთერთი საუკეთესო, საუკეთესოთა შორის.ეს ისე,რომ არ მომედავოთ)

....

   ვენის აეროპორტი...
თუ ყოფილხართ ამ აეროპორტში,თამამად დამეთანხმებით,რომ ვენაზე დიდი,ვენის აეროპორტია...და  უნდა მეცადა ექვსი საათი,სანამ ჩემს რეისზე ჩასხდომა დაიწყებოდა.ისე,დროის მოკვლა ადვილი შესაძლებელი აღმოჩნდა.მე და რუსაკამ (ცინცხლად გაცნობილი,ერთერთი მგზავრი)მთელი მაღაზიები დავიარეთ და კინაღამ დავიკარგე კიდეც.ყველაზე მეტად სასაცილო კი...( სასაცილო ეხლაა,თორე მაშინ კინაღამ ვიტირე)ყველაზე სასაცილო ჩემი და რუსკას (ბოდიში მომითხოვია )\"საპირფარეშოში\" ვიზიტი იყო,როდესაც უნიტაზის ჩასარეცხი,ზუსტად თხუთმეტი წუთი ვეძებე...და ხელი რომ ჩავიქნიე, უცებ კაფელზე პატარა, ოთკუთხედი მეტალი შევნიშნე...და გაკვირვებული ვბურტყუნებდი...ზუსტად ასეთ დღეში ყოფილა,ჩემი სახელდახელოდ გამოჩხრეკილი მეგობარი.ამას ის დაემატა,რომ წყლის მოსაშვები ზუსტად ათი წუთი ვეძებე...მაგრამ აქ უკვე ეშმაკობა ვარჩიე...დაველოდე ერთერთ მგზავრს,რომელმაც ხელსაბანს მიაშურა და მეც მაგალითი ავიღე მისგან.თურმე კი არა, ხელის მსუბუქი მოძრაობა ყოფილა საჭირო წყლის მოსაშვებად...
დავიარებოდი გულთბილი ღიმილით აეროპორტში,და ყველა ცნობისმოყვარეს,რომელიც ინტერესდებოდა ჩემი წარმომავლობით,ამაყად ვეუბნებოდი,მე ქართველი ვარ!(ჩემი დამტვრეული ინგლისურით)ისინიც ძალიან თბილად მიღიმოდნენ და...თურმე კი არა,ყველას ამერიკის შტატ \"ჯორჯია\"-დან  ვეგონე.ლამის კრუნჩხვებში ჩავარდი,როდესაც იაპონელების ათამდე მგზავრს ვუხსნიდი ჩემს წარმომავლობას,ჩემი  და მათი დამტვრეული ინგლისურის შედეგად,დაასკვნეს რომ ვიყავი რუსი.ხელი ჩავიქნიე და...\"ვენა-პარიზის\" რეისზე ჩასხდომა გამოცხადდა.

    მაშ ასე...
  \"ვენა-პარიზის\" რეისზე რეგისტრაცია დაიწყო...მივუყვებოდი გრძელ რიგს და ველოდებოდი ჩემი გვარის გამოცხადებას.ჩემი ყურადღება ნაცნობმა ბგერებმა მიიქცია...ვიღაც იმეორებდა და იმეორებდა გვარს\"ხფკკფხდზე\",ყოველი გამეორებისას,ვიღაცის ხმაში მუდარა იკვეთებოდა,რადგან ეს \"ხფკკფხდზე\" არ ჩანდა,ვიფიქრე ჩემი გვარი უნდა უნდა იყოსთქო და მივაშურე საჭირო ადგილს...
  _ \"ხფკკფხდზე\"? მე ვარ !...(შევუსწორე) და თან სახეზე უკმაყოფილება აშკარად მეტყობოდა,ჩემი გვარის ასეთი დამახინჯებისტვის...
    აეროპორტის თანამშრომელს ისე გაუხარდა \"ხფკკფხდზე\"_ის დანახვა,რომ სურატისთვის არც კი სეუხედავს ისე ჩაარტყა ბეჭედი.ჩემთვის გაუგებარ ენაზე რაღაც ჩაიბურტყუნა (თან ღიმილით).მეც ჩემი სახის გამომეტყველებით მივახვედრე ჩემი \" გულისტკენა \" გვარის ვერწაკითხვისთვის.
   შემდეგ იყო კვლავ ჰაერშ ფრენა (და გამოწვეული დაძაბულობა, შიში,ბორტგამცილებლების თავზე დახვევა და მოსულიერება)  ჩემი წარმომავლობით დაინტერესებული უცხოელების კითხვები:
   _ \" მე ვარ \"ჯორჯია\"_დან.(თბილი ღიმილით)
   _ \"ოოო ამერიკა\"?! (ყურებამდე ღიმილით)
   _ \"არა \"ჯორჯია\" რუსეთთან ახლოს,რომ არის.\" (ნაძალადევი ღიმილით)
   _ \"ოოო ეს რუსეთია?\" (დაინტერესებული სახეებით)
   _ \" არა \"ჯორჯია\" ეს სხვა ქვეყანაა ,მას საქართველო ქვია. (ამაყი გამომეტყველებით)
   _ ........ (დუმილი)
   _ ........ (და მე,რათქმაუნდა უკმაყოფილო,როგორ თუ არ იციან საქართველოთქო)
  ესე გავიდა სამი საათი და.... ოჯახის წევრების დახვედრა...ცრემლი,სიხარული...და არ მჯერა, ნუთუ პარიზში ვარ?! ფართოდ გახელილი თვალებით (შეიძლება პირიც მქონდა დაღებული) ვტკბებოდი სიყვარულის ქალაქის,სილამაზით (რა თქმა უნდა აეროპორტის,ავტობანის და შორიდან თვალ მოკრული ეიფელის კოშკით.დანარჩენ ნანახზე სხვა დროს მოგიყვებით)
  პარიზდან ორი საათის მგზავრობის შემდეგ(დაქანცულ,მძინარემ) მივაღწიეთ ქალაქ ორლეანს(ვინც არ იცის ვეტყვი,რომ ეს გახლავს ჟანა დარკის ქალაქი) საოცარი კათედრალით (ამასაც სხვა დროს მოვყვები)უშუქობა, უგაზობა,უწყლობას გაქცეულისთვის ეს საოცრებათა ქალაქი იყო...დავბინავდი ერთერთ სამ ვარსკვლავიან სასტუმროში (სამიო მერე გავიგე, თორე კი მეგონა მაშინ ხუთ ვარსკვლავიანი)და დაღლილ დაქანცულს (თან ნამდვილად დარწმუნებულს,რომ საფრანგეთსი ვიყავი) ტკბილად ჩამეძინა...
  მთელი სიურპრიზები,გაოცებები,გაბრაზებები,კურიოზები კი წინ მქონია...მე კი ტკბილად ვფშვინავდი....

0

2

აქქც მოდითთთ :mad:

0

3

:mad:

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » ნატა » გზა ევროპისკენ