პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » პროზა » ავტორი:უცხო ჩიტი


ავტორი:უცხო ჩიტი

Сообщений 1 страница 16 из 16

Опрос

შეაფასეთ ეს ნაწა
+1

0% - 0
-1

0% - 0
+2

100% - 10
-2

0% - 0
Голосов: 10

1

უცხო ჩიტი
სამკუთხედი, ანუ სამსახურეუბრივი რომანი (ჩიკოს ფილოსოფიური მონოლოგი)
სათავგადასავლო პროზა
2008.02.26
------------------------------------------------
 

          პატრონმა წერილი დაამთავრა, მაგრად ამოიოხრა.
          -გამომივიდა რა  "Письмо Незнакомки". აუ, როგორ ბრიყვად ვგრძნობ თავს!  ამ წერილს ალბათ ხალათის ჯიბეში ჩავუდებ, ვიცი იქ აუცილებლად ნახავს. დაკვირვებული ვარ, ქალები ყველა ნაგავსა და უადგილოთ დაგდებულ პატარა ნივთებს, ხალათის ან წინსაფრის ჯიბეებში იტენიან. ჰო, იქ აუცილებლად ნახავს! მომკალი და ამ წერილს  ვერ მივცემ, თვალებში ვერ ვუყურებ! დამიჯერებ ჩიკო?! ნამდვილი გარეწარი ვარ, გარეწარი...
          საათს დახედა  - ისე, კაცმა რომ თქვას, სად არის აქამდე? ძალიან დაიგვიანა.
          -კატასტრრროფა, მატარრრებელი - ისევ  ავყვირდი საზარელი ხმით. იქნება ახლა მაინც  მიხვდეს, რა საფრთხის წინაშე დგას.
          -სულ გამოჩერჩეტდი, ბიჭო, რა მატარებელი აგიტყდა  ამ  შუაღამისას? "პატარას" გავლენა გეტყობა  აი! მიკვირს, "იახტა, იახტას" რომ არ გაიძახი! - ვააა, სად ვეძებო? რა დღეში ჩავიგდე თავი?!
          ჩიკო, ნეტავი შეგეძლოს მოყოლა, როგორ ცხოვრობდი იქ. პატარა რას აკეთებდა, ვენატრებოდი?
          დღეს  იმასაც ნამდვილი ღორივით მოვექეცი, ღორზე უარესად! იცი ჩიკო, ღორებზე რას ამბობენ:"ღორი სადაც ჭამს, იქ არ მოისაქმებსო..."( ამას მე ვამბობ, მოისაქმებსო, თორემ  იმან გაცილებით ცუდი სიტყვა თქვა. რა ვქნა ესთეტი ვარ, წარმოშობაზე რომ აღარაფერი ვთქვა!)
          მაგრად ვღელავ,  ანა კარენინას ამბავი გამახსენდა ისევ  - მატარრრებელი - დავიყვირე... და კიდევ  რომ  ვერ მიმიხვდა რას ვეუბნებოდი, ქანდარიდან  ჩამოვბობღდი და როგორც კი   ბებერ თუთიყუშს  ძირს დაწოლა შეეძლო, ისე   გავიშხლართე ახალ დაფენილ, რომელიღაცა გაზეთიდან ამოღებულ, სიგარეტის - თან მოწევის აკრძალვისა და თან მოწევის რეკლამის  პლაკატზე, სადაც ასეთი რამ ეწერა: "მოწევა იწვევს ორსულთა პათოლოგიებს!" - რატომ ჰყიდიან ამ საძაგელ სიგარრრეტებს? რრრატომ? ადამიანები  უცნაურები არრრიან!
          პატრონი საშინლად აღშფოთდა:
          -სულ გადამირია იმ ნაბიჭვარმა ფრინველი. რას გავს შენი საქციელი, ჩიკო? სულ გამოფრუტუნდი? ცუდათ რომ არა ხარ ვხედავ, ახლავე ადექი შე  ბებერო  თაღლითო... როგორ აგვიანებს! - ნანიკოს დავურეკავ, იქნებ იმან იცოდეს რამე!
          მისი ფეხის ხმა კიბეზე, პატრონზე გაცილებით ადრე გავიგე - გასაღები გაჩხაკუნდა...
          მომეშვა, გადავრჩით! დღეს თუ არ შეუვარდა მატარებელს, მერე აღარ  შეუვარდება! ვიცი!
          ძლივს ავდექი, ბუმბულები დავილაგე, გავისწორე; ნისკარტი გავიწმინდე - ზუსტად შვიდ მავთულზე  გავუს-გამოვუსვამ  ხოლმე - ოქტავაა, რაღა! ბგერებსაც  დო -დან სი-მდე  გამოსცემს! ვერც  ჩემს  ამ ნიჭს ხვდებიან... ამაზე ვინ ფიქრობს ახლა, ნეტა შერიგდნენ!
          იმას ვამბობდი - თავს აღარ მოიკლავს-მეთქი, ბევრი საქმეები აქვს და იმიტომ! აბა, ნახეთ: სამსახური, ბაზარი, მაღაზია, სარეცხი, დალაგება!
          პრობლემები? - კრრრედიტი, ვალი, ბანკი, ის  გაფუჭდა, იმას გასდის, შუქი, ინტერნეტი, გაზი... უფფფ! მარილი გათავდა, შაქარიც აღარ არის?... იყიდე მერე...
          ანა კარენინას ამდენი საქმეები რომ ჰქონოდა,  ნამდვილად არ მოიკლავდა თავს, უბრალოდ  ვერ მოიცლიდა... აბა ჯერ იმაზე ეფიქრა, ფული როგორ და სად ეშოვა? მერე?...
          რა ხდება?  პატრონს საბანი და ბალიში აქვს ჩახუტებული, ნიკაპით თეთრეულსა და თავის ღამის პიჟამას იკავებს, რომ არ დაუცვივდეს. ამ ყველაფერს ძველ ტახტზე ყრის.
          -ჩიკო, ამაღამ შენი სტუმარი ვარ, აქ უნდა დავიწვე, იქ  ვეღარ დავიძინებ, ძნელია!
          შუქი ჩააქრო.
          მე ბუმბულებში ღრმად ჩავრგე თავი და ფიქრებს გავუყევი. დინებამ  "პატარასთან" გამომრიყა.
          პატარა  მომენატრა. მივეჩვიე, მეცოდება. ახლა როგორ არის ნეტავ? საბრალო, ყველასაგან  დავიწყებულ-მიტოვებული... რაც იქ ვიყავი, ერთხელ მოაკითხა ყოფილ ქმარმა! ჯერ დაემუქრა: "მოგკლავ, შე ნაბოზარო, თუ  გავიგე რომ იმ ახვარს კიდევ ხვდები (პატრონი იგულისხმა)! იცოდე დანაზე აგაგებ! ახლა ფული მჭირდება, მომეცი რაცა გაქვს! მერე დამპალ დედაშენს  გამოართვი , რო აპროცენტებს   ის  დედა***ნული(შეიგინა)! ბიჭი სად არის? - იკითხა სხვათაშორის... მოვიცლი  მე თქვენთვის!
          პატარამ ფული გამოუტანა, რაც ჰქონდა. იმან  ჩანთა ამოუტრიალა და პალტოს ჯიბიდან ბოლო ორლარიანიც ამოაცალა. მერე ნიკაპზე მოჰკიდა ხელი, მიიზიდა, თითქოს უნდა ეკოცნა - ისევ შეაგინა, კარი წიხლით გაიხურა და...   
          მე, როგორრრც ყველა  თავმოყვარე თუთიყუშმა - გინება ვიცი! გინების მეტს რრრას ასწავლიან თუთიყუშებს? მაგრამ კარრრგად ვარ აღზრდილი და არ ვიგინები! მაშინ კი ბევრი ვიგინე!
          პატრონს არ სძინავს, ტრიალებს, ოხრავს.
          ხშირად მიფიქრია, ამ ორ  შორის, ვინ წამოიწყო   ეს სასიყვარულო თამაშები?  არა მგონია, რომ პატრონმა, არა! ქალები ძალიან ეშმაკები არიან - ყველაფერი პატარა ანგელოზის ბრალია ალბათ!
          ვიცი მე "სამსახურეობრივი რომანები" როგორ იწყება, ვიცი!
          ერთ-ერთ  დაბადების დღის ან რაიმე სხვა მიზეზით  გამართული პურმარილის შემდეგ,  აი, უკვე რომ აიშლებიან სუფრიდან - ზოგი მაგიდას ალაგებს, ზოგს ჭურჭელი მიაქვს გასარეცხად, მოკლეთ ჯერ არეულობა რომ სუფევს - ადამიანი  მაშინ  ხდება ცდუნების ტყვე! მაშინ!
          ზის მამაკაცი თავისთვის კაბინეტში, ოდნავ შემთვრალი. სიზარმაცითაა შეპყრობილი - თითქმის თვლემს. ამ დროს შემოდის  მიმზიდველი ახალგაზრდა თანამშრომელი, ძალიან ახლოს მიაქვს სახე და ინტიმური ხმით ეკითხება: "ყავა ხომ არ მოგიდუღოთ?" - ოღონდ, ამ დროს სულ სხვა რაღაცას გულისხმობს... მერე: "როგორ დამცხა, აქ ძალიან ცხელა!" - და ისედაც მოკლე  კაბის  კალთით იწყებს  განიავებას. რამდენიმე  წამით, ქვედასაცვლის თეთრი (ან სხვა ფერის) სამკუთხედი უჩნდება! ერთხელ, მერე კიდევ!
          კაცია და ცდუნებას ვეღარ უძლებს! სტაცა ხელი, მიიზიდა - ის არ უძალიანდება, ლუღლუღებს: "ქმარი ... ჰოლანდიაში ... ციხეში ზის, მარტო ვარ, მარტო..." მთელი ტანით ეტმასნება, ღილებს თვითონვე იხსნის - ჩქარა არავინ შემოვიდეს!
          ხანმოკლედ  მხურვალე, მერე, იძულებით-მომაბეზრებელი, დამალვიან-ჭორებიანი რომანი იწყება. ბანალური - სამსახურეობრივი რომანი.
          ვერ დაიძინა. ნეტავ რას ფიქრობს? ან პატარა რას ფიქრობს? ცოლიიი ? ვიცი, არავის სძინავს!
          ახლა ვხვდები, ამათ ენაზე ამას "სიყვარულის სამკუთხედი" ჰქვია!
          ნეტა ახლა  იაშკა რას ფიქრობს? იცის ჩემზე რრრამე? შევუყვარდები?... ვთვლემ.
          გათენებულა.
          გამახსენდა , დღეს 14 თებერვალია - "სიყვარულის დღე".  რატომ უნდა იყოს წელიწადში მხოლოდ ერთი სიყვარულის დღე?! რრრატომ? ხომ ვთქვი, უცნაურები არიან ადამიანები - მთელი ცხოვრება უყვართ, მაგრამ რატომღაც ერთ დღეს ეძახიან სიყვარულისას!
          ფილოსოფიურ განწყობაზე ვდგები(მომდის ხოლმე ასე - ჭკვიანი ვარრრ და იმიტომ!)
          ხომ არიან ცოლ-ქმარი, ორმოცი წელი რომ ცხოვრობენ ერთად... უყვართ ერთმანეთი! არ ბეზრდებათ? მათ სექსუალურ ცხოვრებაზე ვიწყებ  ფიქრს. ვანგარიშობ : თუ მათ , კვირაში საშუალოდ  ორჯერ ჰქონდათ სექსი - თვეში რვაჯერ გამოდის, წელიწადში - ასამდე! თუ ამ რიცხვს ორმოცზე გადავამრავლებთ - ასტრონომიულ რიცხვს მივიღებთ! წარმოუდგენელია - ერთი და იგივე ქალი ამდენჯერ  ******* ?
          -არრრ მინდა, არრრა, ნურრრას უკაცრრრავად!
          პატრონს ეცინება: "რა, არ გინდა ჩიკო? ერთი მე მკითხე,  როგორ არ მინდა ახლა ამ ოთახიდან გასვლა!
          კარის ჯახუნი გაისმა. ცოლი გავიდა  - ჩვეულებრივად წავიდა სამსახურში ... თუ რა ვიცი, სად მიდის ხოლმე ასე ადრე !
          პატრონმა კარს გახედა, აბა, ტელეფონთან თუ მივა-მეთქი? დაურეკავს პატარას, მიულოცავს სიყვარულის დღეს? არა, არ რეკავს! მორჩა ყველაფერი?!
          საღამოს  - ცოლი  საკმაოდ  გვიან მოვიდა; როგორც მუდამ მომეფერა, შუბლი მომფხანა, წყალი გამომიცვალა. მერე, როგორც მაშინ, ჯიბიდან წერილი ამოიღო, კარგად გაასწორა და გალიის კუთხეს ამოუდო...
          -ჩიკო, წყალი არ დაღვარო, შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ?! - როგორც იყო ისევე, ჩაცმული, სავარძელში მოიკუნტა, გაყუჩდა - გეგონებოდა ჩაეძინაო...
          წერილს მერე წაგიკითხავთ. ჩუმად უნდა ვიყოოო...

0

2

ჩემგამ როგრც პორტალზე აქაც +2
იმიტომ რომ მიყვარს ეს ჩიტი

0

3

მეც მიყვარს ჩემი ჩიტუკა და აქაც +2  :love:

0

4

რააააააააააააააააააააააააააა საყვააააააააააააააააააააააარელი ჩითუნაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!
   
                                         :jumping:

                                               +2

0

5

ჩიტი მოვიპატიჟე და იმედია გვეწვევა მალე:))))

0

6

ჩემი ჩიტუკაა, ჩემი ლურჯი ფრინველი, ვენაცვალე, ძალიან მიყვარს! :love:

0

7

ჩიტუკაც აქ მოფრენილა! აღარ მოვიწყენთო!!!
ძალიან მიყვარხარ, შე გიაცინტურო არრა!!!
+2

+1

8

:flag: უცხო ციტს ჩემი სალამი...

+1

9

taia написал(а):

ჩიტუკაც აქ მოფრენილა! აღარ მოვიწყენთო!!!
ძალიან მიყვარხარ, შე გიაცინტურო არრა!!!
+2

არა თამარ არ მოსულა უბრალოდ მე დავდე მისი ნაწარმოები,ისე კი მოვიპატიჯე უკვე და იმედია მალე შემოგვიერთდებაო:)და გაგვახარებსო :mybb:

0

10

დიდი მადლობა, მოწვევისათვის და  სიყვარულისათვის აქ  რომ დამხვდა...
ფორუნზე საერთოდაც პირველად ვარ ... მიგეჩვევით... ხომ იცით  რრრა თაღლითია ჩიკო!

0

11

ucxo chiti написал(а):

დიდი მადლობა, მოწვევისათვის და  სიყვარულისათვის აქ  რომ დამხვდა...
ფორუნზე საერთოდაც პირველად ვარ ... მიგეჩვევით... ხომ იცით  რრრა თაღლითია ჩიკო!

ჩიკო თუ შენი რომელიმე ისტორიის განთავსება მოგინდება აქ მითხარი და დაგეხმარებიო:)

0

12

:cool: უცხო ჩჲტო მეც მოვედიი:blush:

0

13

მე თუ მიცნობს ჩემი ჩიტუკა? :))

0

14

ჩიტუკა, შენი სიყვარულით ორი ცისფერთავა ჩიტი მყავს სახლში:  თუთი და ყუში...
ხელოვნურები არიან, მაგრამ... როგორც კი ადამიანის ხმას გაიგებენ, თავადაც ჟღურტულს იწყებენ...

0

15

chiiiiiiiiiikooooooooooo, magarrrrrrrrrrria :) rogorc tavad ityoda  :) +2

0

16

მეც მაგრა მიყვარს ჩიკოს მონაყოლი ამბები,მაგრამ ეს ერთი გაელვება რაღაა? :dontknow:
მოფრინდი რა,ჩიკო ,ისევ :flirt:

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » პროზა » ავტორი:უცხო ჩიტი