პოლტერგეისტი

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » თლუღელი » გელა თლუღელი


გელა თლუღელი

Сообщений 1 страница 20 из 24

1

ისე წავყვები დაწყვეტილ ფიქრებს.
როგორც
ასფალტის გზას დეფისები.
დღე. სამშვიდობო ბაირაღს მიქნევს .
მე კი
ფანქარს ვთლი და გეფიცებით
რომ ფიანდაზად.
რითმებს დაგიფენთ.
თუმცა
ვის უნდა ახლა რითმები .
მე. უგვირგვინო ქუჩის ხელმწიფე
დღეს უკურნებელ გიჟად ვითვლები.
ვითვლები გიჟად.
რომელიც თითქოს
ლექსებით სევდას ჩამოვიფშვნიდე .
და ვინ რა იცის .
უბრალო სტრიქონს
სულში. რამხელა მოაქვს სიმშვიდე.
გადაფურცლავენ ჩემს ნაფეხურებს .
დაუცვივდებათ წიგნთან ღიმილი
საბნად თეთნულდებს გადავიხურებ
და სიყვარულში. გადაღლილივით............
წავყვები ფიქრებს
რითმის მარცვლებად
როგორც. მდინარეს მინდვრის ყვავილი
დღე ისევ
ღამეს ჩაენაცვლება
მე ისევ ისე
მარტოდ ჩავივლი.
და ისევ ისე
მატროდ გავაფრენ
თქვენგან მოვითხოვ მხოლოდ
ა რ ა ფ ე რ ს
მხოლოდ არაფერს .
არაფერს ვითხოვ

+1

2

შემოეგება კალამს ფურცელი,
რითმა შეშალა ფოთლის შრიალმა.
მონატრებების მინდვრებს მოცელილს,
ლოცვა ეამა.................
ტატუდ, ვატარებ მე სიმარტოვეს.
დამედაგება ამაყი მზერა.
ლექსებთან ერთად რომ ,მიგატოვე.
ეს, მეც არ მჯერა.
იაქედ იჯდა ,ვერხვის შტოებში
გაგორებული ,ბერხემის მთვარე.
ცოდვებთან ბრძოლას, ვეღარ მოვეშვი,
ვერც შევიყვარე..............
ფიქრები? ჯავრის ჯარად დადიან,
მტევნები სცვივა ვენახს დასეტყვილს.
ამ ლექსებს ჩემსას, ლექსებს დარდიანს.
ღამე რას ეტყვის..............
ჩავეხუტებით როცა ნისლიანს,
ფერხულის ცეკვით ,მე და ვერხვები.
მთელი ქვეყანა შემომივლია
შენ კი ვერ გხვდები. .........
შორს მე და მთვარე ვიდექით მარტო,
ვიდექით მარტო ,იმედით ზეცის.
და რაც შენ გტკივა ჩემო ერატო,
მტკიოდა მეც ის......
შემოთენებულ ,მუზებად გეძებ.
მეუცხოვები რითმებად შეშლილს.
მეწვის დედის რძე ,გამშრალ ბაგეზე
ტატუს კი ვერ ვშლი..............
ამოამღერა ლექსი არღანმა.
სდუმს, ყომარბაზი რითმა მთვლემარე.
მე ,სიყვარულმა შენმა დამღალა
ღმერთს მივებარე
ღმერთს მივებარე
ღმერთს მივებარე

0

3

მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალები
იასამანის საღამო ეცვა
ზღვაში შეჭრილი ფერისცვალების
სევდანარევი ფრთა შეეკეცა

და ტალღის შრიალს შრიშინი ფანქრის
აჰყვა კვალდაკვალ შალა სიშორე
ვიყავი ყველგან სად ქარი დაჰქრის
და სხვა სამშობლო ვერსად ვიშოვე

ჩემში ქართული რეკენ ზარები
მიჩანჩქერებენ მთები ბარძიმებს
მგზავრის სიმღერად დავიარები
შარად შორს შარის შური მამძიმებს

და იყო ასე ზღვა რეცხდა ქვიშას
ვეგუებოდი მეც ჩემს განაჩენს
რაჭაში მინდა სხვა არა მიშავს
დაღლილ ტალღებად ვიტყვი დანარჩენს

ნაპირზე დავრჩი ნაფეხურებად
ცივი ცრემლები სცვივათ წამწამებს
მე მიწა წიგნად დამეხურება
და პოეტობას ბედი დამწამებს

მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალები
იასამანის საღამო ეცვა
დაააააააა
თითქოოოოს
სხივთა ფერისცვალების
სევდანარევი ფრთა შეეკეცა

0

4

ისე უბრალოდ შემოგიარე.
დამალევინებ?

რაას?

კაპუჩინოს.
მოწყენილია შენი როიალი
უჩემოდ,
მტვერი არ გაუჩინო.
ხო იცი,
სუნთქვა უნდა კლავიშებს.
მომე ნოტებიიი,

ძველი მელოდია?.

ხო,
მონატრების განცდას დაგვიშენს.
ბგერები თითქოს,სულში შემოდიან.

მართლა კარგია,
ნახე სუდადელიც როგორ ანთია.
ხო გავს მთაწმინდას?

კი.

გავათენე ღამე წუხანდელი,
დარჩი რა ჩემთან.

არააა არ მინდა.

რა ლამაზია ნახე სუდადელი?
ტიბი-დაბო და საერთოდ ბარსა.

რა ვქნა ლამაზო, ვერ ვარ უდარდელი.
წავალ!

სად?

რავი , ჯერ ალბათ არსად.

უძილო ჩანხარ ,
ხელი დაიბანე.
ისაუზმე და დალიე ყავა.
აი ადუღდა უკვე ჩაიდანი.

გმადლობ. მალბოროს გავაბოლებ და
თბილისში წავალ!
მიყვარხარ მაგრამ ეეეხ, უთავბოლოდ.....
ხო გესმის ჩემი?
მომე ნოტები,დავუკრავ როცა მომენატრები.
არ მსურს , ცხოვრება ისევ აგირიო .
ასტა ლა ვისტა ,სკუჩა მე კარინიო,
ტე კიერო მუჩო. პერო.
არც დამირეკო!
და არც მომწერო!
კარგია შენთან,კარგია მაგრამ.
სამშობლოს ვკარგავ
გესმის?
სამშობლოს ვკარგავ..................

0

5

ამ პოეტზე ვგიჟდები! უმაგრესი პოეტი და კიდევ უკეთესი ადამიანია!

0

6

cqnafa84 написал(а):

ამ პოეტზე ვგიჟდები! უმაგრესი პოეტი და კიდევ უკეთესი ადამიანია!

ნინ გეთანხმები ძალიან ძალიან მაგარი პოეტია,აი როგორც ადამიანი კი  მხოლოდ პოეზიიდან შემიძლია ვიმსჯელო:)

0

7

მეც მიყვარს ამ კაცის ლექსები და ძალიან მიხარია რომ პირადადაც ვიცნობ!

:)

0

8

polter написал(а):

ნინ გეთანხმები ძალიან ძალიან მაგარი პოეტია,აი როგორც ადამიანი კი  მხოლოდ პოეზიიდან შემიძლია ვიმსჯელო

xo, Shen shexvedrebze ar iaro da dzaan gaicnob xalxs  :playful:  mere gagacnob polt.

tea написал(а):

mec miyvars am kacis leqsebi da dzalian  mixaria, rom piradadac gavicani!

martalia xar tea, sul sxvaa piradad roca icnob!

0

9

cqnafa84 написал(а):

შემოეგება კალამს ფურცელი,
რითმა შეშალა ფოთლის შრიალმა.
მონატრებების მინდვრებს მოცელილს,
ლოცვა ეამა.................

გელა არა მარტო კარგი პოეტია არამედ ძალიან კარგი ადამიანიც...
+2

0

10

cqnafa რა დღეში ხარ ა?-შე მოდერატორო შენა... :)))

გელას პოეზია მეც მიყვარს...

0

11

Nino Jalali написал(а):

cqnafa ra dgeshi xar a?-Se moderatoro shena... ))
gelas poezia ki miyvars...
0+-

რა ვქნა გენაცვალე პოლტი რო ტვინს გაგიბურღავს იმოდერატორეო აიღებ თავზე ხელს :P
პოოოოლტ ვხუმროობ:*

0

12

ჩემში ქართული რეკენ ზარები
მიჩანჩქერებენ მთები ბარძიმებს
მგზავრის სიმღერად დავიარები
შარად შორს შარის შური მამძიმებს

აი ლექსიიი.... :cool:

0

13

cqnafa84 написал(а):

ra vqna genacvale polti rom tvins gagiburgavs imoderatoreo aigeb tavze xels
poooolt vxumroob :*

ხეხ არ დამთანხმდებოდი და:)))))))

0

14

აქ რომ დამხვდი, ძალიან გამიხარდა...მოგესალმები და როგორც მუდამ თაყვანს გცემ გაიხარე!

0

15

ucxo chiti написал(а):

aq rom damxvdi, Zalian gamixarda...mogesalmebi da rogorc mudam Tayvans gcem! gaixare!

ჩიკო :)მპუა ერთი რაგაც მიდა აგიხსნა აქ რომელ განყოფილებაშიც შეხვალ იმ ტემის შეახებ უნდა წერო დანარჩენი გაოფებაა და უნდა წაისჰალოს,სანამ გაერკვევი გაძლევ უფლებას ესე წერო მერე კი ამ განყოფილების მოდერატორი ალბად წაშლის ამ საუბარს.

თუ პირადი შეტყობინების გაგზავნა მოგინდა ვინმესთვის შედი uchastniki-ში და იქ იმ მონაწილის ნიკს დააჭირე ვისთვისაც წერილის გაგზავნა გინდა შემდეგ გაიხსნება მისი პირადი გვერდი და მოძებნე poslac lc

0

16

ხოო,გელა მეც ძალიან მომწონს...ძალიან კარგად წერს,
ხოდა მის წაკითხულ ლექსებაზე ხომ საერთოდ ვგიჟდები... :love:

0

17

baia написал(а):

ხოო,გელა მეც ძალიან მომწონს...ძალიან კარგად წერს,
ხოდა მის წაკითხულ ლექსებაზე ხომ საერთოდ ვგიჟდები...

:( რა იყო ყველა იცნობთ გელას ჩემს გარდა????

0

18

polter написал(а):

რა იყო ყველა იცნობთ გელას ჩემს გარდა????

ყველა ვიცნობთ პოლტ :)
შეკრებაზე გვესტუმრა და მერე თვითონ გვიმასპინძლა ჩვენს ეგრეთ წოდებულ "შტაბში" :)
მისამართი ინტერნეტში გასაიდუმლოებულია  :question:

0

19

მე პოლტის გაცნობა მინდაა..
მორიგი შეკრება აღარ დავგეგმოოთ? :flag:

0

20

chemi gelaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
ise gamixarda tema rom gagixsniat.......

yvela leqs davdeb,videoebit....... imedia gaxsnis............

gela aris zaliannnnn kargiii adaminianiii..........

ასეთ გრძნობებს რომ დაგიტოვებს....

როცა გათენება გიხარია ...
თვალებში მოლოდინი ,რომ არ გითამაშებს....

როცა ეს სამყარო სევდას გლოვობს...
შენ კი სიხარული ხელს გადაგხვევს...

როცა გაზაფხული დგება ადრე...
მიხვდები თვალებით გეფერება...

ცა გამიღეთ......
ფრთები შეკეცილი, უნდა გავხსნა მალე.....

გამგები გაიგებსო.... :)

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » თლუღელი » გელა თლუღელი