პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » კანონი » ტრეფიკინგი


ტრეფიკინგი

Сообщений 1 страница 20 из 31

1

გაეცანით დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული ახალი ინიციატივების პროექტებს:

0

2

     1. "ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დებულება"

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
2006 წლის ქ. თბილისი
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
`ადამიანით ვაჭრობის (ტფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად:
1. დამტკიცდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა:
2. დამტკიცდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს `საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის #267 ბრძანებულება.
მიხეილ სააკაშვილი
დამტკიცებულა
საქართველოს პრეზიდენტის
2006 წლის
# ბრძანებულებით
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1.ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში _ საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. საკოორდინაციო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
3. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
II. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა
მუხლი 2.
1. საკოორდინაციო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები.
3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

0

3

III. საბჭოს ამოცანები
მუხლი 3.
1. საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანები:
ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ამ დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა;
გ) ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ტრეფიკინგის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;
დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი.
IV. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 4.
1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ.
4. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საკოორდინაციო საბჭოს სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.
5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომების მომზადებას უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი.
6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს.
8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
9. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 5.
1. საკოორდინაციო საბჭო თავისი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ ჯგუფს, რომელიც შედგება კოორდინატორისა და ექსპერტებისაგან.
2. მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობას, უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო.
3. საკოორდინაციო საბჭო მუდმივმოქმედი ჯგუფის ფარგლებში ქმნის მობილურ ჯგუფს და განსაზღვრავს მისი შემადგენლობის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესს.
მუხლი 6.
საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით

0

4

2. "სსიპ - "ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულება";

0

5

საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის"
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. `ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი~ (შემდგომში - ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია `ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს.
3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით `ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~, სხვა კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და განკარგულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. ფონდი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
5. ფონდს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ფონდის სახელწოდებით და დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში.
6. ფონდის იურიდიული მისამართია:
გამსახურდიას გამზირი 30, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მუხლი 2. ფონდის მიზნები
1. ფონდის მიზნებია:
ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის დახმარების და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრით, მათ შორის იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა;
გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა რეაბილიტაციის, ოჯახსა და საზგოადოებაში სრული რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის კომოპენსაციის გაცემა;
მუხლი 3. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანი
ფონდი:
1. ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონიზძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური სახსრების მოძიებას;
2. აფინანსებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებს;
3. უზრუნველყოფს (მობილურ ჯგუფებს) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიკაციისათვის საჭირო ხარჯების გაცემას;
4. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
5. შეიმუშავებს და მონაწილეობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
6. უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების და უსაფრთხოების სრულ დაცვას;
7. უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის პერსონალური მონაცემების სრულ გასაიდუმლოებას
8. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციას, კოორდინაციას, მართვასა და კონტროლს;
8. ფონდის მუშაკთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
მუხლი 4. ფონდის უფლება-მოვალეობები
1. ფონდი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) ორგანიზება გაუწიოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის კომოპენსაციის გაცემას;
ბ) განახორციელოს კონტროლი ფონდში არსებული შემოსავლების ბრუნვაზე;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ეკონომიური საქმიანობა;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;
გ) მოაწყოს კონფერენციები, თათბირები, სემინარები და გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების სხვა საშუალებები.
2. ფონდი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს დაფინანსების ანგარიშები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

0

6

მუხლი 5. ფონდის ქონება
1. ფონდს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ფლობისა და სარგებლობის უფლებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით გადაეცემა გარკვეული ქონება. ამ ქონების გადაცემა დადგენილი წესით აისახება მის საბუღალტრო ბალანსში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. ფონდი მოვალეა უზრუნველყოს ქონების ნორმალური ექსპლუატაცია. იგი იყენებს ქონებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით.
3. ფონდის წლიურ ბალანსს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
4. ფონდის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 6. ფონდის შემოსავლების წყაროები
ფონდის საქმიანობის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები;
გ) იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულობები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 7. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ფონდმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის `ბ~ და `გ~ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული.
მუხლი 8. ფონდის მართვა და სტუქტურა
1. ფონდის ხელმძღვანელი ორგანოებია:
ა) სამეთვალყურეო საბჭო
ბ) დირექტორი
2. ფონდის სტრუქტურული ერთეულია _ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი);
3. სხვა სტრუქტურული ერთეულები.
მუხლი 9. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო
1. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შექმნილი ორგანო.
2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყებების, არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები.
3. საქართველოს პრეზიდენტი, საუწყებათაშორისო საკორდინაციო საბჭოს წარდგინებით 1 წლის ვადით ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭოს 7 წევრს.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ფონდის დირექტორი, ფონდის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან თანამშრომელი.
5. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს წევრები ირჩევენ საკუთარი შემადგენლობიდან არანაკლებ 5 ხმით;
6. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
7. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას და ადგენს დღის წესრიგს.
8. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს არანაკლებ 5 წევრი. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, ფონდის საქმიანობის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. სხდომის გამართვის შესახებ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ეცნობებათ სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე.
10. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს სხდომის ოქმში.
11. სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ იმ ინფორმაციის კონფედენციაურობა რაც მათთვის ცნობილი გახდა სამეთვაყურეო საბჭოს წევრის საქმიანობის განხორციელების პროცესში.

0

7

12. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) განიხილავს ფონდის საქმიანობის პერიოდულ და წლიურ ანგარიშს, შემოსავალ-გასავლის ბალანსის ბიუჯეტის პროექტს;
ბ) ამტკიცებს ფონდის წლიურ სამუშაო პროგრამას;
გ) განიხილავს, ამტკიცებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
13. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით) და შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემებისა და ინფორმაციის სისწორე.
მუხლი 10. ფონდის დირექტორი
1. ფონდს მართავს დირექტორი, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ფონდის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ფონდის საქმიანობას და აწესრიგებს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) მოქმედებს ფონდის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს წერილობით მინიჭებული უფლებამოსილების გარეშე ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, აგრეთვე, სასამართლოში ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს;
დ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა თანამშრომლისათვის;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ფონდს;
ვ) ამტკიცებს ფონდის და თავშესაფრის შინაგანაწესს, რომლითაც რეგულირდება ფონდის პერსონალის მართვის საკითხები და მისი შესრულება სავალდებულოა ფონდის ყველა თანამშრომლისათვის;
ზ) განკარგავს ფონდის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია ფონდის საკუთრებაში ან მფლობელობაში და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;
თ) დებს ხელშეკრულებებს; (მობილურ ჯგუფებთან დაკავშირებით)
ი) ფონდის საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და პერსონალურად აგებს პასუხს ფონდის საქმიანობის სწორად და კანონიერად წარმართვისათვის.
კ) სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ფონდის საქმიანობის პერიოდულ და წლიურ ანგარიშს.
3. ფონდის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.
მუხლი 11. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი)
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება – თავშესაფარი იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით.
2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.
3. თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი - პირი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი
მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მიჩნეულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად.
4. თავშესაფარში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე.
5. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსების საკითხი არ უნდა იყოს დამოკიდებული მის მზადყოფნაზე ითანამშრომლოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შესაბამის დანაშაულზე სისხლის სამართალის პროცესის განხორციელებაში.
6. თავშესაფარში მიღების პროცედურა:
ა) საუწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფი სავარაუდო მსხვერპლის მიერ თავშესაფარისათვის ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვიდან არა უგვიანეს 48 საათისა იღებს გადაწყვეტილებას მსხვერპლის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლთან ეროვნული რეფერალური მექანიზმის თანახმად მუდმივმოქმედი ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების თაობაზე მობილური ჯგუფის მიერ იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტისა და წესის შესაბამისად ჩატარებული მუშაობის შედეგების საფუძველზე;
გ) ადამიანით ვაჭრობის (მსხვერპლის) სტატუსის მინიჭების შემთხვევაში მობილური ჯგუფის მიერ აღნიშნული პირის გადაყვანა მოხდება თავშესაფარში;
დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსება ხდება ხელშეკრულების საფუძველზე, მისი ასაკის, სქესის და სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით. განსაკუთრებით, ბავშვების უზრუნველყოფა შესაბამისი საცხოვრებლით, განათლებითა და მზრუნველობით. ხელშეკრულება იდება მსხვერპლსა და თავშესაფრის ადმინისტრატორს შორის.
ე) თავშესაფარში მისვლისთანავე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უტარდება სამედიცინო შემოწმება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით;
ვ) თავშესაფარში მისვლისთანავე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს გადაეცემა თავშესაფრის შინაგანაწესი და ვალდებულია დაიცვას იგი.
7. თავშესაფარში ყოფნის ხანგრძლივობა და თავშესაფრის დატოვების პირობები:
ა) თავშესაფარში ყოფნის ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვით. აღნიშნული პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მოხდება მსხვერპლის მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის ადმინისტრატორის მიერ ვადის გაგრძელება;
ბ) თავშესაფრის დატოვება მსხვერპლის მიერ შესაძლებელია აღნიშნული ვადის ამოწურვამდეც, თუ ის მიიჩნევა ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელად ან ნებაყოფლობით უნდა თავშესაფრის დატოვება;
გ) თავშესაფარს შინაგანაწესის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი ტოვებს თავშესაფარს.
8. თავშესაფარი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, მისი თანხმობით, უზრუნველყოფს შემდეგი სახის უფასო მომსახურებით:
ა) ღირსეული არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით;
ბ) საკვებითა და ტანსაცმლით;

0

8

გ) სამედიცინო დახმარებით;
დ) ფსიქოლოგიური კონსულტაციით;
ე) იურიდიული დახმარებითა და სასამართლო წარმომადგენლობით (მათ შორის სარჩელის შეტანასთან, სისხლის სამართლის პროცესზე მოწმედ გამოსვლასთან, თავშესაფრის მოთხოვნასთან, დოკუმენტების აღდგენა-მოწესრიგებასთან დაკავშირებით წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით);
ვ) მსხვერპლისათვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით;
ზ) რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მოკლე და გრძელვადიან პროგრამებში მონაწილეობით (პროფესიული სწავლებისა და საგანმანათლებლო პროგრამები, ხელშეწყობა დასაქმებაში).
9. თავშესაფრის მართვა:
ა) თავშესაფარს ხელმძღვანელობს ადმინისტრატორი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის წარდგინებით ხმათა უმრავლესობით/არანკლებ 5 ხმით ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის სამეთვალყურეო საბჭო.
10. ადმინისტრატორი:
ა) ხელმძღვანელობს თავშესაფარს და პასუხისმგებელია მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე;
ბ) წარმოადგენს თავშესაფარს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ) თავისი საქმიანობის ანგარიშს პერიოდულად წარუდგენს ფონდის დირექტორს.
11. თავშესაფარს ჰყავს:
ა) მუდმივი მომსახურე პერსონალი: ექიმი, ფსიქოლოგი, იურისტი, სოციალური მუშაკი და სხვა სპეციალისტები, რომელთაც უნდა ჰქონდეთ სპეციალიზებული განათლება კონკრეტულ სფეროში (იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური) და გაიარეს სწავლების სპეციალური კურსი ტრეფიკინგთან დაკავშირებით ან აქვთ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთან მუშაობის გამოცდილება.
ბ) დროებითი მომსახურე პერსონალი: სპეციალისტები, რომელთა სამსახურში აყვანა ხდება დროებით, საჭიროებისამებრ, ხელშეკრულების საფუძველზე.
12. თავშესაფრის ადმინისტრაცია და მომსახურე პერსონალი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სამსახურებრივი ინფორმაციის კონფედენციალურობა.
მუხლის 12. ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს და ზედამხედველობას უწევს ფონდის საქმიანობის მიზანშეწონილობას, კანონიერებას, მისი მიზნების განსახორციელებლად აუცილებელ საქმიანობას. ამოწმებს ფონდის საფინანსო და ეკონომიური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობას.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფონდისაგან გამოითხოვს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციასა და ინფორმაციას.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ფონდის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 13. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია `საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 14. ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
ფონდის დებულებაში ცვლილებები შედის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

0

9

3. "ეროვნული რეფერალური მექანიზმი და მსვერპლის იდენტიფიკაცია"

0

10

ეროვნული რეფერალური მექანიზმი და მსვერპლის იდენტიფიკაცია

ეროვნულ რეფერალურ მექანიზმში გამოვყოფთ სამ ძირითად საფეხურს:
1. იდენტიფიკაცია
2. დახმარება
3. რეინტეგრაცია
ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლთან პირველი კონტაქტი
პირველი კონტაქტი სავარაუდო მსხვერპლთან შეიძლება ჰქონდეთ საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს, პოლიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს.1
იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავი სტრუქტურის/არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ეჭვს მიიტანს, რომ პირი ტრეფიკინგის მსხვერპლია ან მსხვერპლი მოახდენს თვითიდენტიფიკაციას, ამ პირს აცნობებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებისა და სამართლებრივი სტატუსის შესახებ და ასევე გადასცემენ უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალს.
მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო მსხვერპლთან პირველი შეხებისთანავე მას განემარტოს, რომ არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობისათვის, თუ იგი იძულებული იყო ასე მოქცეულიყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო2 და ასევე დაუყოვნებლივ ეცნობოს, რომ აქვს უფლება მიმართოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას.3
თუ სავარაუდო მსხვერპლი გამოთქვამს სურვილს მსხვერპლის სტატუსის მინიჭების თაობაზე, მოხდება სპეციალური მობილური ჯგუფის გამოძახება იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი სამუშაოს ჩასატარებლად. თუ სავარაუდო მსხვერპლს სურს გარკველი პერიოდის შემდგომ დაკავშირება მობილურ ჯგუფთან მას გადაეცემა შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.
იდენტიფიკაცია
1. იდენტიფიკაცია ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის მიხედვით, რომელსაც საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი;
2. ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფი თავშესაფრისათვის ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვიდან 48 საათის განმავლობაში;
1 მსხვერლთან გასაუბრების მიზნით შესაძლებელია საზღვარზე და პოლიციაში გამოიყოს ოთახი;
2 ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მე-14 მუხლის I პუნქტი;
3 ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მე-14 მუხლის II პუნქტი;

3. მუდმივმოქმედი ჯგუფი პირისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური მობილური ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
4. სპეციალური მობილური ჯგუფები იქნება მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ. ისინი ატარებენ გასაუბრებას ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლთან. მობილური ჯგუფი შედგება 2 პირის - ფსიქოლოგისაგან და იურისტისაგან. შესაბამისად, ჯგუფი უზრუნველყოფს პირველად გასაუბრებას მსხვერპლთან. გასაუბრების შედეგად მოპოვებული მასალების (კითხვარის ფორმით) და მობილური ჯგუფის წევრების ზეპირი განმარტების საფუძველზე, მუდმივმოქმედი ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას მსხვერპლის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
5. მას შემდეგ, რაც მოხდება იდენტიფიცირება, მსხვერპლის სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება გადაიყვანონ თავშესაფარში. სხვა შემთხვევაში მას შეუძლია ისარგებლოს ადამიანით ვაჭრობით ტრეფიკინგის მსხვერპლისათვის კანონით გათვალისწინებული გარანტიებით4.
48 საათიანი ვადა: თუ სავარაუდო ტრეფიკინგის მსვერპლს აღნიშნული 48 საათის განმავლობაში არ აქვს წასასვლელი, სად რჩება – დღეისათვის არსებობს სამი მოსაზრება:
• დასავლეთ საქართველოში საზღვართან იფუნქციონიროს მოსაცდელმა ოთახმა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მსგავსი მოსაცდელი ოთახი გამოიყოს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში;
• შეიქმნას სპეციალური პროექტი, რომლიც ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება აღნიშნულ პირთა გასათევი ხარჯების დაფარვა;
• ორივე მოსაზრება.
დაცვა და დახმარება

0

11

1. მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემდეგ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში პირს ეძლევა უფლება ისარგებლოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით (თავშესაფრით) და ამ თავით გათვალისწინებული უფლებებით; 2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) იქმნება მსხვერპლთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, დახმარების, რეაბილიტაციის და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის მიზნით5;
3. თავშესაფარში მსხვერპლის განთავსება ხდება მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე;
4. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.
4 მსვერპლს გადაეცემა სტანდარტული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს:
1. ჯანდაცვის სფეროში მისთვის არესბული დახმარების შესახებ ინფორმაცია (საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით);
2. უფასო იურიდიული დახმარება (საკონტაქტი ინფორმაცია);
3. კანონით და სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებული გარანტიების ნუსხა;
5 კომპიუტერის და ხელობის შემსწავლელი კურსები, და ა.შ.;
არსებობს ორი ალტერნატივა:
• თავშესაფარი, რომელიც იქნება ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურული ერთეული.
• თავშესაფარი, რომელიც იქნება კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის სახით6.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, მისი თანხმობით, უფასო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, აგრეთვე, უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და დახმარებას უწევენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებები.
ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) უზრუნველყოფს შემდეგი სახის მომსახურებას:
ა) ღირსეული არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი (მნიშვნელოვანი კომპონენტია თავშესაფრის დაცვით უზრუნველყოფა);
ბ) საკვები და ტანსაცმელი;
გ) სამედიცინო დახმარება;
დ) ფსიქოლოგიური კონსულტაცია;
ე) იურიდიული დახმარება და სასამართლო წარმომადგენლობა (მათ შორის სარჩელის შეტანასთან, სისხლის სამართლის პროცესზე მოწმედ გამოსვლასთან, თავშესაფრის (ასყლუმ) მოთხოვნასთან, დოკუმენტების აღდგენა-მოწესრიგებასთან დაკავშირებით წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით);
ვ) ინფორმაციის მიწოდება მსხვერპლისათვის გასაგებ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურება.
ზ) მონაწილეობა რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მოკლე და გრძელვადიან პროგრამებში (პროფესიული სწავლებისა და საგანმანათლებლო პროგრამები, ხელშეწყობა დასაქმებაში);
უსაფრთხო რეპატრიაცია
უსაფრთხო რეპატრიაცია გულისხმობს რამდენიმე კომპონენტს: დოკუმენტების მოწესრიგებას, უსაფრთხოების საკითხს და ა.შ.
სხვა საკითხები
კომპენსაციის საკითხი, რომელიც რეგულირდება კანონით.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, როგორც სისხლის სამართლის პროცესში მოწმეებისა დაცვა.
6 თუ პირის მივიდა არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელსაც აქვს თავშესაფარი, მაშინ იდენტიფიკაციის პროცესის გავლის შემდგომ მას შეთავაზებენ აღნიშნულ თავშესაფარში წასვლას. ამავე დროს არსებობს მოსაზრება, ხომ არ შევთავაზოთ პირს და აირჩიოს, რომელ თავშესაფარში სურს რომ განათავსონ;

0

12

4. “ინსტრუქცია კომპენსაციის გაცემის შესახებ";

0

13

ინსტრუქცია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის წესისა და ოდენობის შესახებ
1. კომპენსაციის მოთხოვნის უფლება
1.1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული ფიზიკური, მორალური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1.2. თუ შეუძლებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსხვერპლს, დაზარალებულს შეუძლია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდან მიიღოს კომპენსაცია.
1.3. თუ ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს აუნაზღაურდა მორალური, ქონებრივი და მატერიალური ზიანი, საკომპენსაციო თანხა მასზე არ გაიცემა.
1.4. კომპენსაციის თანხის გაცემა დამოკიდებული არ არის მსხვერპლის, დაზარალებულის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე.
1.5. თუ ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლმა, დაზარალებულმა მიიღო კომპენსაცია, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა ადამიანებით მოვაჭრის დაკავება, მიღებული კომპენსაცია მსხვერპლს, დაზარალებულს არ აბრკოლებს მოითხოვოს მატერიალური, მორალური და ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
2. საკომპენსაციო თანხის ოდენობა
2.1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაცია გაიცემა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის საფუძველზე.
2.2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერლთათვის, დაზარალებულთათვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდან თითოეულ მსხვერპლზე გასაცემი კომპენსაციის თანხა განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით.
3. კომპენსაციის გაცემის პროცედურა
3.1. კომპენსაციას მიიღებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – პირი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ქონებრივი და მატერიალური ზიანი და რომელსაც კანონმდებლოობით დადგენილი წესით ადამიანით
Mმომზადებულია მარინე მესხის მიერ
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი მუშა ჯგუფის მიერ მიენიჭა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსი.
3.2. კომპენსაციას მიიღებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის დაზარალებული, პირი რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ქონებრივი, მატერიალური ზიანი და რომელსაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურის მიერ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.
3.3. მსხვერპლზე კომპენსაციის გაცემა წარმოებს ნაღდი ანგარიშსწორების წესით, ინდივიდუალური კონტრაქტის საფუძველზე.
3.4. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი უზრუნველყოფს მსხვერპლის საიდენტიფიკაციო მონაცემების სრულიად საიდუმლოდ შენახვას. Mმომზადებულია მარინე მესხის მიერ

0

14

5."ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრის ფუნქციონირების წესები"

0

15

თავშესაფრის ფუნქციონირების პრინციპები, მოწყობის წესი და სტანდარტები

1. თავშესაფრის შექმნის მიზანი:
1.1. თავშესაფრები იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით და წარმოადგენს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას.
2. თავშესაფრის ფუნქციონირების პრინციპები და თავშესაფარში მოთავსება:
2.1. თავშესაფარში მსხვერპლის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე.
2.2. თავშესაფარში მოთავსება დამოკიდებული არ უნდა იყოს მის მზადყოფნაზე ითანამშრომლოს სამართალდამცავის სტრუქტურების წარმომადგენლებთან შესაბამის დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესის განხორციელებაში.
2.3. მსხვერპლის თავშესაფარში განთავსება უნდა მოხდეს მისი ასაკის, სქესისა და სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით, ინდივიდუალური კონტრაქტის საფუძველზე.
2.4. თავშესაფარში მისვლისთანავე მსხვერპლს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება.
3. თავშესაფარში ყოფნის ხანგრძლივობა და დატოვების პირობები
3.1. თავშესაფარში ყოფნის ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვით, შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლია ვადის გაგრძელებაც.
3.2. თავშესაფრის დატოვება შესაძლებელია ნებაყოფლობით მსხვერპლის მიერ, ვადის ამოწურვამდე.
4. თავშესაფრის შინაგანაწესი
4.1. თავშესაფრის ფუნქციონირება უნდა ხორციელდებოდეს თავშესაფრის შინაგანაწესის საფუძველზე.
4.2. შინაგანაწესი უნდა შეესაბამებოდეს თავშესაფრის დადგენილ სტანდარტებს და მისი შესრულება სავალდებულოა პერსონალისა და მსხვერპლთათვის.
4.3. შინაგანაწესის დარღვევა შეიძლება გახდეს პერსონალის ან მსხვერპლისათვის კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი.
5. უსაფრთხოება:
5.1. თავშესაფარი მოთავსებული უნდა იყოს უსაფრთხო ადგილას მდებარე შენობაში, რომელიც აკმაყოფილებს შენობისათვის აუცილებელ სტანდარტებს.
5.2. თავშესაფარი უნდა იყოს დაცული;
6. პერსონალი:
6.1. თავშესაფრის მართვას ახორციელებს თავშესაფრის ადმინსტრატორი/ დირექტორი.
6.2. თავშესაფარს უნდა ჰყავდეს ფსიქოლოგი; იურისტი; სოციალური მუშაკი.
6.3. თანამშრომელთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მსხვერპლთა რაოდენობას, არანაკლებ
- თითო ფსიქოლოგი, იურისტი და 2 სოციალური მუშაკი 10 მსხვერპლზე.
- ღამის მორიგე.
6.4. თავშესაფარმა უნდა უზრუნველყოს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
6.5. თავშესაფრის მუდმივ მომსახურე პერსონალს უნდა ჰქონდეთ სპეციალური მომზადება ამ სფეროში.
6.6. თავშესაფარს საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჰყავდეს დროებით მომსახურე პერსონალი, დროებით ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე სპეციალისტები.
6.7. თავშესაფარს უნდა ჰყავდეს მანქანა მსხვერპლის უსაფრთხო და ანონიმური გადაადგილების უზრუნვეყოფის მიზნით.
7. კომუნიკაცია:
7.1. თავშესაფარს უნდა ჰქონდეს ტელეფონი. M
7.2. მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრის საერთო ტელეფონით. ოჯახთან და სხვა გადაუდებელი კომუნიკაციისათვის მსხვერპლს უნდა მიეცეს სატელეფონო მომსახურების ბარათი.
8. საცხოვრებელი პირობები:
8.1. თავშესაფარში უნდა არსებობდეს მსხვერპლის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები;
საკვები, ტანსაცმელი;
8.2. თავშესაფარში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისუფთავის დაცვა.
8.3. აუცილებელია თავშესაფარს ჰქონდეს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო მედიკამენტები (წამლები, ბამბა, სპირტი, ბინტი და ა.შ.).
8.4. პერსონალის ოთახი
8.4.1. თავშესაფარს უნდა ჰქონდეს ერთი ოთახი – პერსონალისათვის, სადაც ინახება აუცილებელი დოკუმენტაცია. ეს ოთახი უნდა უკავშირდებოდეს პერსონალის საძინებელ ოთახს.
8.4.2. თავშესაფარში უნდა რჩებოდეს პერსონალიდან ერთი ადამიანი მაინც.
8.5. სამზარეულო

0

16

8.5.1. თავშესაფარს უნდა ჰქონდეს ჭურჭლით და სხვა საჭირო ნივთებით (ცოცხი, ტილო და სხვ.) აღჭურვილი სამზარეულო საჭმლის მომზადებისა და კვებისათვის.
8.5.2. აუცილებელია სამზარეულოს ჰქონდეს მაცივარი.
8.5.3. თავშესაფარში აკრძალული უნდა იყოს ალკოჰოლური სასმელის მოხმარება.
8.6. საპირფარეშო და სააბაზანო
8.6.1. თავშესაფარს უნდა ჰქონდს სააბაზანო და საპირფარეშო, შესაბამისი საშუალებებით აღჭურვილი (საპონი, შამპუნი, კბილის პასტა, ტუალეტის ქაღალდი, პირსახოცი).
8.6.2. თავშესაფარს უნდა ჰქონდეს სარეცხი მანქანა და სარეცხი საშუალებები, რომელიც მოთავსდება მისთვის განკუთვნილ ოთახში. Uუკიდურეს შემთხვევაში, სარეცხი მანქანის მოთავსება შეიძლება სააბაზანო ოთახში.
8.7. თერაპიის ოთახი
8.7.1. თავშესაფარს უნდა ჰქონდეს თერაპიის ოთახი, სადაც მსხვერპლს შესაძლებლობა ექნება ფსიქოლოგის, ექიმის, იურისტის რჩევები მიიღოს.
შესაძლებლობის შემთხვევაში გაეცნოს რეინტეგრაციის პროგრამებსს
8.8. საერთო Oოთახი
თავშესაფარს უნდა ჰქონდეს საერთო ოთახი ტელევიზორით, პრესით, სადაც მსხვერპლებს შეეძლებათ უყურონ ტელევიზორს და გაეცნონ პრესას.
8.9. საცხოვრებელი ოთახები 2 მსხვერპლისათვის;
8.9.1. მსხვერპლთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ოთახები აღჭურვილი უნდა იყოს საწოლებით, თეთრეულით.
9. ინტეგრაციის პროგრამები და საჭირო აღჭურვილობა.
9.1. თავშესაფარში უნდა არსებობდეს მინიმუმ შემდეგი აღჭურვილობა: კომპიუტერი;
ინტერგაციის პროგრამებით გათვალისწინებული სხვა აღჭურვილობა (მაგ: ქსოვისათვის, ხატვისათვის ან საინტერგაციო პროგრამით გათვალისწინებული აუცილებელი ნივთები).
9.2. თავშესაფარი უფასოდ ეხმარება მსხვერპლს მიიღოს სათანადო ინფორმაცია რეფერალური მექანიზმებით გათვალისწინებული სხვა საინტერგრაციო პროგრამების შესახებ;
9.3. თავშესაფარი უფასოდ უზრუნველყოფს მსხვერპლს მიიღოს სათანადო ინფორმაცია პროფესიული სწავლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ

0

17

6. "ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრის ჯანდაცვის სტანდარტი"

0

18

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრის სტანდარტი

მუხლი 1.ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია `ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე და ადგენს ზოგად მოთხოვნებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრების მოწყობისა და ექსპლუატაციისადმი. მათი დაცვა სავალდებულოა აღნიშნული ტიპის ყველა დაწესებულებისათვის მიუხედავად საკუთრების ფორმისა და ორგანიზაციულ-სამართლწებრივი დაქვემდებარებისა.
2. თავშესაფარი წარმოადგენს დახურული ტიპის დაწესებულებას, რომელიც განკუთვნილია ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დროებით საცხოვრებლად (რამოდენიმე დღიდან 3 თვემდე).
3. თავშესაფრის სანიტარიული რეჟიმი, არქიტექტურულ-დაგეგმარებითი გადაწყვეტა, დაწესებულების შიდა გარემო და ცხოვრების პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მასში მცხოვრები პირების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ინფექციური დაავადებების წარმოშობისა და გავრცელების პროფილაქტიკას, აგრეთვე არაინფექციური დაავადებებისა და მოშხამვების თავიდან აცილებას, ფსიქო-სამედიცინო რეაბილიტაციას.
მუხლი 2. სანიტარიული რეჟიმის ორგანიზება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები
1. თავშესაფარში მსხვერპლთა მიღება და განთავსება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარიულ-საკარანტინო წესების დაცვით.
ა) თავშესაფარში მისაღებმა ყველა პირმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით უნდა გაიაროს პირველადი სამედიცინო შემოწმება, როგორც ფიზიკური მდგომარეობის შესწავლით, ისე თანმხლები სამედიცინო დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე;
ბ) იმ პირთათვის, რომელთაც არ გააჩნიათ დოკუმენტები, ან ჩამოვიდნენ განსაკუთრებით საშიში ინფექციების მხრივ არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან, აუცილებელია საკარანტინო რეჟიმის შემოღება და აუცილებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;
გ) პირები ინფექციური დაავადებების სიმპტომებით ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას შესაბამის სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში;
2. საქართველოში, როგორც ზომიერი კლიმატის ქვეყნაში, ზოგიერთი დაავადების - ყვითელი ცხელება, დენგეს ცხელება, გადაცემისა და ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელების პირობები
არ არსებობს და წარმოადგენს საშიშიროებას მხოლოდ დასნებოვნებულისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან დაუყოვნებელ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობას. ეპიდსაწინააღმდეგო და საკარანტინო ღონისძიებების გატარება ასეთი ავადმყოფების გამოვლენისას საჭირო არ არის.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადებების გამოვლენას, რომელთა გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე კლიმატური პირობების გათვალისწინებით შესაძლებელია და წარმოადგენს საშიშროებას არა მარტო დაავადებულისათვის, არამედ თავშესაფარში მცხოვრები სხვა პირებისა და თანამშრომლებისათვის. ასეთმა ინფექციებმა შეიძლება დაამძიმონ იმ რაიონის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სადაც თავშესაფარი მდებარეობს. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება:
ა) საკარანტინო დაავადებები _ შავი ჭირი, ქოლერა, კონტაგიოზურ-ვირუსული ტროპიკული ჰემორაგიული ცხელებებ,; ლასას, მარბურგისა და ებოლას დაავადებები.
ბ) დაავადებები, რომლებიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით _ ჩუტყვავილა, დიფტერია, წითელა, წითურა, მენინგოკოკური ინფექცია, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, როტავირუსული ინფექცია, ტენიოზი, ენტერობიოზი.
გ) ტრანსმისიური დაავადებები _ მალარია, ეპიდემიური პარტახტიანი ტიფი;
დ) კანის დაავადებები და ექტოპარაზიტები _ თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადება, კონტაგიოზური მოლუსკი, პედიკულოზი, კეთრი, მუნი, ეპიდემიური კონიუნქტივიტი.
ე) ვენერიული დაავადებები _ აივ/შიდსი, ათაშანგი და სხვა ეპიდემიური ტრეპონემატოზები.
4. ავადმყოფებისა და უსიმპტომო მტარებლების ან მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი დაავადებების მტარებლობაზე საეჭვო პირების გამოვლენისას, ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტერიტორიულ ორგანოს, ხოლო თავშესაფრის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს გამოვლენილი ინფექციის შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. უნდა განხორციელდეს ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციამდელი იზოლაცია.
5. ინფექციური და პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკა, ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტერიტორიულ ორგანოს რეკომენდაციებით.
6. თავშესაფარში მსხვერპლის თანმხლები ბავშვების იმუნიზაცია უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი აცრების კალენდრის შესაბამისად.

0

19

მუხლი 3. მოთხოვნები ტერიტორიისა და შენობისადმი
1. თავშესაფრის ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული: მიმღები პუნქტი (სასურველია სან-გამტარით), სამედიცინო პუნქტი იზოლატორით, საცხოვრებელი ოთახები, სამრეცხაო-სადეზინფექციო სათავსები, სამეურნეო განყოფილება სასაწყობე სათავსებით და ა.შ.
2. თავშესაფრის ტერიტორია უნდა იყოს კეთილმოწყობილი, გამწვანებული, განათებული.
3. თავშესაფრის ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი და სათანადოდ დაცული. მასში შესვლა და გამოსვლა უნდა ხორციელდებოდეს საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით.
4. საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოწყობილი უნდა იყოს, როგორც გამავალი სათავსი დაცვის პოსტით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტერიტორიისა და შენობის 24-საათიანი დაცვა.
5. მიმღები განყოფილება განთავსებული უნდა იყოს საკონტროლო-გამშვები პუნქტის ახლოს ან მასთან ერთად. მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს:
ა) ვესტიბიული გარდერობითა და მსხვერპლთა პირადი ნივთების დროებით შესანახი კამერით;
ბ) სან-გამტარი;
გ) ოთახი მორიგე პერსონალისათვის;
დ) ოთახი ან ტიხრით გამოყოფილი სათავსი შემომსვლელთა ტანსაცმლის გამოსაცვლელად;
7. მიმღები განყოფილების ფართობები უნდა განისაზღვროს დანართის 1-ის შესაბამისად.
მუხლი 4. სამედიცინო პუნქტი.
1. სამედიცინო პუნქტის მოწყობამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ამოცანების შესრულება:
ა) მსხვერპლთა პირველადი სამედიცინო შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, გადაგზავნა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ან დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში;
ბ) მსხვერპლთა საკარანტინო იზოლაცია ეპიდჩვენების მიხედვით;
გ) მწვავე ინფექციურ ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაცია სათანადო სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში;
დ) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მწვავე და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების დროს.
ე) აუცილებელი პროფილაქტიკური აცრების ჩატარება.
2. სამედიცინო პუნქტის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს შემდეგი სათავსები: ექიმ(ებ)ის კაბინეტი, იზოლატორი.
3. სამედიცინო პუნქტის იზოლატორი უნდა შედგებოდეს არანაკლებ ორი ბოქსისაგან და არ შეიძლება განთავსდეს ცოკოლის ან სარდაფის სართულზე.
3. სამედიცინო პუნქტის სათავსების ფართობები უნდა განისაზღვროს დანართის 1–ის შესაბამისად. ჭერის სიმაღლე კი უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრისა.
4. მცირე სიმძლავრის (არაუმეტეს 10 ადგილისა) თავშესაფრისათვის დასაშვებია სამედიცინო პუნქტი განისაზღვროს სათანადო ფართობის ექიმის კაბინეტით, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციამდე მსხვერპლის იზოლაციის საჭიროებისას გამოყენებულ იქნეს ერთი საძინებელი ოთახი, რომელშიც არ დაიშვებიან თავშესაფარში მყოფი სხვა პირები, გარდა სამედიცინო პერსონალისა.
მუხლი 5. მსხვერპლთა საცხოვრებელი შენობა
1. საცხოვრებელი შენობის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ობიექტის სპეციფიკა და ბუნებრივ-კლიმატური პირობები.
2. საცხოვრებელ შენობაში უნდა იყოს შემდეგი სათავსები: საცხოვრებელი ოთახები (საძინებლებლები), სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსები, სამზარეულო და სასადილო დარბაზი (ოთახი), ადმინისტრაციული და სამეურნეო სათავსები.
3. საცხოვრებელი შენობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცივი და ცხელი წყალმომარაგებით, კანალიზაციით, გათბობით, ვენტილაციით, ენერგომომარაგებით და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საინჟინრო კომუნიკაციებით.
4. თავშესაფრის საცხოვრებელი განყოფილება უნდა უზრუნველყოფდეს ცხოვრებისათვის აუცილებელ პირობებს და ითვალისწინებდეს ცალკეული პირების, ან პირთა ჯგუფის იზოლაციის შესაძლებლობას საკარანტინო ან ობსერვაციული რეჟიმის შემოღებისა და დაწესებულების მკაცრ ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმზე გადაყვანის შემთხვევისათვის.
5. საცხოვრებელი შენობის საძინებელი ოთახები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ერთ ოთახში განთავსდეს ერთი სქესის არა უმეტეს 2 ადამიანისა. ასეთი სათავსების ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 მ2-ს ერთ პირზე.
6. ოჯახური წყვილებისათვის განკუთვნილი ოთახების ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 მ2-ს.
7. მშობლებისა და შვილებისათვის (3-4 სული) განკუთვნილი ოთახების ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15-20 მ2-ს.
8. საცხოვრებელი ოთახების განთავსება სარდაფებსა და ცოკოლის სართულზე დაუშვებელია.
9. საცხოვრებელი ოთახების ჭერის სიმაღლე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,75 მ2-ს.
10. საცხოვრებელი ოთახები არ უნდა იყოს ერთმანეთში გამავალი. კორიდორში გასასვლელი კარები უნდა იღებოდეს გარედან შიგნით.
11. საცხოვრებელი ოთახები სასურველია აღიჭურვოს სანიტარიული კვანძით (ხელსაბანი, საშხაპე, ტუალეტი). ასეთის არარსებობისას საერთო სანიტარიული კვანძი უნდა აღიჭურვოს შემდეგი გაანგარიშებით:
ა.ა) მამაკაცთა საპირფარეშო _ 1 უნიტაზი და 1 პისუარი 15 მამაკაცზე;
ა.ბ) ქალთა საპირფარეშო _ 1 უნიტაზი 10 ქალზე;
ა.გ) საშხაპე _ 1 კაბინა 10 პირზე;
ა.დ) ხელსაბანები ტუალეტსა და საშხაპეში _ არანაკლებ 2 ნიჟარისა 10 პირზე;
ბ) სანიტარიული კვანძებში გათვალისწინებული უნდა იყოს საბავშვო უნიტაზები და ხელსაბანები ანგარიშით: 2 უნიტაზი და 2 ხელსაბანი 10 ბავშვზე.
12. მცირე სიმძლავრის (არაუმეტეს 10 ადგილისა) თავშესაფრებისათვის დასაშვებია დაიგეგმოს ერთი საპირფარეშო ორი იზოლირებული კაბინით, ერთი საშხაპე ორი კაბინითა და ორი ხალსაბანი ნიჟარით.
13. სანიტარიული კვანძის კარები უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ.
14. საცხოვრებელ შენობაში გათვალისწინებული უნდა იყოს სათავსები რეცხვის, გაშრობისა და დაუთოვებისათვის.
15. საცხოვრებელ შენობაში გათვალისწინებული უნდა იყოს დასასვენებელი და ინტეგრაციის ერთმანეთისგან იზოლირებული ოთახები;

0

20

16. საცხოვრებლის შენობაში გათვალისწინებული უნდა იქნეს საბავშვო სათამაშო ოთახი.
17. საცხოვრებელ შენობაში ადმინისტრაციული სათავსები შეიძლება განთავსდეს საცხოვრებელი ოთახებისაგან მაქსიმალურად იზოლირებულად. სასადილო დარბაზი და სამედიცინო პუნქტი უნდა განთავსდეს პირველ სართულზე.
18. ცოკოლის სართულზე დასაშვებია განთავსდეს: ვესტიბიული და საგარდერობო, სამოსამსახურეო სათავსები, საპარიკმახერო, სანიტარიული კვანძი, ცენტრალური სათეთრეულე, სამზარეულოს საწარმოო სათავსები.
19. სარდაფის სართულზე დასაშვებია განთავსდეს: სამრეცხაო, სანიტარიული კვანძი, შემნახველი საკნები, სავენტილაციო კამერები, ინვენტარის შესანახი პუნქტები, საწყობები, სათავსი საწოლების დეზინფექციისათვის და მინიდეზკამერა.
20. კორიდორის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1,4 მ, გასასვლელის _ არანაკლებ 0,8 მ, კიბის _ არანაკლებ 1,05 მ, ხოლო კიბის მოედნის ფართობი _ არანაკლებ 1,2 მ2.
მუხლი 6. სათავსები დეზინფექციისა და რეცხვისათვის
1. რეცხვისათვის განკუთვნილი სათავსი სადეზინფექციო კამერასთან ერთად უნდა განლაგდეს , იზოლირებულად საცხოვრებელი სათავსებისაგან. სამრეცხაო აღჭურვილ უნდა იქნეს ცივი და ცხელი წყალმომარაგებით და სათანადო წარმადობის სარეცხი მანქანებით.
2. თეთრეული გარეცხვამდე ექვემდებარება დეზინფექციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული სადეზინფექციო ხსნარებით.
3. სამრეცვხო-სადეზინფექციო სათავსთან უნდა განთავსდეს საშრობი და საუთოვებელი ოთახი.
4. რეცხვის, დეზინფექციის, საშრობი და საუთოვებელი სათავსების ფართობები უნდა განისაზღვროს დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 7. კვების ბლოკი
1. კვების ბლოკი უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან: სამზარეულო და სასადილო დარბაზი (ოთახი), რომელთა ფართობების გაანგარიშება უნდა მოხდეს დანართი 1-ის შესაბამისად.
2. სამზარეულოს ტექნოლოგიური აღჭურვა, ინვენტარი, ჭურჭელი უნდა უზრუნველყოფდეს თავშესაფარში მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას.
3. სამზარეულოსა და სასადილო დარბაზის (ოთახის) კედლების მოპირკეთება უნდა მოხდეს სპეციალური ფილებით ან სველი წესით დალაგებისა და დეზინფექციისადმი გამძლე მასალით არანაკლებ 1,7 მ სიმაღლემდე. ჭერის მობათქაშება და შეთეთრება ან მოპირკეთება ხდება სხვა მასალით. იატაკი იგება გამძლე მასალისაგან, რომელიც გამორიცხავს მასზე მოცურებას.
4. კვების ბლოკში უნდა იყოს დაცული სისუფთავე. სამზარეულო ექვემდებარება დალაგებას სველი წესით, სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით ყოველდღიურად და საჭიროებისამებრ.
5. ყოველთვიურად უნდა ჩატარდეს გენერალური დალაგება და დეზინფექცია, აუცილებლობის შემთხვევაში _ დეზინსექცია და დერატიზაცია დადგენილი წესით.
6. სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენება მათი თანმხლები ინსტრუქციების მკაცრი დაცვით. სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები ინახება მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დამამზადებლის მიერ მოწოდებულ ტარაში.
7. კვების ბლოკი უზრუნვლყოფილი უნდა იყოს სათანადო დანიშნულებისა და რაოდენობის ჭურჭლით.
8. ჭურჭელი უნდა ინახებოდეს დახურულ კარადაში ან თაროებზე იატაკიდან არანაკლებ 0,5 მ სიმაღლეზე; დანების, ჩანგლებისა და კოვზების ნაკრებები კი _ სპეციალურ უჯრებში ან კასეტისმაგვარ
ყუთებში სახელურებით ზემოთ. მათი შენახვა ლანგრებზე დაყრილი სახით დაუშვებელია.
9. კვების ბლოკი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სათანადო ტევადობის მაცივრ(ებ)ით (თავშესაფრის სიმძლავრის გათვალისწინებით).
10. კვების ბლოკში გამოსაყენებლად შემოსული პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #301/ნ ბრძანების `სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ~ მოთხოვნებს.
11. ინფექციური დაავადებებისა და მასიური კვებითი მოშხამვების თავიდან ასაცილებლად დაუშვებელია კუსტარულ პირობებში დამზადებული პროდუქტების შემოტანა.
12. პროდუქტების შენახვა უნდა განხოციელდეს მწარმოებლის მიერ მითითებული წესების დაცვით, სათანადო ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით.
13. მალფუჭებადი პროდუქტების შენახვა-გამოყენებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #303/ნ ბრძანების `განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ~ მოთხოვნები.
14. შეფუთვის თითოეული ერთეულის იარლიყი, რომელზეც დატანილია პროდუქციის შენახვის ვადები, უნდა იქნეს შენარჩუნებული პროდუქციის სრულ მოხმარებამდე.

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » კანონი » ტრეფიკინგი