პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » დაიაური » გელა დაიაური


გელა დაიაური

Сообщений 1 страница 9 из 9

Опрос

შეაფასეთ
+1

0% - 0
+2

100% - 3
-1

0% - 0
-2

0% - 0
Голосов: 3

1

ნეტავ აქ იყო

ნეტავ აქ იყო, - მარტის თვეში ნახავდი მუცოს,
პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, - გულანთებული,
თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს,
მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე - გაღმერთებული.

ნეტავ აქ იყო, _ იის მოსვლას ვუდარაჯებდი,
დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს,
მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით - ხანჯლებით,
აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო.

ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი
და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .
ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს
ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.

ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი,
კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას
ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი
ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.

დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს
ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე,
თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი,
მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.

ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი,
გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით,
- შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდი
და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით

0

2

რო ვთქვა არ მომეწონა მეთქი ჩასაწიხლი ვიქნები:) :yep:

0

3

პოლტ ან გააერთიანე, ან ერთი გააუქმე, ორი დაიაური რა წესია?

0

4

cqnafa84 написал(а):

პოლტ ან გააერთიანე, ან ერთი გააუქმე, ორი დაიაური რა წესია?

ნინ ეს გამოდის რომ პერსონალური გვერდია:))მერე აგიხსნი დაწვრილებით

0

5

ხალხო, ეს კაცი პოეტია!!!მე  პირადად  მრცხვენია  რომ ლიტ.ჯე-ზე დაბალი რეიტინგი აქვს.

0

6

ჩუპა написал(а):

ხალხო, ეს კაცი პოეტია!!!მე  პირადად  მრცხვენია  რომ ლიტ.ჯე-ზე დაბალი რეიტინგი აქვს.


ძნელია დაიჯერო რომ ამაზე სხვას განსხვავებული აზრი აქ:(
მეც შენს აზრზე ვარ

0

7

ხალხო!თუ ჩემები ხართ,(და მე ვიცი,რომ ჩემები ხართ!:) ) ნუ აქცევთ ყურადღებას მაგ რეიტინგებს!
გელას პოეზიას რეიტინგები არ სჭირდება!

0

8

რა მესაკუთრეა ეს რა :)

0

9

არ შეიძლება

დაუშვათ ერთ წამს, _ შენ გახდე ჩემი,
ვთქვათ _ შენ ცოლი და მე კიდე ქმარი
ვთქვათ, რომ მომეგო მაგიერ გვემის
სინაზისა და ღიმილის ღვარი.

ვთქვათ, _ დაიღვარე ღიმის ჩქერებად,
ვთქვათ _ ჩემს ოცნებას და ფიქრს მიმწიე,
(არა, ასეთი ბედნიერება
ვით შეიძლება ერგოს მიწიერს!)

ვთქვათ, _ ყოველ დილით, გასეირნებად,
გვერდზე დამიდგე მეუღლე რიდით,
მწამს, ზეციერსაც არ ეღირსება
ბედნიერება ესოდენ დიდი.

არა! თუ რამე დამეჯერება
მე სხვას მოვძევ და შენ სხვა მოძიე,
რადგან ასეთი ბედნიერება
არ შეიძლება ერგოს ხორციელს.

am adamianze vgiJdebi xoooda, Sshemovamateb xolme ragaceebs

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » დაიაური » გელა დაიაური