პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » გულ-სისხლზარღვთ&


გულ-სისხლზარღვთ&

Сообщений 1 страница 9 из 9

1

გულ-სისხლზარღვთა სისტემის დაავადებები

0

2

პათოლოგიური ცვლილებები, რომელიც გულსა და სისხლძარღვებს აზიანებს კარდიოვასკულარული დაავადებების სახელით არის ცნობილი. ეს პათოლოგიები იყოფა გულის და სისხლძარღვების დაავადებებად. გულის დაავადება მოქმედებს გულზე და იმ სისხლძარღვებზე, რომელიც გულის კუნთს კვებავს. პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება აზიანებს ხელის, ფეხის და სხეულის(გარდა იმისა რომელიც გულს კვებავს) სისხლძარღვებს. დარღვევები, რომელიც აზიანებს იმ სისხლძარღვებს, რომელიც ტვინს კვებავს ცნობილია ცერებროვასკულარული პათოლოგიების სახელით. ინსულტი ამის ერთ-ერთი მაგალიათია.

ს ი მ პ ტ ო მ ე ბ ი

ერთი რომელიმე სიმპტომი განცალკევებულად არ განსაზღვრავს გულის ( კარდიალურ ) დაავადებას. ორი ან სამი სიმპტომი იძლევა შესაძლებლობას ეჭვი მივიტანოთ კარდიალურ დაავადებაზე, რამდენიმე სიმპტომი კი საშუალებას იძლევა დაისვას დიაგნოზი.

ექიმი შეიცნობს სიმპტობემს ავადმყოფის გამოკითხვის და გასინჯვის შემდეგ. ხშირად დიაგნოსტიკური პროცედურები ტარდება იმისათვის, რომ დაისვას დიაგნოზი. თუმცა გულის დაავადება არ იძლევა არანაირ სიმპტომებს, თუნდაც სერიოზული იყოს, სანამ არ მიაღწევს ძალიან გვიან სტადიას. რეგულარულმა ვიზიტებმა ექიმთან სხვა ავადმყოფობების გამო შეიძლება "ფარდა ახადოს" ჩუმად მიმდინარე გულის დაავადებასაც.

გულის დაავადების სიმპტომები ბევრია. მათ შორის სხვადასხვა სახის ტკივილები, ქოშინი, დაღლილობა, გულის რიტმის დარღვევა ( აჩქარების, შენელების და სხვა არითმიული გულისცემის შეგრძნება ), გაბრუება, გულის წასვლა, ფეხების, კოჭების და ტერფების შეშუპება. თუმცა ეს სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ იყოს გამოწვეული გულის დაავადებისაგან. მაგალითად, ტკივილი გულის არეში შეიძლება გამოწვეული იყოს კუჭ–ნაწლავის ან რესპირატორული დაავადებებით.

პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიური გამოვლინებები დამოკიდებულია იმაზე , თუ სად მდებარეობს დაზიანებული სისხლძარღვი. სიმპტომები შეიძლება იყოს ტკივილი, ქოშინი, კუნთების ტკივილი, კუნთების დაღლილობა, გაბრუება, შეშუპება, დაბუჟება და კანის ფერის ცვალებადობა იმ მხარეს საითაც დაავადება მიმდინარეობს.

0

3

ტკივილი - Pain

როცა კუნთებს არ მიეწოდებათ საკმარისი სისხლი ( ამ მდგომარეობას ჰქვია იშემია ), მათ არ მიეწოდებათ საკმარისი ჟანგბადი, რომელიც უჯრედებამდე ( cell) სისხლის საშუალებით მიდის. დამატებით, ნარჩენი პროდუქტები, რომელიც სისხლმა უკან უნდა წამოიღოს ადგილზე გროვდება , რაც იწვევს ამ კუნთების ტკივილს.

არასრულყოფილმა სისხლის მიწოდებამ გულის კუნთზე, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, მოჭერითი ტკივილის შეგრძნება მკერდში ( ანგინა) . თუმცა , ტკივილის სახე, მდებარეობა, სიძლიერე და დისკომფორტი სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაა. ზოგიერთ ადამიანს სისხლის ნაკადის მიუწოდებლობის გამო გულზე საერთოდ არ აქვს ტკივილის შეგრძნება, ამას ჩუმი იშემია ჰქვია.

თუ სისხლის არასაკმარისი რაოდენობა მიეწოდება სხვა კუნთებს, განსაკუთრებით წვივის კუნთებს, ის იწვევს შებოჭილ და დაღლილობის შეგრძნებას. ეს ტკივილი განსაკუთრებით თავს იჩენს ვარჯიშის დროს ( claudication).

გულის გარეთა გარსის ანთება – პერიკარდიტი, იწვევს ტკივილს, რომელიც ძლიერდება, როცა ადამიანი დაწვება და იკლებს, როცა ადამიანი წამოჯდება და წინ გადაიხრება. ფიზიკური დატვირთვა არ აძლიერებს ტკივილს, მაგრამ ღრმად ჩასუნქვა იწვევს ტკივილს. ტკივილი აგრეთვე შეიძლება გამოწვეული იყოს ფილტვების გარე მემბრანის ანთებით - პლევრიტით.

არტერიების პათოლოგია იწვევს ტკივილს, რომელიც იწყება და მთვრდება ძალიან სწრაფად. ტკივილი შეიძლება არ იყოს დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან. ტკივილი, რომელიც ანევრიზმიდან(სისხლღარღვის არანორმალური გაფართოება) მოდის, არის მოულოდნელი და ძლიერი. ტკივილი ხშირად შეიგრძნობა კისრის უკანა მხარეს, მხრებს შორის და დაბლა, ან მუცელში. დამოკიდებულია იმაზე თუ რა ადგილია დაზიანებული.

მარცხენა წინაგულსა და მარცხენა პარკუჭს შორის მდებარე ორკარიანი სარქველი შეიძლება გადავიდეს მარცხენა წინაგულში, როცა მარცხენა პარკუჭი შეიკუმშება. ამ პათოლოგიას ეწოდება მიტრალური სარქვლის პროლაფსი. იგი ხანდახან იწვევს მწვავე , ბასრ ეპიზოდებს, რომელიც ნემსის ჩხვლეტას ჰგავს. ჩვეულებრივ ტკივილის ცენტრი მდებარეობს მარცხენა ძუძუს დაბლა, გააჩნია ადამიანი რა მდგომარეობაშია.

0

4

ქოშინი - Shortness of Breath

ქოშინი გულის ავადმყოფობის ცნობილი სიმპტომია. ის გამოწვეულია ფილტვებში, ჰაერის უმცირეს ბუშტუკებში (ალვეოლებში) სითხის გაჟონვით - ამ მდგომარეობას ეწოდება ფილტვის შეშუპება.
ეს პროცესი წააგავს დახრჩობას. გულის დაავადების ნაადრევ სტადიაში ქოშინი მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს შეიძლება იყოს. როცა გულის მდგომარეობა უარესდება ,
ქოშინი თანდათან ხშირად ემართება ადამიანს და ბოლოს ის მოსვენებულ მდგომარეობაშიც არსებობს. მოსვენებულ მდგომარეობაში ქოშინი ძირითადად დაწოლის დროს წარმოიშობა, რადგან ამ დროს სითხე ფილტვებში შეიწოვება, როდესაც ავადმყოფი წამოდგება მიზიდულობის ძალა იწვევს სითხის ქვედა ნაწილში მოგროვებას, რომელიც ნაკლებ სირთულეებს იწვევს.

ღამის დისპნოე არის ქოშინი, რომელიც წარმოიქმნება როცა ადამიანი დასაძინებლად წვება. შვებას იძლევა წამოჯდომა და ფეხების ქვემოთ ჩამოშვება. ადამიანებს, რომელთაც ღამის დისპნოე აქვთ ჩვეულებრივად ძინავთ რამდენიმე შემაღლებულ ბალიშზე, რომ სწორად წოლას მოერიდონ.

ქოშინი აღენიშნებათ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ კორონალური არტერიების დაავადება. ის ჩვეულებრივად იჩენს თავს ფიზიკური დატვირთვის დროს. მაგრამ მწვავე ავადმყოფობის დროს ის თავს იჩენს მინიმალური აქტიურობის ან დასვენების დროსაც.

ქოშინი თავს იჩენს სხვა დაავადებების დროსაც, როგორიცაა სასუნთქი (რესპირატორული) და ნერვიული სისტემის დაავადებები, ფილტვების დაავადებები, სასუნთქი კუნთების ან რევული სისტემის დაზიანებები. რადგან ნერვული სისტემა მჭიდრო კავშირშია სუნთქვასთან.

ნებისმიერი დარღვევა, რომელიც იწვევს ბალანსის დარღვევას ჟანგბადის მიწოდებასა და მის მოთხოვნილებებს შორის იწვევს ქოშინს. მაგალითად ანემიის დროს სისხლი არ შეიცავს საკმარის ჟანდბადს, რადგან მასში არ არის საკმარისი წითელი ბურთულაკები–ერითროციტები და ქოშინი შესაძლებელია განვითარდეს.

0

5

დაღლილობა - Fatigue
დაღლილობა - Fatigue

a)როცა გული ცუდად მუშაობს, სისხლის მიწოდება კუნთებში შეიძლება არასაკმარისია, რაც ფიზიკური აქტივობის დროს იწვევს დაღლილობის და სისუსტის შეგრძნებას. სიმპტომები ხშირად შეუმჩნეველია, ამიტომ ადამიანები ან ასაკის მომატებას აბრალებენ დაღლილობას ან უბრალოდ ამცირებენ ვარჯიშს.

ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვა - Limitation of Physical Activity

b) გულის დაავადბამ შეიძლება აიძულოს ადამიანი შეზღუდოს თავისი ფიზიკური აქტიურობა. ერთ-ერთი გზა რომ შევამოწმოთ დაავადების სიმწვავე, არის დავაკვირდეთ რა დონემდე შეიძლება ეს აქტიურობა. ექიმებმს შეუძლიათ გამოიყენონ New York Heart Assosiation (NYHA) ფუნქციონალური კლასის სისტემა, რომ შეამოწმონ ეს აქტიურობა:
(I კლასი ) - ჩვეულებრივი ფიზიკური აქტიურობა შეიძლება არ იყოს შეზღუდული.
(II კლასი )- ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვა იწვევს სიმპტომებს.
(III კლასი ) - ჩვეულებრივზე მსუბუქი დატვირთვა იწვევს სიმპტომებს.
(IIII კლასი )- სიმპტომები თავს იჩენს უმოძრაობის ( დასვენების ) დროს და ფიზიკური დატვირთვა აუარესებს მას. თუმცა ეს სისტემა მთლად გამართლებული არ არის, რადგან თვით სერიოზული გულის დაავადება ხშირად არ იძლევა სიმპტომებს.

0

6

გულის რიტმის დარღვევა - Palpitations

ჯანმრეთელი ადამიანი ჩვეულებრივად ვერც ამჩნევს თავისი გულის ცემას. თუმცა ბევრი გრძნობს მას, როცა მარცხენა მხარეს წვება. აგრეთვე ზოგიერთი მდგომარეობის, მაგალითად ვარჯიშის ან ამაღელვებელი ემოციების დროს. ადამიანმა შეიძლება გულისცემა შეიგრძნოს ძალიან მკვეთრად, განმეორებით ან არითმიულად. რომ გავარჩიოთ ეს არითმიები რამდენად არანორმალურია, გავცეთ პასუხი რამდენიმე კითხვას:
მაგალითად მოულოდნელად დაიწყო იგი თუ თანდათანობით?
რაიმე ხომ არ ახდენს მის წარმოშობაზე ზემოქმედებას?
როგორი სიხშირით ცემს გული? და რა შუალედებით ცემს გული არითმიულად?

გულის რიტმის დარღვევებს, რომელთაც თან ახლავს ქოშინი, ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა ან გულის წასვლა, გამოწვეულია გულის პათოლოგიებით ან სხვა სერიოზული დარღვევებით. ექიმებს შეუძლიათ მოუსმინონ გულის ცემას ფონენდოსკოპი ან შემოგთავაზონ ელექტროკარდიოგრამა.

0

7

გაბრუება და გულის წასვლა - Light - Headedness and Fainting

როცა სისხლის მოძრაობა არასრულყოფილია , რომელიც ხდება იმის გამო, რომ გულის რიტმი დარღვეულია და მას არ შეუძლია გადატუმბოს საკმაო რაოდენობის სისხლი გაბრუება და გულის წასვლა შეიძლება მოხდეს. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ტვინისა და ხერხემლის მალების პათოლოგიების დროსაც, ან შეიძლება სრულადაც არ იყოს რაიმე სერიოზული მიზეზით გამოწვეული. მაგალითად ჯანმრთელ ჯარისკაცს შეიძლება გული წაუვიდეს ფეხზე დიდხანს უმოძრაოდ დგომის გამო. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ფეხები აქტიურად უნდა მოძრაობდეს, რომ სისხლმა ნორმალურად იმოძრაოს გულისაკენ.

ძლიერმა ემოციამ ან ტკივილმა, რომელიც ააქტიურებს ნერვულ სისტემას შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა. სწრაფად დაჯდომამ ან ადგომამ შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა. მდგომარეობის (პოზის) სწრაფი შეცვლა იწვევს, ფეხებში სისხლის ნაკადის შეგუბებას, რაც თავისთავად იწვევს სისხლის წნევის დაცემას. ორგანიზმი ძირითადად , თავისთავად სწრაფად არეგულირებს წნევას. ორგანიზმის უუნარობას დაარეგულიროს წნევა სწრაფად, ჰქვია - ორთოსტატიკური ჰიპოტენზია. ეს ხშირია მოხუცებში.

ექიმმა უნდა შეძლოს გულის წასვლის მიზეზის გარკვევა, არის ის გულის დაავადების თუ კრუნჩხვების გამო, რომლის დროსაც გონების დაკარგვა ხდება ტვინში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების შედეგად.

0

8

შეშუპება, დაბუჟება და კანის ფერის შეცვლა

შეშუპება გამოწვეულია ორგანიზმის ქსოვილებსა და ღრუებში სითხის დაგროვებით. ამისი მთავარი მიზეზი კი ვენებში სისხლის დაგუბებაა, საიდანაც ჭარბი რაოდენობის სითხე გაჟონავს ქსოვილებისაკენ და აღარ ხდება მათი უკან გაწოვა. სისხლი ვენებში გუბდება გულის უკმარისობის გამო, რადგან გული ვერ ახერხებს ამოტუმბოს საჭირო რაოდენობის სისხლი ორგანიზმიდან ან იმიტომ რომ ფეხში ვენა შეიძლება დაბლოკილი იყოს ( ღრმა ვენური ტრომბოზი).

შეშუპება ფეხებში, კოჭებში, ტერფებში განსაზღვრავს გულის უკმარისობას ან ვენურ პათოლოგიას, როგორიც არის ღრმა ვენური ტრომბოზი. თუმცა ასეთი შეშუპება ხშირია დიდხანს ერთ ადგილას ჯდომის ან დგომის ან ასაკობრივი ცვლილებების შედეგად ვენებში. ფეხების შეშუპება ხშირია ორსულობის დროსაც. შეშუპება ხშირია ღვიძლის და თირკმელის დაავადების დროსაც.

თუ სისხლი არასაკმარისად მიეწოდება სხეულის ქსოვილებს და ორგანოებს, მაშინ სხეულის ეს ნაწილი შეიძლება დაბუჟდეს.

თუ სისხლის მიწოდება ქსოვილებზე არასაკმარისია, ახლავს ანემია ან ვენებიდან სისხლი ნორმალურად არ გამოიდევნება კანი შეიძლება იყოს ფერმკრთალი ან მოლურჯო. (ციანოზური)

0

9

დიაგნოსტიკის მეთოდები - Diagnostic Prosedures

ავადმყოფის სამედიცინო ისტორიისა და გამოკითხვის შედეგად ექიმს შეუძლია გააკეთოს დასკვნა აქვს თუ არა ავადმყოფს გულ-სისხლძარღვთა დაავადება. სხვადასხვა დიაგნოსტიკური ხერხები და მეთოდები საჭიროა რომ დადგინდეს სწორი, უტყუარი დიაგნოზი. გაირკვეს თუ რა სიმწვავით მიმდინარეობს დაავადება და დაიგეგმოს მკურნალობა.

დღესდღეობით არსებობს დიაგნოსტიკის უამრავი მეთოდები და ხერხები, რომლებიც ექიმებს დაეხმარებათ დასვან სწრაფი და უტყუარი დიაგნოზი.
აი ეს საშუალებებიც: ელექტროკარდიოგრამა, სტრეს ტესტი, ელექტროფიზიოლოგიური ტესტი, რადიოლოგიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევა, მაღალი სიხშირის ბგერითი გამოკვლევა– ექოკარდიოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა, რადიონუკლიდური გამოკვლევა, გულის კათეტერიზაცია, ცენტრალური ვენების კათეტერიზაცია და ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და ფლუოროსკოპია გამოიყენება იშვიათად. თითქმის ყოველთვის კეთდება სისხლის ანალიზები, რომ განისაზღვროს შაქრის, ქოლესტერინის და სხვა მნიშვნელოვანი შემადგენლობები სისხლში.

ამ პროცედურების უმრავლესობას ახლავს ძალიან მცირე რისკი, მაგრამ რისკი მეტად მატულობს თუ საჭირო ხდება რამდენიმე პროცედურის ერთად ჩატარება. და რა თქმა უნდა ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი სიმწვავით მიმდინარეობს გულის დაავადება.

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » გულ-სისხლზარღვთ&