პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » თავისუფ& » ჭორები


ჭორები

Сообщений 1 страница 13 из 13

1

ცხელცხელი ჭორები შეგიძლიათ დადოთ აქ:))))

0

2

გაუქმებული ლიტერატურული პრემია 

ლიტერატურის ცნობილი კრიტიკოსები უკვე აკეთებენ საკმაოდ პესიმისტურ განცხადებებს. აჟიოტაჟის მიზეზი კი ის არის, რომ მხოლოდ სამწლიანი არსებობის მიუხედავად, ჯილდო საკმაოდ პრესტიჟულად მიიჩნეოდა და მას როგორც ბრიტანული "ბუკერის” ამერიკულ ალტრენატივას ისე განიხილავდნენ.

საქმე ისაა, რომ ჯილდოს დამაარსებელმა და ფინანსურმა მხარდამჭერმა კომპანია Reed Business Information-მა წლიური ბიუჯეტის შედგენისას არ გაითვალისწინა ლიტერატურული პრემიისთვის საჭირო ხარჯები და შედეგად The Quill Awards სპონსორის გარეშე დარჩა.

2005 წლიდან მოყოლებული The Quill Awards ჯილდოებს ცხრამეტ ნომინაციაში გასცემდა. მათ შორის პროზაული და პოეტური კრებულებისთვის, რომანებისა და ბიოგრაფიული ნაწარმოებებისთვის, ასევე აჯილდოვებდნენ ისტორიულ, პროფესიულ, სამეცნიერო და საბავშვო ნაწარმოებებს. ჯილდო მოიცავდა თანამედროვე ლიტერატურაში არსებულ ყველა ჟანრს – მათ შორის გრაფიკულ ნოველებსა და იუმორისტულ ნაკვესებსაც. რაც მთავარია, დაჯილდოების ცერემონიალი ყოველთვის ძალიან პომპეზური და საზეიმო იყო, რაც ჯილდოს მეტი პოპულარობისთვის კეთდებოდა. მას ხშირად ადარებდნენ ჰოლივუდურ საღამოებსაც, რადგან ნომინანტები წითელ ხალიჩასაც გადიოდნენ და ჯილდოს მისაღებად სცენაზე ოვაციების თანხლებით ადიოდნენ.

The Quill Awards-მა ხანმოკლე არსებობისას რამდენიმე ცნობილი თანამედროვე ავტორის დაჯილდოვება მოასწრო. 2005 წელს "წლის წიგნის” ნომინაციაში ჯოან როულინგმა გაიმარჯვა "ჰარი პოტერი და ნახევრად პრინცისთვის” ავტორობისთვის. ასევე დააჯილდოვეს ამ წიგნის ილუსტრატორი მერი გრანდპრი. როულინგის ნაწარმოებმა საბავშვო ლიტერატურის ნომინაციაშიც გაიმარჯვა. ამავე წელს პრიზი გადასცეს ბობ დილანსაც როგორც ავტობიოგრაფიული წიგნის "ქრონიკები, ტომი პირველი” ავტორს. იუმორისტული წიგნების კატეგორიაში კი მსახიობ ჯონ სტიუარტის სკეტჩების კრებულმა გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ჯონ სტიუარტს მიჰყავდა წლევანდელი "ოსკარის” დაჯილდოების საღამო. ჯილდო გადასცეს სტივენ კინგსაც, რომელმაც სტიუარტ ო`ნენთან ერთად ბეისბოლის გუნდის ბოსტონის "რედ სოქსის” შესახებ გამოსცა წიგნი.

2006 წელი ხმაურიანი სახელების მხრივ შედარებით მოკრძალებული იყო, თუმცა ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ელ გორისთვის მაინც მოიძებნა ადგილი, რომელმაც, ამ წელს პოლიტიკურ-ისტორიული ნაშრომი "საშინელი სიმართლე” გამოსცა. ეს სწორედ ის ნაწარმოებია, რომლის მიხედვითაც დევის გუგენჰაიმმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო და შესაბამის ნომინაციაში "ოსკარიც” მიიღო. ელ გორი ფილმში მთავარ როლსაც ასრულებს და მაყურებელს გლობალური დათბობისა და ბუნებრივი კატაკლიზმების საშიშროებაზე მოუთხრობს. ელ გორი The Quill Awards-ზე მომდევნო წელსაც გამოჩნდა და ამჯერად ასევე პოლიტიკური ნაშრომის The Assault on Reason-ის ავტორობისთვის დააჯილდოვეს.

0

3

ბრიტნი სპირსი ბავშვს ელოდება მეგობარი პაპარაცისგან
გამომცემლობა Star Magazine ამტკიცებს, რომ მომღერალი ფეხმძიმედაა და ბავშვის მამა ედნან ჰალიბია( Adnan Ghalib). ედნანის ერთ-ერთმა მეგობარმა ჟურნალს განუცხადა შემდეგი: " ბრიტნის ხელში ჩაგდება - ეს ედნანის ოცნებაა. მან იცის, რომ თუ ბრიტნი მისგანაა ფეღმძიმე, მას უდარდელი ცხოვრება გარანტირებული აქვს. ბრიტნის ოჯახობა სულაც არ არის აღფრთოვანებული ასეთი პერსპექტივით. ბრიტნი ვერ უმკლავდება საკმაოდ მოზრდილ ბავშვებს, რომ არაფერი ვთქვათ ახალშობილებზე".
სპირსის ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა: " ბრიტნის მშობლები დარდობენ. და ყველაფერს გააკეთებენ, რათა მსგავსი არაფერი მოხდეს".

0

4

პადუმაეშ ბრიტნი დაფეხმძიმებულა  :D  :jumping:

0

5

იციით, თურმე ჩემს მეზობელ მარუსიას საყვარელი ჰყოლია ამ სიბერეშიიიიი :):) ესეც ჭორი (ეს თქვენთვის არ ნიშნავს არაფერს, თორემ აბა ჩემს მეზობლებს კითხეთ ეხლა) :):):):):):):):)

0

6

დაიცა მარუსია უეჭველი მოხუცი მსუქანი ქალია ხო?????

0

7

ვააა, უყურე შენ მარუსიას. ეს ბრიტნი რაღამ გააგიჟა, რაღადროის მაგისი ბავშვი იყო ჰააა?

0

8

polter написал(а):

დაიცა მარუსია უეჭველი მოხუცი მსუქანი ქალია ხო?????

ხოო, ეგეთია მართლა :):)

0

9

ეგეთი მარუსიები მგონი ყოველ უბანში არი)

0

10

polter написал(а):

ეგეთი მარუსიები მგონი ყოველ უბანში არი)

ჩემთან სტეშაა :)

0

11

რაო მერე სტეშას რა ჭორები დაუყარეს:)

ისე კაიფი და
ჩემს უბანშიც მარუსია იყო)
სხვაგან გადავიდა მერე:)

0

12

polter написал(а):

რაო მერე სტეშას რა ჭორები დაუყარეს
ისე კაიფი და
ჩემს უბანშიც მარუსია იყო)
სხვაგან გადავიდა მერე

სტეშას ამბები "აპალონაში" მაქვს აღწერილი :)
თავის ძაღლს ლამის გადაყვა ზედ  :blush:

0

13

cqnafa84 написал(а):

სტეშას ამბები "აპალონაში" მაქვს აღწერილი
თავის ძაღლს ლამის გადაყვა ზედ

უი:)

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » თავისუფ& » ჭორები