პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » საკვები მცენარე&


საკვები მცენარე&

Сообщений 1 страница 2 из 2

1

ზოგიერთი საკვები მცენარის გამოყენება სამკურნალოდ

0

2

ბარდა - ბარდა პარკოსანთა ოჯახის მცენარეა. მისი თესლი შეიცავს 50%-მდე სახამებელს, 1,5% ცხიმებს, 2% ცილებს. მწვანე მარცვლებში ბევრია ვიტამინები (A, B1, B2, C, PP), ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი.
ხალხურ მედიცინაში ბარდას თესლების ნახარში გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, ამავე მიზნით იღებენ ბარდას ფოთლების ნახარშსაც. ფოთლებს იღებენ ყვავილობის პერიოდში და აშრობენ ჩრდილში.
ბარდას მარცვლების ფქვილისაგან მომზადებული ცხელი საფენები გამოიყენება ფურუნკულის (ძირმაგარას) სამკურნალოდ.
ბოლოკი - საკვები კულტურა-ბოლოკი კარგად ინახება და მთელი წლის განმავლობაში არ კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს. იგი შეიცავს: ცილას, სახამებელს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს (B1, B2, C, PP), ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ფიტონციდებს, ეთერზეთებსა და სხვა.
ბოლოკი მადის აღმძვრელია, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქვს ნაღველმდენი და შარდმდენი თვისებები. განსაკუთრებით სასარგებლოა შავი ბოლოკი. თაფლში შერეული შავი ბოლოკის წვენი კარგი ამოსახველებელი საშუალებაა ბრონქიტის, ყივანახველას დროს, ბოლოკი შლის კენჭებს თირკმელებსა და შარდის ბუშტში. გახეხილი ფაფა გარეგანი სამკურნალო საშუალებაა სახსრების ანთების, რევმატული და პოდაგრული ანთებების, რადიკულიტის, ეგზემის დროს.
ბოლოკის სპირტიანი ნაყენი გამოიყენება სახის კანის გასაწმენდად (ჭორფლის მოცილებისათვის).
ბოლოკის მიღება არ შეიძლება წყლულოვანი დაავადებების, ჰიპერაციდული გასტრიტის, ნაწლავების ანთების, ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადებების დროს.

გოგრა - გოგრის რბილობი შეიცავს ვიტამინებს, ორგანულ მჟავებსა და სასარგებლო ნივთიერებებს. იგი შარდმდენია, უხდება შარდსასქესო ორგანოების, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებებს.
ისპანახი - ისპანახის უმი ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, ამიტომ რეკომენდებულია მისი გამოყენება სალათებში. მოხარშვის შედეგად ორგანული ნივთიერებები გადაიქცევა არაორგანულად და წარმოქმნის უხსნად მარილებს. ამიტომ მიღება ეკრძალებათ თირკმელით, ღვიძლითა და პოდაგრით დაავადებულ ადამიანებს.
ისპანახის ცოცხალი წვენი სტაფილოს წვენში შერეული უხდება ნაწლავებს, განსაკუთრებით შეკრულობის დროს.
მოხარშული ისპანახის კერძი უნდა მივირთვათ გამზადებისთანავე ან შევინახოთ მაცივარში, რადგან თბილ ადგილზე მასში წარმოიშობა აზოტოვანი ნაერთები.
კამა - კამა სანელებელი, არომატული სუნის მქონე მცენარეა. მისი თესლი შეიცავს ეთერზეთს, ცხიმოვან მჟავას, ფოთლებში ვიტამინი C და კაროტინია.
კამის ფოთოლი ნაყენის სახით გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადების I და II სტადიის სამკურნალოდ. ეს მცენარე სასარგებლოა ნაწლავების შებერილობის დროს, აქვს შარდმდენი მოქმედებაც.
კარტოფილი - კარტოფილის გორგლები შეიცავს 70-80% წყალს, 24% სახამებელს, 2% ცილოვან ნივთიერებებს, 0,3 ცხიმს, ვიტამინებს: C, A, B1, B2, B6, PP. კარტოფილის ცილა ძალიან სასარგებლოა, ადვილად შეიწოვება ორგანიზმში. მას შეიცავს მხოლოდ კარტოფილის გორგლის კანი. ამიტომ "მუნდირით" მოხარშული კარტოფილის ჭამა კარგია გულის სისხლძარღვთა დაავადების დროს.
კარტოფილის გორგლების ცოცხალი წვენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ. ხოლო გახეხილი ფაფა კანის დამწვრობასა და ეგზემას უხდება.
კიტრი - კიტრი შეიცავს წყალს, ნახშირწყლებს, ცილებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს (B1, B2, PP), რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, კალიუმს. იგი აუმჯობესებს მადას, აადვილებს ცხიმებისა და ცილების შეწოვას, აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი და საფაღარათო თვისება. კიტრის წვენი სახიდან აშორებს ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს.
კომბოსტო - კომბოსტოს ფოთლების შემადგნელობაში უამრავი სასარგებლო ნივთიერებები შედის, რომლებიც შენარჩუნდება მხოლოდ მწნილში, მოხარშვის დროს ზოგიერთი ვიტამინი იშლება. თუ ცოცხალი სახით კომბოსტო სასარგებლოა სიმსუქნისა და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ, მოხარშული და მოშუშული სახით კი პირიქით, მავნებელია.
კომბოსტოს წვენს თაფლთან ერთად ღებულობენ ძლიერი ხველისა და ხმის დაკარგვის დროს.
ლობიო - მწვანე ლობიოს პარკები შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, მრავალ აუცილებელ ამინომჟავას.
ხალხურ მედიცინაში ლობიოს ხმელი პარკების ნახარშს ღებულობენ ჰიპერტონიის, თირკმელისა და შარდის ბუშტის დაავადების, ქრონიკული რევმატიზმის, გულ-სისხლძარღვოვანი წარმოშობის შეშუპების, თირკმელკენჭოვანი დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.
თირკმელში კენჭებს შლის ლობიოს გამხმარი ყვავილების ჩაის მიღება.

მზესუმზირა - მზესუმზირას თესლურაში არის 38%-მდე ცხიმი, ორგანული მჟავები, ნახშირწყლები, ცილები. მოხალვის შედეგად იკარგება მისი სასარგებლო ნივთიერებები, ამიტომ სასურველია უმად გამოყენება. აქვს წნევის დამწევი მოქმედება. ამ მცენარის ფესვების ნახარში გამოიყენება ორგანიზმიდან მარილების გამოსადევნად.
ნიახური - საკვები და სამკურნალო მიზნისათვის იყენებენ ნიახურის ფოთლებსა და ძირებს, რომელიც შეიცავს ვიტამინებს (C, B1, B2, PP), კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმს.
ხალხური მედიცინა ნიახურის მიღებას ურჩევს ქრონიკული შეკრულობის, თირკმელების დაავადების, დერმატიტის, ალერგიული გამონაყრის შემთხვევაში. გამოიყენება უმი ან ნახარშის სახით.
ნიორი - ხალხურ მედიცინაში ნიორს იყენებენ გრიპის, მალარიის, ანგინის, პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. ნივრის წვენი კარგია მეჭეჭების მოსაცილებლადაც.
ნივრის მიღება ეკრძალებათ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, გულის დაავადებების დროს.
ოხრახუში - ოხრახუშის ფოთლები და თესლი შეიცავს ეთერზეთს, კაროტინს, ვიტამინ C-ს.
ხალხურ მედიცინაში ოხრახუში გამოიყენება როგორც შარდმდენი გულისა და თირკმელების დაავადებების, შარდის ბუშტის ანთების, მუცლის შებერილობის, მენსტრუაციული ციკლის დარღვევის დროს.
ოხრახუშის წვენი ლიმონის წვენთან შერეული გამოიყენება ჭორფლის მოსაცილებლად.
პამიდორი - პამიდორი შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას: ლიმონის მჟავას, სხვადასხვა ვიტამინს (A, B1, B2, P, K), ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, კარგია ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის.
პამიდორის მიღება ეკრძალებათ კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის და ელენთის დაავადებების დროს.
პირშუშხა - პირშუშხას ძირი შეიცავს ანტიმიკრობულ ნივთიერებას, ასკორბინის მჟავას, ნახშირწყლებს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის მარილებს. ხალხურ მედიცინაში პირშუშხას ძირი გამოიყენება, როგორც საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი საშუალება, კარგია დაბალი სიმჟავით მიმდინარე გასტრიტის დროს, შლის შარდის ბუშტში კენჭებს. წყლით განზავებულ პირშუშხას ახალ წვენს ივლებენ პირის ღრუში ანთებების დროს. მისი სპირტიანი ნაყენი კი გამოიყენება ჭორფლიანი სახის კანის გასათეთრებლად.

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » საკვები მცენარე&