პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » ორსულობა


ორსულობა

Сообщений 41 страница 51 из 51

41

სათამაშოები


მშობელს უნდა ჰქონდეს მხედველობაში, რომ ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება თავისი კუთხე, სადაც იგი თავს ავტონომიურ პიროვნებად იგრძნობს. Bმას საშუალება ექნება აკონტროლოს თავისი ტერიტორია და შედეგად გაუჩნდება პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ თავისი კუთხე მუდმივად მოწესრიგებული ჰქონდეს. სათამაშოების შერჩევისას მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის სქესი, ასაკი და ამასთანავე თავი აარიდოს ისეთ სათამაშოებს, რომლებმაც შეიძლება ბავშვში განავითაროს აგრესია (ასაფეთქებლები, ავტომატები) და უბიძგოს ძალადობისკენ. Aაქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა აქვს სათამაშოების სწორად შერჩევას.

Gგთავაზობთ ბავშვისათვის საჭირო სათამაშოების ჩამონათვალს:   

სიუჟეტური სათამაშოები:

1.         პლასტმასის, რეზინის, ფაიფური თოჯინები თავის, კიდურების მოძრავი სიმაგრით, სიმაღლე 20-35სმ;

2.         სხვადასხვა მასალისგან კომბინირებული თოჯინები სხვადასხვა კოსტიუმებში, სიმაღლე 50-55სმ;

3.         პლასტმასის თოჯინები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან (კომბლე, ბურატინო, წითელქუდა და სხვ), თავის, კიდურების მოძრავი სიმაგრით, სიმაღლე 15-20სმ;

4.         თოჯინები ეროვნული ტანსაცმლის ელემენტებით, სიმაღლე 20-25სმ;

5.         პლასტმასის ჯარისკაცები, სიმაღლე 5-7 სმ;

6.         თოჯინების ტანსაცმელი სეზონების მიხედვით: საზაფხულო, ზამთრის, საშინაო და სხვ.

7.         ლოგინის ნივთები (ლეიბი, საბანი, ბალიში, ზეწარი, ბალიშის პირი);

8.         თოჯინების ავეჯი: საძინებელი, სადილის, სამზარეულო;

9.         თოჯინების ჭურჭელი: ჩაის, სადილის, სამზარეულო;

10.       თოჯინების საოჯახო ნივთები: სარეცხი მანქანა, უთო, საათი, ტელეფონი, ჩანთები, კალათები, თოჯინის ეტლი, პლასტმასის სამედიცინო კომპლექტი;

11.       სათამაშო ცხოველები: პატარა ძაღლები, სხვადასხვა მასალის დიდი და პატარა კატები, სხვადასხვა ზომის მამალი, სხვადასხვა მასალის ქათამი, წიწილებით, სხვადასხვა მასალის და ზომის ლომი, დათვი, ვეფხვი, მგელი, მელია, კურდღელი, მაიმუნი, ბაყაყი, თევზი.

ტექნიკური სათამაშოები:

1.         სხვადასხვა მასალის ორთქლმავალი, ვაგონები

2.         საბარგო ავტომობილები მექანიზმის გარეშე, მექანიკური, ინერციული;

3.         მსუბუქი ავტომობილები მექანიზმის გარეშე, მექანიკური, ინერციული;

4.         სპეციალური დანიშნულების ავტომანქანები: სახანძრო, “სურსათი”. Dდა სხვა.

5.         ავტობუსები, ტროლეიბუსები;

6.         ნავები, კატერები მექანიკური, ელექტრიფიცირებული;

7.         თვითმფრინავები;

სათამაშო საშენი მასალა:

1.         მსხვილი საშენი მასალა;

2.         სამაგიდო საშენი მასალა;

3.         კონსტრუქტორები (ხის, პლასტმასის, ლითონის);

დიდაქტიკური სათამაშოები:

1.         ასაწყობი პირამიდები, კუბები, კასრები, სოკოები, “მატრიოშკები”;

2.         სამაგიდო-ნაბეჭდი სათამაშოები: დაჭრილი სურათები (2-4-6 ნაწილად), კუბურები სურათებით (საგნებით, სიუჟეტებით), ლოტო, საბავშვო დომინო;

3.         მოზაიკა (პლასტმასის): გეომეტრიული მოცულობითი, გეომეტრიული სივრცითი, მრგვალი (ფერადი ბურთულებისაგან)

4.         საბავშვო ნახატებიანი დომინო

5.         გასართობი სათამაშოები: ხალხური, მექანიკური (მოხტუნავე ბაყაყი, მედოლე დათუნა, სხვადასხვა ჩიტები)  და ელექტრიფიცირებული.

6.         შაში

0

42

გარემოს გაცნობა

0

43

3-დან 4 წლამდე ასაკი

მშობელმა მუდმივად უნდა გაამახვილოს ყურადღება ბავშვის სახელსა და გვარზე და მიუთითოს, რომ მას, მასწავლებელს და ამხანაგებს ყოველთვის მიმართოს სახელით. მან უნდა გააცნოს ბავშვს საგანთა ნიშან-თვისებები, რითაც ხელს შეუწყობს  ცნობისმოყვარეობის გაღვივებას; ასევე იგი უხსნის, რომ საგნებს სჭირდება გაფრთხილება, მოვლა და უნდა ეცადოს, გააგებინოს საგნის დანიშნულება (სათამაშოების კარადაში ინახება სათამაშოები, წიგნის თაროზე წიგნები და სხვ.).

            მშობელმა თვითონ უნდა მისცეს ბავშვს საგნის აღწერის ნიმუში. იგი უნდა ეცადოს, განუმტკიცოს ბავშვს ისეთი ცნებები, როგორიცაა: სათამაშოები, ტანსაცმელი, ჭურჭელი და სხვ. გააცნოს საგნის ძირითადი ფერები (წითელი, ყვითელი, მწვანე),  გემო (ტკბილი, მწარე,  მჟავე,), ტემპერატურა  (ცივი, ცხელი), აუხსნას ბავშვს ადამიანის სხეულის (თავი, ტანი, ფეხები და სხვა.) ნაწილები და მათი დანიშნულება. მაგ., ადამიანი ფეხებით დადის, თვალებით ხედავს, ცხვირით სუნთქავს და ა. შ.

მშობელმა უნდა შეუქმნას ბავშვს  წარმოდგენა ტრანსპორტის იმ სახეებზე, რომლებსაც გარემოში ხედავს (ავტობუსი,  ტროლეიბუსი და სხვა); გააცნოს, რომ ავტობუსს მართავს მძღოლი და სხვა.

-          გააცნოს აგრეთვე ბავშვს შუქნიშნის ფერების მნიშვნელობა და უთხრას, რომ ქუჩაზე გადასვლა შეიძლება მხოლოდ მწვანე ფერზე. აუხსნას, რომ ქუჩაში უნდა იაროს ქვაფენილზე მარჯვენა მხარეს;

-          აუხსნას, რომ უნდა გაუფრთხილდეს ნივთებს, სათამაშოებსა და ავეჯს, დაიცვას სისუფთავე, არ დაანაგვიანოს ოთახი, ეზო და სხვა;

-          მიაჩვიოს სხვა ბავშვებთან ზრდილობიან დამოკიდებულებას, უფროსებისადმი პატივისცემას;

-          აუხსნას, რომ მაღაზიაში იყიდება პური, რძე, ბოსტნეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა. ადამიანებს ემსახურება გამყიდველი, როელიც წონის პროდუქტებს, ფუთავს მათ, ურჩევს მყიდველებს რა იყიდონ და სხვა;

-          ესაუბროს მშობლიურ ქალაქზე (სოფელზე), ასეირნოს პარკში, აჩვენოს ახლომდებარე ღირსშესანიშნავი ძეგლები,  შენობები და სხვა;

-          გაუღრმავოს ბავშვს გარემოს სილამაზის აღქმა, ასწავლოს ლამაზი საგნების, ნაგებობების დანახვა და შეფასება, ეცადოს აღუძრას სურვილი, რომ თვითონაც ყველაფერი ლამაზად გააკეთოს.

0

44

4-იდან 5 წლამდე ასაკი


ბავშვი ამ ასაკში აგრძელებს საგნების ნიშან-თვისებების გაცნობას. იგი აზუსტებს, რომ საგანი გემოს მიხედვით შეიძლება იყოს ტკბილი (შოკოლადი, შაქარი ნამცხვარი), მჟავე (მაწონი, ტყემალი), მლაშე (მარილი, ყველი), მწარე (წიწაკა, აჯიკა); სმენით შეიძლება განასხვავოს ფოთლების შრიალი, ბატების სისინი, მატარებლის ბორბლების ბრახუნი, სტაფილოს ხრამუნი და სხვა.

Bბავშვი მშობელმა უნდა მიაჩვიოს ძირითადი ფერების გარჩევასა და დასახელებას; დამატებით გააცნოს შავი, თეთრი, ცისფერი და ვარდისფერი ფერები; აგრეთვე ეცადოს გაარჩევინოს ხილისა და ყვავილების სუნი; ასწავლოს ბავშვს, რომ საგნები შეიძლება დააჯგუფოს ფორმის მიხედვით. მაგ, ბურთი, ფორთოხალი, საზამთრო მრგვალია და ა. შ. აუხსნას, რომ კაბას, პერანგს კერავენ სხვადასხვა ქსოვილისაგან (აბრეშუმი, ჩითი).

            მშობელმა აგრეთვე უნდა შეუქმნას წარმოდგენები ტრანსპორტის დანიშნულებაზე: მსუბუქი მანქანით, ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტაქსით მგზავრობენ ადამიანები; საბარგო მანქანებით გადააქვთ ტვირთი. თვითმფრინავით, მატარებლით მგზავრობს ხალხი და მათი საშუალებით გადააქვთ ტვირთიც.

მშობელმა უნდა:

-          აუხსნას საქართველოსათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული საგნების დანიშნულება: თონეში აცხობენ მრგვალსა და  გრძელ შოთ პურებს, კეცში კი მჭადს, ხაჭაპურსა და კვერს; ჭურს, ტიკსა და ქვევრს, ხმარობენ ღვინისა და ჭარხლის შესანახად;

-          აუხსნას, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა; გაამახვილოს ყურადღება მშობლიური ქალაქის (სოფლის) ღირსშესანიშნავ ადგილებზე. აცნობოს, რომ თბილისი საქართველოს დედაქალაქია. იგი დიდია და ლამაზი. თბილისში მაღალი სახლებია, ბევრი ბაღი, პარკი და ბიბლიოთეკაა. არის მეტრო, სპორტისა და ახალგაზრდების სასახლეები, თბილისის ზღვა და სხვ;

-          გააცნოს რესპუბლიკაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხები (სომხები, აზერბიჯანელები, რუსები აფხაზები, ოსები და სხვ.). ასწავლოს მათ მიერ შექმნილ ზღაპრები, სიმღერები და ცეკვები; გააცნოს მათი ეროვნული ტანსაცმელი, სათამაშოები და ამით გამოიწვიოს ინტერესი და მეგობრული გრძნობები სხვა ხალხებისადმი.

0

45

5-დან 6 წლამდე ასაკი

მშობელმა 5-იდან 6 წლამდე ასაკში ბავშვს უნდა ჩაუნერგოს მშობლებისა და უფროსებისადმი პატივისცემის გრძნობა, რისთვისაც შეუძლია გამოიყენოს მხატვრულ ლიტერატურა და საუბრები, თუ როგორ დაეხმაროს ოჯახის წევრებს და გაახაროს ისინი.

მშობელმა უნდა განუმტკიცოს ბავშვს ბინის მისამართის დამახსოვრების უნარი;

-          დააზუსტოს ბავშვის წარმოდგენები სხვადასხვა საგნებზე. მაგ, აუხსნას, რომ ადამიანს სჭირდება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (წელიწადის დროის მიხედვით); ოჯახში დგას ავეჯი: მაგიდა, ტახტი, საწოლი და სხვა; აცნობოს რომ მაგიდა შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის, ფერის, ზომის, მასალისა და ამასთან სხვადასხვა დანიშნულების, მაგიდასთან მიირთმევენ საჭმელს, კითხულობენ, ხატავენ და სხვა;

-          გააცნოს ბავშვს სასწავლო ნივთები; აუხსნას, რომ სკოლაში ასწავლიან წერა-კითხვას და ამიტომ საჭიროა წიგნები, რვეულები და ა. შ;

-          გარემოს გასაცნობად მშობელიმ უფრო ფართოდ უნდა გამოიყენოს სურათები და დიდაქტიკური თამაშები. განუმარტოს ასევე საგზაო მოძრაობის წესები;

-          გააცნოს ბავშვს ბიბლიოთეკის დანიშნულება: ბიბლიოთეკაში ბევრი წიგნია, უფროსები და ბავშვები კითხულობენ ამ წიგნებს. წიგნს ყველა უნდა გაუფრთხილდეს, რომ სასიამოვნო იყოს მისი წაკითხვა;

-          გააცნოს გამოჩენილი ქართველი ისტორიული პიროვნებები (ვახტანგ გორგასალმა დააარსა  ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებელმა გააერთიანა საქართველო); ქართველი მწერლები (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი) და მხატვრები (ლ. გუდიაშვილი, ნ. ფიროსმანი) და აუხსნას, რომ ისინი საქართველოს პატრიოტები იყვნენ და ძალიან უყვარდათ სამშობლო და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ შემოქმედებას;

-          გააცნოს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, მნიშვნელოვანი ქალაქები (ქართლში – მცხეთა, აჭარაში – ბათუმი) და ღირსშესანიშნავი ადგილები (ეკლესიები, ფუნიკულიორი, თეატრები).

Mმთავარი კი, რისი მიღწევაც სასურველია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებებიდან არის ის, რომ მშობელიმ შეძლოს ბავშვში დადებითი ემოციების გამოწვევა და ესთეტიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება გარემოს მიმართ.

0

46

მეტყველება

0

47

მშობლიური ენის დაუფლების ძირითადი ამოცანები


            ბავშვი ლაპარაკს იწყებს იმ ენაზე, რომელიც მას ესმის გარშემომყოფი ადამიანებისაგან – მშობლებისა და ახლობლებისაგან. ამ ენას ეწოდება – დედა ენა, მშობლიური ენა.

            მშობლიური ენის დაუფლება ერთ-ერთი ძვირფასი შენაძენია ბავშვისათვის სკოლამდელ ასაკში. ამ ასაკიდან ეზიარებიან მშობლიური ენის სილამაზეს, მის სიმდიდრეს და ეუფლებიან დახვეწილ ქართულ მეტყველებას.

            ბავშვის მეტყველების განვითარება საკმაოდ რთული პროცესია. მეტყველების განვითარება ეს არის მისთვის სწორი ლაპარაკის სწავლება, რაც ნიშნავს, რომ ბავშვს დაუგროვდეს სიტყვათა მდიდარი მარაგი, აქტიურად სარგებლობდეს ამ სიტყვებით, შეეძლოს სწორი გრამატიკული ფორმების გამოყენება, სიტყვებისა და ბგერების სწორი, მკაფიო წარმოთქმა, აზრის ნათლად ჩამოყალიბება, თანატოლთა და უფროსი ადამიანის საუბრის მოსმენა და მასზე სწორი რეაგირება, სურათზე დახატული საგნების ამოცნობა და მისი შესაბამისი დაწერილობის წაკითხვა.

            ბავშვის მეტყველება ვითარდება თამაშის, რაიმე საქმიანობის, ბუნებაში ყოფნის, ეკოლოგიური ცოდნის შეძენისა და მხატვრული ლიტერატურის კითხვისას, გარე სამყაროს გაცნობისას და საერთოდ ყოველდღიური ცხოვრებისას. მაგრამ ბავშვის მიერ ენის სხვადასხვა მხარის დაუფლება და კითხვის სწავლება მეტყველების განვითარებისათვის განკუთვნილ სპეციალურ მეცადინეობებზე ხდება. გარდა ამისა, ბავშვებს შორის სამეტყველო ურთიერთობისას სპეციალური სიტუაციების შექმნა ამრავალფეროვნებს მათ ზეპირ მეტყველებას, ამდიდრებს სიტყვათა მარაგს, ბავშვი ეჩვევა საკუთარი აზრის სიტყვიერ ფორმულირებას.

            ბავშვთან მუშაობისას უნდა გათვალისწინებულ იქნას მათი “დატვირთვა” განვითარების დონის, ასაკის, და რაც მთავარია, ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად. თითოეული ბავშვს ხომ ინდივიდუალური განვითარების ტემპი, პიროვნული ნიშნები და ოჯახური პირობები აქვს. ბავშვთან მუშაობისას მიზნად უნდა დავისახოთ, როგორც ბავშვის სიტყვათა მარაგის გამდიდრება, ისე  მის მიერ საგნის სხვადასხვა ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი, აზრობრივად შესაბამისი და საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვების სწორად გამოყენებისა და საჭირო გამოთქმების სწრაფად შერჩევა-დასახელების უნარი.

            ლექსიკის გამდიდრებას ხელს უწყობს მხატვრული ლიტერატურა. მისი  მეშვეობით ბავშვი ეცნობა ბუნების მოვლენებს, ადამიანთა ურთიერთობის სამყაროს, ქართველი ხალხის კულტურის ნიმუშებს, საზოგადოებრივ ცხოვრებას, მშობელი ხალხის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ლიტერატურა აძლიერებს ბავშვებში მხატვრული ნაწარმოებისადმი ინტერესს, უღვიძებს სურვილს წაიკითხონ ლექსი გამომეტყველებით, ლამაზად, იგრძნონ ლექსის რითმის მუსიკალური ჟღერადობა; მიბაძონ ნაწარმოების დადებით გმირებს, გაიზიარონ მათი გაჭირვება და სწორად შეაფასონ ამა თუ იმ გმირის მოქმედება. ასევე შენიშნონ და გაითავისონ სიკეთე, გაჭირვებულის, მოხუცის დახმარება, პატივისცემა; დააფასონ სიმართლის მთქმელი, დაგმონ ცრუ, ბოროტი პერსონაჟის მოქმედება.

            დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს საბავშვო ფოლკლორის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს (ხალხური ლექსი, ზღაპარი, ანდაზა, გამოცანა და სხვა.). იგი აზიარებს ბავშვს კულტურის ტრადიციებს, ქართულ ხალხურ სიბრძნეს, გამჭრიახობას, მოსაზრებულობას, იწვევს ბავშვში დადებით ემოციებსა და ჯანსაღ სიცილს.

            ბავშვისათვის მხატვრული ნაწარმოებების მიწოდება-გაცნობა სასურველია ნაწარმოებთა შინაარსის თანდათანობით გართულებით ასაკისა და შესაძლებლობის მიხედვით.

0

48

3-იდან 4 წლამდე ასაკის ბავშვთა მეტყველების დახასიათება

            ბავშვს, რომელიც ნორმალურ პირობებში იზრდება, 4 წლისათვის უკვე დაძლეული აქვს ქართული ზეპირმეტყველების ძირითადი სირთულეები: ის ძნელადწარმოსათქმელ ბგერებსაც კი თითქმის ზუსტად და მკვეთრად ამბობს; ძირითადად მოწესრიგებული აქვს მეტყველების ინტონაციური მხარე – თხრობით წინადადებას სხვაგვარად წარმოთქვამს, კითხვითს – სხვაგვარად და ა. შ.

            ამ ასაკის ბავშვები მეტყველებაში იყენებენ არა მხოლოდ კონკრეტულ საგანთა აღმნიშვნელ სიტყვებს (ბურთი, მანქანა, თოჯინა), არამედ მათ განმაზოგადებელ შესატყვისებსაც (ამ კონკრეტულ შემთხვევაში “სათამაშო”). ისინი სწორად იყენებენ – რიცხვს (მხოლობითსა და მრავლობითს) – ჩიტი – ჩიტები, ბურთი ბურთები... შეინიშნება აგრეთვე ზმნის დროის ფორმათა სწორად გამოყენების შემთხვევები. სიტყვის წარმომქმნელი სუფიქსებიდან მათ ძალიან მოსწონთ საალერსო სუფიქსთა გამოყენება საყვარელ ადამიანებთან და საგნებთან მიმნართებაში: დედიკო, მამიკო, დათუნა...

            ამ ასაკის ბავშვთან ყურადღება უნდა გავამახვილოთ საარტიკულაციო აპარატის განვითარებასა და მეტყველების კულტურის ისეთი ასპექტების ფორმირებაზე, როგორიცაა ტემპი, დიქცია და ხმის სიძლიერე

            საარტიკულაციო ორგანოების განვითარება, სწორი წარმოთქმის ფორმირება ითვალისწინებს, როგორც იზოლირებულად ბგერებზე მუშაობას, ისე ხმაბაძვით ვარჯიშებს (სხვადასხვა ხმაურის იმიტაციას  - ქარის სროლა, სისინი, ხმაური, წვიმის წვეთების წკაპუნი, ჭექა-ქუხილი, ცხოველების ხმის მიბაძვა და ა. შ. ) უფროსი გამოკვეთილად წარმოთქვამს, როგორც ბგერას, ისე ბგერათა ერთობლიობას ამა თუ იმ სიტყვაში და ავალებს ბავშვს – გაიმეოროს მის მიერ წარმოთქმული ნიმუში.

            ბგერების სწორ წარმოთქმაზე მუშაობის პროცესში წამყვან მეთოდს წარმოადგენს თამაშობითი ხერხის გამოყენება; თამაშის დროს ბავშვი აქტიურად მონაწილეობს საუბარში საგნებისა თუ სურათების დათვალიერებისას, გასართობი ლექსებისა და გასათვლელების კითხვისას, რომელთა მიზანია ბგერებისა და სიტყვების სწორად და მკაფიოდ გამოთქმა.

            აღნიშნული მუშაობის პარალელურად ბავშვი  უნდა ვავარჯიშოთ სმენითი ყურადღების გამომუშავებაზე. თამაშებისა და სავარჯიშოების ჩატარების პროცესში  შევთავაზოთ მუსიკალური სათამაშოების გამოცნობა შესაბამისი ხმის მიხედვით. გარშემომყოფ ადამიანთა მეტყველებაზე ყურადღების მიქცევით ბავშვს მივაჩვევთ როგორც სხვისი მეტყველების მოსმენას, ისე ნათქვამის გაგებასა და მასზე სწორ რეაგირებას. ასეთი სახის მუშაობაში გამართლებულია თოჯინის აქტიურად გამოყენება. მაგ., აღმზრდელი ასახელებს რომელიმე საგანს, სურათს ან სათამაშოს, თოჯინამ კი რომლის როლსაც ბავშვი ასრულებს, ის უნდა გამოიცნოს. ხშირად “თოჯინა შეცდომას უშვებს – არასწორად ასახელებს საგანს. ბავშვმა უნდა შენიშნოს შეცდომა და გამოუსწოროს თოჯინას, ე. ი. მიაწოდოს წარმოთქმის სწორი ნიმუში.

            მეტყველების განმავითარებელი მუშაობის პროცესში იყენებენ აგრეთვე მარტივი ხასიათის გამოცანებს. მაგ., “შინაური ფრინველია ფუმფულა და წივწივა – რა არის? (წიწილა) და ა. შ ასეთი მუშაობით ბავშვი ეჩვევა მიღებული ცოდნა-წარმოდგენების საფუძველზე საგნების ნიშან-თვისებების სწორად დასახელებას და ამოცნობას, ყურადღებით მოსმენას, დასმული კითხვის შინაარსში წვდომას, სიტყვების და ფრაზების ხმამაღლა, მკაფიოდ წარმოთქმას, მაღალი და დაბალი ტონით ნათქვამით განსხვავებასა და მის მნიშვნელობას.

            უმცროსი ასაკის ბავშვთან მუშაობისას დიდი ადგილი ეთმობა სიტყვათა მარაგის გამდიდრება-გამრავალფეროვნებას, რომელიც მჭიდრო კავშირშია გარესამყაროს შესახებ სათანადო ცოდნა-წარმოდგენების გაფართოებასთან. ისინი ხშირად არასწორად წარმოთქვამენ სხვადასხვა საგნის აღმნიშვნელ სიტყვებს. საგანთან მისი სწირად შესატყვისობისათვის, სასურველია, შესაბამისი კითხვებისა და დავალებების გამოყენება. მაგ., მოიტანე ჩაის დასალევი ჭურჭელი! რა არის ეს, რა მოიტანე? – ფინჯანი; ფინჯანი რაზე უნდა დაიდგას? – ლამბაქზე... უნდა ვიზრუნოთ ბავშვის მეტყველებაში არსებითი და ზედსართავი სახელების, აგრეთვე ზმნების სწორად გამოყენებისთვისაც. ამაში დაგვეხმარება სწორად შერჩეული დიდაქტიკური მასალა და მასთან სწორად მისადაგებული კითხვები. მაგ.,

-          როგორია ეს საგანი?

-          წითელი,

-          რისგან არის გაკეთებული ბურთი?

-          ხისგან – რეზინისგან

-          ეს ბურთი კი რა ფერისაა?

-          ეს ბურთი ლურჯია.

-          რომელი უფრო მოგწონს?

-          წითელი უკეთესია!

-          რისთვის ვიყენებთ ბურთს?

-          ბურთით ვთამაშობთ

-          როგორ შეიძლება ბურთით თამაში?

-          ბურთს ერთმანეთს გავუგორებთ; ხელის დარტყმით იატაკზე ვახტუნავებთ, ეზოში კედელზე ვათამაშებთ, ბიჭუნები ფეხბურთს თამაშობენ და ა. შ.

            პატარების სალექსიკონო მარაგის გასამდიდრებლად დიდი მნიშვნელობა აქვს სურათების  (ილუსტრაციების) გამოყენებასაც.

            მშობელი სწორად, საინტერესოდ ჩატარებული თამაშების, გასეირნების, საუბრების საფუძველზე უმდიდრებს ბავშვს სიტყვათა მარაგს, ასწავლის მას, არა მხოლოდ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, არამედ ამა თუ იმ საგანსა და მივლენაზე შეკითხვის დასმას და ამ შეკითხვებზე მარტივი პასუხების დამოუკიდებლად მოძიებას, რაც ცნობიერების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამ ასაკის ბავშვებთან ეფექტურია  თამაშის დროს თოჯინის გამოყენებაც.

            აგრეთვე აუცილებელია, სპეციალური თამაშებისა და თამაშობითი სიტუაციების ორგანიზება გრამატიკული ფორმების სწორად გამოყენებაზე  -არსებითი სახელების ბრუნვის ფორმათა მართებულად გამოყენება; არსებითი და ზედსართავი სახელების სათანადოდ შეთანხმება; მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის სახელთა სწორად წარმოება-გამოყენება.

             მეტყველების გრამატიკული წყობის ფორმირება მჭიდრო კავშირშია ლექსიკის გამდიდრებასა და მწყობრი მეტყველების განვითარებასთან. დიდაქტიკური თამაშების მეშვეობით ბავშვი ასრულებს რა სხვადასხვა ელემენტარულ გრამატიკულ დავალებებს, სწავლობს თუ როგორ უნდა წარმოითქვას სიტყვა ამა თუ იმ წინადადებაში, რომელი გრამატიკული ფორმის გამოყენებაა საჭირო ბრუნვასა და უღლებასთან დაკავშირებით. მაგ., დიდაქტიკური თამაშით – “სად დევს სათამაშო” – მშობელს შეუძლია მოასმენინოს ბავშვს თანდებულის სწორად გამოყენება, ბრუნვასთან დაკავშირებით კი სიტყვის დაბოლოების ცვლა. თამაშის მსვლელობისას ასმენინებს ბავშვს როგორ უნდა წარმოითქვას სწორად ესა თუ ის მარტივი წინადადება და ამ წინადადებაში შემავალი სიტყვები, შემდეგ უკვე აძლევს დავალებას, მაგ., სრული და უსრული ზმნებით წინადადების აგება: “რას აკეთებდა გოგონა”, “გოგონა ხატავდა”, “რა გააკეთა გოგონამ” (აჩვენებს სურათს) – “გოგონამ დახატა.

            მშობელმა უნდა იმუშავოს არა მარტო გრამატიკული სისწორის დაცვაზე, არამედ ბავშვის სამეტყველო ნიჭისა და მონაცემების განვითარებაზეც. ამ დროს იგი იყენებს სხვადასხვა თამაშებს; “შეასრულე დავალება”, “იპოვე ალამი” და ა. შ. თამაშებისა და სათამაშო სიტუაციების ჩართვა მსუბუქსა და ხალისიანს ხდის ბავშვის საქმიანობას.

            ამ ასაკში ვითარდება მწყობრი მეტყველება. ამისათვის ბავშვი აღმზრდელის დახმარებით ყვება ადრე წაკითხულ და კარგად ათვისებულ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ამბავს, რის დროსაც აღმზრდელი აქტიურად იყენებს სხვადასხვა დიდაქტიკურ თამაშს; ათვალიერებინებს ბავშვს სურათს, რომელსაც აღწერს ბავშვი უფროსის დახმარებით. ამ სავარჯიშოების ძირითადი მიზანია ამბის მწყობრად გადმოცემის უნარი. ზოგჯერ აღმზრდელი კითხვებს უსვამს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ბავშვი თამაშის, მეცადინეობისა და გასეირნების დროს. ბავშვმა კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს წინადადებით.

            აღნიშნული უნარის განვითარებას განსაკუთრებით აუმჯობესებს ერთი ამბის ამსახველი რამდენიმე (ორი ან სამი) სურათის გამოყენება, სადაც პირველ სურათზე ნათლად ჩანს  მოქმედების დასაწყისი, მეორეზე – მისი შემდგომი განვითარება, ბოლო სურათში კი მოქმედების დამთავრება – ფინალი.

             იმისათვის რომ ამ ასაკის ბავშვი მიეჩვიოს წაკითხული და ნაამბობი მხატვრული ნაწარმოების მოსმენას და აღეძრას ინტერესი წიგნისადმი აღმზრდელი მას უკითხავს და უამბობს ზღაპრებს, მოთხრობებს, ლექსებს, განუმარტავს და გასაგებს ხდის ნაწარმოებების გმირების საქციელს, ხასიათს, რითაც ხელს უწყობს ბავშვის ზნეობრივ აღზრდას (თანაგრძნობას, მხარდაჭერას, დახმარებას). მხატვრული ნაწარმოები და ოსტატურად გამოთქმული ფრაზა ზრდის ბავშვის დედა ენის სილამაზისადმი ფაქიზ დამოკიდებულებას. იგი ეხმარება მას გარესამყაროს სილამაზის აღქმაში, ამავე დროს უყალიბებს ბავშვს ეთიკურ-ზნეობრივ ნორმებს.

0

49

4-5 წლამდე ასაკის ბავშვთა მეტყველების დახასიათება

           

            4 წლის ასაკის ბავშვების მიერ სიტყვებისა და ბგერების წარმოთქმა ძირითადად განსხვავდება წინა ასაკის ბავშვთა ბგერითი კულტურისაგან. აღნიშნული ასაკის ბავშვები შედარებით სწორად წარმოთქვამენ დედაენის თითქმის ყველა ბგერას მიუხედავად წინსვლისა უნდა გაგრძელდეს ინტენსიური მუშაობა ფონეტიკური მხარის განმტკიცება-განვითარებაზე. კერძოდ, მშობელიმ უნდა იმუშავოს სიტყვების ჟღერადობის, მასში შემავალი ცალკეული ბგერების ყურადღებით მოსმენაზე, სიტყვების ხმამაღლა, მკაფიოდ და ზუსტად საშუალო ტონალობითა და ხმადაბლა წარმოთქმაზე. ასევე საჭიროა იმუშავოს სიტყვათა მარაგის გამდიდრებაზე. დამხმარე შეკითხვების საშუალებით აღმზრდელი ბავშვს ალაპარაკებს, ცდილობს საუბრისას მან ერთნაირად სწორად ისარგებლოს როგორც არსებითი სახელებით, ისე ზმნებით, ნაცვალსახელებით, ზმნიზედებით. აღნიშნული მუშაობის საფუძველზე მდიდრდება ლექსიკა, აქტიურდება ბავშის მეტყველებაში არსებული სიტყვათა მარაგი.

            ამ ასაკის ბავშვები უკვე აქტიურად იყენებენ სინონიმებსა და ანტონიმებს, რისთვისაც შეიძლება მივმართოდ სათამაშოებისა და სხვა საგნების შედარებას, რაც ხელს უწყობს მათ შორის მსგავსება-განსხავების აღმოჩენას და სიტყვიერად მათ სწორად გაფორმებას. მაგ. ბავშვს უჩვენებთ ორ თოჯინას და ეკითხებით: რით გვანან ისინი ერთმანეთს და რა აქვთ განსხვავებული. ბავშვი აკვირდება და შესაბამისად აღნიშნავს გარეგნობისა თუ ჩაცმულობის განმასხვავებელ დეტალებს:” ერთი თოჯინა ცისფერთვალებაა, მეორეს შავი თვალები აქვს, ერთს კაბა აცვია, მეორეს შარვალი, ერთი მაღალია, მეორე დაბალი, ორივე კოხტაა და ლამაზი”, აქ მსგავესება-განსხვავებაზეც მიდის მუშაობა და ჩართულია სინონიმებისა და ანტონიმების დასახელება.

            დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი სიტყვის მიწოდებისას სათანადო საგნობრივი თვალსაჩინო მასალის გამოყენებას. მაგალითად, სურათებს შორის მოძებნოს ის გამოსახულებანი, რომლებიც ერთი სიტყვით წარმოითქმის მაგ. “ნემსი ერთი სიტყვაა, მაგრამ მნიშვნელობითა და გამოყენებით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან საკერავი ნემსი, სამედიცინო ნემსი, ზღარბსაც ზურგზე “ნემსები” აქვს და ა. შ.

             ამ ასაკში უფრო ზუსტდება და მიზნობრივად გამოიყენება განმაზოგადებელი ცნებები (სათამაშოები, ტანსაცმელი, ავეჯი, ხილი). ბავშვს სწორად შეუძლია კონკრეტულ შემთხვევაში შეარჩიოს ამა თუ იმ საგნის მოქმედების ამსახველი სიტყვა (ბურთი დაგორავს, თვითვმრინავი, გუგუნებს). 4 წლის ასაკის ბავშვს შეუძლია მოცემულ სიტყვისათვის შესაბამისი განსაზღვრების შერჩევა – მაგ, ფოთოლი შეიძლება იყოს მწვანე, ყვითელი, ზოგი წითელიც, საზამთრო გარედან მწვანეა, შიგნით წითელი...

            აღმზრდელმა შესაბამისი მაგალითებით უნდა დაარწმუნოს ბავშვი, რომ ზოგი სიტყვა  (განსაკუთრებით ზმნები) მეტყველებაში ძლიერ ხშირად გამოიყენება (მაგ., მოდის ითქმის ადამიანზე, მანქანაზეც, ცხოველზეც...), რომ ყველა საგანს ან მოვლენას თავის დანიშნულება აქვს. მაგ., წვიმა მიწას რწყავს; დიდი ქარიშხალი ხეებს თხრის, სახლებს სახურავს ხდის... მზე გვახარებს, გვახალისებს, გვათბობს, ბუნებას ალამაზებს და ა. შ.  ბავშვი სწავლობს მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების შერჩევა-დასახელებას: ტკბილი, გემრიელი, ლამაზი, კოხტა; მაღალი-დაბალი...

            ბავშვს აქტიურად ავარჯიშებენ აგრეთვე მოქმედების მიმართულების აღმნიშვნელი ზმნისწინების სათანადოდ შერჩევასა და მორგებულად გამოყენებაში (გია კიბეზე ჩამო-დის, კურდღელი მარდად მი-ხტის და ა. შ). ბავშვი ყოველდღიურად ეუფლება მდებარეობის აღმნიშვნელი თანდებულების მართებულად წარმოთქმას: ჭიქა მაგიდაზე დგას, ბურთი კედელთან დევს... ადვილად ეუფლება აგრეთვე დანიშნულების გამომხატველ ახალი სიტყვების წარმოებას (შაქარი-საშაქრე, პური, საპურე)

            პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ბავშვი სწავლობს წინადადებაში სიტყვების ერთმანეთთან შეწყობა-შეკავშირებას. ასეთი სახის ვარჯიშისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური სავარჯიშოები და თამაშები. მაგ., რისთვის გვჭირდება (მაკრატელი, ნემსი, ფანქარი, საღებავი და სხვ)

            ზღაპრის მოსაყოლად აღმზრდელი იყენებს შემცვლელ საგნებს. მაგ., ფერად წრეებს, კუბებს, სამკუთხედებს. თხრობისას ამ საგნებს ბავშვი უფროსის მიერ ნაჩვენები ნიმუშის შემდეგ თვითონ იყენებს სხვადასხვა პერსონაჟის ნაცვლად. მაგ., ზღაპრებში “სამი დათვი”, წითელქუდა”. ბავშვი ამ საგნებს ზღაპრის სიუჟეტის შესატყვისად ამოძრავებს მაგიდაზე.

            ამ ასაკის ბავშთან მხატვრული ლიტერატურის გაცნობას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ნაწარმოების პერსონაჟთა ქცევის მიხედვით მისი გარშემომყოფ ადამიანთა მოწიწების, პატივისცემისა და ანგარიშის გაწევის უნარის გამომუშავება, უფროსი ადამიანების შრომის დაფასება. ჩამოუყალიბდეს მოხუცებისადმი ყურადღებისა და პატივისცემის გრძნობა. მხატვრული ლიტერატურის მხატვრულად, გამომეტყველებით წაკითხვით უფროსი ბავშვში იწვევს დადებით ემოციებს. წინასწარ მოფიქრებული და გააზრებული შეკითხვებით ბავშვს არკვევს დედააზრში, უსმენს მის მსჯელობას, მოსაზრებებს ამა თუ იმ პერსონაჟის შესაფასებლად, ასწავლის დადებითი და უარყოფითი  ქცევების განსხვავებას, მათ სწორად შეფასებას. აღმზრდელი საუბრისას ყურადღებას აქცევს მეტყველების სისწორეს, წინადადებების სწორად აგებას, მათში სიტყვების სწორად განლაგებას, ხატოვანი გამოთქმების მიზანმიმართულ გამოყენებას.

0

50

5-იდან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მეტყველების დახასიათება

            სიტყვათა მარაგის გამდიდრებაზე მუშაობა მიმდინარეობს ბავშვის სხვადასხვა საქმიანობის პროცესში, ბავშვს ეძლევა საშუალება თითოეული თავისი მოქმედება დაუკავშიროს შესაბამის სიტყვა-გამოთქმას: აღმზრდელი სწორად და საინტერესოდ განხორციელებული ურთიერთობის საფუძველზე ხელს შეუწყობს ბავშვის ლექსიკის გამდიდრებას, თხრობისა და საუბრისას მის აქტიურად გამოყენებას; ხალხური ზეპირსიტყვიერების დამახსოვრებას და მის საფუძველზე მეტყველების გამდიდრებასა და გამრავალფეროვნებას.

            აღმზრდელმა უნდა ხელი შეუწყოს ბავშვს სხვადასხვა საქმიანობის პროცესში შეძენილი სიტყვები სწორად დაასახელოს და აქტიურად და მიზნობრივად გამოიყენოს. ხშირად უნდა მიუთითოს ბავშვს თავაზიანი სიტყვებით სარგებლობაზე: თუ შეიძლება, მაპატიეთ, უკაცრავად და ა. შ.

            გრამატიკული ფორმების დაუფლებისათვის  უნდა ასწავლოს ბავშვს ნაცნობი სიტყვებიდან ახალი სიტყვების წარმოება, მაგ., რძე-სარძევე, შაქარი – საშაქრე; ასწავლოს ნაცნობი სიტყვებისაგან სხვადასხვა მარტივი აზრის შედგენა, ხელს შეუწყოს ქართული ენის ბგერებისა და სიტყვების მკაფიოდ  და სწორად წარმოთქმის დაუფლებაში და დროზე შეუსწოროს დაშვებულ შეცდომებს.

            მწყობრი მონოლოგიური მეტყველების განვითარებისათვის მშობელის შეუძლია გამოიყენოს მუშაობის სხვადასხვა ფორმა – მხატვრულ ნაწარმოებთა კითხვა-თხრობა, სურათების დათვალიერება და მათ აღწერა; ამბის შედგენა; განსაკუთრებით ეფექტურია დაწყებული ამბის გაგრძელება და მისი საინტერესოდ, სხვადასხვა ვარიანტით მოყოლა. მუშაობის პროცესში მან ყურადღება უნდა მიექციოს მოთხრობის შინაარსის ლოგიკურ თანმიმდევრობას, წინადადებების სწორად აგებას, მათში სიტყვების სწორად განლაგებას.

            მხატვრული ნაწარმოების თხრობისას ბავშვი სწავლობს შინაარსის გადმოცემას მწყობრად, თანმიმდევრულად, გამომეტყველებით, თითქმის უფროსის დახმარების გარეშე. ამ ასაკის ბავშვი თხრობისას არ უნდა ეძებდეს საჭირო სიტყვებს, არამედ აქტიურად უნდა იყენებდეს ლექსიკურ მარაგს, რაც როგორც მარტივი, ისე რთული წინადადებების გამოყენების საშუალებას იძლევა.

            წინადადების სიტყვების ერთმანეთთან შეწყობა-შეკავშირებისა და დამოუკიდებელი მეტყველების უნარის გამოსამუშავებლად ეფექტურია “წერილის დაწერის” ხერხის გამოყენება. უფროსი ბავშვს ეუბნევა, რომ მისი თანატოლი ავადაა, მას თურმე ძალიან ენატრება, სულ მასზე ფიქრობს და დედას მასთან მოკითხვას აბარებს. მოდი მივწეროთ მას წერილი, რადგან შენ წერა არ იცი, მე მიკარნახე და მე დავწერ!

            მეტყველების განვითარებას სკოლამდელ ასაკში დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის,  რომ ბავშვმა ადვილად აითვისოს და დაძლიოს მომავალში მეტყველებაში წარმოქმნილი სირთულეები. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია თქვენი როლიც – რაც ითვალისწინებს ბავშვის მეტყველების განვითარების სწორ წარმართვას.

0

51

უსაფრთხოება

ზედამხედველობის ასაკობრივი თავისებურებანი. 1 წლამდე ასაკში.

   ყურადღება და ფხიზელი თვალი ყოველთვის და ყველგან საჭიროა, მაგრამ სხვადასხვა ასაკის ბავშვები, მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და გონებრივი ინტერესების ცვლილების შესაბამისად განსხვავებულ საშიშროების წინაშე დგანან. არ ენდოთ ბავშვის კეთილგონიერებას და დამჯერ ხასიათს. ახალი უნარის პირველივე გამოვლენა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
  თუ ჩვილი ჯერ არ გადაბრუნებულა, არ დამჯდარა, არ გაცოცებულა ან პირში არაფერი არ ჩაუდია არ ნიშნავს რომ არ შეიძლება მან ეს უნარი ახლა გამოავლინოს და თავი საფრთხეში ჩაიგდოს. ჩვილობის ასაკში აუცილებელია ბავშვი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყოს, საცხოვრებელი გარემო უსაფრთხო იყოს; ოთახში არ უნდა იყოს გადმოსავარდნი საგნები. ცხელი სითხეები, მედიკამენტები და საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები ბავშვისათვის მიუწვდენელ ადგილზე უნდა ინახებოდეს. ბავშვი არ უნდა დატოვოთ ისეთ ზედაპირზე საიდანაც შესაძლებელია გადმოვარდნა. სამ წლამდე ასაკის ბავშვი მიდრეკილია ყველა ახალი ნივთი პირში ჩადებით “გამოიკვლიოს” რის გამოც ამ ასაკში არსებობს მცირე ზომის საგნების, სათამაშოებისა და სათამაშოების დეტალების სასუნთქ გზებში გადაცდენის საფრთხე. გარდა მცირე ზომის საგნებისა ბავშვები ასევე უნდა მოარიდოთ ცელოფნის პარკებს რომლებიც შეიძლება თავზე ჩამოიცვან. ავტომობილში ბავშვი უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს უფროსის კალთაში ან წინა სავარძელზე სპეციალურ უკან მაყურებელ საბავშვო სავარძელში ღვედებით დამაგრებული.



1 დან 3 წლამდე ასაკის ბავშვის ზედამხედველობის ასაკობრივი თავისებურებანი.

  ყურადღება და ფხიზელი თვალი ყოველთვის და ყველგან საჭიროა, მაგრამ სხვადასხვა ასაკის ბავშვები, მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და გონებრივი ინტერესების ცვლილების შესაბამისად განსხვავებულ საშიშროების წინაშე დგანან. არ ენდოთ ბავშვის კეთილგონიერებას და დამჯერ ხასიათს. ახალი უნარის პირველივე გამოვლენა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
  თუ ბავშვი ჯერ არ წასულა უნებართვოდ, არ უპოვნია ბებიის წამლები, არ გადაუყირავებია ცხელი ჩაიდანი, არ შეუყვია შტეფსელში მავთული, არ გაუღია ფანჯარა ან კარი და ა. შ. ეს არ ნიშნავს რომ არ შეიძლება მან ეს უნარი ახლა გამოავლინოს და თავი საფრთხეში ჩაიგდოს. უმცროს ასაკში აუცილებელია ბავშვი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყოს, საცხოვრებელი გარემო უსაფრთხო უნდა იყოს; ოთახში არ იყოს გადმოსავარდნი საგნები. ცხელი სითხეები, მედიკამენტები და საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები ბავშვისათვის მიუწვდენელ ადგილზე უნდა ინახებოდეს. ბავშვი არ უნდა დატოვოთ ისეთ ზედაპირზე საიდანაც შესაძლებელია გადმოვარდეს. თვალი არ უნდა მოაცილოთ წყალსატევთან თამაშისას, თუნდაც აბაზანაში ბანაობისას. სამ წლამდე ასაკის ბავშვი მიდრეკილია ყველა ახალი ნივთი პირში ჩადებით “გამოიკვლიოს” რის გამოც ამ ასაკში არსებობს მცირე ზომის საგნების, სათამაშოებისა და სათამაშოების დეტალების სასუნთქ გზებში გადაცდენის საფრთხე. გარდა მცირე ზომის საგნებისა ბავშვები ასევე უნდა მოარიდოთ ცელოფნის პარკებს რომლებიც შეიძლება თავზე ჩამოიცვან. მას შემდეგ რაც ბავშვი სიარულსა და სირბილს ისწავლის განსაკუთრებული ყურადღება გჭირდებათ იმ ადგილებში სადაც ავტომობილები დადიან. ავტომობილში ბავშვი უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს უფროსის თანხლებით, ან წინა სავარძელზე სპეციალურ წინ მაყურებელ საბავშვო სავარძელში ღვედებით დამაგრებული. ელექტროჩამრთველებში ჩაამაგრეთ სპეციალური დამცავი საშუალებები, რათა ბავშვი ვერ შეეხოს თითებით, ენით ან ღრიჭოში რაიმე წვრილი საგანი არ შეყოს.

3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვის ზედამხედველობის ასაკობრივი თავისებურებანი

   ყურადღება და ფხიზელი თვალი ყოველთვის და ყველგან საჭიროა, მაგრამ სხვადასხვა ასაკის ბავშვები, მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და გონებრივი ინტერესების ცვლილების შესაბამისად განსხვავებული საშიშროების წინაშე დგანან.
  არ ენდოთ ბავშვის კეთილგონიერებას და დამჯერ ხასიათს. ახალი უნარის პირველივე გამოვლენა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
  თუ ბავშვი ჯერ არ წასულა უნებართვოდ ფეხით ან ველოსიპადით, არ უპოვნია ბებიის წამლები, არ გადაუყირავებია ცხელი ჩაიდანი, არ შეუყვია შტეფსელში მავთული, არ ასულა კიბეზე, ხეზე ან გარაჟის თავზე, არ შესულა წყალში უნებართვოდ და ა. შ. არ ნიშნავს რომ არ შეიძლება მან ეს ახლა გააკეთოს და თავი საფრთხეში ჩაიგდოს. სკოლამდელ ასაკში ასაკში აუცილებელია ბავშვი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყოს, საცხოვრებელი გარემო უსაფრთხო უნდა იყოს; ცხელი სითხეები, მედიკამენტები და საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები ბავშვისათვის მიუწვდენელ ადგილზე უნდა ინახებოდეს. თვალი არ უნდა მოაცილოთ წყალსატევთან თამაშისას. რა მისცეტ საშუალება შეჭამოს უმწიფარი ხილი ან ველურ მცენარეთა ნაყოფები. ფეხით ან ველოსიპედით სეირნობისას განსაკუთრებული ყურადღება გჭირდებათ იმ ადგილებში სადაც ავტომობილები დადიან. ავტომობილში ბავშვი უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს. ასწავლეთ ბავშვს არ გაჰყვეს უცნობ ადამიანს და დაკარგვის შემთხვევაში დარჩეს იმ ადგილზე, სადაც დაიკარგა.

   უსაფრთხოება. უსაფრთხო გარემო. ზედამხედველობა.

   უმცროსი ასაკის ბავშვთა აღზრდაში განსაკუთრებით აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა. უმეთვალყუროდ დატოვებული ბავშვი შეიძლება უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდეს. უბედური შემთხვევა - ამ ტერმინით აღნიშნავენ სახიფათო, მოულოდნელ ქმედებას, რომლის შედეგად ადამიანი სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებებს ღებულობს. უბედური შემთხვევებია: მოწამვლა, დამწვრობა, დენის დარტყმა, დახრჩობა, ავტოავარია, სიმაღლიდან ჩამოვარდნა და სხვ. შეხედეთ გარემოს ბავშვის თვალით, მისი ინტერესის საგანი შეიძლება ჯანმრთელობისათვის საზიანო იყოს!!

  ფხიზელი გონებით
ხშირია ბავშვთა მიერ უმეთვალყურეოდ დატოვებული მედიკამენტების მიღების (მათ შორის ჯგუფურად მიღების შემთხვევები). ყველა წამალი დიდი დოზით (თუნდაც რამოდენიმე ტაბლეტი) მიღების შემთხვევაში მომწამვლელია, ზოგიერთი კი სასიკვდილოა.
სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები არ უნდა ინახებოდეს ბავშვისათვის მისაწვდომ ადგილზე
ხშირად ძლიერმოქმედი საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები ლიმონათის ბოთლებში იყიდება. ზოგჯერ ასეთ ნივთიერებებს ჩვეულებრივ ჭიქებში ნახულობენ ბავშვები.
კალიუმის პერმანგანატი შემთხვევით მიღებისას იმდენად მომწამვლავია, რომ ის აღარ ითვლება მედიკამენტად. გადააგდეთ კალიუმის პერმანგანატი და მის ნაცვლად ბანაობისას ბავშვის კანის დასაცავად გამოიყენეთ “ორკბილას” (ჩერედას) დოლბანდში გაფილტრული ნახარში.
სოკოთი მოწამვლის შემთხვევაში ხშირად სასიკვდილო დოზას ღებულობს ბავშვი, უფროსებს კი გადარჩენის მეტი შანსი აქვთ. იგივე ეხება ბოტულიზმის ტოქსინით მოწამვლასაც, რომელიც კონსერვებისა და შებოლილი თევზის შეჭმის შედეგად ვითარდება. სოკოსა და კონსერვების უმცირესი რაოდენობით მიღებაც შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს!
ბავშვთა დამწვრობების უმეტასობა ხდება ცხელი წყლისა თუ საჭმლის გადმოღვრის ან ცხელწყლიანი ჭურჭელის ბავშვისათვის მისაწვდომ ადგილას (იატაკზე, სკამზე, მაგიდაზე) დატოვების შედეგად.
უჰაეროდ ადამიანის ტვინი სამ წუთში კვდება. ხანგრძლივი სწავლის გარეშე ადამიანი ვერ ცურავს.
მუხლამდე წყალში ან თუნდაც წყლის პირას მოთამაშე ბავშვისათვის წუთით თვალის მოცილება შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
ბავშვთა ტრავმატიზმის უხშირესი ადგილებია: საწოლები, ფანჯრები, აივნები, სკამები, კარებები, მოზრდილ ასაკში კი ხეები, ავტოფარეხის სახურავები. . .
ავტომობილის წინა სავარძელზე მარტო ან უფროსის კალთაში ჯდომისას მსუბუქი ავარიისა ან თუნდაც ორმოზე გადავლისას ბავშვმა შეიძლება ტვინის (ან სხვა ორგანოს) ურთულესი დაზიანებები მიიღოს.

  ბავშვს აინტერესებს წიგნის თაროები, ველოსიპედის ჯაჭვები, რკინის კარების საკეტები, ლენცოფები და ძაღლყურძენები, ქოთნები, ძაღლები, ქვები, მაცივრები, ლობიოს მარცვლები, ცელოფნის პარკები, სამფეხა სკამები, ჰამაკები, უთოები, ასანთები, ნემსები, ქოლგები, დანები, ზამბარიანი საწოლები, უმწიფარი ხილი, ფანჯრები, კიბეები, აივნისა და კიბის მოაჯირები, სტუმრად ყოფნისას მასპინძლის წამლები და ა. შ.
   ხიფათი ყველგანაა. გახსოვდეთ, შეხედეთ ყოველ ახალ გარემოს ბავშვის თვალით და ფხიზელი გონებით.!

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » ორსულობა