15. მასობრივი არაინფექციური (მოწამვლების) და ინფექციური დაავადებების წარმოქმნისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით თავშესაფრის კვების ბლოკში არ შეიძლება:
ა) ხორცის ჩამონაჭრისგან, დიაფრაგმისგან, სისხლიანი ნაწილისგან, ასევე საქონლის თავის რბილობისგან რულეტების დამზადება და გამოყენება;
ბ) არაპასტერიზებული რძისგან ხაჭოს დამზადება;
გ) არაპასტერიზებული რძის ხაჭოსგან ბლინების მომზადება;
დ) ახალი ან პასტერიზებული რძის გამოყენება წინასწარი ადუღების გარეშე;
ე) რძემჟავა სასმელების (კეფირის, მაწვნის და ა.შ.) გადასხმა საქარხნო ტარიდან კვების ბლოკის ჭურჭელში _ ისინი გადააქვთ ჭიქებში უშუალოდ ბოთლებიდან, პაკეტებიდან ან ჩამოარიგებენ საქარხნო ტარაში;
ვ) ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, სოკოს კონსერვების მომზადება ჰერმეტულ ჭურჭელში;
ზ) შებოლილი და გამხმარი თევზის დამზადება-გამოყენება;
თ) გამხმარი სოკოს მომზადება-გამოყენება.
მუხლი 8. მოთხოვნები შენობის შიდა მოპირკეთებისადმი
1. სათავსების შიდა მოპირკეთებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მასალა.
2. საცხოვრებელი ოთახების, ვესტიბულების, ექიმის კაბინეტისა და სხვა სათავსები შეღებილ უნდა იქნეს ზეთოვანი საღებავებით, ან ისეთი მასალით, რომელიც ადვილად ექვემდებარება რეცხვასა და დეზინფექციას.
3. ექსპლუატაციის სველი რეჟიმის სათავსების კედლები იატაკიდან არანაკლებ 1,6 მ სიმაღლემდე დაფარული უნდა იქნეს კერამიკული ფილებით ან სხვა ტენმედეგი მასალით.
4. სველი რეჟიმის სათავსების ჭერები შეღებილ უნდა იქნეს ზეთის საღებავებით, ან გამოყენებული იქნეს ისეთი მასალა, რომელიც ადვილად ექვემდებარება რეცხვასა და დეზინფექციას.
მუხლი 9. ეპიდსაწინააღმდეგო და საკარანტინო ღონისძიებები
1. თავშესაფარში შემოსულთა შორის ინფექციური ან პარაზიტული დაავადებების გამოვლენისას პირველი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიების სახით საჭიროა ავადმყოფთა იზოლაცია, შემდგომ კი ჰოსპიტალიზაცია სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში, სრულ გამოჯანმრთელებამდე. ამასთან ერთად, თავშესაფრის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს დეზინფექცია და სამედიცინო შემოწმება დაავადებულთან კონტაქტების გამოვლენის მიზნით.
2. თავშესაფარში ნებისმიერი სახის ინფექციური დაავადების ან დაავადებაზე ეჭვის დაფიქსირებისას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოს და ნებისმიერი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება ჩატარდეს მისი რეკომენდაციებით.
3. პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ღონისძიებები საკმარისია, თუ გამოვლენილია დაავადებები: ჩუტყვავილა, თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადება, კონტაგიოზური მოლუსკი, წითელა, კეთრი, მწვავე რესპირატორული ინფექცია და გრიპი, მენინგოკოკური ინფექცია, როტავირუსული ინფექცია, ტენიოზი, ტუბერკულიოზი, ეპიდემიური კონიუნქტივიტი.
4. მწვავე ნაწლავური დაავადებების გამოვლენისას ^უნდა ჩატარდეს დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევები.
5. დიფტერიის, წითურას, ყბაყურას გამოვლენისას კონტაქტირებულ პირებს უტარდება რევაქცინაცია. დაავადებულთან კონტაქტში მყოფი მოზრდილებისა და ბავშვების სხვა პირებთან ურთიერთობა იზღუდება.
6. ამებიაზის გამოვლენისას კონტაქტირებულ პირებს უნდა ჩაუტარდეს კორპოსკოპიული გამოკვლევა.
7. ათაშანგისა და სხვა ტრეპანონემატოზებით გამოწვეული დაავადებების, აგრეთვე მუნის გამოვლენისას ავადმყოფებთან კონტაქტში მყოფი პირები ექვემდებარებიან იზოლაციას და
პროფილაქტიკურ მკურნალობას დაავადების გამოვლენის არარსებობისასაც კი.
8. პედიკულოზის ან ეპიდემიური პარტახტიანი ტიფის შემთხვევების გამოვლენისას პირველ პუნქტში ჩამოთვლილ ღონისძიებებს უნდა დაემატოს დეზინსექცია, ხოლო კონტაქტში მყოფი პირები კი 15 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ.
9. მალარიისა და პარაზიტმტარებლობის გამოვლენისას საჭიროა თავშესაფრის ყველა სათავსის დამუშავება ინსექტიციდებით გადამტანების განადგურების მიზნით.
10. მენინგოკოკებისა და დიფტერიის მტარებლობის გამოვლენისას ავადმყოფებს უნდა ჩაუტარდეს სანაცია.
11. მუცლის ტიფის ჯანმრთელი მტარებლები არ დაიშვებიან კვების ბლოკში საქმიანობისათვის.
12. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაავადებების მქონე პირებთან კონტაქტში მყოფი პირები და მტარებლები ექვემდებარებიან იზოლაციას 5 დღით და ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკურ მკურნალობას. შავი ჭირის შემთხვევაში იზოლაციის ვადა განისაზღვრება 6 დღით. იმ პირებისათვის, რომლებიც კონტაქტში იყვნენ ტროპიკული ვირუსული ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულთან, იზოლაციის ვადა განისაზღვრება 21 დღით.
13. აივ ინფიცირების დადასტურების ან დაავადების არსებობის შემთხვევაში ამ პირთა მიმართ გამოიყენება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ტრეფიკინგი
Сообщений 21 страница 31 из 31
Поделиться212008-03-02 19:24:23
Поделиться222008-03-02 19:26:07
მუხლი 10. პერსონალი
1. თავშესაფრის მართვას ახორციელებს ადმინისტრატორი/დირექტორი.
2. თავშესაფრის თანამშრომელთა საშტატო განრიგი შესაძლებელია ითვალისწინებდეს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმისა და ექთნის საშტატო განაკვეთებს.
3. თავშესაფარში შემოსულ პირთა სამედიცინო შემოწმების, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზედამხედველობის, ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და ეპიდრეჟიმის უზრუნველსაყოფად უნდა ჰყავდეს სერტიფიცირებული ექიმი სპეციალობით `საოჯახო მედიცინა~.
4. სამეურნეო-ადმინისტრაციული და დამხმარე-ტექნიკური პერსონალის რაოდენობას განსაზღვრავს თავშესაფრის ადმინისტრაცია.
5. თავშესაფრის მომსახურე პერსონალს უნდა ჰქონდეს გავლილი სწავლების სპეციალური კურსი ტრეფიკინგთან დაკავშირებით ან გააჩნდეს ანალოგიურ კონტიგენტთან მუშაობის გამოცდილება.
Поделиться232008-03-02 19:27:17
"ტრეფიკინგი" ნუ გახდები მონა!
Поделиться242008-03-12 02:42:28
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 78 2006 წლის 1 თებერვალი ქ.თბილისი
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტები და წესი.
მიხეილ სააკაშვილი
დამტკიცებულია
საქართველოს პრეზიდენტის
2007 წლის 1 Tebervali
N 78 ბრძანებულებით
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა
იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტები და წესი
მუხლი 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლთან
პირველი კონტაქტი
1. პირველი კონტაქტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლთან (შემდეგში – სავარაუდო მსხვერპლი) შეიძლება ჰქონდეთ სასაზღვრო პოლიციისა და პოლიციის თანამშრომლებს, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების, სამედიცინო დაწესებულებების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს.
2. პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის შესახებ ეჭვის წარმოშობის ან მსხვერპლის მიერ თვითიდენტიფიცირების შემთხვევაში, მას უნდა ეცნობოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა და სამართლებრივი სტატუსის შესახებ და გადაეცეს უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალი.
3. სავარაუდო მსხვერპლთან პირველი შეხებისთანავე მას უნდა განემარტოს, რომ არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მართლსაწი-ნააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობისათვის, თუ იგი იძულებული იყო ასე მოქცეულიყო ადამიანით
Поделиться252008-03-12 02:43:04
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო და ასევე დაუყოვნებლივ ეცნობოს, რომ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლება აქვს მიმართოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას (თავშესაფარს).
4. სავარაუდო მსხვერპლის მიერ მისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების სურვილის გამოხატვისას, იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი სამუშაოს შესასრულებლად გამოძახებული უნდა იქნეს სპეციალური მობილური ჯგუფი. თუ სავარაუდო მსხვერპლს გარკვეული პერიოდის შემდეგ სურს მობილურ ჯგუფთან დაკავშირება, მას გადაეცემა შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.
მუხლი 2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის
იდენტიფიკაცია
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (შემდეგში – მსხვერპლი) სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორ-ციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფი (შემდეგში – მუდმივმოქმედი ჯგუფი) სავარაუდო მსხვერპლის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისათვის (თავშესაფრისათვის) ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვიდან 48 საათის განმავლობაში.
2. მუდმივმოქმედი ჯგუფი პირისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური მობილური ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
3. სპეციალურ მობილურ ჯგუფებს მუდმივმოქმედი ჯგუფის წარდგინების საფუძველზე ქმნის სსიპ - „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“.
4. სპეციალური მობილური ჯგუფი შედგება 2 პირის - ფსიქოლოგისა და იურისტისაგან. საქართველოს ტერიტორიაზე (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში) მოქმედებს ორი სპეციალური მობილური ჯგუფი.
5. სპეციალური მობილური ჯგუფის გამოძახება ხდება სავარაუდო მსხვერპლის გამოვლენის ან თვითიდენტიფიცირების შემთხვევაში. სპეციალური მობილური ჯგუფის მიერ სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრებისას ივსება სპეციალური კონფიდენციალური საიდენტიფიკაციო კითხვარი, რომელიც წარედგინება მუდმივმოქმედ ჯგუფს და რომლის საფუძველზეც მუდმივმოქმედი ჯგუფი განიხილავს სავარაუდო მსხვერპლისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხს.
6. სპეციალური მობილური ჯგუფის წევრები ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ სავარაუდო მსხვერპლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიუხედავად. მონაცემების გამჟღავნება იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. სავარაუდო მსხვერპლისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მსხვერპლის სურვილის შემთხვევაში, იგი შეიძლება გადაიყვანონ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში). სხვა შემთხვევაში, მას შეუძლია ისარგებლოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის კანონით გათვალისწინებული გარანტიებით. აღნიშნულის თაობაზე მას გადაეცემა სტანდარტული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის სფეროში მისთვის არსებულ, აგრეთვე უფასო იურიდიული დახმარების შესახებ ინფორმაციას (საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით), ასევე საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიების ნუსხას.
Поделиться262008-03-12 02:43:37
მუხლი 3. მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურა
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსს მუდმივმოქმედი ჯგუფი ანიჭებს სავარაუდო მსხვერპლის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულე-ბისათვის (თავშესაფარისათვის) ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვიდან 48 საათის განმავლობაში.
2. სპეციალური მობილური ჯგუფი მუდმივმოქმედ ჯგუფს წარუდგენს საიდენტიფიკაციო კითხვარს. სპეციალური მობილური ჯგუფის მიერ მიწოდებული სავარაუდო მსხვერპლის საიდენტიფიკაციო კითხვარის საფუძველზე მუდმივმოქმედი ჯგუფი განიხილავს სავარაუდო მსხვერპლისათვის სტატუსის მინიჭების საკითხს. სავარაუდო მსხვერპლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მუდმივმოქმედი ჯგუფის გასაუბრება მასთან.
3. სავარაუდო მსხვერპლისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, მუდმივმოქმედი ჯგუფი თითოეულ შემთხვევაზე გასცემს შესაბამის დოკუმენტს, რომლის ერთი პირი გადაეცემა მსხვერპლს, ერთი პირი რჩება მუდმივმოქმედ ჯგუფს და ერთი პირი ეგზავნება სსიპ - „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“. მსხვერპლის სტატუსის მინიჭებისას მუდმივმოქმედი ჯგუფი მსხვერპლს აწვდის წერილობით ინფორმაციას თავშესაფრით, კომპენსაციით, სამედიცინო დახმარების და სხვა პროგრამებით სარგებლობის შესახებ.
4. მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ სავარაუდო მსხვერპლისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მუდმივმოქმედი ჯგუფი ინფორმაციას აწვდის სსიპ - „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“.
5. პირი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად შესაბამისი სამართალდაცვის ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილ იქნა დაზარალებულად, გათანაბრებულია მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მინიჭებულ მსხვერპლის სტატუსის მქონესთან და შეუძლია ისარგებლოს თავშესაფრით, კომპენსაციით, სამედიცინო დახმარების და სხვა პროგრამებით, რის შესახებაც მას უნდა ეცნობოს დაზარალებულად ცნობისას.
6. უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ან უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს საქართველოში მსხვერპლის სტატუსის მისაღებად შეუძლია მიმართოს მუდმივმოქმედ ჯგუფს. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მსხვერპლის სტატუსი მიენიჭება, თუ მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება დაიწყო, გაგრძელდა ან დამთავრდა საქართველოში. მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ან უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსის მქონე პირისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება ავტომატურად არ ხდება. მუდმივმოქმედი ჯგუფი ასეთ შემთხვევას განიხილავს სხვა შემთხვევების თანაბრად, დადგენილი წესის მიხედვით.
7. მუდმივმოქმედი ჯგუფი მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტილებას იღებს ხმათა ოთხი მეხუთედით.
8. უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ან უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსის მქონე უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს თავშესაფრით, კომპენსაციით, სამედიცინო დახმარებისა და სხვა პროგრამებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემდეგ, გარდა ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
9. მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრები ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ სავარაუდო მსხვერპლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიუხედავად. მონაცემების გამჟღავნება იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Поделиться282008-03-12 02:58:22
ტრეფიკინგი – დაუნდობელი იარაღი ერის მორალისა და
ფსიქიკის წინააღმდეგ
“ტრეფიკინგი” ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს აკრძალული საქონლით ვაჭრობას. ტრეფიკინგი გლობალური პრობლემაა და ტრანსნაციონალური დანაშაულია. ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ჩამორთმევა. იგი გულისხმობს ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, გადამალვას; მუქარის, ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოებით ვაჭრობას.
კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ვითადება ტრეფიკინგიც. იზრდება მისი მასშტაბები, სისასტიკე და მოთხოვნილებები. ეს იმითაა გამოწვეული, რომ იგი ყველაზე დიდი არალეგალური ბიზნესია იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ. მისი წლიური მოგება 8-9 მილიარდი აშშ დოლარია. ყოველწლიურად ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება 800-900 ათასი ადამიანი. აქედან, 18-20 ათასი აშშ-ში იგზავნება. დაუდგენელია შიგა ტრეფიკინგის შემთხვევათა რაოდენობა1.
მონობის წინააღმდეგ კონვენცია მოქმედებს 1926 წლიდან, ხოლო კონვენცია ადამიანებით ვაჭრობისა და მეძავთა ექსპლოატაციის შესახებ მიღებული იქნა 1945 წელს. 1996 წელს ძალაში შევიდა დამატებითი კონვენცია მონობის გაუქმების, ადამიანებით ვაჭრობის შესახებ. არსებობს ასევე რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმება: სამოქლაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1996 წ.), კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (1989 წ.), მიგრანტთა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის კონვენცია (1990 წ.) და ა.შ.
1990 წლიდან ამ პრობლემას ინტენსიურად შეისწავლიან საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორები. შვედეთი იყო პირველი ქვეყანა, სადაც მიიღეს რადიკალური კანონი ტრეფიკინგის, კონკრეტულად კი ქალის სექსუალური ექსპლოაციის წინააღმდეგ. 2000 წელს აშშ-ში ძალაში შევიდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ავალებს, წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადმიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
Поделиться292008-03-12 03:01:10
ყველასათვის ცნობილია, რომ ევროპასა და ამერიკაში, ოფიციალურად თუ არალეგალურად, არაერთი ქართველი მუშაობს. მათი რიცხვი ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციის გამოკვლევით მილიონ-ნახევარ ადამიანს შეადგენს2. კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა, რომ ნებისმიერი მშრომელი ადამიანი გაცილებით მეტ მატერიალურ სარგებლობას აძლევს ქვეყანას, სადაც შრომობს, ვიდრე შრომისთვის იღებს გასამრჯელოს. ამ მარტივი ჭეშმარიტების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და გამოვთვალოთ, თუ რა ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსები გაედინება ჩვენგან მინიმალური ანაზღაურებისათვის (საერთაშორისო სტანდარტებით).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, 2003 წელს შეტანილი იქნა ცვლილებები, სადაც პირველად დაფიქსირდა სიტყვა “ტრეფიკინგი”. ამგვარ დანაშაულში ბრალდებული ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, საქართველოსი, როგორც მთელ მსოფლიოში, ტრეფიკინგთან ბრძოლა არაეგფექტურია, რადგან მასზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები (რომელიც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს “სასურველი გარემოს” უქმნის ამ მოვლენაში ჩასათრევად):
- სიღარიბე და უკეთესი ცხოვრების სურვილი;
- ტრეფიკინგის შედეგების იგნორირება;
- საზოგადოებრივი ფასეულობების დევალვაცია;
- პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა;
- იაფი მუშახელის მოთხოვნა;
- დიდი მოგება და ა.შ.
გაეროს კონვენციის “ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შეფასების ხელსაწყოს” 2003 წლის ანგარიშთა თანახმად, საბერძნეთი, აშშ და თურქეთი ის ქვეყნებია, სადაც ხდება საქართველოდან ადამიანების ტრეფიკირება. ამ ქვეყნებში (და არა მარტო აქ), ფეხი მოიკიდა ისეთმა სენმა, როგორიცაა ცოცხალი “საქონლით” ბაზრობა, ანუ ცოცხალი ბაზრის შექმნა. ვგულისხმობთ ქალებით ვაჭრობას. ქალთა ექსპლოატაცია დაუშრეტელი სექსუალური ფანტაზიის დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს ყველას, ვისაც საამისო მატერიალური საშუალება აქვს. კომერციული სექს-ინდუსტრია მომხმარებელს შეუზღუდავად სთავაზობს სხვადასხვა ასაკის, გარეგნობის, ეროვნების ქალებს. სამწუხაროდ, პოპულარული გახდა ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების იძულებითი პროსტიტუცია. ფსიქოლოგების მოსაზრებით, ამ ტენდენციას თავად ქალიც უწყობს ხელს, რადგან მას დედის როლი ავალდებულებს იზრუნოს და ყველა გზა მოსინჯოს სწორედ შვილების რჩენისათვის. ღარიბი ქვეყნების შემთხვევაში, ყველა გზა სწორედ საზღვარგარეთ მიდის, რომლითაც ვღებულობთ შემდეგ სქმას: ქალები ტოვებენ თავიანთ შვილებს სხვების მოსავლელად, მიდიან უცხოეთში და ზრდიან სხვის შვილებს (უკეთეს შემთხვევაში ...)!
Поделиться302008-03-12 03:01:26
ტრეფიკინგის ამოსავალი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. ადამიანს არა აქვს სამუშაოს შოვნის პერსპექტივა. ასეთი ადამიანი უუფლებოა. არ არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელიც იტყვის, რომ სურს იყოს ძალადობის ობიექტი. საზღვარგარეთ ყველა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილით მიდის. ამასთან ერთად, მიდიან ისეთები, ვისაც აქვს პროფესია, განათლება, გამომუშავებული აქვს სამუშაო უნარ-ჩვევები და გამოცდილება. ასეთები ბუნებრივია ადვილად თანხმდებიან ნებისმიერ სამუშაოს (საკუთარ ქვეყანაში ან ძალზე დაბალია ანაზღაურება, ან არ არის სამუშაო ადგილი). საქართველოში ნაკლებადაა აფიშირებული მამაკაცთა ტრეფიკინგი, ორგანოების უკანონო ტრანსპლანტაციისა და ბავშვების პროსტიტუციის შემთხვევები.
საქართველოდან წასულები უცხოეთში ვარდებიან იმ სინდიკატების ხელში, რომლებიც ცოცხალი “საქონლით” ვაჭრობენ. აეროპორტებში სააგენტოებიც კი არის შექმნილი, რომლებიც ღამის კლუბებსა და ბორდელების მომარაგებაზე ზრუნავენ. მთელი უბედურება ის არის, რომ ამ სიტუაციის ჩვენივე თანამემამულეები უწყობენ ხელს. ძალიან ბევრი საშუამავლო თუ ტურისტული ფირმა მოტყუების გზით ახერხებს ხალხის გადაყვანას აშშ-სა და ევროპის ქვეყნების და ფაქტობრივად ამ საშაულბათა ხელსემწყობი ხდებიან.
სამწუხაროდ, არასახარბიელო მონაცემები გვაქვს ტრეფიკინგისათვის ქართველები საუკეთესო “მასალას” (!) წარმოადგენენ. მოწინავე ქვეყნის მოქალაქის სხვა ქვეყნებში დაკარგვის შემთხვევაში, ერთი ამბავი ატყდება მის მოსაძებნად. საქმის ძიებაში ებმება ქვეყნის უმაღლესი პირები ... ჩვენთან კი, ემიგრანტების ყოფას არავინ აკონტროლებს. ეს ხალხი არალეგალურად გადადის, მაგრამ მაინც შესაძლებელია მოხდეს მათი აღრიცხვა და საქმიანობის გაკონტროლება. ისისნი მძიმე მდგომარეობაში არიან, ყველაზე სათაკილო და შავ საქმეებს ქართველები აკეთებენ3.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად, ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება დაახლოებით 500 ქართველი ქალი. “დასაქმების ჰარმონიული განვითარების თანამშრომლობის საზოგადოების მონაცემებით მიდის საქართველოდან თურქეთში, აგრძელებს თავის ყოფნას ამ ქვეყანაში კიდევ ერთი თვით. აქედან ნახევარი, რომელიც 300-450 კაცს ითვლის, ტრეფიკინგის მსხვერპლია.
ექსპერტების ვარაუდით, ეს ციფრები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის დონე და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. ტრეფიკინგის მსხვერპლის უმეტესობას ახალგაზრდა ქალები შეადგენენ 18-დან 35-წლამდე ასაკით (თუმცა არის შემთხვევები, როდესაც 14 წლის გოგონებიც გაჰყავთ პროსტიტუციისათვის – ღარიბი ოჯახის შვილები). თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის 20%, რომლებიც ღებულობს ხელფასს (საშუალოდ თვეში, 70 დოლარს) და უმაღლესი განათლების მქონე პირებიც, რომლებიც სამუშაოს საზღვარგარეთ ეძებენ, ორივე კატეგორია ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლი ხდება4.
Поделиться312008-03-12 03:02:30
საქართველოში ტრეფიკინგის გავრცელებას ხელს უწყობს მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. იგი როგორც ტრანზიტული ქვეყანა, ხელს უწყობს რუსეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან ტრეფიკირებული ხალხის მოხვედრას თურქეთში. აუცილებლად უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ უკვე მიგრაციების დიდი ნაწილი შეგნებულად მიდის ამ “სატყუარაზე” მიდის დამალულად, აკრძალული წესით ავტობუსების საბარგულებით (მომრავლდა უბედური შემთხვევები გადაყვანისას ...) და ეს ყველაფერი ისე სისტემატიურად ხდება, რომ არ შეიძლება ამ პროცესს ვინმე მაღალი ეშელონებიდან არ მფარველობდეს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ფორმით მიგრაციების გადაყვანას და თანაც ასეთი მნიშვნელოვანი რაოდენობით თავის თავზე იღებდნენ მხოლოდ ავტობუსის მძღოლები ან ის სააგენტოები, რომლებიც ასე არ არის დაფარული ფაქტი. ეს უკვე კარგად დამუშავებული სქემაა და ამით საკმაოდ დიდი ფული კეთდება, რომელსაც ვერავინ ვერ გაბედავს სათანადო მფარველის გარეშე. ეს მოვლენა საგანგაშოა ყველა თვალსაზრისისთ. ქართველის აზროვნება და ფსიქიკა თანდათან უხეშდება, ბინძურდება. იგი უარს ამბობს ისეთ ღირებულებებზე, იმ გენეტიკურ ფასეულობებზე, რომელიც ერს საუკუნეების მანძილზე ჩამოუყალიბდა, დაუმკვიდრდა.
ტრეფიკინგი მით უფრო საშიშია მცირერიცხოვანი ერებისათვის, რომელთა გადარჩენა და არსებობა ყოველთვის ბეწვზე ეკიდა. არ შეიძლება თავის დამშვიდება იმით, რომ ეს გლობალური მოვლენაა და ყველას “ითრევს” (ზედმეტ-ნაკლებად). გლობალიზაციას უამრავი დადებითი ფაქტორები ახლავს, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ეკონომიკურად ჩამორჩენილი, არასტაბილური მდგომარეობის მქონე ქვეყნები მისგან საჩუქრად მხოლოდ უარყოფითს იღებდნენ.
იქნებ უკვე აღარც ღირს ეროვნულ ღირებულებებზე ლაპარაკი?! ჩვენი ქვეყნის დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკრი მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი თავის გადარჩენისათვის და ყოველდღიური ლუკმისათვის ზრუნავს, იქნებ უხერხულიცაა ასეთ ღირებულებებზე დროის დაკარგვა?!
დარწმუნებული ვართ, დადგება დრო და ამ საკითხს სახელმწიფო დონეზე განიხილავენ, ოღონდ იქნება ძალიან გვიან. მიმდინრე პროცესების შედეგები საუკუნეების მანძილზე გაჰყვება ჩვენს ქვეყანას მოურჩენელ ჭრილობად. სწორედ ამიტომ პირველ რიგში მისახედია ამ მოვლენის სამართლებრივი მხარე, მისაღებია კანონი მიგრაციის შესახებ. სწორედ ამ კანონმა უნდა შეასრულოს დიდი როლი დარეგულირებული მიგრაციული პროცესების ჩამოყალიბებაში.