პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » კანონი » ხშირად დასმული კ


ხშირად დასმული კ

Сообщений 21 страница 23 из 23

21

კითხვაN251

ვინ იხდის ყადაღის რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის საფასურს?

პასუხი:

ყადაღის რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის საფასურის  გადახდა შეუძლია ნებისმიერ პირს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN252

რა ვადა და რა ოდენობის საფასურია განსაზღვრული ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებისათვის?

პასუხი:

ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებისათვის განსაზღვრულია 4 სამუშაო დღის ვადა და 7 ლარის ოდენობის საფასური.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN253

რა ვადა და რა ოდენობის საფასურია განსაზღვრული ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადებისთვის?

პასუხი:

ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადებისათვის განსაზღვრულია 4 სამუშაო დღის ვადა და 5 ლარის ოდენობის საფასური.

         -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN254

რა ვადა და რა ოდენობის საფასურია განსაზღვრული ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადებისთვის?

პასუხი:

ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადებისათვის განსაზღვრულია 4 სამუშაო დღის ვადა და 5 ლარის ოდენობის საფასური.

          -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN255

რა წესით ხდება ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების ხელმისაწვდომობისათვის  დაწესებული საფასურის გადახდა?

პასუხი:

ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების ხელმისაწვდომობისათვის  დაწესებული საფასური გადაიხდება ერთეული უძრავი ნივთის მიხედვით.

          -------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN256

მომსახურების რა სახეებია გათავისუფლებული საფასურის გადახდისაგან?

პასუხი:

საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია მომსახურების შემდეგი სახეები: უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების შეწყვეტის, საკუთრების უფლების მიტოვების, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული უფლების შეწყვეტის, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული ყადაღის შეწყვეტის, იპოთეკის მოწმობის გაუქმების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობაში/იპოთეკაში ცვლილების რეგისტრაცია, ასევე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტში ტექნიკური ხარვეზის შესწორება და საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის გაცემა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN257

რა ვადაა განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული მომსახურებისათვის?

პასუხი:

საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული მომსახურებისათვის განსაზღვრულია შემდეგი ვადები:

ა) 4 სამუშაო დღე - უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების შეწყვეტის, საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციისა და საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის გაცემისათვის;

ბ) 3 სამუშაო დღე - მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული უფლების შეწყვეტის, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული ყადაღის შეწყვეტის, იპოთეკის მოწმობის გაუქმების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობაში/იპოთეკაში ცვლილების რეგისტრაციისათვის;

გ) 1 სამუშაო დღე - მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტში ტექნიკური ხარვეზის შესწორებისათვის.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN258

რომელი სუბიექტებია გათავისუფლებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან?

პასუხი:

მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული და საჯარო დაწესებულებები.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN259

მომსახურების რა სახეების საფასურის გადახდისაგან არის გათავისუფლებული სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეული?

პასუხი:

სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეული გათავისუფლებულია შემდეგი მომსახურების საფასურის გადახდისაგან: უძრავ ნივთზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლების წარმოშობისა და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლების წარმოშობისა და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დადებული ყადაღის წარმოშობისა და რეგისტრირებულ ყადაღაში ცვლილების რეგისტრაცია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN260

რა ვადაა განსაზღვრული სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულისათვის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული მომსახურებისათვის?

პასუხი:

სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულისათვის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული მომსახურებისათვის განსაზღვრულია შემდეგი ვადები:

ა) 4 სამუშაო დღე - უძრავ ნივთზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლების წარმოშობისა და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია;

ბ) 3 სამუშაო დღე - მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლების წარმოშობისა და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების და ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დადებული ყადაღის წარმოშობისა და რეგისტრირებულ ყადაღაში ცვლილების რეგისტრაცია.

0

22

კითხვაN261

რა მომსახურების საფასურის გადახდისაგან არის გათავისუფლებული საჯარო დაწესებულება?

პასუხი:

საჯარო დაწესებულება გათავისუფლებულია საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის საფასურის გადახდისაგან.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN262

რა ვადაა განსაზღვრული საჯარო დაწესებულებისათვის საფასურის გადახდისან გათავისუფლებული მომსახურებისათვის?

პასუხი:

4 სამუშაო დღე - საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN263

რა ვადა და რა ოდენობის საფასურია განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის მიღებისათვის?

პასუხი:

საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის გაცემა გათავისუფლებულია საფასურის გადახდისაგან აღნიშნული ინფორმაცია გაიცემა 4 სამუშაო დღის ვადაში.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN264

შესაძლებელია თუ არა დაინტერესებულ პირს უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი საფასური?

პასუხი:

კანონმდებლობა ითვალისწინებს დაინტერესებული პირისთვის მის მიერ გადახდილი საფასურის როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ დაბრუნებას.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN265

რა შემთხვევაში უბრუნდება დაინტერესელ პირს გადახდილი საფასური სრულად?

პასუხი:

დაინტერესელ პირს გადახდილი საფასური სრულად უბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დაინტერესებულ პირს არ უსარგებლია გადახდილი საფასურის შესაბამისი საჯარო რეესტრის წარმოებით ან ხელმისაწვდომობით;

ბ) საფასური გადახდილია საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ;

გ) სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემის არსებობა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN266

რა შემთხვევაში უბრუნდება დაინტერესელ პირს გადახდილი საფასური ნაწილობრივ?

პასუხი:

იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ საფასური გადახდილია კანონმდებლობით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მაშინ მას უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და კანონმდებლობით დადგენილ განაკვეთს შორის.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN267

რა ვადაში უნდა მოითხოვოს და ვის უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნით?

პასუხი:

დაინტერესებულმა პირმა გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნით, მის მიერ საფასურის გადახდიდან 1 თვის ვადაში, უნდა მიმართოს სააგენტოს, ან/და უშუალოდ იმ მარეგისტრირებელ ორგანოს, სადაც მას წარდგენილი ჰქონდა განცხადება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN268

შესაძლებელია თუ არა საფასურის დაუბრუნება, თუ დაინტერესებული პირი კანონმდებლობით დადგენილი 1 თვის გასვლის შემდეგ მოითხოვს გადახდილი საფასურის უკან დაბრუნებას?

პასუხი:

გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს 1 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება და ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN269

მოთხოვნიდან რა ვადაში უბრუნდება დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური?

პასუხი:

საფასური დაინტერესებულ პირს უბრუნდება მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვაN270

რა შემთხვევაში არ უბრუნდება დაინტერესებულ პირს მის მიერ გადახდილი საფასური?

პასუხი:

დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური არ უბრუნდება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, სარეგისტრაციო წარმოებაზე და საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შეწყვეტის ან შეწყვეტაზე უარის თქმის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემის არსებობა).

0

23

:unsure:

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » კანონი » ხშირად დასმული კ