პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » პროზა » ნიძლავი


ნიძლავი

Сообщений 1 страница 11 из 11

1

ნიძლავი

ეს ამბავი სრულიად მოულოდნელად, თბილისის ერთ ჩვეულებრივ კაფეში დაიწყო. ჩვეულებრივი ქალური ჭორაობის შედეგად მაკამ ის გააკეთა, რასაც საკუთარი თავისგან არ მოელოდა - ნიძლავი დადო. თანაც როგორი ნიძლავი?

-არა, ყველა მამაკაცი ერთნაირია, უფრო სწორად ერთნაირი ნაგავი - ავტორიტეტული სახით გამოაცხადა თიკომ და დაქალებს გამარჯვებული სახით გადახედა, რომელი თქვენგანი გაბედავს და ამ უდავო ჭეშმარიტებას შეეწინააღმდეგებაო.
ქეთი ნამდვილად არ შეეწინააღმდეგებოდა, რამდენჯერ უსაუბრიათ ამ თემაზე და „დაუმტკიცებიათ“ რომ „ნამდვილი მამაკაცები დინოზავრებთან ერთად გადაშენდნენ“ და ახლა მხოლოდ „ავხორცი ველურები პარპაშებენ დედამიწაზე“. მაკა კი... მაკასგან წინააღმდეგობა სულაც არ იყო მოსალოდნელი, რადგან ის ძალიან წყნარი და უკონფლიქტო გოგო იყო.
ის იყო საკუთარი  მონოლოგით კმაყოფილმა თიკომ ყავის მოსაწრუპად ტუჩები წინ გაიწვდინა (თან მის პირდაპირ ჩამოკიდებულ სარკეში ეს ჟესტი შეითვალიერა - აბა თუ მიხდებაო) და მეტი ნეტარებისთვის თვალებიც მოწკურა, რომ მეხის გავარდნასავით გაისმა მაკას ხმა:
- ცდები თიკო. შენ თუ გურამმა გიღალატა და სხვა თაყვანისმცემლებიც მარტო შენს ლოგინში შეთრევაზე არიან გადასულები, ჯერ კიდევ არ ნიშნავს,  რომ ყველა მამაკაცი ნაგავია, უბრალოდ შენ იწვევ მათ.
თიკოს მოულოდნელობისგან კინაღამ ყავა სასულეში გადასცდა, შემდეგ ცალი წარბი ზიზღნარევი შეცოდებით აწია და :
- კარგი რა, მაკა, შენ ეს ცხოვრება შენი რომანები ხომ არ გგონია? ჩამოფრინდი რა, გოგო, მიწაზე! საკუთარ მაგალითზე მაინც იმსჯელე, შენ, რა, გიმართლებს? მე თუ გამომწვევი ვარ, შენ ხომ გვყავხარ მონაზონი და შენთან მაინც რატომ არ დაეშვა „თეთრცხენიანი პრინცი“?
-  მე იმედი არ დამიკარგავს. -  მშვიდად განაგრძო წინააღმდეგობა მაკამ.
- აუუ, ეს გამაგიჟებს ახლა! ქეთი შენ მაინც ელაპარაკე, რა?! ამისთანა ”მფრინავთან” ლაპარაკიც არ მინდა!
- მოიცა, თიკო. მაკა,  შენ გინდა თქვა, რომ შეგიძლია მამაკაცი მართო? -ჩაერია ქეთი.
- არა, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ სულ ტყუილად გეჩვენებათ ეს ქვეყანა მანიაკებით და მკვლელებით დასახლებულად, თუნდაც ასეთ ადამიანებს აქვთ ტვინში „ტორმუზი“ და როცა ქალს რამე არ უნდა, კალთას არავინ ახევს.
- აუუ, რა გაუბერა? შენ გინდა თქვა, რომ არ გეშინია? ვინ ავიღოთ, ნუ, მაგალითად,  „ქილერასთან“ მარტო დარჩებოდი სადმე?
- ზურასთან? მასთან განსაკუთრებით ადვილად! თითს არ დამაკარებს მე ეგ ბიჭი.
- გოგო, შენ, შემთხვევით, კაიფში ხომ არ ხარ??? „ქილერას“ გაყვებოდი პაემანზე? და იქედან თითდაუკარებელი წამოხვალ? აუუუ, მაგის სანახავად სერიოზულ რამეს ვიკისრებდი! ხა-ხა-ხა! - ბოროტად გადაიხარხარა თიკომ.
მაკა შეურაცხყოფილი დარჩა. დაქალისგან გესლიან საუბარს სხვების მიმართ იყო შეჩვეული, მაგრამ მასაც თუ შეეხებოდა, არ ეგონა. უფრო ჯიბრით, ვიდრე აზარტით უპასუხა:
- მაინც, რას იკისრებდი? მოდი დავნიძლავდეთ!
- თიკო, მაკა, გაჩერდით! - ქეთი სერიოზულად შეშინდა.
- არა, მე არ გავჩერდები! რას კისრულობ-მეთქი, თიკო? ამ ზაფხულს ზღვაზე წაგვიყვან სამივეს თუ წააგებ?
- გოგო წაგიყვანთ, მაგრამ ეგ ასპროცენტიანი თავის გაფუჭებაა! მე მოვიგებ, ამიტომ არ მინდა!
- არა, მე მოვიგებ! ჩემგან რა გინდა?
- მაკა!- უკანასკნელად გაიბრძოლა ქეთიმ.
- შენგან რა უნდა მინდოდეს გოგო, „ქილერამ“ თუ რამე დაგიშავა კიდევ შენ გაკისრებინო? იქნებ გადაიფიქრო?
- არანაირად! მე ვენდობი ზურას! ახლავე დავურეკავ!

მაკამ ნომერი აკრიფა და ზურას, როგორც ყველა ეძახდა - „ქილერას“ დაურეკა. ზედმეტსახელი ტყუილად არ ჩნდება, ზურასაც „დამსახურებული“ ჰქონდა თავისი მრისხანე „კლიჩკა“- მკვლელობისთვის გასამართლებულს სასჯელი მოხდილი ჰქონდა, მას მერეც არ ცხოვრობდა ანგელოზის ცხოვრებით - ლოთობა, წამალი, გახმაურებული ჩხუბები და რა აღარ უკავშირდებოდა მის სახელს. ბიჭები ერიდებოდნენ, გოგოებიდან მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ხედავდნენ. მაკამ ზურა შემთხვევით გაიცნო და რამდენჯერმე ნახა. რატომღაც ამ „საშიში“ ადამიანისადმი უსაზღვრო ნდობა და მიზიდულობა იგრძნო. სიტყვა როცა მოიტანდა, ყოველთვის ცდილობდა, გაემართლებინა, თბილი სიტყვა ეთქვა მასზე. ზურაც იგივეთი პასუხობდა, ან ცუდი რა ეთქმოდა.
- ზურა, გამარჯობა, მაკა ვარ, გიგაური, როგორ ხარ?
- ვაა, მაკუნა, რა ვიცი, პა სტარამუ, შენ? რამ გაგახსენა ჩემი თავი?
- ზურა, რაღაც პრობლემა მაქვს და შენი დახმარება მჭირდება, თუ არ მოგაცდენ.
- ჩემი დახმარება? რაზეა ბაზარი მაკა, შენ მითხარი და თუ გინდა კაცს დავბრიდავ, რაშია საქმე?
- ასე ტელეფონში ვერ აგიხსნი, შეგიძლია საღამოს შემხვდე?
- ჰეჰ, რას მეუბნება ტო! არა არ შემიძლია, დედა არ გამომიშვებს! შემიძლია, კანეშნა... - გაეცინა ზურას.
- კარგი, მაშინ საღამოს რვაზე შევხვდეთ კარგი?
- კი გენაცვალე. სად?
- რუსთაველზე შევხვდეთ, ხომ იცი უბანში ვერ...
- მესმის. ოკ!... რვაზე გელოდები რუსთაველზე.
მაკამ მობილური გათიშა. ქეთი და თიკო გაშეშებულები უყურებდნენ:
- შენ მართლა გაგიჟდი, გოგო! ახლა უკან ვეღარ დაიხევ...
- არც ვაპირებ, ზურა მე თითს არ დამაკარებს!

0

2

შემოდგომა ახალი დაწყებული იყო და რვა საათამდე საკმაოდ ჩამობნელდა. მაკას მოკლე შავი კაბა ეცვა, ყავისფერი ჟაკეტი და გამვლელებს თვალს სტაცებდა თხელი სხეულით. ზურას შავი „ბეემვე“-ს კარი გამოეღო და სიგარეტს ეწეოდა. ცალ ხელში გამჭვირვალე ერთჯერადი ჭიქა ეჭირა და ნელ-ნელა სვამდა. ირგვლივ ბიჭები ჰყავდა შემოკრებილი. მაკა რომ დაინახა წინ წამოვიდა, გადაკოცნა და მანქანის კარები გაუღო.
- პრივეტ მაკა, რას შვები?
- ვარ რა. შენ?
- რა ვიცი, გოგო, ძმაკაცებთან ვსვამდი, რომ დამირეკე... რამე სერიოზულია?
- ნუ, რა ვიცი, ვისთვის როგორ, ჩემთვის კი...
- ოკ, გავიაროთ, თან ძმაკაცებს დავემშვიდობები და მერე ვიბაზროთ, ხო?
- კარგი.

ზურა მანქანიდან გადავიდა, რამდენიმე წუთი იქვე მდგარ ბიჭებს ელაპარაკა და მერე დაბრუნდა.
- ესეც ასეე. ისე, დაქალებულხარ, მაკუნ, ზაგარიც გიხდება, - გამოცდილი თვალი შეავლო სავარძელზე მიწოლილ გოგოს.
-ხოო? ზღვიდან ჩამოვედი ახლახანს. ისე, დაქალების რა მოგახსენო, მე სულ ასეთი ვარ, მაგრამ, ალბათ, „შავს“ სხვანაირად მიყურებ, - წაეკეკლუცა მაკა.
- ჰაჰა, ”შავობაზე” ნამიოკს მიკრავ, გოგო? რამეს არ დალევ? დავსხდეთ სადმე?
- აუუ, კაფეში ჯდომის თავი არ მაქვს, რა. გაბოლილი იქნება ახლა ყველაფერი. აქ ჯობია, სუფთა ჰაერზე.
- სუფთა ჰაერზე?... მაშინ ასე მოვიქცეთ, ლუდს ავიღებ, ლუდს ხომ სვამ? ზღვიდან ჩამოსული კი მიეჩევეოდი, - გაიცინა,- ხოდა წყნეთში ავიდეთ. სუფთა ჰაერიც იქნება, სასმელიც და თან შენს საქმეზეც ვილაპარაკოთ, მოსულა?
- მოსულა.

ზურა გადავიდა, იქვე მაღაზიაში რამდენიმე ბოთლი ლუდი და „სუხარიკები“ იყიდა, მაკას მიაწოდა მანქანაში. მაკამ უკანა სავარძელზე გადააწყო. ამასობაში მანქანაც დაიძრა. წყნეთამდე ხმა არ ამოუღიათ. მანქანაში მუსიკა იღვრებოდა. ქალაქი დეკორატიულ კოცონს ჰგავდა. ნელ-ნელა უკან მოიტოვეს თბილისი და ჰაერიც უფრო იოლად სასუნთქი გახდა.
- მაკუნ, ტყეში შევაყენებ მანქანას, უბრალოდ გზის პირას პატრულმა რომ გამოიაროს, პრობლემა იქნება სასმელზე. ჩემ პონტში მკიდია, მაგრამ შენ რომ ხარ... შენ ხომ არ შეგეშინდება?
- შენთან რისი უნდა შემეშინდეს, ზურა? - პირდაპირ თვალებში შეხედა მაკამ - მე შენთან ვარ.
-ხო, რა ვიცი. ისე გითხარი რა....
მანქანამ სწორი გზიდან გადაუხვია, ღრმად შევიდა ტყეში და ფარებჩამქრალი გაჩერდა.
- ვსიო, მოვედით...  ლუდი დავლიოთ, თორემ თუ გათბა, მერე მაგი ჩემმა მტერმა პატრულებმა დალიონ, - გაუცინა ზურამ და გადაწვდა უკან სავარძელს.
მაკა უხერხულად შეიშმუშნა, კაბა შეისწორა. ზურამ მიაწოდა გახსნილი ბოთლი:
- ჭიქები არ გვინდა, ხო?
- არა, ასე უფრო გემრიელია, მადლობა, - გაუღიმა გოგომ და პირდაპირ მოიყუდა ბოთლი.
- ვაა, შენ რა დერსკი ხარ, - გაეცინა ზურას - ეგრე სმა ვინ გასწვალა? შენ კაი ლოთი იქნები.
-ხოო, არა მიშავს. თან ლუდი მართლა მიყვარს. ლუდი მარილით.
-დაჟე ეგრე? ვაა, არადა უბანში რა წყნარი ტიპშა იჩითები და...
-და არ ვყოფილვარ წყნარი?
-არც ისე. დამალული „წიგრი“ ყოფილხარ. მოდი მოაჭახუნე.

ბოთლები მიჭახუნდა. ნელ-ნელა, ყლუპობით სვამდა მაკა. სასმელი მალე მოერია. თვალები გაუნათდა, ლოყები აუწითლდა, კარგ ხასიათზე დადგა. აქამდე მაინც შებოჭილად გრძნობდა თავს, ახლა თითქოს ბორკილები მოეხსნა და გალაღდა.
- აუუ, დამცხა. - ჟაკეტი გაიხადა და მხოლოდ გულამოღებულ კაბაში დარჩა. ზურას თვალები გაეპარა გულისპირისკენ. მაკამ არ შეიმჩნია.
- გოგო, ცუდი სიმთვრალე ხომ არ გაქვს, არ მაგინო ახლა, - უფრო საკუთარი ყურადღების გადასატანად კითხა ზურამ.
-არააა! პირიქით. ძალიან საყვარელი ვარ, სიმღერა, ცეკვა, სიცილი მინდება ხოლმე.
-ცეკვა? გინდა ვიცეკვოთ?
-კაი რა, რას მეკაიფები, აქ? ამ ტყეში?
-ხო, მერე რა? ფლეერი მაქვს მანქანაში, დავუწევ რომ არავინ დაგვადგეს და ვიცეკვოთ. სხვათა შორის მეხერხება. სანამ დამიჭერდნენ ჩემი ექს-ცოლი ცეკვით შევაბი.
-ახლა მე უნდა შემაბა? უკვე მთვრალის სიცილით და სითამამით კითხა მაკამ.
-შეგაბა არა ის... შენნაირ გოგოებს არ აბამენ, შენნაირ გოგოებს უფრთხილდებიან.  ჰა, ვიცეკვოთ?
- ვიცეკვოთ, მაგის!... რატომღაც დღეს გიჟობების ხასიათზე ვარ.

მანქანიდან გადავიდნენ. ზურამ წელზე ხელი მოხვია მაკას და ახლოს მიიზიდა. მაკამ გულზე მიადო თავი. მანქანიდან წყნარი მუსიკის ხმა მოდიოდა. ზურამ მაკას თმაში ჩარგო თავი და მისი თმის სურნელმა გააბრუა. მაკამ თვალები მილულა და კაცის მოძრაობის რიტმს აჰყვა. ცა იყო ვარსკვლავებით მოჭედილი.
- ზურა...
- რა იყო მაკა?
- კარგად ცეკვავ.
- ვეღარ ვცეკვავ... ადრე მართლა კარგად ვცეკვავდი.
- მერე, პრაქტიკა მოგაკლდა? - გაეცინა, - რატომ, ციხეში „ნუნუ ექიმი“ არ გყავდათ?
- ”ნუნუ ექიმების” მეტი რა იყო, ჩემო მაკა, ნაკლებად მიუწვდომელი ”ნუნუ ექიმები” იყვნენ, გადაიხდიდი - იხდიდნენ, მაგრამ... ყველა ქალთან ცეკვა არ მოგინდება კაცს.
- მართლა?
- რა, შენ გგონია, ყველა ქალი ქალაქიდან გამყავს, მერე ღამის რომანტიკას ვნებდები და ვეცეკვები? შენ, იმენა, ბავშვი ხარ, მაკა და ვერც ხვდები რა კარგი გოგო ხარ, შენ იმ ქალების კატეგორიას ეკუთვნი, ყველა რომ ოცნებობს და ცოტა რომ პოულობს.
- კარგი, რა...
- დამიჯერე. მე უკეთ ვერკვევი. და სხვა შენს ადგილას აქედან შენნაირად არ წავიდოდა. გგონია, ვერ ვხვდები, რომ არანაირი საქმე არ გაქვს? მაქსიმუმ დროის განსხვავებულად გატარება გადაწყვიტე. სულელ გოგოებს ჩემისთანა ტიპები მაგარი როჟები გგონიათ. არადა, გითხრა სიმართლე? ჩემნაირ ყველა ტიპს ”კრუგში” ჩავაყენებდი და დავხვრეტდი, რომ შემეძლოს! ქურდების და ნარკომანების ატანა არ მაქვს...
- მერე, შენ რომ...
-მეც რომ ნარკომანი ვარ? ხო, ვარ, რა... ალაგ-ალაგ ვიჩხირავ. ისეთი გადამკვდარიც აღარ ვარ. შენ რა იცი, მე რა გადავიტანე? თავს არავის ვაცოდებ, რაც ციხეში ხდებოდა, დავიმსახურე, მაგრამ ოჯახში? რომ მახსენდება ან უნდა თავი მოვიკლა ან დავივიწყო. მე სხვანაირად ვერ ვივიწყებ, მაკა.
-ოჯახში რაღა ხდებოდა, ზურა?
-ეეჰ! მეტი რაღა უნდა მომხდარიყო, ჩემი ცოლი ნერვიულობას გადაჰყვა. შვილი, ავად გახდა  და უპატრონობის გამო სანამ მე გამოვედი ციხიდან, დაინვალიდდა. მე კიდევ მაგის მოვლის თავი არ მაქვს, გესმის??? ვერ ვუყურებ, როგორ დავუნგრიე ცხოვრება საკუთარ შვილს ერთი ახვარის გამო, რომლის სიკვდილმა მეც მომკლა, თურმე... ახლაც ვერ ვიტან იმისთანა ნაბიჭვრებს!

მუსიკა არ ჩერდებოდა, ზურა და მაკაც ისევ ჩახუტებულები ცეკვავდნენ .
- მე ამდენი არ ვიცოდი შენზე.
- და ვინ იცის რო? მე „ქილერა“ ვარ და მორჩა. ჩემზე თუ ჭორაობენ, - ცუდს. ასე ჯობია. არავის შეცოდება მე არ მჭირდება.
- მე რატომ მომიყევი?
- შენ?...შენ სუფთა ხარ მაკუნ. სუფთა და გულწრფელი გოგო ხარ. წეღანაც ისე მომანათე თვალები, რომ გკითხე ხომ არ გეშინია-თქო, კინაღამ ცუდად გავხდი. მართლა. პატივს ყოველთვის გცემდი მაგრამ...  იმ გამოხედვაში ნდობაც იყო, სიმამაცეც, სისუფთავეც და... ცოტა სიყვარულიც. თითქოს მთხოვე, მე შენი მჯერა და ნუ გადამარწმუნებო. ხოდა არ გადაგარწმუნებ! შენი სიახლოვე ახლა თავგზას მირევს, შენი სურნელი მიზიდავს, მაგრამ ვერ მოგეკარები, ჩვენს შორის უფსკრულია... ვიცი, რომ გაკოცო ახლა, არ გაბრაზდები,  მაგრამ მაინც ვერ გაკოცებ.
- მართალი ხარ, არ გავბრაზდები. შენ... შენ სულ სხვა ხარ, ვიდრე ეს სხვებს ჰგონიათ. ზურა. მე არ მინდა, შენზე ცუდად ფიქრობდნენ.
-სულ ტყუილად. მზე ამოვა და შენი კონკიას ზღაპარიც დამთავრდება, პრინცესა. შენი პრინცი ისევ გომბეშოდ იქცევა და მერე მისი ტყავი შეგზიზღდება. მე ყველასთვის ის ვარ, რაც ვარ. შენთვისაც ჩვეულებრივ „ქილერად“ ვიქცევი ხვალიდან. აღარ მინდა, რომ ექსპერიმენტები ატარო. გარანტია არ მაქვს, რომ კიდევ შევიკავებ თავს. დაჯექი, წავიდეთ.
- წავიდეთ...

მანქანა დიდი სისწრაფით მოწყდა ადგილიდან. ზურა თითქოს საკუთარ თავს გაურბოდა იმ ადგილიდან, სადაც მარტო იყვნენ ის, მაკა და მათი სურვილები. მაკას ააკანკალა, უფრო ნერვიული დაძაბულობისგან, ვიდრე სიცივისგან და მჭიდროდ შემოიხვია ჟაკეტი.
-სახლამდე არ მიგიყვან, ცოტა მოშორებით გაგიჩერებ, არ მინდა ჩემ გამო იჭორაონ. შენ კარგი გოგო ხარ და სახელი არ უნდა გაგიფუჭდეს.
- არა, სახლში არ მინდა, თიკოსთან მივდივარ, ჩემს დაქალთან.
- თიკო რომელია, ქერათმიანი? ვიცი, სადაც ცხოვრობს. ისე მე თუ დამიჯერებ, მოეშვი მაგ გოგოს, კარგი სულის არ არის.
- დაქალია რა...
- როგორც გინდა. მე გაგაფრთხილე. აჰა, მოვედით კიდეც.
მაკამ ჩანთა აიღო. უკანასკნელად გახედა ზურას.
- დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
- ნუ სულელობ, მაკა. პირიქით....
- ზურა...
- რა?
- მოიწიე ახლოს....
ზურა ოდნავ გადმოიხარა გოგოსკენ. მაკამ საფეთქელთან ხანგრძლივად, დაგემოვნებით აკოცა და მანქანიდან გადმოვიდა. უკან მოუხედავად შეირბინა სადარბაზოში. თიკო მესამე სართულზე ცხოვრობდა. ზარი დარეკა და ტირილი წასკდა.
- რა დაგემართა მაკა? დაგიშავა რამე იმ ცხოველმა? - შეშინებულები შემოეხვიენ გოგოები.
- არა... ნიძლავი მოვიგე... მაგრამ... მას კარგი გოგო ვგონივარ, მე კი ის გამოვიყენე... ამოიქვითინა მაკამ და დივანზე მიწვა. მხრები უცახცახებდა, თვალებიდან ნიაღვარივით გადმოსდიოდა ცრემლები. თიკო და ქეთი ჩაეხუტნენ, მოეფერნენ.

არავის გადაუხედავს, თორემ დაინახავდნენ, ფანჯრის ქვეშ დიდხანს იდგა „ქილერას“ მანქანა. ზურას მანქანის კარი ღია ქონდა, თიკოს ფანჯარას უყურებდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა.

0

3

იქიდან ავიღებ მალე და აქ იდოს :)

0

4

cqnafa84 написал(а):

იქიდან ავიღებ მალე და აქ იდოს

ვთქვა თუ მიხვდები ახლა ჰა:) :rofl:

0

5

რა უნდა თქვა?  :huh:

0

6

ცქნაფა მე ეს ძალიან მომეწონა,იცი რა ერთი ამოსუნთავით წავიკითხე? :love:

0

7

ჩემი აზრი იცი ამაზე.  :flirt:

0

8

გაიხარეთ :)

0

9

კარგათ წერ მეთქი, გითხარი არაა?...

0

10

ეს ლიტ-ზე წავიკითხე.ფაქიზად ,სულში ჩამწვდომადაა დაწერილი.
ნეტა ბევრ "შავს"ჰქონდეს ასეთი სული..

0

11

იყვნენ ეგეთებიც ერთ დროს :)
ეგ ბიჭი 10 წლით დიდია ჩემზე :)
ჩემს თაობაში უკვე აღარ არიან ასეთი ტიპები :(

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » პროზა » ნიძლავი