პოლტერგეისტი

»нформаци€ о пользователе

ѕривет, √ость! ¬ойдите или зарегистрируйтесь.


¬ы здесь » პოლტერგეისტი » დრონი მე » ვაჟა ფშაველა


ვაჟა ფშაველა

—ообщений 1 страница 3 из 3

1

ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 14 ივლისი, 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი ― გ. 17 ივლისი, 1915, თბილისი), ქართველი პოეტი.

0

2

ბიოგრაფია

8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 Ч თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.

ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები.

0

3

შემოქმედება

ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია Дწერილი ხევსურეთიდანУ 1879 დაიბეჭდა (ДდროებაУ, є 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა Дფეოდალის აღზრდაУ Ч 1880 (ДივერიაУ, є 4), პირველი ლექსი ДმეომარიУ Ч 1881 (ДიმედიУ, є 3-4), პირველი მოთხრობა Дსურათი ფშავლის ცხოვრებიდანУ Ч 1881 (ДდროებაУ, є 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების Дიდუმალი ენისУ წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, Дუთვალავ ფერთაУ მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა ДმიწისაУ და ДცისУ Ч რეალისტურისა და რომანტიკულის Ч ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში Дმთას ვიყავУ (1890); Дსიტყვა ეულიУ, Дნუგეში მგოსნისაУ (1894); ДსიმღერაУ (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში ДფიქრებიУ (1891), ДPro domo suaУ (1896), Ђფიქრები ДვეფხისტყაოსნისУ შესახებї (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში Дგმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებითУ (1889), Дკრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასიУ (1914) და სხვები.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია (ДმუდარაУ, 1889; Дდამსეტყვე, ცაოУ, 1903; Дსიცოცხლემ შხამი მასმიაУ, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც (Дგამამერია ჭაღარაУ, 1894; Дმთათ მითხრესУ, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა Ч დამონებული ხალხის შვილი Ч მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე (Дომის წინ ჯარის სიმღერაУ, 1888; Дხმა სამარიდამУ, 1893; ДბაკურიУ, 1899; ДქართლსУ, 1912; ДკახეთსУ, 1913; Дფშაველი ჯარისკაცის წერილიУ, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს (ДამირანიУ, 1884; ДარწივიУ, 1887; Дკიდევაც ვნახავ გაზაფხულსУ, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, Дკაი ყმისУ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში (Дკაი ყმაУ, 1909; Дპასუხი ბაჩანასУ, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის (Дფშავლის სიყვარულიУ, 1886; ДსიყვარულიУ, 1891; Дგამოღმით მე ვარ, გაღმა შენУ, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე (Дნიბლიას ანდერძიУ, 1891; Дიას უთხარით, ტურფასაУ, 1903).

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება Ч ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური [პოემები Дმოხუცის ნათქვამიУ, ДგიგლიაУ (1886), Дგოგოთურ და აფშინაУ (1887), Дალუდა ქეთელაურიУ (1888), ДბახტრიონიУ (1892), Дსტუმარ-მასპინძელიУ (1893), Дივანე კოტორაშვილის ამბავიУ (1896), Дსისხლის ძიებაУ (1897), Дგველის მჭამელიУ (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური Ч Дსტუმარ-მასპინძელიУ, ალუდა Ч Дალუდა ქუთელაურიУ). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები (ДბახტრიონიУ). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს Дგველის მჭამელიУ. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. ДბახტრიონისაУ და Дგველის მჭამელისУ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი Дვაჟა-ფშაველასУ, 1913 და ვაჟა-ფშაველას Дდაგვიანებული პასუხი აკაკისУ, 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები (Дპატარა მწყემსის ფიქრებიУ, ДდარეჯანიУ, 1886; Дპაპას მსოფლიო ფიქრებიУ, 1903; Дუძმოს-ძმაУ, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები Дშვლის ნუკრის ნაამბობიУ (1883), Дხმელი წიფელიУ (1888Ч1889), ДქუჩიУ (1892), Дმთიანი მაღალიУ (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან (Дსცენა მთაშიУ, ДსცენებიУ, 1889; Дტყის კომედიაУ, 1911; ДნაკვესებიУ, 1886Ч1908) აღსანიშნავია დრამა ДმოკვეთილიУ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.

ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები ДფშავლებიУ, Дფშავლების ცხოვრებიდანУ, ДხევსურებიУ (1886), ДლაშქრობაУ (1888), Дფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებითУ (1889), Дძველი და ახალი ფშავლების პოეზიაУ (1896) და სხვები. ДცივილიზებულУ სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები ДფიქრებიУ, 1892, 1901, 1902; Дრამე-რუმე მთისაУ, 1892; Дთიანური ფელეტონებიУ, 1901, 1902; Дკოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმიУ, 1905; Дშავბნელი ამბებიУ, 1905).

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; ДთხზულებანიУ, 1899; ДცრემლებიУ, 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.

0


¬ы здесь » პოლტერგეისტი » დრონი მე » ვაჟა ფშაველა