პოლტერგეისტი

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » ფრინველის გრიპი


ფრინველის გრიპი

Сообщений 1 страница 5 из 5

1

ფრინველის გრიპი

0

2

ფრინველის გრიპი და მისი თავიდან აცილების ღონისძიებები 
ფრინველის გრიპი არის A ტიპის ვირუსით გამოწვეული ფრინველის ინფექციური დაავადებაა. მსგავსი ინფექცია პირველად იდენტიფიცირებული იქნა იტალიაში დაახლოებით ასი წლის უკან. 1983-84 წლებში აშშ-ში დაფიქსირდა ფრინველის გრიპის შემთხვევები, ოღონდ დაბალი სიკვდილობით, შემდგომი 6 თვის განმავლობაში ვირუსმა შეიძინა მაღალი პათოგენობა 90%-იანი ლეტალობით და 17 მილიონზე მეტი ფრინველი გაანადგურა. ვირუსის H5N1-ის მაღალ პათოგენური შტამი 1997 წელს გამოჩნდა ჰონგ-კონგში, რომელმაც 18 ადამიანი დააავადა (მათგან 6 გარდაიცვალა)
"ფრინველის გრიპის" ეპიზოოტია დაფიქსირდა რუსეთში: ნოვოსიბირსკის, ომსკის ოლქებში და ალტაის მხარეში. სავარაუდოა, რომ ფრინველებისათვის მაღალპათოგენური გრიპის ვირუსი გადამფრენი ფრინველის მიერ იქნა შეტანილი ჩინეთიდან.
ადამიანის დაავადების შემთხვევები ფრინველის (H5N1) გრიპის ვირუსით 2004-2005 წლებში აღწერილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ძირითადად ვიეტნამსა და ტაილანდში. ფრინველთა შორის ინფექციის გავრცელებას ადგილი აქვს კორაში, ვიეტნამში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდსა და კამბოჯაში. მილიონობით ფრთა ფრინველი განადგურდა დაავადების გამო. გამომწვევი აღმოჩენილი იქნა აგრეთვე თურქეთში (შინაურ ფრინველებში), რუმინეთში, საბერძნეთსა და ბულგარეთში.
მკვეთრად გაიზარდა ფრინველთა გრიპის გამომწვევი ვირუსის ცირკულაცია, რამაც სხვადასხვა ქვეყნებში გამოიწვია ეპიზოოტია შინაურ და გადამფრენ ფრინველებში. არის დაავადების შემთხვევები ადამიანებში, რაც ხასიათდება მძიმე კლინიკური მიმდინარეობით და მაღალი ლეტალობით. არსებობს რეალური საფრთხე ვირუსის შემოტანის და გავრცელებისა საქართველოში.
ქვეყნებში სადაც რეგისტრირებულია დაავადების აფეთქება შინაურ ფრინველებში, რეკომენდებულია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს იმ პირებზე, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ ფრინველთან და აღენიშნებათ რესპირატორული დაავადების ნიშნები.
ამჟამად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო) არ გააჩნია მტკიცებულება ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ.
აღნიშნული ვირუსით ადამიანთა დაავადების მიზეზია ცოცხალ, დაავადებულ ფრინველთან მჭიდრო კონტაქტი ან თერმულად დაუმუშავებელი ფრინველის ხორცის საკვებად მიღება. სათანადოდ დამუშავებული ხორცი (როგორც გაყინული ასევე მოთუშული) და კვერცხი არ წარმოადგენს რისკს საზოგადოების ჯანმრთელობისათვის.
2003 წლის ბოლოდან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გავრცელდა ფრინველის გრიპის  ვირუსი A(H5N1), რომელიც ძლიერ პათოგენური აღმოჩნდა შინაური ფრინველისათვის, მაგალითად ქათმის დაცემას იწვევს 24 საათში.
აღნიშნული ვირუსით ადამიანების დაავადების 120-მდე შემთხვევა დაფიქსირებულია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის 4 ქვეყანაში, ძირითადად ვიეტნამსა და ტაილანდში. მათგან ნახევარი ლეტალურად დამთავრდა, ჯერ-ჯერობით ვირუსი ადამიანს საკმაოდ იშვიათად გადაედება.
ჯანმოს ექსპერტების შეფასებით, თუ ვირუსი შეიძენს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის თვისებას, მსოფლიო გრიპის ახალი პანდემიის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.

ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია:

·         ვირუსი ბუნებაში ძირითადად გამოიყოფა დაავადებული ფრინველის ექსკრემენტებით. ახალდახოცილ ფრინველებთან საჭიროა დაცული იქნას ჰიგიენური წესები.

·         არ უნდა მოხდეს სხეულის დაუცველი ადგილების დაბინძურება ფრინველის სისხლით, ლორწოთი და ექსკრემენტით. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირბადეების და რეზინის ხელთათმანების ხმარება. ნანადირევის დამუშავების დროს აკრძალულია მოწევა, საკვების და სასმელების მიღება

·         ყურადღება უნდა მიექცეს ნანადირევის ლორწოვანზე და შინაგან ორგანოებზე სისხლჩაქცევების არსებობას. ეს პირდაპირ მიუთითებს დაავადებაზე. დამუშავების შემდეგ ხელები საფუძვლიანად უდნა იქნეს დაბანილი საპნით.

·         კატეგორიულად იკრძალება თოლიებისა და სხვა გარეული ფრინველების კვერცხების შეგროვება და საკვებად გამოყენება.

·         თუ მონადირეს გარეულ ფრინველზე ნადირობის შემდეგ გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები გამოიძახეთ ექიმი, აუხსენით დაწვრილებით სად და როგორი კონტაქტი ჰქონდა გარეულ ფრინველებთან.

ადამიანთა ამ ვირუსით დაავადების მიზეზია ცოცხალ, დაავადებულ შინაურ ფრინველთან მჭიდრო კონტაქტი ანტისანიტარიულ პირობებში ან თერმულად დაუმუშავებელი ფრინველის საკვებად მიღება. დაავადებულ ფრინველთან კონტაქტში მყოფ ყველა პირისათვის აუცილებელია ხელის ხშირად დაბანა, ხოლო დამხარისხებელთა და გადამზიდველთათვის, მანიპულაციების დამთავრების შემდეგ, ხელის დამუშავება დეზინფექტანტით;

·         გარემოს/სამუშაო ტერიტორიის დასუფთავებისას უნდა ვიხმაროთ ზემოთ ჩამოთვლილი დაცვის ინდივიდუალური საშუალებები;

·         ყველა პირი, რომელიც კონტაქტში იყო, ან მუშაობს ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით საეჭვო ფერმაში, ექვემდებარება სამედიცინო მეთვალყურეობას. ;

გადამფრენი ფრინველების მიერ ინფექციის შემოტანის და გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს შინაური ფრინველის კონტაქტი იმ წყალსატევებთან, სადაც გარეული ფრინველები იმყოფებიან.

·         ფერმაში მომუშავე პერსონალი აღჭურვილი იყოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: დამცავი ტანსაცმელი, უმჯობესია კომბინიზონი და წყალგაუმტარი წინსაფარი, ან ქირურგიული ხალათი გრძელი სახელოებით; ერთჯერადი ხელთათმანები; ნიღაბი: მინიმალური მოთხოვნაა კარგად მორგებული ქირურგიული ნიღაბი; სათვალეები; ჩექმები, ან ფეხსაცმლის დამცავი ბახილები, რომლებიც ექვემდებარება დეზინფექციას;

·         ყველა მეფრინველეობის ფაბრიკაში, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, შემოღებული უნდა იყოს დახურული რეჟიმი და მოხდეს დაკვირვება ფრინველების მდგომარეობაზე;

·         დამატებით უნდა განხორციელდეს მონიტორინგი ფერმის თანამშრომელთა ოჯახის წევრებზე, რომელთაც აღენიშნებათ გარკვეული სახის პათოლოგიური ცვლილებები (რესპირატორული მოვლენები, გრიპის მსგავსი სინდრომი, ან თვალის ინფექცია). ინფიცირებულ ფრინველთან სამუშაოდ არ დაიშვებიან გრიპით დაავადების მაღალი რისკის მქონე პირები (იმუნოდეფიციტი, 60 წელზე მეტი ასაკი, გულის ან ფილტვების ქრონიკული დაავადება);

·         საჭიროა მკაცრი ვეტერინარიული და სანიტარიული კონტროლის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. უნდა მოხდეს დასახლებულ პუნქტებში შინაური ფრინველებისა და აგრეთვე გარეულ ფრინველების მდგომარეობაზე დაკვირვება. ფრინველის გრიპის შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა გატარდეს სათანადო კომპლექსური ხასიათის პროფილაქტიკური ღონისძიებები შესაბამისი სამსახურების მეშვეობით.

გრიპის ვირუსი ადვილად ნადგურდება გაცხელების დროს. მეტად მნიშვნელოვანია ავადმყოფ ფრინველთა დამუშავების დროს ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც გულისხმობს ხელის დაბანას, ნიღაბის გამოყენებას და პროდუქტის გაცხელებას (700C-ზე), ასე რომ თერმულად დამუშავებული ფრინველის ხორცი საშიშროებას აღარ წარმოადგენს ადამიანისათვის.
ფრინველის გრიპის გავრცელების საშიშროება იზრდება მას შემდეგ რაც შემოდგომით გადამფრენი ფრინველები დაიწყებენ ფრენას ციმბირის ჩრდილოეთიდან კასპიის და შავი ზღვის მიმართულებით.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს მიმოფრენის ორი უმთავრესი გზა. პირველი და ყველაზე დიდი გზა შავი ზღვის სანაპირო საჰაერო გზაა, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით და პირუკუ მიემართება. ამ გზით მიფრინავს ფრინველთა სხვადასხვა სახეობის უდიდესი რაოდენობა. ესენი არიან როგორც წყალში მოცურავენი, ისე სხვა ფრინველები: რუხი ბატი, ტყის ქათამი, მწყერი, ყველა სახის ყანჩა, და სხვა ფრინველები.
მეორე საჰაერო გზა მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, იგი იწყება ქალაქ ვლადიკავკაზის მხრიდან მდინარე თერგის დინების გასწვრივ, გადადის ჯვრისა და გუდაურის უღელტეხილებზე, მიემართება თეთრი და შავი არაგვით, ჩადის მდინარე მტკვარზე და მიჰყვება ამ მდინარის დინებას სამხრეთ-აღმოსავლეთით.
შემოდგომის სეზონისათვის დაავადების გავრცელების რისკი დაკავშირებულია სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მობინადრე ფრინველების გადაფრენის მარშრუტზე. ძირითად ინტერესს ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით წარმოადგენენ გარეული ბატები და იხვები. მაღალი რისკის ზონებად განიხილება ის წყალსატევები (პალიასტომი, სამცხე-ჯავახეთის ტბები, ჯანდარის ტბა) რომლებსაც აღნიშნული ფრინველები გამოიყენებენ დასვენებისათვის.
გარდა დასახელებული გზებისა, საქართველოს ფარგლებში კავკასიონის ქედის უღელტეხილებთან რამდენიმე ადგილას არსებობს გადაფრენის მეორეხარისხოვანი გზებიც. ეს უღელტეხილებია: სანჭა, გრიზბა, ქლუხორი, ბალყარეთიდან სვანეთში გადმოსავლელი "ტვიბერი" და "მესტია".
საქართველოში სავათებისა და სარსარაკების შემოფრენა მეზობელ აზერბაიჯანიდან უმთავრესად ხდება დაბა ლაგოდეხთან, შირაქის ტრამალებზე, გარეჯის უდაბნოში და გარე კახეთის სხვა ნახევრადუდაბნო ადგილებში.
დაავადების დასაწყისში ფრინველში წყდება კვერცხის დება, ფრინველი დგას ჩამოშვებული თავით და დახუჭული თვალებით, ნისკარტიდან აღენიშნება შესქელებული ლორწოს დენა. ცხვირის ნაპრალები ამოვსებულია ანთებითი ექსუდატით, სუნთქვა გახშირებულია, ტემპერატურა 44 გრადუსამდე მატულობს. დაავადების მწვავე ფორმისას აღინიშნება აგრეთვე დიარეა, განავალი თხიერი მოყავისფრო-მწვანე შეფერილობისაა, სიკვდილის წინ შეიძლება აღინიშნოს კრუნჩხვები.
ფრინველის გრიპის საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ადგილობრივ ვეტერინარულ და საზოგადობრივი ჯანდაცვის სამსახურებს და მიაწოდეთ სრული ინფორმაცია შემთხვევის შესახებ.
დაიცავით პროფილაქტიკური ღონისძიებები და დაცული იქნებით ფრინველის გრიპით დაავადებისაგან.






საზოგადოებრივი ჯანდაცვის
დეპარტამენტი

0

3

ფრინველის გრიპი [Avian influenza A (H5N1)]

 

ფრინველის გრიპი არის A ტიპის ვირუსით გამოწვეული ფრინველის ინფექციური დაავადება. მსგავსი ინფექცია პირველად იდენტიფიცირებული იქნა იტალიაში დაახლოებით ასი წლის უკან. 1983-84 წლებში აშშ-ში დაფიქსირდა ფრინველის გრიპის შემთხვევები, ოღონდ დაბალი სიკვდილობით, შემდგომი 6 თვის განმავლობაში ვირუსმა შეიძინა მაღალი პათოგენობა 90%-იანი ლეტალობით და 17 მილიონზე მეტი ფრინველი გაანადგურა. ვირუსის H5N1-ის მაღალ პათოგენური შტამი 1997 წელს გამოჩნდა ჰონგ-კონგში, რომელმაც 18 ადამიანი დააავადა (მათგან 6 გარდაიცვალა)
"ფრინველის გრიპის" ეპიზოოტია დაფიქსირდა რუსეთში: ნოვოსიბირსკის, ომსკის ოლქებში და ალტაის მხარეში. სავარაუდოა, რომ ფრინველებისათვის მაღალპათოგენური გრიპის ვირუსი გადამფრენი ფრინველის მიერ იქნა შეტანილი ჩინეთიდან.
ადამიანის დაავადების შემთხვევები ფრინველის (H5N1) გრიპის ვირუსით 2004-2005 წლებში აღწერილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ძირითადად ვიეტნამსა და ტაილანდში. ფრინველთა შორის ინფექციის გავრცელებას ადგილი აქვს კორაში, ვიეტნამში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდსა და კამბოჯაში. მილიონობით ფრთა ფრინველი განადგურდა დაავადების გამო. გამომწვევი აღმოჩენილი იქნა აგრეთვე თურქეთში (შინაურ ფრინველებში), რუმინეთში, საბერძნეთსა და ბულგარეთში.
მკვეთრად გაიზარდა ფრინველთა გრიპის გამომწვევი ვირუსის ცირკულაცია, რამაც სხვადასხვა ქვეყნებში გამოიწვია ეპიზოოტია შინაურ და გადამფრენ ფრინველებში. არის დაავადების შემთხვევები ადამიანებში, რაც ხასიათდება მძიმე კლინიკური მიმდინარეობით და მაღალი ლეტალობით. არსებობს რეალური საფრთხე ვირუსის შემოტანის და გავრცელებისა საქართველოში.
ქვეყნებში სადაც რეგისტრირებულია დაავადების აფეთქება შინაურ ფრინველებში, რეკომენდებულია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს იმ პირებზე, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ ფრინველთან და აღენიშნებათ რესპირატორული დაავადების ნიშნები.
ამჟამად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო) არ გააჩნია მტკიცებულება ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ.
აღნიშნული ვირუსით ადამიანთა დაავადების მიზეზია ცოცხალ, დაავადებულ ფრინველთან მჭიდრო კონტაქტი ან თერმულად დაუმუშავებელი ფრინველის ხორცის საკვებად მიღება. სათანადოდ დამუშავებული ხორცი (როგორც გაყინული ასევე მოთუშული) და კვერცხი არ წარმოადგენს რისკს საზოგადოების ჯანმრთელობისათვის.
2003 წლის ბოლოდან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გავრცელდა ფრინველის გრიპის  ვირუსი A(H5N1), რომელიც ძლიერ პათოგენური აღმოჩნდა შინაური ფრინველისათვის, მაგალითად ქათმის დაცემას იწვევს 24 საათში.
აღნიშნული ვირუსით ადამიანების დაავადების 120-მდე შემთხვევა დაფიქსირებულია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის 4 ქვეყანაში, ძირითადად ვიეტნამსა და ტაილანდში. მათგან ნახევარი ლეტალურად დამთავრდა, ჯერ-ჯერობით ვირუსი ადამიანს საკმაოდ იშვიათად გადაედება.
ჯანმოს ექსპერტების შეფასებით, თუ ვირუსი შეიძენს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის თვისებას, მსოფლიო გრიპის ახალი პანდემიის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.

 

ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია:

ფერმაში მომუშავე პერსონალი აღჭურვილი იყოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: დამცავი ტანსაცმელი, უმჯობესია კომბინიზონი და წყალგაუმტარი წინსაფარი, ან ქირურგიული ხალათი გრძელი სახელოებით; ერთჯერადი ხელთათმანები; ნიღაბი: მინიმალური მოთხოვნაა კარგად მორგებული ქირურგიული ნიღაბი; სათვალეები; ჩექმები, ან ფეხსაცმლის დამცავი ბახილები, რომლებიც ექვემდებარება დეზინფექციას;
ყველა მეფრინველეობის ფაბრიკაში, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, შემოღებული უნდა იყოს დახურული რეჟიმი და მოხდეს დაკვირვება ფრინველების მდგომარეობაზე;
დამატებით უნდა განხორციელდეს მონიტორინგი ფერმის თანამშრომელთა ოჯახის წევრებზე, რომელთაც აღენიშნებათ გარკვეული სახის პათოლოგიური ცვლილებები (რესპირატორული მოვლენები, გრიპის მსგავსი სინდრომი, ან თვალის ინფექცია). ინფიცირებულ ფრინველთან სამუშაოდ არ დაიშვებიან გრიპით დაავადების მაღალი რისკის მქონე პირები (იმუნოდეფიციტი, 60 წელზე მეტი ასაკი, გულის ან ფილტვების ქრონიკული დაავადება);
საჭიროა მკაცრი ვეტერინარიული და სანიტარიული კონტროლის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. უნდა მოხდეს დასახლებულ პუნქტებში შინაური ფრინველებისა და აგრეთვე გარეულ ფრინველების მდგომარეობაზე დაკვირვება. ფრინველის გრიპის შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა გატარდეს სათანადო კომპლექსური ხასიათის პროფილაქტიკური ღონისძიებები შესაბამისი სამსახურების მეშვეობით.
 

ფრინველის გრიპი და მისი თავიდან აცილების ღონისძიებები

 

ფრინველის გრიპი არის ვირუსით გამოწვეული ფრინველის ინფექციური დაავადება , რომელიც მაღალი სიკვდილობით ხასიათდება . " ფრინველის გრიპის " ეპიზოოტია დაფიქსირდა რუსეთში და ყაზახეთშიც . სავარაუდოა , რომ ფრინველებისათვის მაღალპათოგენური გრიპის ვირუსი გადამფრენი ფრინველის მიერ იქნა შეტანილი ჩინეთიდან .
ამ დაავადებით ადამიანის დაავადების შემთხვევები 2004-2005 წლებში აღწერილია სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში , ძირითადად ვიეტნამსა და ტაილანდში . ფრინველთა შორის ინფექციის გავრცელებას ადგილი აქვს კორეაში , ვიეტნამში , ჩინეთში , იაპონიაში , ტაილანდსა და კამბოჯაში . მილიონობით ფრთა ფრინველი განადგურდა დაავადების გამო . გამომწვევი აღმოჩენილი იქნა აგრეთვე თურქეთში ( შინაურ ფრინველებში ) და რუმინეთში .
მკვეთრად გაიზარდა ფრინველთა გრიპის გამომწვევი ვირუსის ცირკულაცია , რამაც სხვადასხვა ქვეყნებში გამოიწვია ეპიზოოტია შინაურ და გადამფრენ ფრინველებში . არის დაავადების შემთხვევები ადამიანებში , რაც ხასიათდება მძიმე კლინიკური მიმდინარეობით და მაღალი სიკვდილიანობით .
ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა განხორციელდეს შემდეგი პროფილაქტიკური ღონისძიებები :

ვირუსი ბუნებაში ძირითადად გამოიყოფა დაავადებული ფრინველის ექსკრემენტებით . ახალდახოცილ ფრინველებთან საჭიროა დაცული იქნას ჰიგიენური წესები .
არ უნდა მოხდეს სხეულის დაუცველი ადგილების დაბინძურება ფრინველის სისხლით , ლორწოთი და ექსკრემენტით . ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირბადეების და რეზინის ხელთათმანების ხმარება . ნანადირევის დამუშავების დროს აკრძალულია მოწევა , საკვების და სასმელების მიღება
ყურადღება უნდა მიექცეს ნანადირევის ლორწოვანზე და შინაგან ორგანოებზე სისხლჩაქცევების არსებობას . ეს პირდაპირ მიუთითებს დაავადებაზე . დამუშავების შემდეგ ხელები საფუძვლიანად უდნა იქნეს დაბანილი საპნით .
კატეგორიულად იკრძალება თოლიებისა და სხვა გარეული ფრინველების კვერცხების შეგროვება და საკვებად გამოყენება .
თუ მონადირეს გარეულ ფრინველზე ნადირობის შემდეგ გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები გამოიძახეთ ექიმი , აუხსენით დაწვრილებით სად და როგორი კონტაქტი ჰქონდა გარეულ ფრინველებთან .
ადამიანთა ამ ვირუსით დაავადების მიზეზია ცოცხალ , დაავადებულ შინაურ ფრინველთან მჭიდრო კონტაქტი ანტისანიტარიულ პირობებში ან თერმულად დაუმუშავებელი ფრინველის საკვებად მიღება . დაავადებულ ფრინველთან კონტაქტში მყოფ ყველა პირისათვის აუცილებელია ხელის ხშირად დაბანა , ხოლო დამხარისხებელთა და გადამზიდველთათვის , მანიპულაციების დამთავრების შემდეგ , ხელის დამუშავება დეზინფექტანტით ;

გარემოს / სამუშაო ტერიტორიის დასუფთავებისას უნდა ვიხმაროთ ზემოთ ჩამოთვლილი დაცვის ინდივიდუალური საშუალებები ;
ყველა პირი , რომელიც კონტაქტში იყო , ან მუშაობს ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით საეჭვო ფერმაში , ექვემდებარება სამედიცინო მეთვალყურეობას . ;
გადამფრენი ფრინველების მიერ ინფექციის შემოტანის და გავრცელების რისკის შემცირების მიზნით , ადგილობრივმა მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს შინაური ფრინველის კონტაქტი იმ წყალსატევებთან , სადაც გარეული ფრინველები იმყოფებიან .
გრიპის ვირუსი ადვილად ნადგურდება გაცხელების დროს . მეტად მნიშვნელოვანია ავადმყოფ ფრინველთა დამუშავების დროს ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვა , რომელიც გულისხმობს ხელის დაბანას , ნიღაბის გამოყენებას და პროდუქტის გაცხელებას (700C- ზე ), ასე რომ თერმულად დამუშავებული ფრინველის ხორცი საშიშროებას აღარ წარმოადგენს ადამიანისათვის .
ფრინველის გრიპის გავრცელების საშიშროება იზრდება მას შემდეგ რაც შემოდგომით გადამფრენი ფრინველები დაიწყებენ ფრენას ციმბირის ჩრდილოეთიდან კასპიის და შავი ზღვის მიმართულებით .
საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს მიმოფრენის ორი უმთავრესი გზა . პირველი და ყველაზე დიდი გზა შავი ზღვის სანაპირო საჰაერო გზაა , რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით და პირუკუ მიემართება . ამ გზით მიფრინავს ფრინველთა სხვადასხვა სახეობის უდიდესი რაოდენობა . ესენი არიან როგორც წყალში მოცურავენი , ისე სხვა ფრინველები : რუხი ბატი , ტყის ქათამი , მწყერი , ყველა სახის ყანჩა , და სხვა ფრინველები .
მეორე საჰაერო გზა მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე , იგი იწყება ქალაქ ვლადიკავკაზის მხრიდან მდინარე თერგის დინების გასწვრივ , გადადის ჯვრისა და გუდაურის უღელტეხილებზე , მიემართება თეთრი და შავი არაგვით , ჩადის მდინარე მტკვარზე და მიჰყვება ამ მდინარის დინებას სამხრეთ - აღმოსავლეთით .
შემოდგომის სეზონისათვის დაავადების გავრცელების რისკი დაკავშირებულია სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მობინადრე ფრინველების გადაფრენის მარშრუტზე . ძირითად ინტერესს ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით წარმოადგენენ გარეული ბატები და იხვები . მაღალი რისკის ზონებად განიხილება ის წყალსატევები ( პალიასტომი , სამცხე - ჯავახეთის ტბები , ჯანდარის ტბა ) რომლებსაც აღნიშნული ფრინველები გამოიყენებენ დასვენებისათვის .
გარდა დასახელებული გზებისა , საქართველოს ფარგლებში კავკასიონის ქედის უღელტეხილებთან რამდენიმე ადგილას არსებობს გადაფრენის მეორეხარისხოვანი გზებიც . ეს უღელტეხილებია : სანჭა , გრიზბა , ქლუხორი , ბალყარეთიდან სვანეთში გადმოსავლელი " ტვიბერი " და " მესტია ".
საქართველოში სავათებისა და სარსარაკების შემოფრენა მეზობელ აზერბაიჯანიდან უმთავრესად ხდება დაბა ლაგოდეხთან , შირაქის ტრამალებზე , გარეჯის უდაბნოში და გარე კახეთის სხვა ნახევრადუდაბნო ადგილებში .
დაავადების დასაწყისში ფრინველში წყდება კვერცხის დება , ფრინველი დგას ჩამოშვებული თავით და დახუჭული თვალებით , ნისკარტიდან აღენიშნება შესქელებული ლორწოს დენა . ცხვირის ნაპრალები ამოვსებულია ანთებითი ექსუდატით , სუნთქვა გახშირებულია , ტემპერატურა 44 გრადუსამდე მატულობს . დაავადების მწვავე ფორმისას აღინიშნება აგრეთვე დიარეა , განავალი თხიერი მოყავისფრო - მწვანე შეფერილობისაა , სიკვდილის წინ შეიძლება აღინიშნოს კრუნჩხვები .
ფრინველის გრიპის საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ადგილობრივ ვეტერინარულ და საზოგადობრივი ჯანდაცვის სამსახურებს და მიაწოდეთ სრული ინფორმაცია შემთხვევის შესახებ .
დაიცავით პროფილაქტიკური ღონისძიებები და დაცული იქნებით ფრინველის გრიპით დაავადებისაგან .

საზოგადოებრივი ჯანდაცვის
დეპარტამენტი

[ სტატია მომზადებულია ჯანსუღ ბოჭორიშვილის მიერ ]

0

4

ალიკოთავააა :O

0

5

ნატალია ახლა არ თქვა ალიკოს ვიცნობო :)

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » ფრინველის გრიპი