ჭანისწყლის პირას ჩამოვჯექ
თვალი ვადევნე ტალღების თამამ თამაშს...
ათქვირებული მკერდით ეხეთქებოდნენ ლოდებს და
იმსხვრეოდნენ ათას ნაკუწად...
ასე დაიმსხვრა შენი ხატების ცისფერი ლანდი ჩემში...
აქოჩრილ ტალღებს შუა დაგლანდე თითქოს
წყლიანი თვალებით მიცქერდი შორიდან
მევედრებოდი;
ნუ ანდობო  ჭანისწყალს ჩვენს სიყვარულს
აზვირთდნენ,აიქოჩრნენ მდინარის ტალღები და...
შენც გაქრი..
მას სამუდამოდ ჩავაბარე ჩვენი სიყვარულიც და
შენი თავიც...
მზე ამოვიდა და აალიცლიცა ათასფრად ჭანისწყლის პირი...