პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » თავისუფ& » რეალური ისტორია


რეალური ისტორია

Сообщений 1 страница 20 из 22

1

აქ დავწეროთ რეალური და საინტერესო ისტორიები, სხვებზე ან საკუთარ თავზე..

0

2

საინტერესო არა მაგრამ ერთ დღეს.... ქე რომ  ვიფრანჭებოდი და ვიტყლარჭებოდი ნამეტნავად, სკოლაში სახლის წითელი პომპონჩიკიანი ჩუსტებით წავედი :confused:

Отредактировано nata-nata (2008-03-06 14:47:11)

0

3

nata-nata написал(а):

საინტერესო არა მაგრამ ერთ დღეს.... ქე რომ  ვიფრანჭებოდი და ვიტყლარჭებოდი ნამეტნავად, სკოლაში სახლის წითელი პომპონჩიკიანი ჩუსტებით წავედი

:cool:
მაგარი ხარ ნატ  :flirt:
მე არავის ვეპრანჭებოდი სკოლაში, მაგარი დებილი ბავშვი ვიყავი  :D

0

4

cqnafa84 написал(а):

საინტერესო არა მაგრამ ერთ დღეს.... ქე რომ  ვიფრანჭებოდი და ვიტყლარჭებოდი ნამეტნავად, სკოლაში სახლის წითელი პომპონჩიკიანი ჩუსტებით წავედი

ხო ეგრე კბილის ჩოთქი წამიყვანია ხოლმე სკოლაში და ნამეტანი ინტელექტუალი დადგა მერე მაგისგან.
   ახლა რეკლამებშიც კი იღებენ ისეთი პოპულარულია,მაგრამ ეს პრანჭვა ტყლარჭვით არ მომდიოდა,უბრალოდ დილით მეძინებოდა ხოლმე სულ და მერე რო მაგვიანდებოდა კბილების გაწმენდის შემდეგ შარვლის უკანა ჯიბეში ჩადებულიუ კბილის ჩოთქი აღარც მახსოვდა ხოლმე.ვოტ :D

0

5

:dontcare: ara rogoria gogo fancqvaleb chkuaze ar xar da dafaze gamizaxebisas witeli pomponchikiani chustebit xar gasasvleli? :confused: mara,avdeqi da gverdze davisvi fxriwebian botasebshi gamowyobili megobari,chemi gvaris gamocxadebisas fxriw-fxrow da megobris botasebit gavdiodi :dontknow:
daviwyebaze...chanta, qolga da msgavsi aqsesuarebi sadac sheval iq mrcheba :suspicious:  xoda davdivar uchantot jiibeebshi miwyvia sachiro nivtebi...wvimashi kide vilumpebi...xo mzis satvalesac agar viketeb imitom rom sul mrcheba... :unsure: ai eseti sasacilo var..skleroza
ponponchikian chustebze mteli klasi damcinoda kai xani :suspicious:

cqnafa  :flirt:
samsaxurshi var da aqedan ver vwer qarTulad ....

Отредактировано nata-nata (2008-03-07 11:17:43)

0

6

უფ მეგონა დღეს ნეტი არ მექნებოდა და ყველას წინასწარ მივულოცე 8 მარტი :rofl:

0

7

მეც არ გამიკვირდა? :dontknow: მეთქი პოლტს კალენდარი აერიათქო :rofl:  ციტირებას ვერ ვაკეთებ :'(

0

8

nata-nata написал(а):

მეც არ გამიკვირდა?  მეთქი პოლტს კალენდარი აერიათქო   ციტირებას ვერ ვაკეთებ

ციტირების გასდაკეთებლად ჯერ საჭიროა მონიშნო ის რის ციტირებასაც აპირებ.

0

9

polter написал(а):

ციტირების გასდაკეთებლად ჯერ საჭიროა მონიშნო ის რის ციტირებასაც აპირებ.

ბეეე უნდა დაგეყოლებინა  :playful:

0

10

cqnafa84 написал(а):

ბეეე უნდა დაგეყოლებინა

მართალია მაგრამ
თუ სჯობს გვიან ვირდე არასდროს,

მაშინ რატომ არ სჯობს ადრე ვიდრე არასდროს????? ჰააააააააა?

0

11

ხო, ეხლა რას დავწერ იცი? როგორ გავუკეთე ნემსი ერთ ახლობელს, ბარაქიან საჯდომზე: ჩემ ახლობელს ნემსის გაკეთების ეშინია, ჩემთვის ეს ძალიან  იოლი პროცედურაა, რაც თავი მახსოვს ჩემს თავსაც და სხვასაც ვუკეთებ ურეაქციოდ. ამ ქალმა, იმდენი ივიშვიშა, რომ მეც გადმომედო ეტყობა. ბოლო წუთებში ხელი ამიკანკალდა და გაქანებული ნემსი, ჯერ თითის რბილ ნაწილში გავიყარე და ისე დავალურსმე საჯდომს,  გამიკვირდა ქალი მლოცავდა ვერაფერი გავიგეო, მე კი ტკივილსგან ლამის გული წამივიდა. გონს რომ მოვედი და ჩემი თითი მის საჯდომს დასკრეპებული დავინახე, რაღას ვიზავდი გავუშვი წამალი, მერე ნემსი ფრთხილად ამოვაძრე, ჯერ მისი საჯდომიდან, მერე ჩემი თითიდან და გული გამისკდა ქალს ჩემი სისხლი თქრიალით ჩამოსდიოდა უზარმაზარ დუნდულაზე, ვიმარჯვე და სპირტიანი ბამბა დავიჭირე თითზე, მეორე ხელით კი ქალს სისხლი მოვწმინდე. რა არის ლელა სისხლი რათ მომდისო? იკითხა ქალმა გაფართოვებული თვალებით. არაფერია კაპილარში მოგხვდა მეთქი ვუპასუხე მე და შვებით ამოვისუნთქე. სულ ეს იყო რისი მოყოლაც მინდოდაა....:)))))))))))))))))))

0

12

ხოო მეც მოვყვები ერთს...
დაახლოებით 4 წლის წინ მე და ჩემი დაქალი ელენა სან სებასტიანში  ვისვენებდით,ნუ მზეზე ვირუჯებოდით და ჭკუაზე არ ვიყავით,ერთ დღეს გადაპრანჭულები შევედით ერთ კაფეში ყავის დასალევად,თან ვჭორაობდით რა თქმა უნდა:)
ხოდა ამ დროს  კაფეში შემოვიდა 3 სიმპატიური ყმაწვილი,ჩვენი ყურადღება იმიტომ მიიპყრეს რომ ქართული ლაპარაკი გავიგონეთ,უფფ ისე გამიხარდა ლამის წამოვვარდი  და ჩავეკონე შემთხვევით გაჩითულ   და მონატრებულ ქართველებს...რა თქმა უნდა ასე არ ვქენი  და დავიცადეთ-ხელსაყრელი მომენტი გვინდოდა რომ გამოვლაპარაკებოდით...
აქცენტზე ეტყობოდათ ქუთაისლები იყვნენ და თანაც ახალი ჩამოსულები,რადგან ძლივს გააგებინეს ბარმენს რისი აღება უნდოდათ:)
ისე მოხდა რომ ჩვენს გვერდით მაგიდაზე ჩამოსხდნენ და მაშინვე თვალების ჟუჟუნი დაგვიწყეს-დებილებს ესპანელები ვეგონეთ,ჩვენც მეტი რა გვინდოდა ხოდა ელენეს ესპანურად ვუთხარი -არ გაბედო და ქართულად არ დამელაპრაკო მეთქი...
ამ ბიჭებს აშკარად ეტყობოდათ ლაპარაკში რომ ეგრეთ წოდებული ,,ნაშების  აყრა,,უნდოდათ.... საწყლები...
ნუ იქ დიალოგები წავიდა  სიცილს ძლივს ვიკავებდი...თან გამომწვევათ გვიყირებდნენ,გვიღიმოდნენ ნუ ერთი სიტყვით ვითომ და თავის ჭკუით ,,გვაბამდნენ,,-ჩვენ რომ გვეღიმებოდა ალბათ ისინი ფიქრობდნენ ,,ამ  ესპანელ გოგოებსაც დავევასეთოოო..:)
ერთი ამბობდა-ე ბიჭო კი არიან კაი გოგოები მარა რაფერ გინდა გააგებინო ამათ რამე...ჩემი ორი ღერი ესპანურით
-შე ჩემა მაი არაა პრობემა,რათ უნდა მაგას ენა:)
წარმოიდგინეთ ჩვენ რა დღეში ვიქნებოდით :)
უფფ ისეთი კომპლიმენტები მოვისმინე ცხოვრებაში რომ არ უთქვამს ჩემთვის ვინმეს:))
განსაკუთრებით ჩემი მეგობრის მკერდძე გაგიჟდნენ და გახდა სალაპარაკო თემა,აუფფო და იფფო და ნუ რავი:)ერთი 5 წუტი მომცაო შენი თავიო და ეგეთები,მე კი მეცინებოდა მაგრამ აი ელენე კი უკვე ბრაზობდა,აღარ მოეწონა რომ მისი სხეული მათი განხილვის საგანი გახდა:))
მივალო ეხლა და სიფათს ავახევო-ვეღარ ისვენებდა ელენე...(ნუ ამას რა თქმა უნდა ესპანურად მეუბნებოდა)
მე ვამშვიდებდი -მოიცა გოგო ამაზე კარგს და ნაღდს ვისგან მოისმენ მეთქი:)

მერე მე ავდექი ნაყინი მინდოდა და დახლთან მივედი საყიდლად და ბედი არ გინდააა,საფულე გავხსენი და გადმომეყარა სენტიმოები,უცბად  წამოხტა ერთ-ერთი მათგანი  და მომეშველა სენტიმოების ძებნაში:)
თან მეღრიჭებოდა,ხელში რომ მოგროვებული ხურდები ჩამიყარა ხმამაღლად და კარგად გასაგონად -გმადლობთ  მეთქი ვუთხარი
და აი მაშინ იყო პრიკოლი,ისეთი სახე მიიღო იფიქრებდი მოჩვენება დაინახაო,მერე ძლივს ამოილუღლუღა გაფართოვებული თვალებით -ქართველები ხართ გოგოებოო?
-კი გენაცვალე-ქართველი ვარ მეთქი..ხოდა მაშინ კი შეიცვალნენ რადიკალურად,გამოგვკითხეს სადან ხართო,ასეო ისეო,მათაც თავიანთ თავზე გვიამბეს და რაც მთვარია ბევრი ბოდიში მოგვიხადეს და სულ დაიკოები გვეძახეს...ხოდა ასე დავტოვეთ  ქუთაისლები  შოკირებული...:)მერე კაიფობდნენ-ჩვენ გვაქ ახლა ბედიოოო,ამხელა ქვეყანაში ,როცა ვფიქრობდით რომ გვეშველა კაი ესპანელი გოგოები დავითრიეთო-ისევ ქართველები ქი არ გაგვეჩითნენოოო:))
ნუ მერე ბევრი ვიხიარულეთ და ამ ამბავზე ბევრი ვიცინეთ :rofl:

0

13

loooool მომეწონა ეს ისტორია.
  უიღბლოები რატო ქართველ ქალს ესპანელი ქალები აშკარად ვერ ჯობიან(ჰა ჰა რუსებში გავცვალო)

0

14

lela написал(а):

ხო, ეხლა რას დავწერ იცი? როგორ გავუკეთე ნემსი ერთ ახლობელს, ბარაქიან საჯდომზე: ჩემ ახლობელს ნემსის გაკეთების ეშინია, ჩემთვის ეს ძალიან  იოლი პროცედურაა, რაც თავი მახსოვს ჩემს თავსაც და სხვასაც ვუკეთებ ურეაქციოდ. ამ ქალმა, იმდენი ივიშვიშა, რომ მეც გადმომედო ეტყობა. ბოლო წუთებში ხელი ამიკანკალდა და გაქანებული ნემსი, ჯერ თითის რბილ ნაწილში გავიყარე და ისე დავალურსმე საჯდომს,  გამიკვირდა ქალი მლოცავდა ვერაფერი გავიგეო, მე კი ტკივილსგან ლამის გული წამივიდა. გონს რომ მოვედი და ჩემი თითი მის საჯდომს დასკრეპებული დავინახე, რაღას ვიზავდი გავუშვი წამალი, მერე ნემსი ფრთხილად ამოვაძრე, ჯერ მისი საჯდომიდან, მერე ჩემი თითიდან და გული გამისკდა ქალს ჩემი სისხლი თქრიალით ჩამოსდიოდა უზარმაზარ დუნდულაზე, ვიმარჯვე და სპირტიანი ბამბა დავიჭირე თითზე, მეორე ხელით კი ქალს სისხლი მოვწმინდე. რა არის ლელა სისხლი რათ მომდისო? იკითხა ქალმა გაფართოვებული თვალებით. არაფერია კაპილარში მოგხვდა მეთქი ვუპასუხე მე და შვებით ამოვისუნთქე. სულ ეს იყო რისი მოყოლაც მინდოდაა....))))))))))))))))))

გადავირიე ქალო ამხელა საჯდომს ააცილე და ასე პატარა თითს გაარტყი ???:)))))))

0

15

გეშინოდეს ხოდა, :cool:  პატარებს უფრო კარგად ვარტყავ!....

0

16

lela написал(а):

გეშინოდეს ხოდა,   პატარებს უფრო კარგად ვარტყავ!....

ხეხ არც ნემსების რო არ მეშინია? და არც შენი?

0

17

polter написал(а):

ხეხ არც ნემსების რო არ მეშინია? და არც შენი?

Подпись автора

    პოლტერგეისტი ნიშნავს: ბობოქარ სულს
    ხოდა ჩემი სულიც სულ ბობოქრობ

იმდენი, :flag:  ცხვირი დაგიმშვენდა შენ...

0

18

polter написал(а):

loooool მომეწონა ეს ისტორია.
  უიღბლოები რატო ქართველ ქალს ესპანელი ქალები აშკარად ვერ ჯობიან(ჰა ჰა რუსებში გავცვალო)

ბედს იმიტომ უჩიოდნენ რომ საქართველოში დაბრუნებულებს ,მერე ხომ უნდა ებლატავათ  ამფერი და იმფერი ესპანელი გოგოები დავითრიეთო და ასე შემდეგო... :rofl:
ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში :D

Отредактировано baia (2008-03-14 20:17:53)

0

19

აუუ ქუთეისელები კი იზავდნენ მაგას :) ვიცი მე მაგათი მაკვარანცხი თავის ამბავი  :rofl:
მარა მე რას ვერჩი ქუთეისელებს, კაის მეტი არაფერი მახოვს იმათგან. სიძე მყავს ქუთეისელი (დაქალის ქმარი) და ლამის ხელისგულზე მატაროს იმისმა საძმაკაცომ თუ სადე ერთად მოვხვდით :) პრიკოლი ხალხია მაგარი!

0

20

ხო ქუთაისლების მთელი ჯარი მყავდა სამსახურში და პლიუსამას ძმაკაცები ასე რომ ნინოს დავეთანხმები პრიკოლები არიან მართლა:)

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » თავისუფ& » რეალური ისტორია