პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » უცნობნი » ციცინო


ციცინო

Сообщений 1 страница 6 из 6

Опрос

შეაფასეთ
-2

0% - 0
-1

0% - 0
0

0% - 0
+1

0% - 0
+2

100% - 4
Голосов: 4

1

ლაბირინთი

ხტიან ფიქრები,
როგორც კვიცები
და გახელებით
და გაშმაგებით
და ოცნებით სასომიხდილი...
ცდილობ გაიქცე
ტალანებით
და ქვახვრელებით
და ბილიკებით,
ფეხაკრეფით,
ხოხვით,
სირბილით...

ხავის მღვიმეში
ღამურების
მთელი კოჰორტა,
აქ სიბნელეა
და ლანდები
ძრწიან სულეთის,
ფორთხვით
მოგდევენ ხმები
შენი
ეჭვის ქოროთა
და შიშის აჩრდილს
შენს სულშიაც
გაჰყავს ხნულები.

და შენ ბრუნდები
ისევ უკან,
ისევ ძლეული,
ისევ ქენჯნილი,
სულ და ღონეგამოლეული,
ყველა ავლილი
შარა ისევ უკან
მიგიხმობს
და ეჭვთა ქორო
მიენდობა იმავ
დირიჟორს...

ვერ გამოაღწევ...
გამოღწევას უნდა სიფიცხე,
ის სითამამე,
ის სიმარჯვე და გახელება
მე რომ გასწავლე,
მერე შენ რომ
სადღაც გაფანტე...
...და მიგიმწყვდიეს
ტალანებმა და ქვახვრელებმა...

2008წ.

0

2

ცდილობ გაიქცე
ტალანებით
და ქვახვრელებით
და ბილიკებით,
ფეხაკრეფით,
ხოხვით,
სირბილით...

და შიშის აჩრდილს
შენს სულშიაც
გაჰყავს ხნულები.

ვერ გამოაღწევ...
გამოღწევას უნდა სიფიცხე,
ის სითამამე,
ის სიმარჯვე და გახელება
მე რომ გასწავლე,
მერე შენ რომ
სადღაც გაფანტე...

:)

0

3

ავტორი ძალიან ლამაზად წერს :)
+2

Отредактировано cqnafa84 (2008-03-09 21:12:28)

0

4

მშვენიერია!!!

+2

0

5

ციცი, არაჩვეულებრივად წერ.
ველოდებით სხვა ლექსებსაც!
+2

0

6

ნატა-ნატა და ცქნაფა, თქვენი კომენტები გადაიტანეთ, რა, ციცინოს ახალ გვერდზე?

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » უცნობნი » ციცინო