პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » ციცინო » ლაბირინთი


ლაბირინთი

Сообщений 1 страница 5 из 5

Опрос

შეაფასე
-2

0% - 0
-1

0% - 0
0

0% - 0
+1

25% - 1
+2

75% - 3
Голосов: 4

1

ხტიან ფიქრები,
როგორც კვიცები
და გახელებით
და გაშმაგებით
და ოცნებით სასომიხდილი...
ცდილობ გაიქცე
ტალანებით
და ქვახვრელებით
და ბილიკებით,
ფეხაკრეფით,
ხოხვით,
სირბილით...

ხავის მღვიმეში
ღამურების
მთელი კოჰორტა,
აქ სიბნელეა
და ლანდები
ძრწიან სულეთის,
ფორთხვით
მოგდევენ ხმები
შენი
ეჭვის ქოროთა
და შიშის აჩრდილს
შენს სულშიაც
გაჰყავს ხნულები.

და შენ ბრუნდები
ისევ უკან,
ისევ ძლეული,
ისევ ქენჯნილი,
სულ და ღონეგამოლეული,
ყველა ავლილი
შარა ისევ უკან
მიგიხმობს
და ეჭვთა ქორო
მიენდობა იმავ
დირიჟორს...

ვერ გამოაღწევ...
გამოღწევას უნდა სიფიცხე,
ის სითამამე,
ის სიმარჯვე და გახელება
მე რომ გასწავლე,
მერე შენ რომ
სადღაც გაფანტე...
...და მიგიმწყვდიეს
ტალანებმა და ქვახვრელებმა...

0

2

ციცინო, ეს შენი მეორე ლექსია! კარგი გოგო ხარ!
+2

0

3

მოგდევენ ხმები
შენი
ეჭვის ქოროთა
და შიშის აჩრდილს
შენს სულშიაც
გაჰყავს ხნულები.

+2

0

4

ვიცოდი ციცის ეს ლექსი, კარგია ძალიან!

+2 :)

0

5

კარგი ხარო...+

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » ციცინო » ლაბირინთი