პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » ორსულობა


ორსულობა

Сообщений 1 страница 20 из 51

1

ორსულობა  ექიმი გვირჩევს

0

2

ორსულობა

   თქვენ ორსული ხართ! იამაყეთ საკუთარი თავით! იამაყეთ და მოითხოვეთ ყურადღება, დაფასება, პატივისცემა!
  ორსულობა, ჩვეულებრივ, 9 თვე, ე.ი. 40 კვირა, ე.ი. 280 მოლოდინითა და მღელვარებით აღსავსე დღე გრძელდება.
ორსულობის პერიოდში თქვენ   აუცილებლად უნდა დადგეთ აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში..
  მეან-გინეკოლოგი ყოველთვიურად გაგსინჯავთ, შეგირჩევთ კვებისა და მოძრაობითი აქტივობის რეჟიმს. სწორედ გინეკოლოგს შეუ- ძლია შეამჩნიოს და გამოასწოროს ორსულობის თანხმლები პრობლემები.

მიაკითხეთ გინეკოლოგს შემდეგი ნიშნების გაჩენისთანავე: თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, დაბინდვა
ტკივილები კუჭის არეში, სპაზმები გულისრევითა და ფაღარათით
სახისა და ზედა კიდურების შე- შუპება
წონაში სწრაფი მატება
სისხლდენა საშოდან
რეგულარული შეტევები მუცლის არეში
ნაყოფის მოძრაობის შეწყვეტა ან შემცირება მე-5 თვიდან
 
მთელი ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში გირჩევთ მიიღოთ ვიტამინებისა და მინერალების სპეციალური ნაკრები.

  ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი სამი თვე) თქვენი ნაყოფი უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს განიცდის - მიკროსკოპული უჯრედების ბურთისაგან ცეროდენა (მარ- თლაც ცერის ოდენა!) არსებად იქცევა, რომელსაც უკვე აქვს უმთავრეს ორგანოთა სისტემები. მისი ძვლოვანი სისტემა მოზრდილი ადამიანის ყურის ხრტილების მსგავსია. ტრიმესტრის ბოლოს მას გასაოცარი მიღწევები აქვს: აძგერებს გულს, ატრიალებს თავს, ჭმუხნის შუბლს, იქნევს ფეხს, აღებს პირს. პირველ ტრიმესტრში შეიძლება შეგაწუხოთ გულისრევის შეგრძნებამ, ღებინებამ (უმეტესად - დილაობით). ეს მოვლენები არავითარ კვალს არ ტოვებს და თავისთავად გაივლის.
  პრობლემები ნაკლებად გექნებათ, თუ: ხშირ-ხშირად შეჭამთ, შუალედებში წაიხემსებთ, მოერიდებით ცხელ, სანელებლებიან, ძნელად მოსანელებელ საჭმელს, ხშირად გაანიავებთ სამზარეულოს.
  მიიღეთ მეტი კალციუმის, რკინის, ცილის, ვიტამინების შემცველი საკვები, ბევრი სითხე. ხშირად დაისვენეთ, ისეირნეთ, წაიძინეთ დღის განმავლობაში, სახლის საქმეები დამჯდარმა გააკეთეთ.
  ნუ მიიღებთ მედიკამენტებს ექიმის დანიშნულების გარეშე!
  მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლსა და თამბაქოს!

  მეორე ტრიმესტრი აღმოჩენების პერიოდია. დაისწარით თქვენი მეუ- ღლე, როცა ექიმი სპეციალური აპარატის - ფეტომონიტორის მეშვეობით ბავშვის გულისცემას მოგასმენინებთ. ორივე დარწმუნდებით, რომ... ის ნამდვილად არსებობს! მისი გულისცემა მერცხლის გულისცემის მსგავსია _ 140 დარტყმა წუთში.
  მეოთხე თვე: ნაყოფს შეუძლია ხელფეხის მოხრა და გაშლა, იწყებს ცერის წოვას.
  მეხუთე თვე: ნაყოფი ამოძრავებს ტუჩებს, შლის თითებს, ამოსდის წარბები და წამწამები. თუ ყურადღებით იქნებით, მის მოძრაობასაც შეიგრძნობთ (უფრო ხშირად - საღამოს, დაწოლისას). ამ დროს დაადებინეთ ხელი მუცელზე თქვენს მეუღლეს, უფროს შვილს.
  მეექვსე თვე: მას უკვე თავისი სახე აქვს, ახელს თვალებს, სძინავს და ღვიძავს, რეაგირებს ხმაურზე, მისი ტვინი იწყებს მუშაობას...
  თქვენი კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ ბოსტნეულით, მარცვლეულით, ხილით, სითხეებით. ახლა 200 კალორიით მეტი გჭირდებათ, ვიდრე ფეხმძიმობამდე.
  ექიმთან ერთად აკონტროლეთ წონის მატების ტემპი. ეცადეთ, არ გასუქდეთ.
  თუ ფეხები გიშუპდებათ, დასვენებისას ზემოთ ასწიეთ, ხშირად ისეირნეთ (მაგრამ მზეზე დიდხანს ნუ იქნებით).
  შეიძლება გაგიჩნდეთ მუქი ლაქები სახესა და ტანზე, ზოლები მუცელზე. ნუ ინერვიულებთ, ისინი მშობიარობის შემდეგ გაქრება.
  სასურველია, ყოველდღიურად 10- ჯერ გააკეთოთ შემდეგი ვარჯიში: შეკუმშეთ კუნთები, რომლებიც შარდის ნაკადს აჩერებს, დაითვალეთ 8-მდე. ივარჯიშეთ თუნდაც ჯდომის, წოლის, სეირნობის დროს - ვერავინ მიხვდება, რომ თქვენ ვარჯიშობთ!

  მესამე ტრიმესტრი ამაყი სიარულისა და მოლოდინის დროა.
  მეშვიდე თვე: თქვენს ბავშვს უკვე შეუძლია ტირილი, სლოკინი, გრძნობს ტკივილს. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, იგი არჩევს თქვენსა და თქვენი მეუღლის ხმებს.
  ბავშვი თქვენს კუჭსა და შარდის ბუშტს აწვება. ამის გამო შეიძლება დისკომფორტი შეგექმნათ და ჭამის შემდეგ გულძმარვა იგრძნოთ. ამიტომ გირჩევთ, ჭამოთ ცოტცოტა და ხშირად. სითხე ბევრი უნდა მიიღოთ, მაგრამ მოერიდეთ ჩაისა და ყავას.
  მერვე თვე: ბავშვს უვითარდება მხედველობა და სმენა. თვის ბოლოს შეიძლება ერთგვარი შვება იგრძნოთ, რადგან ბავშვის თავი მცირე მენჯის ღრუში ჩავა და თქვენს მუცელს დატვირთვა მოაკლდება. შეგიძლიათ აკეთოთ სპეციალური ვარჯიშები მშობიარობის გასაიოლებლად.
  მეცხრე თვე: ბავშვი იზრდება, მაგრამ აღარ მოძრაობს - სამო- ძრაო ადგილი აღარა აქვს. ის ხედავს, ესმის და ემზადება მობრძანებისთვის. ხშირად ესაუბრეთ და უმღერეთ!
  თუ რეგულარული ინტერვალებით განმეორებადი ტკივილები დაგეწყებათ, სამშობიაროში წასვლის დროა. ნუ დააყოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება! ტკივილები უსასრულოდ არ გაგრძელდება - დაახლოებით 14 საათი პირველი მშობიარობისას, მხოლოდ 14 საათი შვებასა და ბედნიერებამდე...

  უფროსი ბავშვი ოჯახში. დედის ორსულობა.
  თუ თქვენ უკვე გყავთ ბავშვი, ახალშობილის გაჩენის შემდეგ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებით. ოჯახისა და მნახველების უსაზღვრო სიხარული და აღტაცება ახალშობილით უფროს შვილს აეჭვიანებს, რომ მას გამოუჩნდა კონკურენტი, რომელიც მშობლების სიყვარულს ითვისებს. განსაკუთრებით ძლიერ აქვთ ეს გრძნობა 3 წლამდე ბავშვებს, რადგან ამ პერიოდში მისი ურთიერთობები დედ-მამითა და ნათესავებით შემოიფარგლება. მას ჯერ არ ჰყავს მეგობრები და ძველი სათამაშოებიც ისე აღარ ართობენ. ამიტომ, პატარას მოსვლა ოჯახში უფროსი შვილის ზეიმად უნდა აქციოთ: დაასაჩუქრეთ ის, არ მოაკლოთ ღიმილი, მოფერება, მუდმივი ურთიერთობა, მაგრამ აქაც ზომაა საჭირო, პირველი ბავშვები ჩვეულებრივ უფრო დამოკიდებულები არიან მშობლებზე, უჭირთ თანატოლებთან დამოუკიდებლად ურთიერთობა, ინიციატივის გამოჩენა. შეეცადეთ ათამაშოთ "უფროსობა", მოიხმარეთ უმცროსის მოვლაში, თუ ხელს შეგიშლით, ნუ გაუწყრებით, აგრძნობინეთ, რომ ის უფროსია და რომ ერთად უნდა მოუაროთ პატარას. თუ უფროსი 3-6 წლისაა, ადვილად თამაშობს "მშობლობანას", თავისი ინიციატივით გეხმარებათ, რაც თქვენც უნდა მოუწონოთ. აგრძნობინეთ, რომ უკვე დიდია და ჭკვიანი, მაგრამ უმცროსის ხელში აყვანის უფლება არ მისცეთ. თუ თქვენი აღსაზრდელის დედა ორსულადაა, წინასწარ შეამზადეთ ბავშვი მომავალი დის ან ძმის შესახვედრად. მაღაზიაში ბავშვთან ერთად აარჩიეთ და შეიძინეთ ნივთები მომავალი და-ძმისათვის. მიეცით ბავშვს საშუალება მუცელზე მოეფეროს დედას როდესაც ნაყოფი მუცელში მოძრაობს, რათა დარწმუნდეს რომ, “ვიღაც” იქ მართლაც არის.

0

3

დაბადებიდან ერთ წლამდე

0

4

თვე

  პირველ თვეს ახალშობილს თითქმის სულ – დღე-ღამეში 12-18 საათი სძინავს. იგი მხოლოდ მაშინ იღვიძებს, როცა მოშივდება ან რამე შეაწუხებს. მისი მოძრაობა ჯერ გაუაზრებელია.
  3-5 დღის ასაკიდან ბავშვს კვების დროის რეფლექსი უჩნდება, 3 კვირიდან, მუცელზე წოლისას, თავის დაჭერას ცდილობს, გამოსცემს ბგერებს "ა", "ე". 3-4 კვირიდან თვალებს კოორდინირებულად ამოძრავებს, აფიქსირებს საგნებს 60-100 სმ-ზე. ამ ასაკში ბავშვი გამოსახულებას ბუნდოვნად აღიქვამს, 3 კვირამდე სინათლის შიშიც კი აქვს. ამიტომ მოარიდეთ მკვეთრ სინათლეს, მაგრამ ნურც ჩამოუბნელებთ - სინათლე თვალს ავარჯიშებს.
  ახალშობილს თავიდანვე შეგიძლიათ ჩააცვათ საფენიანი ტრუსი ან ერთჯერადი საფენი. ფეხებს მჭიდროდ ნუ შეუხვევთ.
  საფენები გარეცხეთ საბავშვო საპნით ან საბავ- შო სარეცხი ფხვნილით და აუცილებლად ორივე მხრიდან დააუთოვეთ. ეს შრომატევადი საქმეა, მაგრამ რაც უფრო სუფთად და მოხერხებულად იქნება თქვენი პატარა, მით უფრო ნაკლებად იჭირვეულებს.
  თუ ცივა, ბავშვს სახელოებამოკერილი თბილი პერანგი ჩააცვით. ოთახში ქუდი მხოლოდ დაბანის შემდეგ დაახურეთ. საფენების წინასწარ გათბობა საჭირო არ არის. საფენის ხმარებისას ზეთს ნუ გამოიყენებთ. კანის გაღიზიანებისას იხმარეთ სპეციალური მალამო.
  ახალშობილის ყოველდღიური ტუალეტი დილით, კვების წინ იწყება. პატარას სახე გაუსუფთავეთ ანადუღარ თბილ წყალში დასველებული ბამბით, ხოლო თვალები ასევე ანადუღარ თბილ წყალში დასველებული სტერილური ბამბის ტამპონით გაუწმინდეთ გარეთა კუთხიდან ცხვირისაკენ. არ შეიძლება ორივე თვალზე ერთი და იმავე ტამპონის გამოყენება.
  ცხვირის ღრუ სტერილურ ვაზელინში დასველებული დახვეული ბამბით დაუმუშავეთ. ბამბა ასანთის ღერზე არ დაახვიოთ.
  ყურები მშრალი სტერილური ბამბით გაუსუფთავეთ (გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება სასმენი მილის გასუფთავება).
  პირის ღრუს გამოწმენდა საჭირო არ არის.
  ჭიპი ყოველდღე დაუმუშავეთ წყალბადის ზეჟანგითა და ბრილიანტის მწვანეთი.
  კუჭის ყოველი მოქმედების შემდეგ შორისი ჩაბანეთ ანადუღარი თბილი წყლის ნაკადით. გოგონა უნდა ჩაბანოთ წინიდან უკან მიმართულებით, ბიჭი - სულერთია. გამშრალების შემდეგ ნაკეცებ- ში სტერილური ვაზელინი ან საბავშვო კრემი წაუსვით.
  6 თვემდე ბავშვი ყოველდღე ან დღეგამოშვებით უნდა დაბანოთ, უმჯობესია, ძილის ან ბოლო კვების წინ. ჩაასხით აბაზანაში 37°C ტემპერატურის წყალი 5-7 სმ-ზე. ოდნავ შეაფერადეთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარით (და არა კრისტალებით). თუ ბავშვს კანი უშრება, კალიუმის პერმანგანატის მაგივრად ორი კოვზი ორკბილას ორმაგ ბანდში გაფილტრული ნახარში იხმარეთ. აბაზანაში სუფთა საფენი ჩააფინეთ. ბავშვი მარცხენა ხელზე დაიწვინეთ თავით და ბეჭებით, მარჯვენათი კი წინასწარ მომზადებული ბამბის ბურთულებით დაბანეთ. საბავშვო საპონი ან შამპუნი კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ გამოიყენეთ. დაბანის შემდეგ გადაავლეთ ერთი გრადუსით გრილი წყალი. დაბანისას ბავშვს წყლის ნაკადი სახეზე არ უნდა მოხვდეს. ბავშვი სწრაფად შეახვიეთ ზეწარში და ფრთხილად გაამშრალეთ.
  მე-8-10 დღიდან დაწყებული, პატარა ყოველდღიურად ასეირნეთ, თუ ქარიანი ამინდი არ არის.
  ხელში ჭერისას ბავშვი პირისახით თქვენსკენ დაიჭირეთ და ფეხები განუზიდეთ.
  თუ ბავშვს დღე-ღამის განმავლობაში კუჭის მოქმედება არ ჰქონია, დაეკითხეთ ექიმს. თუ ექიმმა ოყნა გირჩიათ. გამოხარშული საბავშვო ოყნა გაავსეთ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით. ოყნის წვერს წაუსვით ვაზელინი, გადმოასხით რამდენიმე წვეთი, ისე რომ ხელი არ მოადუნოთ, რათა ოყნა ჰაერით არ გაიბეროს. ბავშვი მარცხენა გვერდზე დააწვინეთ და ფეხები მოუხარეთ. წყალი უკან რომ არ გადმოიღვაროს, დუნდულებს ერთი წუთით ხელი მოუჭირეთ. თუ კუჭმა მაინც არ იმოქმედა, პროცედურა გაიმეორეთ. თუ ბავშვი მომდევნო დღესაც ვერ გავიდა დამოუკიდებლად, ექიმს მიმართეთ.   

  დაბადებიდან პირველი 28 დღე `ახალშობილობის პერიოდად” ითვლება. დაახლოებით ეს დრო სჭირდება თქვენს პატარას ადაპტაციისათვის. მას ურთულესი საქმე აქვს შესასრულებელი - უნდა გარდაქმნას თავისი პატარა სხეულის ყველა ნაწილის მუშაობის წესი და რეჟიმი, შეეჩვიოს გარემოს სიურპრიზებს. ამის გამო ამ პერიოდში მოსალოდნელია ცოტაოდენი გამონაყარი სახეზე, ნასიცხი კისერზე, იღლიასა და საზარდულის არეში, ხანდახან ცხვირის ცემინება, ხვრინვა, სიელმე, ტირილის დროს სუნთქვის შეკავება, ნიკაპის კანკალი, სარძევე ჯირკვლების შეშუპება და გამკვრივება (2 კვირის ასაკამდე), მცირეოდენი გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან და საშოდან, სიყვითლე (10-12 დღის ასაკამდე), სისხლჩაქცევები თვალის თეთრ გარსზე.
  ასეთი მოვლენების შესახებ დაწვრილებით მოუყევით ექიმს.
  ზოგჯერ ბავშვი აღგზნებული და შეწუხებულია გადახურების გამო, ხარბად სვამს წყალს, სიცხე 38,5°ჩ-მდე უწევს. დააკვირდით, ოთახში ხომ არ ცხელა, მზის სხივები ხომ არ ეცემა ბავშვს? თუ ასეა, შილიფად ჩააცვით, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ არ შესცივდეს.
  მოერიდეთ ზაფხულში ბავშვის ბუნებრივი კვებიდან ხელოვნურზე გადაყვანას, ნაწლავურ ინფექციებს, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ისევე როგორც ზამთარში, - გაციებას, გაზაფხულზე კი - მცენარე- თა მტვერს.

   აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:
ბავშვს სიცხემ აუწია, გახშირებული აქვს სუნთქვა, ჭირვეულობს;
კვირაში 150 გრამზე ნაკლებს იმატებს; აქვს ჩირქოვანი გამონაყარი ან გამონადენი;
ცუდად გამოიყურება, საჭმელს არ ჭამს; ხშირად აღებინებს;
სიყვითლე ორი კვირის შემდეგაც რჩება.

  დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:
კეფის, ზურგის, დუნდულების მიდამოში გაჩნდა წითელი, მოლურჯო ელფერის შესიება (ახალშობილ- თა ფლეგმონა);
სარძევე ჯირკვალი გადიდებული, გამკვრივებული, მტკივნეული და გაწითლებულია (ახალშობილთა მასტიტი);
მუცელი ჭიპის ირგვლივ შესიებული და შეწითლებულია, ჭიპიდან შეინიშნება გამონადენი (ომფალიტი).

  პირველ თვეებში ამოღებინება, ამოქაფება და ამობოყინება ხშირი მოვლენაა. შეიძლება ამოღებინებული მასა სასულეში გადავიდეს. ამიტომ ზურგზე ან გვერდზე მწოლიარე ბავშვს თავი უფრო მაღლა უნდა ჰქონდეს, ვიდრე ფეხები, ოღონდ ამისათვის ბალიშს ნუ გამოიყენებთ. სასურველია, თავი მორიგეობით ჰქონდეს მობრუნებული ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.
  როცა შია, ბავშვი ამას, ჩვეულებრივ, ტირილით გვაგებინებს, მაგრამ ტირილი ყოველთვის შიმშილის ნიშანი არ არის. პატარა შეიძლება ტიროდეს მაშინაც, როცა სცივა, ჩასველებულია, მუცელი სტკივა, დაბოყინება უნდა და ა.შ.
  როგორც წესი, ბავშვი თვითონ იმუშავებს თავისი კვების რეჟიმს, მაგრამ თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ მას კვების, ძილისა და სიფხიზლის პერიოდების თანამიმდევრობის დარეგულირებით.
  ძუძუთი კვების პირველი კვირის განმავლობაში შეაღვიძეთ ბავშვი ყოველ 3-3,5 საათში ერთხელ (დღისითაც და ღამითაც).
  თუ გამოწველილი ან დონორის რძის დამატება დაგჭირდათ - გამოიყენეთ პიპეტი, კოვზი, ფინჯანი, მაგრამ არა საწოვრიანი ბოთლი, რომ პატარა არ `გაზარმაცდეს”.
  თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, შეაღვიძეთ ყოველ 3,5 საათში ერთხელ ღამის 6-6,5 საათიანი შუალედით. დღის საათებში ხშირი გამოღვიძება თავიდან აგაცილებთ ღამის სიფხიზლეს.
  ხშირი კვება ბავშვის ორგანიზმს გაუწყლოებისაგან იცავს და ხელს უწყობს წონაში ნორმალურ მატებას.
  თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა და ჭამს მოთხოვნილების მიხედვით, წყლის დალევა აღარ სჭირდება. ასევე იკმაყოფილებენ წყალზე მოთხოვნილებას ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები, თუმცა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კვებათა შორის ანადუღარი წყლის მიცემაც, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში.
  ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვი თვითონვე არეგულირებს საკვების რაოდენობას, ოღონდ მთავარია, დავიცვათ ძირითადი წესი: ვაჭამოთ ბავშვს არა რე- ჟიმის, არამედ მოთხოვნილების მიხედვით. ხელოვნური კვებისას კი საჭიროა საკვების რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა.
  მიეცით ბავშვს:
  დედის რძე - დღე-ღამეში 8-ჯერ (შეიძლება, მეტჯერაც), მოთხოვნილების მიხედვით (დაახლოებით 2,5-3,5 საათის ინტერვალით) ან ხელოვნური საკვები - 100-დან 130 მლ-მდე 3-3,5 საათის ინტერვალით დღე-ღამეში 6-ჯერ (სულ - დაახლოებით 600-780 მლ.)
  თუ იძულებული ხართ, ბავშვი ხელოვნურად კვებოთ (მაგალითად, ჩვილს შეიძლება ჰქონდეს ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი დარღვევა), დაიცავით შემდეგი წესები:
  გამოიყენეთ ე.წ. ადაპტირებული ხელოვნური საკვები (და არა მაწონი ან რძე);
  საკვები მოამზადეთ სუფთა ჭურჭელში და ჩაასხით სტერილურ ბოთლში: ფხვნილი ანადუღარ წყალში მხოლოდ 50-55°ჩ-მდე გაგრილების შემდეგ გახსენით;
  გამოიყენეთ მხოლოდ ახლადმომზადებული საკვები;
  საკვები ბავშვის სხეულის ტემპერატურის უნდა იყოს (37°ჩ). პლასტმასის ბოთლში სითხის ტემპერატურას ხელით ნაკლებად შეიგრძნობთ, ამიტომ რამდენიმე წვეთი ხელის ზურგზე დაიწვეთეთ;
  მოხერხებულად დაჯექით და ბავშვი მკლავზე დაიწვინეთ;
  ბოთლი დახრილ მდგომარეობაში დაიჭირეთ და ბავშვს ისე აჭამეთ, რომ ბოთლი პირზე არ აწვებოდეს;
  საკვები უნდა ავსებდეს ბოთლის ყელს და საწოვარას, რომ ბავშვმა ჰაერი არ ჩაყლაპოს;
  საწოვარას თავი ფორმით და ზომით დედის ძუძუს თავს უნდა შეესაბამებოდეს;
  საწოვარა რამდენიმე ადგილას უნდა იყოს გახვრეტილი და საჭმელი ასევე რამდენიმე ნაკადად მოდიოდეს;
  საწოვარას ნახვრეტი ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ რძე თავისუფლად გადმოედინებოდეს, მაგრამ არც იმდენად ფართო, რომ სითხე დიდი ნაკადით გადმოიღვაროს.
  საწოვარა დროდადრო გამოაცალეთ ბავშვს პირიდან. ამით გაუადვილებთ მას წოვის პროცესს და მისცემთ დასვენების საშუალებას;
  არ დატოვოთ ბავშვი ბოთლით მარტო (ნუ დაუდებთ მკერდზე და ნუ მისცემთ ხელში);
  კვება 15-30 წთ. უნდა გრძელდებოდეს.
  გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის მოთხოვნილება საკვებზე ყოველდღიურად იცვლება მისი ასაკის, ინდივიდუალური თავისებურებებისა და განვითარების ტემპის მიხედვით.
  ვიტამინი D3 შეიძლება დაჭირდეს როგორც ხელოვნურ, ასევე ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს.
  პატარამ ჭამის დროს საკვებთან ერთად შეიძლება ჰაერიც ჩაყლაპოს. დაეხმარეთ ამობოყინებაში. ახალშობილი ვერტიკალურად დაიჭირეთ, ზურგით თქვენსკენ, ოდნავ მარცხნივ გადახრილ მდგომარეობაში, ან პირქვე გადაიწვინეთ მკლავზე და ნაზად უსვით ხელი ხერხემლის აყოლებით, სანამ არ ამოაბოყინებს.
  ასე მოიქეცით ყოველი კვების შემდეგ. ერთ თვემდე ასაკის ბავშვს რამდენჯერმე ამოაბოყინებინეთ კვების პროცესშიც.
  ბავშვმა ზოგჯერ შეიძლება არ ამოაბოყინოს და თქვენც ნუ დააძალებთ, რადგან ამობოყინებას შეიძლება საჭმელიც ამოყვეს.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 3 სმ. და 600 გრ.

0

5

II თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ერთი თვისაა. მეორე თვის განმავლობაში იგი ბევრ რამეს ისწავლის _ პირველად გაგიღიმებთ, პირველად აღუღუნდება, პირველ ცრემლებსაც გადმოღვრის. თვის ბოლოს კისრის მობრუნებასა და თავის დაჭერას შეეცდება, თვალს გააყოლებს მოძრავ სათამაშოს, ჩაბღუჯავს საჩხარუნოს, სიამოვნებით მოუსმენს წყნარ, მელოდიურ მუსიკას, ზარის წკრიალს, გაგრძნობინებთ თქვენთან ურთიერთობის სურვილს.
  ზურგზე წოლისას, ბავშვი ყოველთვის კედლის საწინააღმდეგო მხარეს იყურება. თავის ფორმა რომ არ შეეცვალოს, ბავშვი მონაცვლეობით დააწვინეთ ხან ერთ, ხან მეორე გვერდზე.

  მოვლა
   პატარას ტუალეტი დღეში ორჯერ ჩაუტარეთ - დილით და საღამოს. ხელები სველი ბამბით გაუწმინდეთ და ფრთხილად შეუმშრალეთ. დაბანეთ ყოველდღიურად (ცივ თვეებში დღეგამოშვებით). ბავშვს არ სიამოვნებს არც მეტისმეტად ცხელი და არც მეტისმეტად გრილი წყალი, ამიტომ შეამოწმეთ იდაყვით - წყლის ტემპერატურა კანის ტემპერატურის შესაბამისი უნდა იყოს (35-37°C).   

  ჩააცვით პატარას საცვალი და ორი შარვალი: ჯერ თხელი - უკუღმა, ნაკერებმა კანი რომ არ გაუ- ღიზიანოს და მერე სქელი, თბილი. ასე ბავშვს ფეხები თავისუფლად ექნება და უფრო კარგად იგრძნობს თავს.¨ თბილ ამინდში დღეგამოშვებით მიაღებინეთ მზის აბაზანა. მზის სხივები შიშველ სხეულს უნდა ხვდებოდეს. დაიწყეთ 15 წამით და თანდათანობით ერთ წუთამდე გაზარდეთ.
  პერიოდულად ავარჯიშეთ: ერთდროულად მოუხარეთ ფეხები და შემდეგ განზე განუზიდეთ
  ნუ შეეცდებით პატარას დაძინებას, მან თვითონ უნდა “გაცნობოთ”, როდის სურს ძილი. ნუ მისცემთ მატყუარა საწოვარას, თუ მის გარეშეც იძინებს. თუ დღე-ღამე არეული აქვს, დღისით შეაღვიძეთ ხოლმე.
  თუ ბავშვი ფერმკრთალია, ასლოკინებს, კისერი, ცხვირი ან ფეხები გრილი აქვს, ყვირის და ტირის - ალბათ სცივა. შეამოწმეთ, ხომ არ ჩაისველა. თუ ბავშვი გახურებულია, ხელფეხს იქნევს, სხეულზე წითელი ლაქები აქვს, ტირის და ყვირის - ალბათ გადახურდა და ჩააცვით თხლად.
  ტირილი და მოუსვენრობა შეიძლება მოჭერილმა ტანსაცმელმაც გამოიწვიოს.

  კვება
  მიეცით ბავშვს:
  დედის რძე - მოთხოვნილების მიხედვით 8-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში 2,5-3,5 საათის ინტერვალით ან ხელოვნური საკვები - 6-ჯერ დღე-ღამეში 100-დან 130მლ-მდე 3-3,5 საათის ინტერვალით (სულ - დაახლოებით 600-780 მლ.).
  თუ ექიმი გირჩევთ, შეგიძლიათ მისცეთ წყალი და ვიტამინები.
  თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ხანდახან თქვენმა მეუღლემ ან ოჯახის სხვა წევრებმა აჭამონ.

  ექიმის რჩევა
   თუ პატარა ენას ან თითს წოვს, მიეცით მატყუარა საწოვარა დღეში 2-3-ჯერ 10-15 წუთით.
  შეიძლება ბავშვი რძიანამ შეაწუხოს - თუ პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ნადები შენიშნეთ ან შეატყეთ, რომ უჭირს ჭამა მადის მიუხედავად (ხარბად მოწოვს რამდენიმე ყლუპს და ტირილით ანებებს თავს), ექიმს მიმართეთ.
  თუ ბავშვი ჭამიდან ნახევარიერთი საათის შემდეგ წამოიყვირებს, ტირის, ფეხებს იქნევს, თვალები დახუ- ჭული და შუბლი შეჭმუხნული აქვს - შესაძლოა, გაზები აწუხებდეს. ეს კოლიკებია, რომლებიც ბავშვთა 20%-ს აქვს 3 კვირიდან 3 თვის ასაკამდე (უფრო ხშირად საღამოობით). იქნებ, ამობოყინებამ უშველოს. შეგიძლიათ პირსახოცშემოხვეულ თბილ სათბურზე დააწვინოთ, "მატყუარა” მისცეთ, მუცელზე წრიულად, საათის ისრის მიმართულებით უსვათ თბილი ხელი, ჩასვათ თბილ წყალში ან გაზგამყვანი მილი ჩაუდგათ. პატარა აიყვანეთ ხელში და ატარეთ ჩახუტებული - ამ ასაკში არ არსებობს განებივრების საშიშროება!
  თუ პატარა ხმადაბლა ტირის, ანდა თითქოს წკმუტუნებს, სუნთქვა გახშირებული აქვს და მოშვებულია, გაუზომეთ ტემპერატურა სწორი ნაწლავიდან (გახსოვდეთ, რომ იქ ტემპერატურა 0,4-0,5°C-ით მეტს აჩვენებს, ე.ი. 37.4°C-მდე ნორმად ითვლება). აუცილებლად გამოიძახეთ ექიმი.
  ყოველთვის მიმართეთ ექიმს, როცა ბავშვი ცუდად გამოიყურება, არ ჭამს, აქვს გახშირებული სუნთქვა, ფაღარათი, ღებინება, გახურებული, ცივი ან მოდუნებულია - ერთი სიტყვით, ყოველთვის, როცა ეჭვობთ, რომ ბავშვი ავადაა.
  მიაკითხეთ ნევროპათოლოგს, თუ ბავშვს ხშირად სცდება რძე; აქვს არათანაბარი ძალა კიდურებში, ასიმეტრიული კისერი, ტერფები; ცხვირსა და ტუჩებზე მოცისფრო ელფერი გადაჰკრავს.
  ბავშვმა თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 3 სმ. და 600გრ

0

6

III თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ორი თვისაა.
  იწყებს ფერების გარჩევას, უსმენს ბგერებს, ხმაურს, მუსიკას, სხვადასხვაგვარად რეაგირებს სხვადასხვა ხმაზე, გამოხატავს სიხარულს, ღუღუნებს, ხალისით თამაშობს. მალე სათამაშოსაც დაიჭერს ცალი ხელით.
  ხშირად ეთამაშეთ, ელაპარაკეთ, ჩაიხუტეთ. ბავ- შვის დაძინებას მიუდექით, როგორც ერთგვარ რიტუალს: უმღერეთ იავნანა, სიტყვები: "ძილი ნებისა" და ნაზი კოცნა მიახვედრებს ბავშვს, რომ დაძინების დროა.

  მოვლა
   სცადეთ და მიაჩვიეთ "გადაყენებას". თუ ბავშვმა გაიღვიძა, ისე რომ არ ჩაუსველებია, მაშინვე მუხლებზე დაიწვინეთ, ფეხებთან პატარა ტაშტი დაიდგით, შეაგულიანეთ შესაბამისი ბგერებით და..... იქნებ, დაგიფასოთ მონდომება! ასე მოიქეცით ჭამიდან 5-10 წუთის შემდეგაც. ნუ შეგაშინებთ პირველი ცდების წარუმატებლობა, ბავშვი თანდათანობით მიეჩვევა და თქვენს ყოველდღიურ სარეცხს რამდენიმე საფენი მოაკლდება, თუმცა სრულყოფილად ამ "საქმეს" მხოლოდ 2-3 წლის ასაკში დაეუფლება.
  პატარას ტუალეტი დილა-საღამოს ჩაუტარეთ. დაბანეთ ყოველდღე ან დღეგამოშვებით. არ დაგავიწყდეთ ბოლოს 1° C-ით გრილი წყლის გადავლება. ჩაბანვა შეიძლება ოთახის ტემპერატურის (მინიმუმ 18° C) ონკანის წყლით.
  ბავშვი დღეში 2 საათი სუფთა ჰაერზე ასეირნეთ, მაგრამ მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
  თუ ჰაერის ტემპერატურა 25-30° C-ია, დილის 8-დან 11 საათამდე დღეში 1 წუთით პატარას მზის აბაზანა მიაღებინეთ. თანდათანობით გაზარდეთ ხანგრძლივობა 15 წუთამდე.
  გაითვალისწინეთ, რომ 10 თვის ასაკამდე ვარჯიში ნაკლებად უწყობს ხელს ბავშვის ფიზიკურ განვითარებას. ამიტომ მხოლოდ ჩვილის ბუნებრივი აქტიურობის გამოვლენა წაახალისეთ: წამოიწიოს მუცელზე მწოლიარემ, მისწვდეს საჩხარუნოს, თავი დაიჭიროს ხელში აყვანილმა.   

  ექიმის რჩევა
   თუ ექიმმა სამკურნალო მასაჟები გირჩიათ, ნუ მიიჩნევთ საკუთარ თავს მასაჟისტად - მიმართეთ სპეციალისტს.
  გახსოვდეთ: არ შეიძლება ბავშვის შეჯანჯღარება!
  სამშობიაროში თქვენს პატარას გაუკეთდა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა (ბეცეჟე). 2 თვისას უნდა გაუკეთდეს ყივანახველა დიფთერია ტეტანუსის და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა. ვაქცინაციის დღეს ბავშვი ჯანმრთელად უნდა იყოს. თუ რამემ დაგაეჭვათ, ექიმს უთხარით.
  თუ აცრის შემდეგ ბავშვს სიცხემ აუწია, მიეცით პარაცეტამოლი (უმჯობესია, სანთლები). თუ ნანემსარი გაუწითლდა, გაუმაგრდა და სტკივა, დაადეთ თბილი სათბური. ვაქცინაციის დღეს არ შეიძლება დაბანა.
  ნუ დაიზარებთ თქვენი შვილის აცრას - ვაქცინაციის წყალობით მრავალი ჩვენგანი საშინელ დაავადებებს გადაურჩა!
  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია - ახალშობილს თავის ქალაზე აქვს რამდენიმე გაუძვალებელი, რბილი ადგილი - ყიფლიბანდი. დიდი ყიფლიბანდი შუბლისა და თხემის ძვლების შესახსრების ადგილზე მდებარეობს. მისი ზომები ინდივიდუალური და ცვალებადია. ყიფლიბანდი შეიძლება პულსირებდეს გულისცემის შესაბამისად.
  4-დან 18 თვემდე ასაკში ბავშვს ყიფლიბანდი უნდა გაუძვალდეს (დაეხუროს). როგორც ნაადრევი, ასევე დაგვიანებული გაძვალებისას აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია. ასევე აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ყიფლიბანდის პულსირება მკვეთრად მოიმატებს (განსაკუთრებით - ძილისა და მოსვენების დროს).
  ნუ გადადებთ ნევროპათოლოგთან ვიზიტს, თუ: ბავშვს კიდურებში არათანაბარი ძალა აქვს, თავი სწრაფად ეზრდება, კისერი ცალ მხარეს აქვს გადახრილი, ზედმეტად პასიური ან ზედმეტად დაძაბულია. მიმართეთ ქირურგს, თუ: ბავშვს ენის მოძრაობა შეზღუდული აქვს, ენა არ სცილდება ღრძილებს ("მოკლე ლაგამი"); ჭიპთან აქვს ამობურცულობა, რომელიც თითის დაჭერით ადვილად სწორდება (ჭიპის თიაქარი).
  ბავშვმა თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 3 სმ. და 500-600 გრ.

0

7

IV თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა სამი თვისაა.
  მუცელზე წოლისას თავი უკვე მყარად უჭირავს და ხელებსაც ეყრდნობა. ხელის წინ გაშვერაც შეუძლია. მზერას აფიქსირებს უძრავ და მოძრავ საგნებზე. ბავშვის ღიმილი გააზრებულია და კმაყოფილებას გამოხატავს. ღუღუნი თანდათანობით მელოდიური ხდება.
  ბავშვს ყოველდღიურად 10-10 წუთით მოასმენინეთ მშვიდი მუსიკა, თავადაც უმღერეთ. ხანდახან უფროს და-ძმას უფლება მიეცით, მოეფერონ, აკოცონ პატარას, აჭამონ თქვენი ზედამხედველობით.
  გამოიყენეთ "კენგურუ", რომელიც მოსახერხებელიცაა და სასარგებლოც - პატარას ამშვიდებს მშობლის სხეულთან ახლოს ყოფნა. სასურველია, ბავშვი მუცლით თქვენსკენ იყოს და გვერდზე იყურებოდეს.   

  3-4 თვიდან მანეჟი მოიშველიეთ. ცოტა ხნით პატარა მარტო დატოვეთ, მიეცით ფორთხვის საშუალება.
  ახალი სათამაშოები საპნით გარეცხეთ. სათამაშო იმ ზომისა უნდა იყოს, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი გადაყლაპვა. გაითვალისწინეთ, რომ ნაჭრის სათამაშო არაჰიგიენურია.

  მოვლა
   თუ პატარა ტირის, ხელში აიყვანეთ, ჩაიხუტეთ, ანანავეთ, აცეკვეთ, უმღერეთ. ნუ მოთოკავთ თქვენს სიყვარულს, არც ამ ასაკში ნებივრდებიან ბავშვები.
  დააწვინეთ დასაძინებლად, როცა ეძინება, მაგრამ ვიდრე ჯერ კიდევ ღვიძავს - ასე ბავშვი თვითონვე "ისწავლის დაძინებას". უმღერეთ იავნანა, უსურვეთ "ძილი ნებისა" და აკოცეთ საწოლში ჩაწვენის წინ. ეცადეთ, არ დააჩვიოთ საწოლის რწევას.
  დღის რეჟიმში კვლავ შედის ტუალეტი დილა-საღამოს, დაბანა და მზის აბაზანა, თუ გარემოს ტემპერატურა 18° C-ზე ნაკლები არაა. 2-3 საათით გრილ ამინდშიც შეიძლება სეირნობა, თუ ქარი არ ქრის. კარგ ამინდში პატარა აივანზე დააძინეთ.

  კვება
  მიეცით ბავშვს:
  დედის რძე - დღეში 6-7-ჯერ ან ხელოვნური საკვები ეტიკეტზე მითითებული წესების მკაცრი დაცვით - 140 მლ-დან 200 მლ-მდე 3,5-4 საათის ინტერვალით (დღეში დაახლოებით 680-900 მლ).
  თუ ბავშვი 3-6 თვის ასაკში ღამის 11-12 საათისათვის არ იღვიძებს, ღამით ნუ აჭმევთ.
  ბავშვს 4-6 თვის ასაკამდე ნახევრად მყარი საკვები (ფაფები, პიურეები) არ სჭირდება. წყალი და ვიტამინები მიეცით ექიმის რჩევით.

  ექიმის რჩევა
  თუ ბავშვს კანზე პერიოდულად ღია წითელი ფერის ლაქები უჩნდება, ხშირია გამოყელვა და კანის აქერცვლა, ეს შეიძლება ალერგიის პირველი გამოვლინება იყოს. აჩვენეთ ბავშვი ალერგოლოგს. მართალია, ალერგიისადმი მიდრეკილება შვილებს მშობლებისაგან გადაეცემათ, მაგრამ სათანადო მოვლით შეიძლება დაავადება თავიდან ააცილოთ.
  თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვს ბარძაყის წინა ზედაპირზე არათანაბარი ნაოჭები აქვს, ერთი ფეხი მეორეზე მოკლეა, ფეხებს განზე თავისუფლად ვერ სწევს, მიმართეთ ბავშვთა ორთოპედს.
  გახსოვდეთ: ბავშვის ზრდა-განვითარების მათ შორის წონისა და სიგრძის მატების, მონაცემები მრავალი ინდივიდუალური თავისებურებით ხასიათდება. თქვენი შვილის განვითარების დონე შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჩვენს მონაცემებს, მაგრამ ამაზე ნუ ინერვიულებთ! მიაკითხეთ ექიმს. ექიმი განსაზღვრავს, მკურნალობაა საჭირო თუ, უბრალოდ, მოცდა.
  ბავშვმა თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 2,5 სმ. და 400-600 გრ.

0

8

V თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ოთხი თვისაა.
  უკვე გცნობთ, თვალს გაყოლებთ, ატრიალებს თავს ბგერის მიმართულებით, ნელ-ნელა იწყებს სიტყვების შინაარსის, ხმის ინტონაციის გარჩევას, ხმამაღლა იცინის, ხელს სტაცებს ჩამოკიდებულ სათამაშოს, ითვალიერებს მკლავებს, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე. როცა ვინმე უახლოვდება, თვალებს ფართოდ ახელს და სიხარულს ან შიშს გამოხატავს.
  ბავშვი საკმაოდ აქტიურია, ცდილობს გადაადგილებას, დაცოცავს. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გადმოვარდეს, რამე არ გადაყლაპოს. შეგიძლიათ მანეჟში ჩასვათ სანამ ბავშვს სიამოვნებს.
  სიხარულით შეხვდით პატარას ყოველ გაღვიძებას. ხშირად ელაპარაკეთ, გაამდიდრეთ თქვენი საუბარი ინტონაციითა და გამომეტყველებით. 4-5 თვის ბავშვის განებივრება ადვილია, ამიტომ ფრთხილად იყავით - ნუ შეაჩვევთ ხელში აყვანას, ნურც ლოგინში ჩაიწვენთ, მიიღეთ საქმიანი იერი, ატირებულს "აუხსენით" თქვენი გასაჭირი და დროებით მარტო დატოვეთ.
  ხშირად ეთამაშეთ ბავშვს, მაგრამ ნუ დაღლით. ელაპარაკეთ მეგობრულად, მაგრამ ენას ნუ მოუჩლექთ ნურც ახლა და ნურც მაშინ, როცა ლაპარაკს დაიწყებს. ბევრ სათამაშოს ერთად ნუ მისცემთ, დაიბნევა. ჩამოუკიდეთ სათამაშოები ისეთ მანძილზე, რომ იოლად ვერ მისწვდეს, თუ არ გაისარჯა. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს მყვირალა ფერის სათამაშოები უფრო მოსწონთ. თუ რაიმე ნივთმა დააინტერესა, ახლოს მიიყვანეთ და დაათვალიერებინეთ. ასწავლეთ ყურადღება!   

  მოვლა
   ტუალეტი დღეში 2-ჯერ ჩაუტარეთ - დილით და საღამოს. დაბანეთ აუდუღარი, 32° C წყლით. ასეირნეთ სუფთა ჰაერზე 2-3 საათი ან მეტხანს. მზის აბაზანები მიაღებინეთ თბილ ამინდში, დილაობით (არაუმეტეს 15 წუთისა).
  გახსოვდეთ: გასაკაჟებლად რეკომენდებულია დილის ტუალეტის დროს სხეულის დაზელვა თბილ წყალში დასველებული და გაწურული რბილი ნაჭრით. ჯერ ხელები და გულმკერდი დაუზილეთ, გაუმშრალეთ, ჩააცვით პერანგი და მერე გადადით ფეხებზე.

  კვება
   მიეცით ბავშვს:
  დედის რძე - მოთხოვნილების მიხედვით ან ხელოვნური საკვები დღეში 5-ჯერ (სულ - 800-900 მლ.)
  6 თვემდე ასაკის ბავშვისათვის საჭირო არ არის ნახევრად მყარი საკვები (მაგალითად, ბურღულეულის ფაფა). თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ აჭამოთ, დაიმახსოვრეთ: თავიდან რომელიმე ერთი ბურღულის (ბრინჯი, შვრია) ან ბოსტნეულისაგან დამზადებული ფაფა გაასინჯეთ;
  პირველ ჯერზე 1 ჩაის კოვზი ბურღულის ფაფა 2- 3 სუფრის კოვზ დედის რძეს ან ხელოვნურ საკვებს შეურიეთ. თუ ბავშვმა საჭმელი იოლად მოინელა, თანდათანობით ფაფის რაოდენობა 1-3 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. შესაბამისად გაიზრდება დასამატებელი რძის რაოდენობაც.
  ბავშვმა თავიდან შეიძლება უარი თქვას ფაფაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭმელი არ მოსწონს. უბრალოდ, პატარა სიახლეს ეჩვევა. ამიტომ ნუ იჩქარებთ საკვების სახეობის შეცვლას.
  ნახევრად მყარ საკვებს ბოთლით ნუ მისცემთ, გამოიყენეთ ვერცხლის ან პლასტმასის კოვზი. კოვზი ღრმა არ უნდა იყოს. პირველი კოვზი გაასინჯეთ მაშინ, როცა პატარა კარგ გუნებაზეა. მიეცით ფაფა, როცა რძე ყველაზე ნაკლები გაქვთ გვიან შუადღისას, ადრე საღამოს.

  ექიმის რჩევა
   თუ ბავშვს საზარდულის არეში თიაქარი აქვს, შეიძლება ჩაეჭედოს. ჩაჭედილი თიაქარი მკვრივი, დაჭიმული და მტკივნეულია ხელით შეხებისას. ბავშვი გაფითრებულია, ტირის, ყვირის, იჭინთება და ფეხებს იქნევს. სასწრაფოდ მიმართეთ ბავშვთა ქირურგს!
  თუ ბიჭს არ ესინჯება ორივე სათესლე ჯირკვალი ექიმს აჩვენეთ.
   თუ ბიჭს ჩუჩა არ ეწევა, ექიმს აჩვენეთ.
  თუ თქვენს შვილს ერთხელ მაინც ჰქონდა ასთმის მსგავსი შეტევა, შეგიძლიათ უფასოდ გამოიკვლიოთ, აქვს თუ არა მას წინასწარგანწყობა ალერგიის ან ასთმისადმი. ეს დაავადებები, სწორი მოვლით, შესაძლებელია, საერთოდ აარიდოთ ბავშვს.
  გახსოვდეთ: თუ ბავშვს პირღია სძინავს, სავარაუდოა, რომ ცხვირით სუნთქვა უჭირს. მიმართეთ ყელყურ- ცხვირის ექიმს.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 2 სმ და 400-600 გრ.

0

9

VI თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ხუთი თვისაა.
  ხმამაღლა იცინის, ჭამის დროს ძუძუს ან ბოთლს ხელს აშველებს, გაბმულად ღუღუნებს, იმეორებს ბგერებს, უფროსის ხელიდან იღებს სათამაშოს, ზურგზე მწოლიარე მუცელზე ტრიალდება, თვის ბოლოს თქვენი დახმარებით დაჯდება და დადგება კიდევაც.
  თუ ბავშვი 3-4 თვის ასაკში ყველა გაღიმებულ მნახველს უღიმოდა, ახლა სახეებს აკვირდება და მხოლოდ ნაცნობებს უღიმის, უცნობის დანახვისას კი შეიძლება შეშინდეს და იტიროს.

  მოვლა
   პატარას პირველი ჩვევები უვითარდება - კარგიც და ცუდიც. შეეცადეთ, არ მიეჩვიოს თითის წოვას. როცა ბავშვი მშრალი გაიღვიძებს, აგრეთვე ჭამიდან 15-20 წუთის შემდეგ და ძილის წინ, გადააყენეთ და შეაგულიანეთ შესაბამისი ბგერებით. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ 18 თვის ასაკამდე ბავშვი თვითონ ვერ შეგატყობინებთ ტუალეტის სურვილს და ამის გამო დასჯა-დატუქსვა ორივეს უშედეგოდ გაგანერვიულებთ.
  პირველი ორი ქვედა საჭრელი კბილი ბავშვს 6-7 თვის ასაკში ამოსდის. ამ დროს პატარებს ხშირად სიცხე უწევთ, ჭირვეულობენ და ღრძილები ექავებათ. შეგიძლიათ, ღრძილებზე სპეციალური გელი წაუსვათ. მიეცით მოსაქავებლად რეზინის ისეთი სათამაშო, რომელსაც ვერ გადაყლაპავს (სათამაშო ხშირადხშირად გარეცხეთ საპნით!)
  ბავშვს ხელში ნუ ჩაუდებთ სათამაშოს, მიაწოდეთ - დაე, თვითონ გამოგართვათ. ჩასვით მანეჟში სათამაშოებთან ერთად. უმჯობესია, დამოუკიდებლად გაერთოს, მაგრამ 10 წუთზე მეტხანს მარტო ნუ მიატოვებთ.
  გასაკაჟებლად სასურველია დილაობით ბავშვი მსუბუქად დაზილოთ თბილ წყალში დასველებული გაწურული რბილი ნაჭრით და გაამშრალოთ.
  უქარო ამინდში, როცა ჰაერის ტემპერატურა 10°C-ზე დაბალი არ არის, ბავშვი დღეში 2-3 საათი მაინც უნდა გაიყვანოთ ჰაერზე.   

  კვება
   მიეცით ბავშვს:
  დედის რძე - მოთხოვნილების მიხედვით ან ხელოვნური საკვები დღეში 5-ჯერ (სულ - 670-900 მლ.);
  დედის რძესა ან ხელოვნურ საკვებში შერეული 1-2 სუფრის კოვზი ბურღულის ფაფა.
  გარდა ამისა, შეგიძლიათ დამატებით აჭამოთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ახალი საჭმელი. დაიმახსოვრეთ: უნდა დაიწყოთ 1 ჩაის კოვზით და თანდათანობით გაზარდოთ რაოდენობა 4 სუფრის კოვზამდე. ერთ ჯერზე აჭამეთ მხოლოდ ერთი ახალი საჭმელი. მოიცადეთ სამი დღე, სანამ კიდევ რაიმე ახალს გაასინჯებდეთ - თუ ბავშვს გამოაყარა, ღებინება ან ფაღარათი დაეწყო, ადვილად დაადგენთ, რომელმა საჭმელმა აწყინა.
  ბოსტნეული. მიეცით მოხარშული პიურეს სახით.
  ხილის წვენი. დაიწყეთ მწიფე ვაშლის, ალუბლის, ატმის ახალდაწურული წვენით. თავიდან ანადუღარ წყალში გააზავეთ და დღეში 60 მლ. დაალევინეთ, შემდეგ 120-220 მლ-მდე გაზარდეთ.
  წვენი პატარას ჭიქით დაალევინეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ თავდახურული ტუჩიანი ჭიქა (სასურველია, ორყურიანი).
  არ დაალევინოთ ბავშვს მზა არომატიზებული ხილის სასმელები!
  გახეხილი ხილი. მიეცით დღეში ერთხელ 1 ჩაის კოვზი.
  პირველი წლის განმავლობაში მაქსიმალურად შეზღუდეთ ან საერთოდ ამოიღეთ ბავშვის მენიუდან დაშაქრული და დამარილებული საკვები, კვერცხის ცილა, ძროხის, თხის რძე, თაფლი, საღეჭი პროდუქტები: თხილი, ნიგოზი, მარცვლოვნები, ყურძენი, გაუხეხავი ხილი, ხორცის ნაჭერი.
  გაითვალისწინეთ, რომ ბრინჯის ნახარში ანელებს საკვების გადაადგილებას ნაწლავებში და ხელს უწყობს შეკრულობას, ხოლო სტაფილოსა და პომიდვრის წვენი, შავი ქლიავის და გარგარის ხილფაფა, შვრიის ფაფა და მაწონი კი, პირიქით - აჩქარებს. შეკრულობის დროს აჭამეთ ვახშამზე 2-3 კოვზი შავი ქლიავის პიურე.

  ექიმის რჩევა
   თქვენს ბავშვს 5 თვის ასკამდე მნიშვნელოვნად იცავდა დედის ორგანიზმიდან ჯერ სისხლით, შემდეგ რძით გადაცემული იმუნოგლობულინები. ახლა პატარა მხოლოდ საკუთარი იმუნიტეტის ამარაა. ამიტომ ერთნახევარი-ორი წლის ასაკამდე, სანამ იმუნიტეტი გაუძლიერდება, განსაკუთრებით მოარიდეთ რესპირატორულს (ვრცელდება ჰაერით - ხველებით, დაცემინებით) და კუჭ-ნაწლავის ინფექციებს (ვრცელდება საჭმლით, წყლით).
   ყოველთვის მიმართეთ ექიმს, როდესაც ბავშვს აქვს მაღალი სიცხე, ფაღარათი, ღებინება, უმადობა, გამონაყარი, მოდუნება, ხშირ-ხშირად სუნთქავს ან, უბრალოდ, ცუდად გამოიყურება.
   სასწრაფოდ მიმართეთ ქირურგს, თუ ბავშვს მოულოდნელად ჭვალვითი ხასიათის ტკივილი დაეწყო, შეტევა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და 15 წუთი-1 საათის შემდეგ გაუმეორდა. ეს ნაწლავთა გაუვალობის (ინვაგინაციის) ნიშანია.
   ბავშვმა თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 2 სმ. და 400-600 გრ. და ორჯერ მეტს უნდა იწონიდეს, ვიდრე დაბადებისას.

0

10

VII თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ექვსი თვისაა.
  უკვე წარმოთქვამს მარცვლებს, ესმის თავისი სახელი, დგება მუხლებზე, ჯდება უფროსის მკლავზე, მიცოცავს სათამაშოსაკენ, დაფოფხავს მანეჟში, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე, ზურგიდან - მუცელზე, ეპოტინება სარკეში თავის გამოსახულებას, ხევს ქაღალდებს, იჩენს ინტერესს სიახლისადმი.
  ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლად დაჯდომას (სანამ თავისით არ დაჯდება, ძალით ნუ დასვამთ!).
  პატარა დილის 5-6 საათზე იღვიძებს, მაგრამ მალე ისევ იძინებს, თუ ძილს არ გაუტეხთ. 6-9 თვის ასაკიდან, სასურველია, ბავშვის საწოლს შირმა ან ფარდა ჩამოაფაროთ.

  მოვლა
   ყოველდღიური ტუალეტი პატარას კვლავ დღეში 1-2-ჯერ ჩაუტარეთ, დაბანა კი 2 დღეში ერთხელ საკმარისია.
  ხშირად ელაპარაკეთ ბავშვს. ასწავლეთ ხელის დაქნევა დამშვიდობებისას - "კარგა-ა-დ!..." ბავშვის ცნობისმოყვარეობა და შესაძლებლობები მატულობს. მალე ფეხზე დადგომაც შეეძლება, სუფრის ჩამოთრევაც და უჯრის გამოღებაც. ნუ დატოვებთ
  ბავშვს უმეთვალყურეოდ! მოარიდეთ ჩამრთველებს, ცხელ სითხეებს, მედიკამენტებს, ქიმიურ საშუალებებს.
  მე-7-8 თვის ბოლოს ბავშვს ალბათ უკვე 1-2 კბილი ექნება. დროა, ღეჭვა ისწავლოს. ბავშვს უკვე შეუძლია ხელში დაიჭიროს საჭმელი და თვითონ ჩაიდოს პირში. ხანდახან ორცხობილა მიეცით, პიურე უფრო სქლად გახეხეთ. ბოთლის საწოვარა თანდათანობით შეცვალეთ ჭიქით, ხშირად გამოიყენეთ კოვზი. ეცადეთ, მატყუარა საწოვარას გადააჩვიოთ. მიეცით სპეციალური საღეჭი სათამაშო.
  როცა ბავშვს კბილები ამოსდის, სიამოვნებს სხვადასხვა მკვრივი პროდუქტისა და ნივთის პირში ჩადება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ - რამე არ გადაცდეს!

  გადიხართ თუ არა სახლიდან უბავშვოდ?

  როგორ ინაწილებთ ფუნქციებს თქვენ და თქვენი მეუღლე ბავშვის მოვლისას?

  აქვს თუ არა ბავშვს საყვარელი სათამაშო ან საყვარელი ადგილი?

  პოულობთ თუ არა დროს უფროსი შვილისათვის?

  კვება
   მიეცით ბავშვს:
  დედის რძე ან ხელოვნური საკვები - დღეში 4- 5-ჯერ (სულ - 900-1000 მლ);
  ბურღულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი;
  ბოსტნეულის პიურე - დღეში 4 სუფრის კოვზი;
  ხილფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი;
  წყალი - მოთხოვნილების მიხედვით.

  შეგიძლიათ დაამატოთ:
  მოხარშული კვერცხის გული. დაიწყეთ ერთი მეოთხედით და რაოდენობა მთლიან კვერცხის გულამდე გაზარდეთ. დასრისეთ ჩანგლით, აურიეთ დედის რძეში, ხელოვნურ საკვებსა ან ფაფაში. 1 წლამდე კვერცხის ცილის მიცემა არ არის რეკომენდებული - შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.   

  ნადუღი. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და რაოდენობა 2-3 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ.
  გატარებული ან წვრილად დაკეპილი ხორცი ან ხორცის პიურე. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და რაოდენობა 2-4 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. თავიდან ქათმის ხორცი მიეცით, შემდეგ - საქონლის.
  კანგაცლილი ლობიო ან ბარდა. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და რაოდენობა 4 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. არ დაგავიწყდეთ კარგად მოხარშვა.
  გახსოვდეთ: დედის რძე ან ხელოვნური საკვები ამ ასაკში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ჩვილისათვის. დამატებით მიცემული საჭმელი იმდენი არ უნდა იყოს, რომ ბავშვმა დედის რძესა ან ნარევზე უარი თქვას. ამიტომ დაიცავით თანამიმდევრობა: ჯერ დედის რძე (ხელოვნური საკვები) მიეცით, შემდეგ კი ნახევრად მყარი საჭმელი.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 2 სმ. და 400-600 გრ.

0

11

VIII თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა შვიდი თვისაა.
  მალე წარმოთქვამს მარცვლებს - "დე", "მა", "ბა", "და", ესმის თავისი სახელი, ეთამაშება სარკეში საკუთარ გამოსახულებას. სათამაშოები ხელიდან ხელში გადააქვს, ერთმანეთზე ურტყამს, დამოუკიდებლად ჯდება, საწოლის გვერდებზე ხელმოკიდებული დგება და ნაბიჯებსაც დგამს (ნუ დაატანებინებთ ფეხებზე ძალას, განსაკუთრებით, თუ ბავშვი დიდი წონისაა).
  ახლა ძველებურად მშვიდად ვეღარ იქნებით - პატარა აქტიურია, თანაც - უაღრესად ცნობისმოყვარე. ამიტომ თვალი უნდა ადევნოთ: რამეს არ წაეპოტინოს, არ გაიჭრას, არ იჩხვლიტოს, არ გადაყლაპოს, არ დაიწვას, არ გადმოვარდეს და ა. შ. შეამოწმეთ, საკმარისად სანდოა თუ არა ბავშვის საწოლი.
  პატარა უკვე უკრავს ტაშს, დამშვიდობებისას ხელს გიქნევთ, კითხვაზე "სად არის?" თვალებით ან ხელით პასუხობს. ეთამაშეთ "ჭიტა", "ლოლია-ლოლია", მოეხმარეთ, აშენებინეთ კუბებით "სასახლე", "მოამარაგეთ" პლასტმასის სათამაშო ჭურჭლით და ზაფხულში წყალიც ჩაუსხით. წაუკითხეთ (დიახ, წაუკითხეთ!) წიგნები.
  ნუ გადატვირთავთ სათამაშოებით, ეცადეთ, მიეჩვიოს დამოუკიდებლად გართობას.   

  პატარა თქვენს განწყობილებას ინტონაციით ხვდება. ამიტომ ელაპარაკეთ საქმიანი ტონით, როცა გაჯიუტდება და ტირილს დაიწყებს. ნუ აფიქრებინებთ ბავშვს, რომ ტირილით ყველაფერს მიაღწევს. ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ. ნუ მიაწვდით ძალით გადაგდებულ სათამაშოს - თვითონ მას ააღებინეთ, ან ერთი-ორი დღით გადაუმალეთ.
  ბავშვთან ურთიერთობის დამყარებისა და სწავლების მიზნით: ელაპარაკეთ ნელა, მოკლემოკლე წინადადებებით, სიტყვები მკაფიოდ გამოთქვით; აჩვენეთ ნივთი, რომელსაც ახსენებთ; ხშირად გაუმეორეთ ერთი და იგივე სიმღერა, სიტყვა; ნუ იტყვით ბავშვის სათქმელს - თვითონ შეეცადოს.
  სთხოვეთ მეუღლესა და ოჯახის წევრებს, რომ პატარას კოვზით აჭამონ.
  თანდათანობით გადააჩვიეთ მატყუარას. ამ ასაკში ბავშვს ღრძილები ისევ ექავება და მარტო რეზინის სათამაშოებს კი არ ღეჭავს, არამედ პურის ქერქსა და ორცხობილასაც სიამოვნებით ლოღნის (არ დაგავიწყდეთ, ხელები მუდამ სუფთა უნდა ჰქონდეს!)

  მოვლა
   ასწავლეთ ხელის დაქნევა დამშვიდობებისას -"კარგა-ა-დ!..."
  გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი ტუალეტს მხოლოდ ერთნახევარიორი წლის ასაკში მოგთხოვთ. ამიტომ ჯერჯერობით ტყუილად ნუ გაუწყრებით, თუმცა ნურც დაიზარებთ და გაღვიძებისას და ძილის წინ ქოთანზე დასვით. ქოთანში წინასწარ ცოტა თბილი წყალი ჩაასხით, რათა პატარა სიცივემ არ შეაწუხოს და ქოთანზე ჯდომა არ შეაძულოს. ქოთანი ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე დადგით. ასწავლეთ ბავშვს ჭინთვა - შესაბამისი ბგერები ალბათ ყველაზე შედეგიანია.
  ნუ დატოვებთ პატარას ქოთანზე 10 წუთზე მეტხანს.
  ამ ასაკში ბავშვებს არ მოსწონთ დასაძინებლად დაწოლა, რადგან მშობლებთან ყოფნა უნდათ. დააწყნარეთ ბავშვი - მიეცით საყვარელი სათამაშო, აბანავეთ, უმღერეთ, წაუკითხეთ. პატარები ღამით ძალიან იშვიათად იღვიძებენ, მაგრამ თუ მაინც გაიღვიძა და იტირა, "მოუყრუეთ" - დაე, თვითონ ისწავლოს ძილის შებრუნება.
  ბავშვმა თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 2 სმ. და 400-600 გრ.

0

12

IX თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა რვა თვისაა.
  მალე გაიმეორებს მარცვლებს, ამბობს "მა-მა", "და-და" (ეს სიტყვები ერთი და იგივეა დედამიწაზე მცხოვრები ყველა ბავშვისათვის.)
  ის უკვე ბაძავს უფროსების ქცევას, ხელიდან ხელში გადააქვს ნივთები, იმეორებს მარცვლებს, თვალებითა და ხელით პასუხობს შეკითხვებზე: "სად არის დედა? მამა?”, უფროსების თხოვნით უკრავს ტაშს, ეძებს დავარდნილ საგანს, საყრდენის მეშვეობით დგამს ნაბიჯებს.
  ბავშვი აქტიურია და მანეჟი ეპატარავება. შეგიძლიათ, სუფთა ხალიჩაზე ან ფარდაგზე დასვათ.
  პატარა სულ უფრო და უფრო მეტხანს ფხიზლობს და დღის რეჟიმიც ეცვლება. დღისით მხოლოდ 2-ჯერ იძინებს.
  ბავშვი ჭამისას შეიძლება ძალიან გაგიჯიუტდეთ. თუ რამე ახალ საჭმელს სთავაზობთ და არაფრით არ ჭამს, ნუ დააძალებთ. ნუ აჭმევთ ამჯერად და შემდეგი კვება თავის დროზე მიეცით - მოშიების შემდეგ მადიანად შეექცევა იმავე საჭმელს.
  მიეცით სათამაშოდ კოვზი და ჭიქა - დაე, თანდათან შეეჩვიოს.

  მოვლა
   ნაცნობ სათამაშოს დააფარეთ ნაჭერი, დაუმალეთ ზეწრის ქვეშ ან ფარდის უკან და სთხოვეთ ბავშვს, მოძებნოს (“სად არის კურდღელი? - ჭიტაა!..”) გარკვევით დაუსახელეთ ნივთებისა და ცხოველების სახელები. ესაუბრეთ ბავშვს, მაგრამ ნუ გადაღლით. ნურასოდეს დააშინებთ! თუ დასჯა გინდათ, საქმიანი და მკაცრი ტონით უთხარით სათქმელი.
  ორ დღეში ერთხელ დაბანეთ დამჯდარი, თუ სიამოვნებს. ბანაობის შემდეგ გადაავლეთ გრილი წყალი. ეცადეთ, ჩვევად ექცეს ხელების დაბანა.
  მალე პატარას მაგარძირიანი ფეხსაცმელი დასჭირდება. სიარულის სწავლისა და ტერფის თაღის ფორმირებისათვის საუკეთესო საშუალებაა უფეხსაცმლოდ სიარული, მაგრამ ფეხსაცმელი აუცილებელია ბავშვის ფეხების დასაცავად და დასათბობად. ფეხსაცმელი აუცილებლად ყელიანი, ქუსლის სიმაღლე - 1-1,5 სმ უნდა იყოს. ფეხსაცმელი მჭიდროდ უნდა ეცვას, მაგრამ არ უჭერდეს.ძირი არ უნდა სრიალებდეს, ნუ ჩააცვამთ ბავშვს უხეშ ფეხსაცმელს. ცუდმა ფეხსაცმელმა შეიძლება არასწორ დგომასა და სიარულს მიაჩვიოს. ამიტომ ნურასოდეს დაზოგავთ ფულს ბავშვის ფეხსაცმელზე. ფეხსაცმელი ყველაზე ხარისხიანი ნივთი უნდა იყოს მის გარდერობში.

  კვება
   მიეცით ბავშვს:
  დედის რძე ან ხელოვნური საკვები - დღეში 3-4- ჯერ;
  ბურღულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ბოსტნეულის ფაფა -_ დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ხილფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ხილის წვენი - დღეში 85-125 მლ;
  წყალი - მოთხოვნილების მიხედვით;
  შერჩევით: ახალი ხორცი, კვერცხის გული, დასრესილი ლობიო, თევზი, რძე, ყველი ან მაწონი - დღეში 4 სუფრის კოვზი;

  შეგიძლიათ დაამატოთ: ცოტაოდენი სხვადასხვა საჭმელი საერთო სუფრიდან; ხელში დასაჭერი, ადვილად დასაღეჭი საჭმელი, საქონლის ან ქათმის ხორცი, თევზი; ჩათუთქული ხილი.   

  ამ ასაკიდან ბავშვს უკვე შეიძლება მიეცეს ფხვნილის რძე ან მაწონი დღეში 1 ჩაის ჭიქა.
  თუ ბავშვს კბილების ამოსვლა უგვიანდება, ექიმს მიმართეთ.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 1,5 სმ. და 600 გრ.

0

13

X თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ცხრა თვისაა.
  ესმის სიტყვები: "მომეცი", "აიღე", "გინდა", "კი", "არა" (თქვენი "არა" ყოველთვის სამართლიანი და პრინციპული უნდა იყოს!) იგებს მარტივ წინადადებებსაც, სიამოვნებს ურთიერთობა სხვა ბავშვებთან და უფროსებთან. ერთმანეთში და ერთმანეთზე აწყობს სათამაშოებს, აღებს და ხურავს ყუთს, კარს, ორი თითით იღებს სათამაშოს.
  შეუძლია აცოცდეს და ჩამოცოცდეს ბალიშზე.
  ალბათ ამჩნევთ, რომ ბავშვი ხშირად გეწინააღმდეგებათ - ეს დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის პირველი ნიშანია. ნუ დათრგუნავთ საყვედურებით. მიიყვანეთ ახლოს და ესაუბრეთ იმაზე, რასაც ყურადღებას მიაქცევს, გაუღრმავეთ ინტერესი.
  პატარა ახლა სკამზე ჯდომას სწავლობს. დააკვირდით, სწორად ზის თუ არა - ხერხემალსა და ფეხებს შორის მართი კუთხე უნდა იქმნებოდეს. შეურჩიეთ საბავშვო სკამი სწორი ზურგით.
  მიაჩვიეთ ბავშვი თავის მაგიდასთან ჭამას, მაგრამ ზოგჯერ დიდების მაგიდასთანაც მიიწვიეთ. მაგიდა იმ სიმაღლე უნდა იყოს, რომ სკამზე დამჯდარი ბავშვი ხელების აუწევლად და ბეჭებში მოუხრელად აყრდნობდეს იდაყვებს.
  ბავშვების უმრავლესობა ამ ასაკში სიამოვნებით ბანაობს დამჯდარი და თამაშობს მოტივტივე სათამაშოებით. თუ თავზე წყლის გადავლება აშინებს, ასწავლეთ სუნთქვა პირადი მაგალითით - "თვალები დახუჭე, პირი გააღე, ისუნთქე პირით" სახეზე წყალს ნაკადად ნუ შეასხამთ.

  მოვლა
   დაუმალეთ პატარას მჭრელი, ცხელი, პატარა საგნები, მათ შორის - მარცვლები, ლებნები, აბები. მოარიდეთ ელექტროსადენებს, ქიმიურ ხსნარებს. ყურადღება მიაქციეთ, მაგიდიდან სუფრა არ გადმოი- თრიოს!
  ღამით თუ გამოიღვიძა, საყვარელი სათამაშო მიეცით.
  გთავაზობთ თამაშს, რომელშიც ბავშვი თანდათანობით, ხშირი განმეორების შემდეგ შეძლებს მონაწილეობას. დაუკარით ტაში, გარკვევით წარმოთქვით სიტყვები და წაახალისეთ, რომ გაიმეოროს თქვენი მოძრაობები: "ტაში-ტაში, ბევრი ვჭამე" (მუცელზე წრიულად მოისვით ხელი), "გავიზარდე, გავიზარდე" (აწიეთ ორივე ხელი ზემოთ), "კიდევ შევჭამ - გავიზრდები" (ხელში აიყვანეთ), "ჩემს მამიკოს/ჩემს დედიკოს...გავახარებ" (ჩაიხუტეთ).   

  სადილობისას ბავშვი კალთაში ჩაისვით ან ქამრებიან, მაღალ, საბავშვო მაგიდა-სავარძელში ჩასვით. საჭმელი - პური, ორცხობილა, ხორცი - პირდაპირ ხელში მიაწოდეთ. მალე ორყურიანი ჭიქიდან სითხის დალევასაც დამოუკიდებლად შესძლებს.

  კვება
   მიეცით ბავშვს:
  დედის რძე ან ხელოვნური საკვები - დღეში 3-ჯერ, სულ - 600 მლ. (გამოიყენეთ ჭიქა!);
  ბურღულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ბოსტნეულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ხილფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ხილის წვენი - დღეში 85-125 მლ;
  წყალი - მოთხოვნილების მიხედვით; შერჩევით: ახალი ხორცი, კვერცხის გული,
  დასრესილი ლობიო, თევზი, რძე, ყველი ან მაწონი - დღეში 4 სუფრის კოვზი;

  შეგიძლიათ დაამატოთ: ცოტაოდენი სხვადასხვა საჭმელი საერთო სუფრიდან;
  ხელში დასაჭერი, ადვილად დასაღეჭი საჭმელი, საქონლის ან ქათმის
  ხორცი, თევზი;
  ჩათუთქული ხილი;
  ფხვნილის რძე ან მაწონი დღეში 1 ჩაის ჭიქა.
  ძუძუთი კვება შეგიძლიათ გააგრძელოთ.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 1,5 სმ. და 400 გრ.

0

14

XI თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ათი თვისაა. თქვენი პატარა ათი თვისაა.
  უკვე ფურცლავს წიგნს, ხევს ფურცლებს, "ატარებს მანქანას", "აჭმევს" თოჯინას, ხსნის და აცვამს რგოლებს სათამაშო პირამიდაზე. მალე შეიძლება თქვას "დედა", "მამა", "აუაუ".
  ბავშვი დამოუკიდებლად დგას და ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, ძვრება ტახტზე, სკამზე, ეფერება ცხოველებს. ნუ აუკრძალავთ ცხოველებთან თამაშს და ნუ დააშინებთ, მაგრამ ნურც ჰიგიენის აუცილებელ მოთხოვნებს დაივიწყებთ. მოარიდეთ ძაღლს, რომელიც ჭამს.
  თუ ბავშვი მოწყენილია, აუცილებლად გაეთამაშეთ. შეეკითხეთ, იქნებ გიპასუხოთ, სადა აქვს ცხვირი, პირი, ფეხი, ხელი. თუ ინტერესით თამაშობს და "საკუთარი საქმითაა” დაკავებული, ნუ ჩაერთვებით, ნუ გაუფანტავთ ყურადღებას. ნუ მოეხმარებით იმაში, რისი გაკეთებაც თვითონ შეუძლია - დაე, მიეჩვიოს დამოუკიდებლობას.

  მოვლა
   პატარა დღეში სამჯერ გაასეირნეთ სუფთა ჰაერზე დასაჯდომი ეტლით. გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, თუ უკვე დგას, ცოტა გაატარ-გამოატარეთ ხელჩაკიდებული.
  პერიოდულად სთხოვეთ: "მომეცი სათამაშო", "მომეცი ბურთი", "გადააგდე ბურთი", "ფეხი დაარტყი ბურთს"... დაუდეთ წინ ჯოხი და მოეხმარეთ, გადააბიჯ-გადმოაბიჯოს. დაწოლილს, ჩააჭიდებინეთ ხელები თქვენს ხელებზე და წამოსვით ან წამოაყენეთ. გააკეთებინეთ "ჩაჯდომადგომები". ასწავლეთ სუნთქვა თავის დაბანისას: "პირით ისუნთქე, ცხვირით არ ისუნთქო, დახუჭე თვალები". ბანაობამდე ერთად ივარჯიშეთ სუნთქვაში.
  თქვენი დახმარებითა და შეგულიანებით პატარა მიეჩვევა ფინჯანით სითხის დალევას, კოვზით - ფაფისა და პიურეს ჭამას. მართალია, სწავლის პროცესი თქვენგან დიდ მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ, როცა ბავშვი დამოუკიდებლად შეჭამს, ნამდვილად გაიხარებთ.
  ჩვეულებრივ, ბავშვი თავის სურვილებზე თავისებურად მიგვანიშნებს ხელებით, გამომეტყველებით. ეცადეთ, გამოთქვას სურვილი. გახსოვდეთ, თუ პატარას დაუყოვნებლივ შეუსრულებთ უსიტყვოდ გამოხატულ ყველა სურვილს, ლაპარაკს გვიან დაიწყებს. პატარა ახლა სკამზე ჯდომას სწავლობს. დააკვირდით, სწორად ზის თუ არა - ხერხემალსა და ფეხებს შორის მარ- თი კუთხე უნდა იქმნებოდეს. შეურჩიეთ საბავშვო სკამი სწორი ზურგით.

  კვება
   მიეცით ბავშვს:
   დედის რძე ან ხელოვნური საკვები - დღეში 3-ჯერ, სულ - 600მლ. (გამოიყენეთ ჭიქა!);
   ბურღულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
   ბოსტნეულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
   ხილფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
   ხილის წვენი - დღეში 85-125 მლ;
   წყალი - მოთხოვნილების მიხედვით;
   აირჩიეთ: ახალი ხორცი, კვერცხის გული, დასრესილი ლობიო, თევზი, რძე, ყველი ან მაწონი - დღეში 4 სუფრის კოვზი;   

   შეგიძლიათ დაამატოთ:
   ცოტაოდენი სხვადასხვა საჭმელი საერთო სუფრიდან; ხელში დასაჭერი, ადვილად დასაღეჭი საჭმელი, საქონლის ან ფრინველის ხორცი, თევზი; ჩათუთქული ხილი;
   პასტერიზებული რძე ან მაწონი დღეში 1 ჩაის ჭიქა.
   მიიღეთ სუფრის ახალი წევრი საერთო მაგიდასთან!

0

15

XII თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა თორმეტი თვისაა.
  ცდილობს ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმას. თავდაპირველად ხელებს წინ იშვერს, თითქოს საყრდენამდე მანძილის შემცირება უნდა. 14 თვემდე
  ბავშვის სიარულის მანერა დაიხვეწება - წონასწორობის დასაცავად ხელებს ჯერ განზე გაშლის, მერე ტანზე მიიტყუპებს. ჯერჯერობით კი საყრდენს ეძებს. დააყენეთ პატარა კედელთან, თქვენ მოშორებით ჩაჯექით და დაუძახეთ: "მოდი ჩემთან!" ბავშვის სიტყვების მარაგი ამ ასაკში, ჩვეულებრივ, 10-12 სიტყვით ამოიწურება, მაგრამ გაცილებით მეტი ესმის და ზოგიერთ თხოვნას ასრულებს კიდეც: "აიღე", "მომეცი", "დადე", "პირი გააღე". თვითონაც განუწყვეტლივ ითხოვს - "მომე".
  პატარა აწყობს მარტივ კონსტრუქციებს, უსტვენს "ჩიტი სასტვენით", მიძვრება თაროებსა და უჯრებში, ყველაფერს ხელს ჰკიდებს, შლის, ძირს ყრის, აღებს და ხურავს კარს, ხევს ფურცლებს. რას იზამთ, მისი სწრაფვა გარემოს შეცნობისაკენ თქვენგან ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს. ფრთხილად იყავით, მოარიდეთ ბავშვი მჭრელ და ცხელ ნივ- თებს, ცხელწყლიან ჭურჭელს, ცეცხლს, კიბეებს.   

  ყოველდღიურ ჰიგიენას, სეირნობასა და მზის აბაზანებს ემატება ხანმოკლე თბილი შხაპი, რომელიც თანდათანობით გრილი შხაპით შეიძლება შეიცვალოს.

  კვება
   იმედია, თქვენი პატარა უკვე სწავლობს მაგიდასთან ქცევის წესებს, ხმარობს კოვზსა და ფინჯანს.
  მენიუ თითქმის უცვლელია.
  შეგახსენებთ, რომ ბავშვს ამ ასაკში არ უნდა აჭამოთ შემწვარი ხორცი, კარტოფილი, სოსისი, ცხარე საჭმელი, კაკაო, შოკოლადი, კანფეტები, ციტრუსი, კონსერვები. წინათ თვლიდნენ, რომ მეთორმეტე თვეზე შეიძლებოდა ბავშვისათვის ღვიძლის პაშტეტის მიცემა, მაგრამ დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის გამო ეს მიზან- შეწონილი არაა.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 1,5 სმ. და 400-500 გრ.

  ექიმის რჩევა
   ნურასოდეს დატოვებთ ბავშვს უმეთვალყურეოდ მიმზიდველ საშიშროებებთან (მდინარის, ზღვის, გზის პირას, ცხელწყლიან ჭურჭელთან, წამლებსა და საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებთან, ფანჯარასა და კიბესთან, სტუმრობისა და სტუმრების მიღების დროს). შეხედეთ გარემოს მისი თვალით. ნუ დასჯით ისეთი საქციელისათვის რომლის გააზრება ჯერ არ შეუძლია. მისთვის გასაგები ენით ნათქვამი საყვედური უკეთ მიაღწევს მიზანს.

  გილოცავთ - თქვენი შვილი ერთი წლის გახდა!

0

16

1 წლიდან 15 თვემდე

ბავშვი ფეხის ადგმიდანვე უნდა ეცადოს წონასწორობის დაცვას. თქვენი ხელი, რომლითაც ბავშვს ატარებთ, მოდუნებული უნდა დაჰყვებოდეს მის ხელს და მხოლოდ მაშინ უნდა დაიჭიროს ბავშვი, როცა ის ეცემა.
ჩაცმა-დახურვისა და ბანაობისას დაუსახელეთ სხეულის ნაწილები
წაუკითხეთ პატარა ლექსები და მოთხრობები.
შეზღუდეთ ტელევიზორისა და აუდიოტექნიკის ხმაური ბინაში
ხელი შეუწყვეთ ითამაშოს კუბებითა და სხვადასხვა ზომის კოლოფებით (მათ შორის, რძის პროდუქტების ერთჯერადი ჭურჭლით), სხვადასხვა ზომის ბურთებით, `ხატოს~ მსხვილი ფანქრებითა და ფლომასტერებით.
ეთამაშეთ "სახლის დალაგება", "დამალობანა" (გამარტივებული).
ყოველთვის დაამშვიდეთ და მოეფერეთ, როდესაც აღგზნებული და შეშფოთებულია. გადაიტანეთ მისი ყურადღება სხვა საინტერესო მოვლენაზე, საგანზე.
ბავშვი თქვენგან სიყვარულს თხოულობს, თქვენც ნუ შეიზღუდავთ თავს, ხშირად გაუცინეთ, მოეფერეთ, ჩაეხუტეთ და შეაქეთ, (ამით ბავშვი არ “გაფუჭდება”) ძილის წინ აკოცეთ და უმღერეთ იავნანა (ხალხური, კუთხური, კლასიკური იავნანები ან ძილისპირული სიმღერები). მოიმარაგეთ შესაფერისი მუსიკალური ჩანაწერები.
წაახალისეთ, რომ სცადოს დამოუკიდებლად გახდა, კოვზით ჭამა და ა.შ. და არ ააჩქაროთ.
კვების თანმხლებ უხერხულობებს მნიშვნელოვნად შეამცირებთ, თუ ბავშვის სკამს დადგამთ ცელოფანის დიდ ნაჭერზე, ბავშვს გაუკეთებთ სპეციალურ ჯიბიან პლასტმასის წინსაფარს და თეფშში ჩაუსხამთ ცოტა საჭმელს.
ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, საინტერესო ადგილებში და გაართეთ საუბრით, აღუწერეთ გარშემომყოფი საგნები და მოვლენები.
სხეული გაუკაჟეთ წყლის პროცედურებით და შემდეგ ტანი გაუმ- შრალეთ უხეში ტილოთი ან ხაოიანი პირსახოცით. გაითვალისწინეთ გაკაჟების მთავარი პრინციპი: გამაღიზიანებელი ფაქტორი (გრილი წყალი, ჰაერი, დაზელა) ბავშვზე უნდა მოქმედებდეს ხანმოკლედ, რომ კანმა რეაგირება ისწავლოს და ამ დროს ორგანიზმი არ გაცივდეს. თანდათან გაზარდეთ გაკაჟების ხანგრძლივობა.
თუ ოჯახში სხვა ბავშვიცაა, ეცადეთ თანაბრად გამოხატოთ სიყვარული და მზრუნველობა. სთხოვეთ უფროსს, დაგეხმაროთ უმცროსის მოვლაში და შეაქეთ მიხვედრილობისთვის. მაღაზიაში ერთად აარჩიეთ უმცროსისათვის საყიდელი ჩასაცმელი თუ სათამაშო.
ახლა და მომავალში არ დასვათ ბავშვი წინა სკამზე ავტომობილით მგზავრობისას; მანქანის მართვის ან ფეხით სიარულისას დაიცავით ქუჩაში მოძრაობის წესები; გაითვალისწინეთ, განსაკუთრებით მძიმე ავარიები, როგორც წესი, ორმხრივი დარღვევების დროს ხდება!
მოარიდეთ საშიშროებებს. მოაწყვეთ ბინა ბავშვისათვის უსაფრთხოდ. შეხედეთ ყველა ახალ გარემოს (ეზოს, ქუჩას, მასპინძლის ბინას, წყალსატევსა თუ ხალხმრავალ ადგილს) ფხიზელი თვალით. თვალი არ მოაცილოთ ბავშვს არასაკმარისად უსაფრთხო ადგილებში.
გადახაზეთ ის რჩევები, რომლებიც კარგად აითვისეთ.

0

17

15-დან 18 თვემდე

ხშირად ესაუბრეთ მოკლე წინადადებებით. ესაუბრეთ იმ საქმიანობაზე, რასაც ბავშვის თვალწინ აკეთებთ ისე, თითქოს რადიორეპორტაჟი მიგყავდეთ მისთვის.
შეახსენეთ შედარებით ახალნასწავლი სიტყვები.
ასეირნეთ საინტერესო ადგილებში და გაართეთ საუბრით, აღუწერეთ გარშემო მყოფი საგნები და მოვლენები, მოაძებნინეთ ნაცნობი საგნები ნახატზე. დაუსვით მარტივი კითხვები.
პერიოდულად ამყოფეთ სიჩუმეში (შეზღუდეთ ტელერადიო და სხვა ხმაური).
ხელი შეუწყვეთ, ისწავლოს მარტო თამაში, დამოუკიდებლად გართობა.
ასწავლეთ დამშვიდობებისას ხელის დაქნევა.
მიეცით საშუალება დამოუკიდებლად ან მცირე დახმარებით გაიხადოს ტანსაცმელი, ისადილოს საერთო სუფრასთან ოჯახთან ერთად, საწრუპავში ჩაბერვით "აადუღოს" წყალი ჭიქაში, ითამაშოს ბურთით, ითამაშოს აბაზანაში ბანაობისას (თვალი არ მოაცილოთ).
ბავშვს ამ ასაკში აქვს მშობლებთან განშორების, უცნობი ხალხის, ტკივილის შიში. ნაკლებად (ან აღარ) ეშინია საშიში შესახედაობის ნივთების, საგნების უეცარი გამოჩენისა და ა. შ. ეცადეთ ხანმოკლე საუბრებით და ცხოვრებისეული მაგალითებით შეუმციროთ უსაფუძვლო შიშები.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვის ტანადობას, პირველ რიგში ხერხემალსა და ტერფებს. ბრტყელტერფიანობას იწვევს შეუფერებელი ფეხსაცმლები, ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა შეურჩიოთ ფეხსაცმელი.
თუ ბავშვის საბავშვო ბაღში ტარება გადაწყვიტეთ, წინასწარ რამდენჯერმე ერთად ეწვიეთ ბაღს ცოტა ხნით და ეცადეთ ბავშვს კარგი განწყობა ჩაუნერგოთ საბავშვო ბაღისა და აღმზრდელისადმი.
ბაღში სიარულის პირველ ხანებში ნუ ჩაეკითხებით ბავშვს, "როგორია ბაღი?", "მოგწონს ბაღი?" და ა. შ.
ხომ გახსოვთ ბავშვი თქვენგან სიყვარულს თხოულობს, თქვენც ნუ შეიზღუდავთ თავს, ხშირად მოეფერეთ, ჩაეხუტეთ და შეაქეთ, ძილის წინ აკოცეთ და უმღერეთ იავნანა.

0

18

18-დან 24 თვემდე

ხშირად ესაუბრეთ გარემოსა და მიმდინარე მოვლენებზე დაწვრილებით, თითქოს მისთვის რადიორეპორტაჟი მიგყავდეთ.
წაუკითხეთ საბავშო ლექსები და უმღერეთ სიმღერები, მოასმენინეთ მშვიდი მუსიკა.
წაახალისეთ დამოუკიდებლად დაალაგოს სათამაშოები, გაიხადოს ძილის წინ, შეასრულოს მარტივი დავალებები.
აუხსენით, რას ნიშნავს "უფრო დიდი", "უფრო პატარა"~.
ხშირად შეეკითხეთ იმ ნივთებსა და მოვლენებზე, რასაც ის ხედავს.
სთხოვეთ მარტივი დავალებების შესრულება (მომიტანე ბურთი, წიგნი).
როლების გათამაშება ("როგორ კერავს ბებო?", "როგორ დაჰყავს ბიძიას მანქანა?"~, "როგორ ვარჯიშობს მამა?").
ბავშვის მიერ ტუალეტის მოთხოვნა ჩვეულებრივ 1,5-3 წლის ასაკში გამომუშავდება, საბოლოოდ კი 5 წლის ასაკში ყალიბდება. ფრთხილად, თამაშ-თამაშ მიაჩვიეთ ღამის ქოთანს, ჯერ თოჯინა დასვით, შემდეგ, ვითომ სათამაშოს მოუნდა ტუალეტი და თვითონ დაასმევინეთ ქოთანზე. მარცხის გამო ბავშვს ნუ დასჯით, ნურც დააძალებთ ქოთანზე დაჯდომას. სიცივეების დროს არ დაგავიწყდეთ ქოთანში ცოტა ცხელი (არაქაფქაფა და ნამდვილად ცოტა) წყლის ჩასხმა, რათა ბავშვმა მეტი კომფორტი იგრძნოს. ბავშვი, რომელსაც პამპერსი მუდმივად აცვია, ძნელად ითვისებს ჩვევებს, ამიტომ მოზრდილ ბავშვს პამპერსი ახმარეთ გამონაკლისის სახით სეირნობის, სტუმრობისა და ძილის დროს. სხვა დროს საფენიანი ტრუსი ჩააცვით.
შეზღუდეთ ტელევიზორის ხმაური ბინაში.
ისწავლოს თამაშები: ხტუნაობა, ცალ ფეხზე წონასწორობის დაჭერა, თამაში მუსიკაზე ცეკვის ელემენტებით, დაჭრილი ნახატების აწყობა.
ითამაშოს კოლოფებით, ბურთებით, კუბებით, ქსილოფონით, სათამაშო ტელეფონით, რგოლები ჩამოაცვას პირამიდას.
ჩაუნერგეთ სასარგებლო ჩვევები: დილაობით ხელ-პირის ბანა, ხელის დაქნევა დამშვიდობებისას, სათამაშოების ალაგება და კოცნა ძილის წინ (თვითონ უნდა გაკოცოთ).
ასწავლეთ სიტყვები; "ჭუჭყიანი", "საშიში", "ცხელი", "შეიძლება"..
ხშირად მოეფერეთ და ჩაეხუტეთ (განსაკუთრებით, როცა აღგზნებული ან შეშფოთებულია).

0

19

2-დან 3 წლამდე

წაუკითხეთ წიგნები, უამბეთ ისტორიები საკუთარი და სხვისი ბავშვობიდან.
წაახალისეთ, რომ დაგისვათ შეკითხვები სეირნობისას, კითხვისას. ასწავლეთ სიტყვები: "გამახარე", "მომეხმარე".
თქვენ მიერ წინასწარ არჩეულ საბავშვო ტელეგადაცემებს უყურეთ ერთად არა უმეტეს ერთი საათისა დღეში. ესაუბრეთ ნანახზე, აუხსენით რა არის ნამდვილი და რა - არა.
შეუძლია ისწავლოს: სახელი და გვარი, ნივთების დაწყობა თითო- თითოდ, წყვილ-წყვილად და სამ-სამად. მიმატება სამის ფარგლებში.
ასწავლეთ მსხვილი ფანქრით ხატვა. შეძლებს ხაზების, წრეების, მზის, ჯვრის ხატვას.
წაახალისეთ ჩაიცვას და გაიხადოს დახმარების გარეშე.
წაახალისეთ, გაართეთ თამაშებით, რომლებიც წარმოსახვას გაუძლიერებს და გაართობს ბავშვს. მაგალითად: ბინა მაგიდის ქვეშ, სკამი - მანქანა, თქვენი მოძრაობების გამეორება; მატარებელი, მანქანის, ნავის მართვა. ცეკვის ილეთები.
ბავშვს ამ ასაკში აქვს ხმაურის, ცხოველების, სიბნელის, დიდი ნივთების, მანქანებისა და გარემოს შეცვლის შიშები. ნაკლებად (ან აღარ) ეშინია უცნობი ხალხის, ტრავმის. ეცადეთ ხანმოკლე საუბრებით და ცხოვრებისეული მაგალითებით შეუმციროთ უსაფუძვლო შიშები.
ასწავლეთ "მანქანების გზა", "ჩვენი (ფეხით მოსიარულეთა) გზა", ცხელი წყლის, წყალსატევის, დენის, ცეცხლის, წამლების საშიშროებები. გაითვალისწინეთ, სწავლება არ ნიშნავს ცოდნას. არ მოადუნოთ ყურადღება საფრთხის შემცველ გარემოში.
ყოველთვის მოეფერეთ და ჩაეხუტეთ, როდესაც შეშფოთებული ან იმედგაცრუებულია.
ბავშვების 90% სწავლობს ტუალეტის მოთხოვნას 3 წლის ასაკში, დანარჩენი 10% კი 5 წლამდე ისწავლის. ასე რომ, ჯერჯერობით ნუ განურისხდებით ბავშვს მარცხისათვის.
საკუთარი მაგალითით ჩაუნერგეთ ბავშვებს შრომისმოყვარეობა და თანაგრძნობის უნარი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა, ძნელად შესასრულებელმა მოთხოვნებმა და მოლოდინებმა ბავშვს შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოუყალიბოს.
ლაპარაკის უპირატესობა ტირილსა და ჭირვეულობასთან შეგიძლიათ თვალნათლივ დაანახოთ იგავ-არაკების "ჯიუტი თხების" (ვიწრო ხიდზე ერთმანეთს არ დაუთმეს რიგი და ორივენი წაგებულნი აღმოჩდნენ) და "ორი ვირის" მაგალითზე (მოკლე თოკით გადაბმული ორი ვირი იწევს სხვადასხვა მხარეს თივის ორი ზვინისაკენ, შედეგად, დგანან ერთ ადგილას და თივას ვერ სწვდებიან, შეთანხმების შემდეგ კი ორივე ვირი ერთად მიდის ჯერ ერთ ზვინთან და შემდეგ მეორე ზვინთან, შედეგად, ორივე მოგებული რჩება).
ბავშვის სიჯიუტის გამოვლინებისას იყავით მშვიდი და კეთილგანწყობილი. დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ყურადღებით უსმენთ მას.
ბავშვის ორგანიზმის გასაკაჟებლად;
კვირაში ერთხელ კონტრასტული შხაპი: ვიწყებთ თბილი წყლით, შემდეგ განვაგრძობთ გრილით და ვამთავრებთ თბილით. დროთა განმავლობაში თბილი და გრილი წყლის ტემპერატურათა შორის სხვაობა (კონტრასტულობა) უნდა გაიზარდოს.
დილაობით უქარო ამინდში მოუწყვეთ მზის ხანმოკლე აბაზანები აივანზე ენერგიული ვარჯიშის (მაგ., ადგილზე ხტომის და... სიცილის) თანხლებით.
გააკაჟეთ ჯანმრთელი ბავშვი. არ შეიძლება გაკაჟება ავადმყოფობის ან გამოჯანმრთელების პერიოდში.

0

20

3-დან 4 წლამდე

შეუძლია ისწავლოს ცალკეული ასოების (თავისი სახელისა) და ციფრების წერა, სამთვლიან ველოსიპედზე სიარული, დამალობანა და დაჭერობანა.
საყვარელი საქმიანობა: "მზის", "მთვარის" ხატვა, შენება, დაჭრილი ნახატებისა და მარტივი კონსტრუქციების აწყობა, ხტუნვა ცალ ფეხზე, სიარული ხალიჩის ან პარკეტის ორნამენტების პარალელური ნაბიჯებით.
მიეცით საშუალება მონაწილეობა მიიღოს დღის დაგეგმვაში, სადილის კერძის არჩევასა და მომზადებაში.
სადილის მომზადებისას უთხარით პროდუქტების სახელები და მათი მნიშვნელობა.
ჩაუნერგეთ სიამაყე ახალი მარტივი პასუხისმგებლობების მიმართ (სათამაშოების დალაგებაში მოხმარება, პირის ბანა, კბილების გახეხვა, გახდა და გახდილი ტანსაცმლის დალაგება). გააცანით საოჯახო ნივთები და ინსტრუმენტები, მათი დანიშნულება. გვერდით იყოლიეთ საოჯახო საქმიანობისას.
სთხოვეთ ბავშვს, სათითაოდ აღწეროს ნივთები, რომლებსაც ჩანთიდან ამოიღებს, თქვენ უნდა გამოიცნოთ ისინი თვალახვეულმა ან ზურგით მჯდარმა. გაიმეორეთ ეს თამაში როლების შეცვლით.
მოუყევით ნაცნობი ზღაპრები და მოთხრობები, გამოტოვეთ ცალკეული სიტყვები, რომლებიც ბავშვმა უნდა შეავსოს (გაიხსენოს).
ახალი სიტყვები; "ადრე", "ახლა", "შემდეგ", "უფრო" (უფრო გრძელი, უფრო პატარა), "დაიმალე", "ცოდოა", "შიმშილი", "დაღლილი", "ცივა", "სირცხვილი", "მადლობა".
თამაში საპირისპირო სიტყვებით; მაგ. თქვენ ამბობთ "მაღლა", მან უნდა თქვას "დაბლა".
ბანაობისას შეუძლია თვითონ გაისაპნოს ხელ-ფეხი.
თანდათან შეუძლია მიიღოს ახალი პასუხისმგებლობები. პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს ცვალებადი. თუ ბავშვი უარობს ვალდებულების შესრულებას, მიეხმარეთ და ერთობლივად გააკეთეთ (მიაღწიეთ მის თანამონაწილეობას).
შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვიშის ან კედლის საათი. მაგალითად, "რახან ძალიან მთხოვ, შეგიძლია განაგრძო ტელევიზორის ყურება, სანამ დიდი ისარი ხუთიანთან მივა", ან "მოდი, ერთად დავალაგოთ ოთახი (ვივარჯიშოთ, ლექსი ვისწავლოთ) სანამ ქვიშის საათი ჩამოიცლება". ქვიშის ან მექანიკური საათის თანხლებით შესრულებულ საქმიანობას არ მისცეთ სასჯელის ხასიათი.
უფროსები მოერიდეთ პატარის სიახლოვეს კამათს, ხმამაღლა ლაპარაკს, ჩხუბს. გაითვალისწინეთ, ბავშვებს ჰგონიათ, რომ მშობლების ჩხუბის მიზეზი თვითონ არიან და ამას განიცდიან.
პატარას ეშინია სიბნელის, ცხოველების, ხმაურის, ნიღბების. ეცადეთ ხანმოკლე საუბრებით და ცხოვრებისეული მაგალითებით შეუმციროთ უსაფუძვლო შიშები.
არ დააშინოთ ბავშვი! ნუ მოუყვებით შესაშინებელ ისტორიებს, ნუ დაემუქრებით მიტოვებით, "გუდიანი კაცით", ექიმით, მასწავლებლით, პოლიციელით. შიში ახშობს სწორ რეაქციას.
გააცანით და დაუხასიათეთ სხვადასხვა დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებები.
აუხსენით ქუჩაში მოძრაობისა და სიარულის წესები, ასწავლეთ რატომ უნდა მოერიდოს ქუჩაში მოძრავ საშუალებებს: ველოსიპედს, მოტოციკლს, ავტომობილს, რა ძნელია მათი სწრაფად გაჩერება და რა მტკივნეულია შეჯახება (ველოსიპედის მაგალითი უფრო გასაგები იქნება). შეახსენეთ სხვა საშიშროებები.
იყავით ყურადღებიანი ქუჩაში სხვა ბავშვების მიმართ. ასწავლეთ ბავშვს, რომ შორს არ წავიდეს სახლიდან, უნებართვოდ არ მოეფაროს თვალს, არ გავიდეს დათქმული მხედველობის არედან. მკაცრად გააფრთხილეთ ბავშვი, რომ არ მივიდეს უცხოსთან, არ მიიღოს საჩუქარი და, მით უმეტეს, არ ჩაუჯდეს ავტომობილში.
ბავშვს თუ ტერფის თაღი არ ჩამოუყალიბდა, მიმართეთ ბავშვთა ორთოპედს.
ვარჯიში: დასაწყისში უმჯობესია თქვენც ივარჯიშოთ ბავშვთან ერთად. შეასრულეთ "ჭიაყელა" - საწოლში (ან იატაკზე) ზურგზე დაწოლილმა: ხელები მიგვაქვს თავს იქით და ვჭიმავთ ფეხებსა და ხელებს საწინააღმდეგო მიმართულებით (5-6ჯერ). შემდეგ ასევე ვჭიმავთ რიგ-რიგობით ჯერ მარჯვენა ხელ-ფეხს, მერე - მარცხენას (5-6ჯერ). ვარჯიში "თევზი"- ხელები ტანის გასწვრივ, ტერფები ზევით და დაიწყე ტანის ვიბრირება 10 წამის განმავლობაში. ვარჯიში "ხიდი" -ზურგზე დაწოლილი იდაყვს ეყრდნობი და ტანს სწევ მაღლა 10-15 ჯერ. ვარჯიში "თვითმფრინავი"- მუცელზე დაწოლილმა წამოვწიოთ მხრები და გაშლილი ხელები ვიქნიოთ წინ და უკან. ხელები უკან მოძრაობისას უნდა ავწიოთ მაღლა. (10-15-ჯერ)
განაგრძეთ გაკაჟება

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » ორსულობა