პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » ორსულობა


ორსულობა

Сообщений 21 страница 40 из 51

21

4-დან 5 წლამდე

ხშირად წაუკითხეთ წიგნი. შეიძლება შიგადაშიგ ჩაახედოთ და წააკითხოთ ნაცნობი მარცვლები, სიტყვები. იმსჯელეთ წაკითხულზე, ნანახზე, მოაყოლეთ პატარ-პატარა ეპიზოდები. მოაყოლეთ დღის განმავლობაში ნანახი.
ხშირად მოეფერეთ, შეაქეთ, რა კარგად დაუმახსოვრებია, როგორ მოგეხმარათ, რა მშვენივრად დაასრულა წინადადება, როგორ კარგად იმღერა, გამოჭრა ნახატი, რა ყოჩაღად იცვამს ან იხდის და ჭამს დამოუკიდებლად და ა.შ.
წინასწარ არჩეულ ტელეგადაცემას უყურეთ ერთად არაუმეტეს 1-2 საათისა დღეში და შემდეგ გაარჩიეთ.
შეარჩიეთ ახალი სასაუბრო თემები: წელიწადის დროები, დაახასიათეთ ისინი. დაასწავლეთ მისამართი და ტელეფონის ნომერი, უამბეთ, "მე რომ პატარა ვიყავი..," ივარჯიშეთ ანტონიმებში (მაღალი-დაბალი, შიგნით-გარეთ, ბინძური-სუფთა, სავსე-ცარიელი, მთელი-ნახევარი..), ემოციები (გახარებული, მოწყენილი, გაბრაზებული, მშვიდი..) და ა.შ.. . ასწავლეთ ახალი სიტყვები; "სირცხვილი", "ჩუქება", "თხოვება", "ერთად", "სინამდვილე", "ზღაპარი"...
შეუძლია ისწავლოს 3-4 ფერის გარჩევა, თვლა 5-მდე, მარტივი არითმეტიკული ამოცანები, კბილების გახეხვა, "ადამიანის" და "ჭიანჭველას" ხატვა, პლასტელინით ძერწვა...
შეიძლება დაიწყოთ ანბანის სწავლება, თუკი ბავშვის განვითარების დონე და ჯანმრთელობა იძლევა ამის საშუალებას. სწავლება უნდა წარმართოთ ძალდაუტანებლად და თამაშ-თამაშ. ასწავლეთ ცალკეული ასოები და მარცვლები ნახატებითა და კუბებით. დაიწყეთ ნაცნობი მარცვლებით: "აი ია". დააკვირდით, რომ ხალისით ისწავლოს, არ მოიწყინოს. თუ მოიწყინა, აჯობებს გადაერთოს მისთვის უფრო საინტერესო გასართობზე.
ესაუბრეთ ცოდნის მნიშვნელობაზე.
არ შეიძლება ბავშვის დაშინება მიტოვებით, მასწავლებლით, სწავლით, ექიმით, წამლით, საბავშვო ბაღით, პოლიციელით და "გუდიანი კაცით".
უამბეთ ნაცნობი ზღაპარი და შემდეგ გაარჩიეთ, ჩაეკითხეთ. მოაყოლინეთ მესამე პირისათვის, ერთობლივი ძალებით წარმოადგინეთ სპექტაკლი.
ქოთანში (ან სულაც პროდუქტების პლასტმასის ჭურჭელში) ჩაათესინეთ კიტრის, გოგრის, საზამთროს ან ყვავილის თესლი და პერიოდულად მოარწყვევინეთ. ერთად დააკვირდით მის ზრდა-განვითარებას.
ასწავლეთ თავისი და ოჯახის წევრების სახელებისა და ტელეფონის ნომრის წერა.
წაახალისეთ, რომ ეთამაშოს თანატოლებს, ასწავლეთ თხოვება, გაყოფა და ჩუქება.
ითამაშეთ სიტყვების დაბოლოებების გამოცნობა ("ბურ.." - "ბურთი", "სკა.." - "სკამი"). . .
ეშინია სიბნელის, ცხოველების, ხმაურის, ნაკლებად (ან აღარ) ეშინია ნიღბებისა. ეცადეთ ხანმოკლე საუბრებით და ცხოვრებისეული მაგალითებით შეუმციროთ უსაფუძვლო შიშები.
განაგრძეთ გაკაჟება.
ახალი ვარჯიშები: "კრივი" - მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში მხრების მაღლა აწევა და კრივი - 10-10 ენერგიული გაქნევა მუშტებით.
"ცურვა"- მუცელზე დაწოლილი მხრების წამოწევა და "ცურვა" ბაყაყურით ანუ ბრასით.
"მერცხალი" - კვლავ მუცელზე. მერცხალივით გაშლილი ხელებით "ფრთების" ქნევა-10-15 ჯერ.

0

22

5-დან 6 წლამდე

შეაჩერეთ ბავშვის ყურადღება იმ საგნებსა და მოვლენებზე , რომლებიც ადვილად შეიძლება გამორჩეს თვალსაწიერიდან (გამომეტყველებაზე, მოქმედებაზე, საგნებზე, ჩაცმულობაზე, შეადარეთ ანალოგიურ საგნებსა და მოვლენებს, ავარჯიშეთ განლაგებისა და წვრილმანების დამახსოვრებაზე და ა.შ.).
გაისეირნეთ ბუნებაში, დააკვირდით, დათვალეთ, ასწავლეთ მეტი-ნაკლები, მარჯვნივ-მარცხნივ, ნელა-ჩქარა, ზევით-ქვევით.
მოთხრობების კითხვისას ჩაეკითხეთ: როგორ მოიქცეოდი შენ რომ იქ ყოფილიყავი? რას ჰკითხავდი?
თამაში: ჩამოთვალეთ მორიგეობით, რით ჰგავს ერთმანეთს ორი ნივთი, ცხოველი? რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან (ვაშლი და კომბოსტო, მანქანა და კატერი, კატა და ვეფხვი). "წაგებულია" ის, ვისაც აღარ ექნება სათქმელი.
თამაში: ჩაიფიქრეთ ნივთი, ბავშვმა უნდა დაგისვათ 10- 20-მდე შეკითხვა (მაგ; იჭმევა?, სახლში გვაქვს? და ა.შ.) რომ გამოიცნოს. გაიმეორეთ ეს თამაში როლების შეცვლით.
თამაში დამახსოვრებაზე: თქვენ და ბავშვი წინასწარ დახატულ სასახლეში თანმიმდევრობით “ინახავთ” წარმოსახვით ნივთებს. მომდევნო მოთამაშემ უნდა ჩამოთვალოს უკვე “შენახული” ნივთები და დაამატოს ახალი (მაგ: თქვენ ამბობთ-”სასახლეში გვაქვს: ვაშლი, ბურთი და.. ფანქარი” მან უნდა გააგრძელოს “სასახლეში გვაქვს: ვაშლი, ბურთი,ფანქარი და.. სკამი” და ა. შ.).
ერთად დაგეგმეთ წინასწარ, რომელ ტელეგადაცემას უყუროთ, მიეცით არჩევანის საშუალება. შეზღუდეთ ტელეხედვის დრო 1-2 საათამდე.
წაახალისეთ ბავშვი, რათა თავისი სურვილები განამტკიცოს არგუმენტებით "იმიტომ, რომ...".
ეშინია ცხოველების, "ცუდი" ადამიანების, სიბნელის, მშობლებთან განშორების, ტრავმისა. ეცადეთ ხანმოკლე საუბრებით და ცხოვრებისეული მაგალითებით გაუბათილოთ უსაფუძვლო შიშები.
დაიხმარეთ სახლის და კარ-მიდამოს სამუშაოებში, სადილის გაკეთებაში. ცომის მოზელისას აუხსენით, რამდენ ფქვილს რამდენი წყალი და რამდენი მარილი უნდა, რა მნიშვნელობა აქვს რაოდენობას.
შემდეგ გაკვეთილად კარგია, თუ ისწავლის სამკუთხედების და ისრების დახატვას. "აბა, თუ დახატავ კონვერტს ან სახლს ხელის აუღებლად, ფანქრის მოუცილებლად". ასწავლეთ "აი ია"-ს დაწერა. შემდეგ კი ვცადოთ საყვარელი სიტყვების დაწერაც: საკუთარი სახელი, დე-და, მა-მა, და, ძმა, ბებო, ბაბუ, ახლობლების სახელები. ცხადია, ბავშვის კალიგრაფია არ იქნება სრულყოფილი. სასურველია მიაჩვიოთ მსხვილი, თანაბარი ასოებით წერას ხაზზე და ველის დაცვას.
დაეხმარეთ ბავშვს წიგნების და რვეულების დალაგებაში, თანდათან მიაჩვიეთ, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ამის გაკეთება. ნუ ააჩქარებთ. არ დაგავიწყდეთ წახალისება, თუნდაც კეთილი სიტყვებით.
სასურველია ბავშვი ხშირად ხედავდეს, რომ თქვენ კითხულობთ წიგნებსა და გაზეთებს.
ასწავლეთ ახალი სიტყვები “სწორია”, “არასწორია”, “სიფრთხილე”, “შიში”, “ყოჩაღი”, “მეგობარი”..
დაახატინეთ საგანი (მაგ. ასანთის კოლოფი) სხვადასხვა კუთხიდან.
ასწავლეთ მისამართი და ტელეფონის ნომერი, რას ნიშნავს "სოფელი", "ქალაქი"? ახლო ორიენტირები: ოთახში ნივთების განლაგება ფანჯრის ან ბავშვის მიმართ, რომელია წინ, უკან, ზევით, ქვევით, შუაში, გვერდით? შეაქეთ სწორი პასუხისათვის.
ერთად დახატეთ ოთახის, ბინისა და ეზოს ზედხედები. სად ვიბანთ, სად ვიძინებთ, საიდან შემოვდივართ? სად ვსადილობთ, სად ვთამაშობთ? დაუხატეთ სახლის, ეზოსა და ახლომდებარე გზაჯვარედინების ზედხედი; სად არის მაღაზია, მანქანების გზა, ჩვენი (ფეხით მოსიარულეთა) გზა?
განაგრძეთ ვარჯიში და გაკაჟება

0

23

კვება

0

24

II თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ერთი თვისაა. მეორე თვის განმავლობაში იგი ბევრ რამეს ისწავლის _ პირველად გაგიღიმებთ, პირველად აღუღუნდება, პირველ ცრემლებსაც გადმოღვრის. თვის ბოლოს კისრის მობრუნებასა და თავის დაჭერას შეეცდება, თვალს გააყოლებს მოძრავ სათამაშოს, ჩაბღუჯავს საჩხარუნოს, სიამოვნებით მოუსმენს წყნარ, მელოდიურ მუსიკას, ზარის წკრიალს, გაგრძნობინებთ თქვენთან ურთიერთობის სურვილს.
  ზურგზე წოლისას, ბავშვი ყოველთვის კედლის საწინააღმდეგო მხარეს იყურება. თავის ფორმა რომ არ შეეცვალოს, ბავშვი მონაცვლეობით დააწვინეთ ხან ერთ, ხან მეორე გვერდზე.

  მოვლა
   პატარას ტუალეტი დღეში ორჯერ ჩაუტარეთ - დილით და საღამოს. ხელები სველი ბამბით გაუწმინდეთ და ფრთხილად შეუმშრალეთ. დაბანეთ ყოველდღიურად (ცივ თვეებში დღეგამოშვებით). ბავშვს არ სიამოვნებს არც მეტისმეტად ცხელი და არც მეტისმეტად გრილი წყალი, ამიტომ შეამოწმეთ იდაყვით - წყლის ტემპერატურა კანის ტემპერატურის შესაბამისი უნდა იყოს (35-37°C).   

  ჩააცვით პატარას საცვალი და ორი შარვალი: ჯერ თხელი - უკუღმა, ნაკერებმა კანი რომ არ გაუ- ღიზიანოს და მერე სქელი, თბილი. ასე ბავშვს ფეხები თავისუფლად ექნება და უფრო კარგად იგრძნობს თავს.¨ თბილ ამინდში დღეგამოშვებით მიაღებინეთ მზის აბაზანა. მზის სხივები შიშველ სხეულს უნდა ხვდებოდეს. დაიწყეთ 15 წამით და თანდათანობით ერთ წუთამდე გაზარდეთ.
  პერიოდულად ავარჯიშეთ: ერთდროულად მოუხარეთ ფეხები და შემდეგ განზე განუზიდეთ
  ნუ შეეცდებით პატარას დაძინებას, მან თვითონ უნდა “გაცნობოთ”, როდის სურს ძილი. ნუ მისცემთ მატყუარა საწოვარას, თუ მის გარეშეც იძინებს. თუ დღე-ღამე არეული აქვს, დღისით შეაღვიძეთ ხოლმე.
  თუ ბავშვი ფერმკრთალია, ასლოკინებს, კისერი, ცხვირი ან ფეხები გრილი აქვს, ყვირის და ტირის - ალბათ სცივა. შეამოწმეთ, ხომ არ ჩაისველა. თუ ბავშვი გახურებულია, ხელფეხს იქნევს, სხეულზე წითელი ლაქები აქვს, ტირის და ყვირის - ალბათ გადახურდა და ჩააცვით თხლად.
  ტირილი და მოუსვენრობა შეიძლება მოჭერილმა ტანსაცმელმაც გამოიწვიოს.

  კვება
  მიეცით ბავშვს:
  დედის რძე - მოთხოვნილების მიხედვით 8-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში 2,5-3,5 საათის ინტერვალით ან ხელოვნური საკვები - 6-ჯერ დღე-ღამეში 100-დან 130მლ-მდე 3-3,5 საათის ინტერვალით (სულ - დაახლოებით 600-780 მლ.).
  თუ ექიმი გირჩევთ, შეგიძლიათ მისცეთ წყალი და ვიტამინები.
  თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ხანდახან თქვენმა მეუღლემ ან ოჯახის სხვა წევრებმა აჭამონ.

  ექიმის რჩევა
   თუ პატარა ენას ან თითს წოვს, მიეცით მატყუარა საწოვარა დღეში 2-3-ჯერ 10-15 წუთით.
  შეიძლება ბავშვი რძიანამ შეაწუხოს - თუ პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ნადები შენიშნეთ ან შეატყეთ, რომ უჭირს ჭამა მადის მიუხედავად (ხარბად მოწოვს რამდენიმე ყლუპს და ტირილით ანებებს თავს), ექიმს მიმართეთ.
  თუ ბავშვი ჭამიდან ნახევარიერთი საათის შემდეგ წამოიყვირებს, ტირის, ფეხებს იქნევს, თვალები დახუ- ჭული და შუბლი შეჭმუხნული აქვს - შესაძლოა, გაზები აწუხებდეს. ეს კოლიკებია, რომლებიც ბავშვთა 20%-ს აქვს 3 კვირიდან 3 თვის ასაკამდე (უფრო ხშირად საღამოობით). იქნებ, ამობოყინებამ უშველოს. შეგიძლიათ პირსახოცშემოხვეულ თბილ სათბურზე დააწვინოთ, "მატყუარა” მისცეთ, მუცელზე წრიულად, საათის ისრის მიმართულებით უსვათ თბილი ხელი, ჩასვათ თბილ წყალში ან გაზგამყვანი მილი ჩაუდგათ. პატარა აიყვანეთ ხელში და ატარეთ ჩახუტებული - ამ ასაკში არ არსებობს განებივრების საშიშროება!
  თუ პატარა ხმადაბლა ტირის, ანდა თითქოს წკმუტუნებს, სუნთქვა გახშირებული აქვს და მოშვებულია, გაუზომეთ ტემპერატურა სწორი ნაწლავიდან (გახსოვდეთ, რომ იქ ტემპერატურა 0,4-0,5°C-ით მეტს აჩვენებს, ე.ი. 37.4°C-მდე ნორმად ითვლება). აუცილებლად გამოიძახეთ ექიმი.
  ყოველთვის მიმართეთ ექიმს, როცა ბავშვი ცუდად გამოიყურება, არ ჭამს, აქვს გახშირებული სუნთქვა, ფაღარათი, ღებინება, გახურებული, ცივი ან მოდუნებულია - ერთი სიტყვით, ყოველთვის, როცა ეჭვობთ, რომ ბავშვი ავადაა.
  მიაკითხეთ ნევროპათოლოგს, თუ ბავშვს ხშირად სცდება რძე; აქვს არათანაბარი ძალა კიდურებში, ასიმეტრიული კისერი, ტერფები; ცხვირსა და ტუჩებზე მოცისფრო ელფერი გადაჰკრავს.
  ბავშვმა თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 3 სმ. და 600გრ

0

25

IV თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა სამი თვისაა.
  მუცელზე წოლისას თავი უკვე მყარად უჭირავს და ხელებსაც ეყრდნობა. ხელის წინ გაშვერაც შეუძლია. მზერას აფიქსირებს უძრავ და მოძრავ საგნებზე. ბავშვის ღიმილი გააზრებულია და კმაყოფილებას გამოხატავს. ღუღუნი თანდათანობით მელოდიური ხდება.
  ბავშვს ყოველდღიურად 10-10 წუთით მოასმენინეთ მშვიდი მუსიკა, თავადაც უმღერეთ. ხანდახან უფროს და-ძმას უფლება მიეცით, მოეფერონ, აკოცონ პატარას, აჭამონ თქვენი ზედამხედველობით.
  გამოიყენეთ "კენგურუ", რომელიც მოსახერხებელიცაა და სასარგებლოც - პატარას ამშვიდებს მშობლის სხეულთან ახლოს ყოფნა. სასურველია, ბავშვი მუცლით თქვენსკენ იყოს და გვერდზე იყურებოდეს.   

  3-4 თვიდან მანეჟი მოიშველიეთ. ცოტა ხნით პატარა მარტო დატოვეთ, მიეცით ფორთხვის საშუალება.
  ახალი სათამაშოები საპნით გარეცხეთ. სათამაშო იმ ზომისა უნდა იყოს, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი გადაყლაპვა. გაითვალისწინეთ, რომ ნაჭრის სათამაშო არაჰიგიენურია.

  მოვლა
   თუ პატარა ტირის, ხელში აიყვანეთ, ჩაიხუტეთ, ანანავეთ, აცეკვეთ, უმღერეთ. ნუ მოთოკავთ თქვენს სიყვარულს, არც ამ ასაკში ნებივრდებიან ბავშვები.
  დააწვინეთ დასაძინებლად, როცა ეძინება, მაგრამ ვიდრე ჯერ კიდევ ღვიძავს - ასე ბავშვი თვითონვე "ისწავლის დაძინებას". უმღერეთ იავნანა, უსურვეთ "ძილი ნებისა" და აკოცეთ საწოლში ჩაწვენის წინ. ეცადეთ, არ დააჩვიოთ საწოლის რწევას.
  დღის რეჟიმში კვლავ შედის ტუალეტი დილა-საღამოს, დაბანა და მზის აბაზანა, თუ გარემოს ტემპერატურა 18° C-ზე ნაკლები არაა. 2-3 საათით გრილ ამინდშიც შეიძლება სეირნობა, თუ ქარი არ ქრის. კარგ ამინდში პატარა აივანზე დააძინეთ.

  კვება
  მიეცით ბავშვს:
  დედის რძე - დღეში 6-7-ჯერ ან ხელოვნური საკვები ეტიკეტზე მითითებული წესების მკაცრი დაცვით - 140 მლ-დან 200 მლ-მდე 3,5-4 საათის ინტერვალით (დღეში დაახლოებით 680-900 მლ).
  თუ ბავშვი 3-6 თვის ასაკში ღამის 11-12 საათისათვის არ იღვიძებს, ღამით ნუ აჭმევთ.
  ბავშვს 4-6 თვის ასაკამდე ნახევრად მყარი საკვები (ფაფები, პიურეები) არ სჭირდება. წყალი და ვიტამინები მიეცით ექიმის რჩევით.

  ექიმის რჩევა
  თუ ბავშვს კანზე პერიოდულად ღია წითელი ფერის ლაქები უჩნდება, ხშირია გამოყელვა და კანის აქერცვლა, ეს შეიძლება ალერგიის პირველი გამოვლინება იყოს. აჩვენეთ ბავშვი ალერგოლოგს. მართალია, ალერგიისადმი მიდრეკილება შვილებს მშობლებისაგან გადაეცემათ, მაგრამ სათანადო მოვლით შეიძლება დაავადება თავიდან ააცილოთ.
  თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვს ბარძაყის წინა ზედაპირზე არათანაბარი ნაოჭები აქვს, ერთი ფეხი მეორეზე მოკლეა, ფეხებს განზე თავისუფლად ვერ სწევს, მიმართეთ ბავშვთა ორთოპედს.
  გახსოვდეთ: ბავშვის ზრდა-განვითარების მათ შორის წონისა და სიგრძის მატების, მონაცემები მრავალი ინდივიდუალური თავისებურებით ხასიათდება. თქვენი შვილის განვითარების დონე შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჩვენს მონაცემებს, მაგრამ ამაზე ნუ ინერვიულებთ! მიაკითხეთ ექიმს. ექიმი განსაზღვრავს, მკურნალობაა საჭირო თუ, უბრალოდ, მოცდა.
  ბავშვმა თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 2,5 სმ. და 400-600 გრ.

0

26

V თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ოთხი თვისაა.
  უკვე გცნობთ, თვალს გაყოლებთ, ატრიალებს თავს ბგერის მიმართულებით, ნელ-ნელა იწყებს სიტყვების შინაარსის, ხმის ინტონაციის გარჩევას, ხმამაღლა იცინის, ხელს სტაცებს ჩამოკიდებულ სათამაშოს, ითვალიერებს მკლავებს, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე. როცა ვინმე უახლოვდება, თვალებს ფართოდ ახელს და სიხარულს ან შიშს გამოხატავს.
  ბავშვი საკმაოდ აქტიურია, ცდილობს გადაადგილებას, დაცოცავს. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გადმოვარდეს, რამე არ გადაყლაპოს. შეგიძლიათ მანეჟში ჩასვათ სანამ ბავშვს სიამოვნებს.
  სიხარულით შეხვდით პატარას ყოველ გაღვიძებას. ხშირად ელაპარაკეთ, გაამდიდრეთ თქვენი საუბარი ინტონაციითა და გამომეტყველებით. 4-5 თვის ბავშვის განებივრება ადვილია, ამიტომ ფრთხილად იყავით - ნუ შეაჩვევთ ხელში აყვანას, ნურც ლოგინში ჩაიწვენთ, მიიღეთ საქმიანი იერი, ატირებულს "აუხსენით" თქვენი გასაჭირი და დროებით მარტო დატოვეთ.
  ხშირად ეთამაშეთ ბავშვს, მაგრამ ნუ დაღლით. ელაპარაკეთ მეგობრულად, მაგრამ ენას ნუ მოუჩლექთ ნურც ახლა და ნურც მაშინ, როცა ლაპარაკს დაიწყებს. ბევრ სათამაშოს ერთად ნუ მისცემთ, დაიბნევა. ჩამოუკიდეთ სათამაშოები ისეთ მანძილზე, რომ იოლად ვერ მისწვდეს, თუ არ გაისარჯა. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს მყვირალა ფერის სათამაშოები უფრო მოსწონთ. თუ რაიმე ნივთმა დააინტერესა, ახლოს მიიყვანეთ და დაათვალიერებინეთ. ასწავლეთ ყურადღება!   

  მოვლა
   ტუალეტი დღეში 2-ჯერ ჩაუტარეთ - დილით და საღამოს. დაბანეთ აუდუღარი, 32° C წყლით. ასეირნეთ სუფთა ჰაერზე 2-3 საათი ან მეტხანს. მზის აბაზანები მიაღებინეთ თბილ ამინდში, დილაობით (არაუმეტეს 15 წუთისა).
  გახსოვდეთ: გასაკაჟებლად რეკომენდებულია დილის ტუალეტის დროს სხეულის დაზელვა თბილ წყალში დასველებული და გაწურული რბილი ნაჭრით. ჯერ ხელები და გულმკერდი დაუზილეთ, გაუმშრალეთ, ჩააცვით პერანგი და მერე გადადით ფეხებზე.

  კვება
   მიეცით ბავშვს:
  დედის რძე - მოთხოვნილების მიხედვით ან ხელოვნური საკვები დღეში 5-ჯერ (სულ - 800-900 მლ.)
  6 თვემდე ასაკის ბავშვისათვის საჭირო არ არის ნახევრად მყარი საკვები (მაგალითად, ბურღულეულის ფაფა). თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ აჭამოთ, დაიმახსოვრეთ: თავიდან რომელიმე ერთი ბურღულის (ბრინჯი, შვრია) ან ბოსტნეულისაგან დამზადებული ფაფა გაასინჯეთ;
  პირველ ჯერზე 1 ჩაის კოვზი ბურღულის ფაფა 2- 3 სუფრის კოვზ დედის რძეს ან ხელოვნურ საკვებს შეურიეთ. თუ ბავშვმა საჭმელი იოლად მოინელა, თანდათანობით ფაფის რაოდენობა 1-3 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. შესაბამისად გაიზრდება დასამატებელი რძის რაოდენობაც.
  ბავშვმა თავიდან შეიძლება უარი თქვას ფაფაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭმელი არ მოსწონს. უბრალოდ, პატარა სიახლეს ეჩვევა. ამიტომ ნუ იჩქარებთ საკვების სახეობის შეცვლას.
  ნახევრად მყარ საკვებს ბოთლით ნუ მისცემთ, გამოიყენეთ ვერცხლის ან პლასტმასის კოვზი. კოვზი ღრმა არ უნდა იყოს. პირველი კოვზი გაასინჯეთ მაშინ, როცა პატარა კარგ გუნებაზეა. მიეცით ფაფა, როცა რძე ყველაზე ნაკლები გაქვთ გვიან შუადღისას, ადრე საღამოს.

  ექიმის რჩევა
   თუ ბავშვს საზარდულის არეში თიაქარი აქვს, შეიძლება ჩაეჭედოს. ჩაჭედილი თიაქარი მკვრივი, დაჭიმული და მტკივნეულია ხელით შეხებისას. ბავშვი გაფითრებულია, ტირის, ყვირის, იჭინთება და ფეხებს იქნევს. სასწრაფოდ მიმართეთ ბავშვთა ქირურგს!
  თუ ბიჭს არ ესინჯება ორივე სათესლე ჯირკვალი ექიმს აჩვენეთ.
   თუ ბიჭს ჩუჩა არ ეწევა, ექიმს აჩვენეთ.
  თუ თქვენს შვილს ერთხელ მაინც ჰქონდა ასთმის მსგავსი შეტევა, შეგიძლიათ უფასოდ გამოიკვლიოთ, აქვს თუ არა მას წინასწარგანწყობა ალერგიის ან ასთმისადმი. ეს დაავადებები, სწორი მოვლით, შესაძლებელია, საერთოდ აარიდოთ ბავშვს.
  გახსოვდეთ: თუ ბავშვს პირღია სძინავს, სავარაუდოა, რომ ცხვირით სუნთქვა უჭირს. მიმართეთ ყელყურ- ცხვირის ექიმს.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 2 სმ და 400-600 გრ.

0

27

VI თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ხუთი თვისაა.
  ხმამაღლა იცინის, ჭამის დროს ძუძუს ან ბოთლს ხელს აშველებს, გაბმულად ღუღუნებს, იმეორებს ბგერებს, უფროსის ხელიდან იღებს სათამაშოს, ზურგზე მწოლიარე მუცელზე ტრიალდება, თვის ბოლოს თქვენი დახმარებით დაჯდება და დადგება კიდევაც.
  თუ ბავშვი 3-4 თვის ასაკში ყველა გაღიმებულ მნახველს უღიმოდა, ახლა სახეებს აკვირდება და მხოლოდ ნაცნობებს უღიმის, უცნობის დანახვისას კი შეიძლება შეშინდეს და იტიროს.

  მოვლა
   პატარას პირველი ჩვევები უვითარდება - კარგიც და ცუდიც. შეეცადეთ, არ მიეჩვიოს თითის წოვას. როცა ბავშვი მშრალი გაიღვიძებს, აგრეთვე ჭამიდან 15-20 წუთის შემდეგ და ძილის წინ, გადააყენეთ და შეაგულიანეთ შესაბამისი ბგერებით. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ 18 თვის ასაკამდე ბავშვი თვითონ ვერ შეგატყობინებთ ტუალეტის სურვილს და ამის გამო დასჯა-დატუქსვა ორივეს უშედეგოდ გაგანერვიულებთ.
  პირველი ორი ქვედა საჭრელი კბილი ბავშვს 6-7 თვის ასაკში ამოსდის. ამ დროს პატარებს ხშირად სიცხე უწევთ, ჭირვეულობენ და ღრძილები ექავებათ. შეგიძლიათ, ღრძილებზე სპეციალური გელი წაუსვათ. მიეცით მოსაქავებლად რეზინის ისეთი სათამაშო, რომელსაც ვერ გადაყლაპავს (სათამაშო ხშირადხშირად გარეცხეთ საპნით!)
  ბავშვს ხელში ნუ ჩაუდებთ სათამაშოს, მიაწოდეთ - დაე, თვითონ გამოგართვათ. ჩასვით მანეჟში სათამაშოებთან ერთად. უმჯობესია, დამოუკიდებლად გაერთოს, მაგრამ 10 წუთზე მეტხანს მარტო ნუ მიატოვებთ.
  გასაკაჟებლად სასურველია დილაობით ბავშვი მსუბუქად დაზილოთ თბილ წყალში დასველებული გაწურული რბილი ნაჭრით და გაამშრალოთ.
  უქარო ამინდში, როცა ჰაერის ტემპერატურა 10°C-ზე დაბალი არ არის, ბავშვი დღეში 2-3 საათი მაინც უნდა გაიყვანოთ ჰაერზე.   

  კვება
   მიეცით ბავშვს:
  დედის რძე - მოთხოვნილების მიხედვით ან ხელოვნური საკვები დღეში 5-ჯერ (სულ - 670-900 მლ.);
  დედის რძესა ან ხელოვნურ საკვებში შერეული 1-2 სუფრის კოვზი ბურღულის ფაფა.
  გარდა ამისა, შეგიძლიათ დამატებით აჭამოთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ახალი საჭმელი. დაიმახსოვრეთ: უნდა დაიწყოთ 1 ჩაის კოვზით და თანდათანობით გაზარდოთ რაოდენობა 4 სუფრის კოვზამდე. ერთ ჯერზე აჭამეთ მხოლოდ ერთი ახალი საჭმელი. მოიცადეთ სამი დღე, სანამ კიდევ რაიმე ახალს გაასინჯებდეთ - თუ ბავშვს გამოაყარა, ღებინება ან ფაღარათი დაეწყო, ადვილად დაადგენთ, რომელმა საჭმელმა აწყინა.
  ბოსტნეული. მიეცით მოხარშული პიურეს სახით.
  ხილის წვენი. დაიწყეთ მწიფე ვაშლის, ალუბლის, ატმის ახალდაწურული წვენით. თავიდან ანადუღარ წყალში გააზავეთ და დღეში 60 მლ. დაალევინეთ, შემდეგ 120-220 მლ-მდე გაზარდეთ.
  წვენი პატარას ჭიქით დაალევინეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ თავდახურული ტუჩიანი ჭიქა (სასურველია, ორყურიანი).
  არ დაალევინოთ ბავშვს მზა არომატიზებული ხილის სასმელები!
  გახეხილი ხილი. მიეცით დღეში ერთხელ 1 ჩაის კოვზი.
  პირველი წლის განმავლობაში მაქსიმალურად შეზღუდეთ ან საერთოდ ამოიღეთ ბავშვის მენიუდან დაშაქრული და დამარილებული საკვები, კვერცხის ცილა, ძროხის, თხის რძე, თაფლი, საღეჭი პროდუქტები: თხილი, ნიგოზი, მარცვლოვნები, ყურძენი, გაუხეხავი ხილი, ხორცის ნაჭერი.
  გაითვალისწინეთ, რომ ბრინჯის ნახარში ანელებს საკვების გადაადგილებას ნაწლავებში და ხელს უწყობს შეკრულობას, ხოლო სტაფილოსა და პომიდვრის წვენი, შავი ქლიავის და გარგარის ხილფაფა, შვრიის ფაფა და მაწონი კი, პირიქით - აჩქარებს. შეკრულობის დროს აჭამეთ ვახშამზე 2-3 კოვზი შავი ქლიავის პიურე.

  ექიმის რჩევა
   თქვენს ბავშვს 5 თვის ასკამდე მნიშვნელოვნად იცავდა დედის ორგანიზმიდან ჯერ სისხლით, შემდეგ რძით გადაცემული იმუნოგლობულინები. ახლა პატარა მხოლოდ საკუთარი იმუნიტეტის ამარაა. ამიტომ ერთნახევარი-ორი წლის ასაკამდე, სანამ იმუნიტეტი გაუძლიერდება, განსაკუთრებით მოარიდეთ რესპირატორულს (ვრცელდება ჰაერით - ხველებით, დაცემინებით) და კუჭ-ნაწლავის ინფექციებს (ვრცელდება საჭმლით, წყლით).
   ყოველთვის მიმართეთ ექიმს, როდესაც ბავშვს აქვს მაღალი სიცხე, ფაღარათი, ღებინება, უმადობა, გამონაყარი, მოდუნება, ხშირ-ხშირად სუნთქავს ან, უბრალოდ, ცუდად გამოიყურება.
   სასწრაფოდ მიმართეთ ქირურგს, თუ ბავშვს მოულოდნელად ჭვალვითი ხასიათის ტკივილი დაეწყო, შეტევა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და 15 წუთი-1 საათის შემდეგ გაუმეორდა. ეს ნაწლავთა გაუვალობის (ინვაგინაციის) ნიშანია.
   ბავშვმა თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 2 სმ. და 400-600 გრ. და ორჯერ მეტს უნდა იწონიდეს, ვიდრე დაბადებისას.

0

28

VII თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ექვსი თვისაა.
  უკვე წარმოთქვამს მარცვლებს, ესმის თავისი სახელი, დგება მუხლებზე, ჯდება უფროსის მკლავზე, მიცოცავს სათამაშოსაკენ, დაფოფხავს მანეჟში, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე, ზურგიდან - მუცელზე, ეპოტინება სარკეში თავის გამოსახულებას, ხევს ქაღალდებს, იჩენს ინტერესს სიახლისადმი.
  ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლად დაჯდომას (სანამ თავისით არ დაჯდება, ძალით ნუ დასვამთ!).
  პატარა დილის 5-6 საათზე იღვიძებს, მაგრამ მალე ისევ იძინებს, თუ ძილს არ გაუტეხთ. 6-9 თვის ასაკიდან, სასურველია, ბავშვის საწოლს შირმა ან ფარდა ჩამოაფაროთ.

  მოვლა
   ყოველდღიური ტუალეტი პატარას კვლავ დღეში 1-2-ჯერ ჩაუტარეთ, დაბანა კი 2 დღეში ერთხელ საკმარისია.
  ხშირად ელაპარაკეთ ბავშვს. ასწავლეთ ხელის დაქნევა დამშვიდობებისას - "კარგა-ა-დ!..." ბავშვის ცნობისმოყვარეობა და შესაძლებლობები მატულობს. მალე ფეხზე დადგომაც შეეძლება, სუფრის ჩამოთრევაც და უჯრის გამოღებაც. ნუ დატოვებთ
  ბავშვს უმეთვალყურეოდ! მოარიდეთ ჩამრთველებს, ცხელ სითხეებს, მედიკამენტებს, ქიმიურ საშუალებებს.
  მე-7-8 თვის ბოლოს ბავშვს ალბათ უკვე 1-2 კბილი ექნება. დროა, ღეჭვა ისწავლოს. ბავშვს უკვე შეუძლია ხელში დაიჭიროს საჭმელი და თვითონ ჩაიდოს პირში. ხანდახან ორცხობილა მიეცით, პიურე უფრო სქლად გახეხეთ. ბოთლის საწოვარა თანდათანობით შეცვალეთ ჭიქით, ხშირად გამოიყენეთ კოვზი. ეცადეთ, მატყუარა საწოვარას გადააჩვიოთ. მიეცით სპეციალური საღეჭი სათამაშო.
  როცა ბავშვს კბილები ამოსდის, სიამოვნებს სხვადასხვა მკვრივი პროდუქტისა და ნივთის პირში ჩადება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ - რამე არ გადაცდეს!

  გადიხართ თუ არა სახლიდან უბავშვოდ?

  როგორ ინაწილებთ ფუნქციებს თქვენ და თქვენი მეუღლე ბავშვის მოვლისას?

  აქვს თუ არა ბავშვს საყვარელი სათამაშო ან საყვარელი ადგილი?

  პოულობთ თუ არა დროს უფროსი შვილისათვის?

  კვება
   მიეცით ბავშვს:
  დედის რძე ან ხელოვნური საკვები - დღეში 4- 5-ჯერ (სულ - 900-1000 მლ);
  ბურღულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი;
  ბოსტნეულის პიურე - დღეში 4 სუფრის კოვზი;
  ხილფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი;
  წყალი - მოთხოვნილების მიხედვით.

  შეგიძლიათ დაამატოთ:
  მოხარშული კვერცხის გული. დაიწყეთ ერთი მეოთხედით და რაოდენობა მთლიან კვერცხის გულამდე გაზარდეთ. დასრისეთ ჩანგლით, აურიეთ დედის რძეში, ხელოვნურ საკვებსა ან ფაფაში. 1 წლამდე კვერცხის ცილის მიცემა არ არის რეკომენდებული - შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.   

  ნადუღი. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და რაოდენობა 2-3 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ.
  გატარებული ან წვრილად დაკეპილი ხორცი ან ხორცის პიურე. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და რაოდენობა 2-4 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. თავიდან ქათმის ხორცი მიეცით, შემდეგ - საქონლის.
  კანგაცლილი ლობიო ან ბარდა. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და რაოდენობა 4 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. არ დაგავიწყდეთ კარგად მოხარშვა.
  გახსოვდეთ: დედის რძე ან ხელოვნური საკვები ამ ასაკში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ჩვილისათვის. დამატებით მიცემული საჭმელი იმდენი არ უნდა იყოს, რომ ბავშვმა დედის რძესა ან ნარევზე უარი თქვას. ამიტომ დაიცავით თანამიმდევრობა: ჯერ დედის რძე (ხელოვნური საკვები) მიეცით, შემდეგ კი ნახევრად მყარი საჭმელი.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 2 სმ. და 400-600 გრ.

0

29

IX თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა რვა თვისაა.
  მალე გაიმეორებს მარცვლებს, ამბობს "მა-მა", "და-და" (ეს სიტყვები ერთი და იგივეა დედამიწაზე მცხოვრები ყველა ბავშვისათვის.)
  ის უკვე ბაძავს უფროსების ქცევას, ხელიდან ხელში გადააქვს ნივთები, იმეორებს მარცვლებს, თვალებითა და ხელით პასუხობს შეკითხვებზე: "სად არის დედა? მამა?”, უფროსების თხოვნით უკრავს ტაშს, ეძებს დავარდნილ საგანს, საყრდენის მეშვეობით დგამს ნაბიჯებს.
  ბავშვი აქტიურია და მანეჟი ეპატარავება. შეგიძლიათ, სუფთა ხალიჩაზე ან ფარდაგზე დასვათ.
  პატარა სულ უფრო და უფრო მეტხანს ფხიზლობს და დღის რეჟიმიც ეცვლება. დღისით მხოლოდ 2-ჯერ იძინებს.
  ბავშვი ჭამისას შეიძლება ძალიან გაგიჯიუტდეთ. თუ რამე ახალ საჭმელს სთავაზობთ და არაფრით არ ჭამს, ნუ დააძალებთ. ნუ აჭმევთ ამჯერად და შემდეგი კვება თავის დროზე მიეცით - მოშიების შემდეგ მადიანად შეექცევა იმავე საჭმელს.
  მიეცით სათამაშოდ კოვზი და ჭიქა - დაე, თანდათან შეეჩვიოს.

  მოვლა
   ნაცნობ სათამაშოს დააფარეთ ნაჭერი, დაუმალეთ ზეწრის ქვეშ ან ფარდის უკან და სთხოვეთ ბავშვს, მოძებნოს (“სად არის კურდღელი? - ჭიტაა!..”) გარკვევით დაუსახელეთ ნივთებისა და ცხოველების სახელები. ესაუბრეთ ბავშვს, მაგრამ ნუ გადაღლით. ნურასოდეს დააშინებთ! თუ დასჯა გინდათ, საქმიანი და მკაცრი ტონით უთხარით სათქმელი.
  ორ დღეში ერთხელ დაბანეთ დამჯდარი, თუ სიამოვნებს. ბანაობის შემდეგ გადაავლეთ გრილი წყალი. ეცადეთ, ჩვევად ექცეს ხელების დაბანა.
  მალე პატარას მაგარძირიანი ფეხსაცმელი დასჭირდება. სიარულის სწავლისა და ტერფის თაღის ფორმირებისათვის საუკეთესო საშუალებაა უფეხსაცმლოდ სიარული, მაგრამ ფეხსაცმელი აუცილებელია ბავშვის ფეხების დასაცავად და დასათბობად. ფეხსაცმელი აუცილებლად ყელიანი, ქუსლის სიმაღლე - 1-1,5 სმ უნდა იყოს. ფეხსაცმელი მჭიდროდ უნდა ეცვას, მაგრამ არ უჭერდეს.ძირი არ უნდა სრიალებდეს, ნუ ჩააცვამთ ბავშვს უხეშ ფეხსაცმელს. ცუდმა ფეხსაცმელმა შეიძლება არასწორ დგომასა და სიარულს მიაჩვიოს. ამიტომ ნურასოდეს დაზოგავთ ფულს ბავშვის ფეხსაცმელზე. ფეხსაცმელი ყველაზე ხარისხიანი ნივთი უნდა იყოს მის გარდერობში.

  კვება
   მიეცით ბავშვს:
  დედის რძე ან ხელოვნური საკვები - დღეში 3-4- ჯერ;
  ბურღულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ბოსტნეულის ფაფა -_ დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ხილფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ხილის წვენი - დღეში 85-125 მლ;
  წყალი - მოთხოვნილების მიხედვით;
  შერჩევით: ახალი ხორცი, კვერცხის გული, დასრესილი ლობიო, თევზი, რძე, ყველი ან მაწონი - დღეში 4 სუფრის კოვზი;

  შეგიძლიათ დაამატოთ: ცოტაოდენი სხვადასხვა საჭმელი საერთო სუფრიდან; ხელში დასაჭერი, ადვილად დასაღეჭი საჭმელი, საქონლის ან ქათმის ხორცი, თევზი; ჩათუთქული ხილი.   

  ამ ასაკიდან ბავშვს უკვე შეიძლება მიეცეს ფხვნილის რძე ან მაწონი დღეში 1 ჩაის ჭიქა.
  თუ ბავშვს კბილების ამოსვლა უგვიანდება, ექიმს მიმართეთ.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 1,5 სმ. და 600 გრ.

0

30

X თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ცხრა თვისაა.
  ესმის სიტყვები: "მომეცი", "აიღე", "გინდა", "კი", "არა" (თქვენი "არა" ყოველთვის სამართლიანი და პრინციპული უნდა იყოს!) იგებს მარტივ წინადადებებსაც, სიამოვნებს ურთიერთობა სხვა ბავშვებთან და უფროსებთან. ერთმანეთში და ერთმანეთზე აწყობს სათამაშოებს, აღებს და ხურავს ყუთს, კარს, ორი თითით იღებს სათამაშოს.
  შეუძლია აცოცდეს და ჩამოცოცდეს ბალიშზე.
  ალბათ ამჩნევთ, რომ ბავშვი ხშირად გეწინააღმდეგებათ - ეს დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის პირველი ნიშანია. ნუ დათრგუნავთ საყვედურებით. მიიყვანეთ ახლოს და ესაუბრეთ იმაზე, რასაც ყურადღებას მიაქცევს, გაუღრმავეთ ინტერესი.
  პატარა ახლა სკამზე ჯდომას სწავლობს. დააკვირდით, სწორად ზის თუ არა - ხერხემალსა და ფეხებს შორის მართი კუთხე უნდა იქმნებოდეს. შეურჩიეთ საბავშვო სკამი სწორი ზურგით.
  მიაჩვიეთ ბავშვი თავის მაგიდასთან ჭამას, მაგრამ ზოგჯერ დიდების მაგიდასთანაც მიიწვიეთ. მაგიდა იმ სიმაღლე უნდა იყოს, რომ სკამზე დამჯდარი ბავშვი ხელების აუწევლად და ბეჭებში მოუხრელად აყრდნობდეს იდაყვებს.
  ბავშვების უმრავლესობა ამ ასაკში სიამოვნებით ბანაობს დამჯდარი და თამაშობს მოტივტივე სათამაშოებით. თუ თავზე წყლის გადავლება აშინებს, ასწავლეთ სუნთქვა პირადი მაგალითით - "თვალები დახუჭე, პირი გააღე, ისუნთქე პირით" სახეზე წყალს ნაკადად ნუ შეასხამთ.

  მოვლა
   დაუმალეთ პატარას მჭრელი, ცხელი, პატარა საგნები, მათ შორის - მარცვლები, ლებნები, აბები. მოარიდეთ ელექტროსადენებს, ქიმიურ ხსნარებს. ყურადღება მიაქციეთ, მაგიდიდან სუფრა არ გადმოი- თრიოს!
  ღამით თუ გამოიღვიძა, საყვარელი სათამაშო მიეცით.
  გთავაზობთ თამაშს, რომელშიც ბავშვი თანდათანობით, ხშირი განმეორების შემდეგ შეძლებს მონაწილეობას. დაუკარით ტაში, გარკვევით წარმოთქვით სიტყვები და წაახალისეთ, რომ გაიმეოროს თქვენი მოძრაობები: "ტაში-ტაში, ბევრი ვჭამე" (მუცელზე წრიულად მოისვით ხელი), "გავიზარდე, გავიზარდე" (აწიეთ ორივე ხელი ზემოთ), "კიდევ შევჭამ - გავიზრდები" (ხელში აიყვანეთ), "ჩემს მამიკოს/ჩემს დედიკოს...გავახარებ" (ჩაიხუტეთ).   

  სადილობისას ბავშვი კალთაში ჩაისვით ან ქამრებიან, მაღალ, საბავშვო მაგიდა-სავარძელში ჩასვით. საჭმელი - პური, ორცხობილა, ხორცი - პირდაპირ ხელში მიაწოდეთ. მალე ორყურიანი ჭიქიდან სითხის დალევასაც დამოუკიდებლად შესძლებს.

  კვება
   მიეცით ბავშვს:
  დედის რძე ან ხელოვნური საკვები - დღეში 3-ჯერ, სულ - 600 მლ. (გამოიყენეთ ჭიქა!);
  ბურღულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ბოსტნეულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ხილფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
  ხილის წვენი - დღეში 85-125 მლ;
  წყალი - მოთხოვნილების მიხედვით; შერჩევით: ახალი ხორცი, კვერცხის გული,
  დასრესილი ლობიო, თევზი, რძე, ყველი ან მაწონი - დღეში 4 სუფრის კოვზი;

  შეგიძლიათ დაამატოთ: ცოტაოდენი სხვადასხვა საჭმელი საერთო სუფრიდან;
  ხელში დასაჭერი, ადვილად დასაღეჭი საჭმელი, საქონლის ან ქათმის
  ხორცი, თევზი;
  ჩათუთქული ხილი;
  ფხვნილის რძე ან მაწონი დღეში 1 ჩაის ჭიქა.
  ძუძუთი კვება შეგიძლიათ გააგრძელოთ.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 1,5 სმ. და 400 გრ.

0

31

XI თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა ათი თვისაა. თქვენი პატარა ათი თვისაა.
  უკვე ფურცლავს წიგნს, ხევს ფურცლებს, "ატარებს მანქანას", "აჭმევს" თოჯინას, ხსნის და აცვამს რგოლებს სათამაშო პირამიდაზე. მალე შეიძლება თქვას "დედა", "მამა", "აუაუ".
  ბავშვი დამოუკიდებლად დგას და ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, ძვრება ტახტზე, სკამზე, ეფერება ცხოველებს. ნუ აუკრძალავთ ცხოველებთან თამაშს და ნუ დააშინებთ, მაგრამ ნურც ჰიგიენის აუცილებელ მოთხოვნებს დაივიწყებთ. მოარიდეთ ძაღლს, რომელიც ჭამს.
  თუ ბავშვი მოწყენილია, აუცილებლად გაეთამაშეთ. შეეკითხეთ, იქნებ გიპასუხოთ, სადა აქვს ცხვირი, პირი, ფეხი, ხელი. თუ ინტერესით თამაშობს და "საკუთარი საქმითაა” დაკავებული, ნუ ჩაერთვებით, ნუ გაუფანტავთ ყურადღებას. ნუ მოეხმარებით იმაში, რისი გაკეთებაც თვითონ შეუძლია - დაე, მიეჩვიოს დამოუკიდებლობას.

  მოვლა
   პატარა დღეში სამჯერ გაასეირნეთ სუფთა ჰაერზე დასაჯდომი ეტლით. გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, თუ უკვე დგას, ცოტა გაატარ-გამოატარეთ ხელჩაკიდებული.
  პერიოდულად სთხოვეთ: "მომეცი სათამაშო", "მომეცი ბურთი", "გადააგდე ბურთი", "ფეხი დაარტყი ბურთს"... დაუდეთ წინ ჯოხი და მოეხმარეთ, გადააბიჯ-გადმოაბიჯოს. დაწოლილს, ჩააჭიდებინეთ ხელები თქვენს ხელებზე და წამოსვით ან წამოაყენეთ. გააკეთებინეთ "ჩაჯდომადგომები". ასწავლეთ სუნთქვა თავის დაბანისას: "პირით ისუნთქე, ცხვირით არ ისუნთქო, დახუჭე თვალები". ბანაობამდე ერთად ივარჯიშეთ სუნთქვაში.
  თქვენი დახმარებითა და შეგულიანებით პატარა მიეჩვევა ფინჯანით სითხის დალევას, კოვზით - ფაფისა და პიურეს ჭამას. მართალია, სწავლის პროცესი თქვენგან დიდ მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ, როცა ბავშვი დამოუკიდებლად შეჭამს, ნამდვილად გაიხარებთ.
  ჩვეულებრივ, ბავშვი თავის სურვილებზე თავისებურად მიგვანიშნებს ხელებით, გამომეტყველებით. ეცადეთ, გამოთქვას სურვილი. გახსოვდეთ, თუ პატარას დაუყოვნებლივ შეუსრულებთ უსიტყვოდ გამოხატულ ყველა სურვილს, ლაპარაკს გვიან დაიწყებს. პატარა ახლა სკამზე ჯდომას სწავლობს. დააკვირდით, სწორად ზის თუ არა - ხერხემალსა და ფეხებს შორის მარ- თი კუთხე უნდა იქმნებოდეს. შეურჩიეთ საბავშვო სკამი სწორი ზურგით.

  კვება
   მიეცით ბავშვს:
   დედის რძე ან ხელოვნური საკვები - დღეში 3-ჯერ, სულ - 600მლ. (გამოიყენეთ ჭიქა!);
   ბურღულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
   ბოსტნეულის ფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
   ხილფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
   ხილის წვენი - დღეში 85-125 მლ;
   წყალი - მოთხოვნილების მიხედვით;
   აირჩიეთ: ახალი ხორცი, კვერცხის გული, დასრესილი ლობიო, თევზი, რძე, ყველი ან მაწონი - დღეში 4 სუფრის კოვზი;   

   შეგიძლიათ დაამატოთ:
   ცოტაოდენი სხვადასხვა საჭმელი საერთო სუფრიდან; ხელში დასაჭერი, ადვილად დასაღეჭი საჭმელი, საქონლის ან ფრინველის ხორცი, თევზი; ჩათუთქული ხილი;
   პასტერიზებული რძე ან მაწონი დღეში 1 ჩაის ჭიქა.
   მიიღეთ სუფრის ახალი წევრი საერთო მაგიდასთან!

0

32

XII თვე

  განვითარება
   თქვენი პატარა თორმეტი თვისაა.
  ცდილობს ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმას. თავდაპირველად ხელებს წინ იშვერს, თითქოს საყრდენამდე მანძილის შემცირება უნდა. 14 თვემდე
  ბავშვის სიარულის მანერა დაიხვეწება - წონასწორობის დასაცავად ხელებს ჯერ განზე გაშლის, მერე ტანზე მიიტყუპებს. ჯერჯერობით კი საყრდენს ეძებს. დააყენეთ პატარა კედელთან, თქვენ მოშორებით ჩაჯექით და დაუძახეთ: "მოდი ჩემთან!" ბავშვის სიტყვების მარაგი ამ ასაკში, ჩვეულებრივ, 10-12 სიტყვით ამოიწურება, მაგრამ გაცილებით მეტი ესმის და ზოგიერთ თხოვნას ასრულებს კიდეც: "აიღე", "მომეცი", "დადე", "პირი გააღე". თვითონაც განუწყვეტლივ ითხოვს - "მომე".
  პატარა აწყობს მარტივ კონსტრუქციებს, უსტვენს "ჩიტი სასტვენით", მიძვრება თაროებსა და უჯრებში, ყველაფერს ხელს ჰკიდებს, შლის, ძირს ყრის, აღებს და ხურავს კარს, ხევს ფურცლებს. რას იზამთ, მისი სწრაფვა გარემოს შეცნობისაკენ თქვენგან ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს. ფრთხილად იყავით, მოარიდეთ ბავშვი მჭრელ და ცხელ ნივ- თებს, ცხელწყლიან ჭურჭელს, ცეცხლს, კიბეებს.   

  ყოველდღიურ ჰიგიენას, სეირნობასა და მზის აბაზანებს ემატება ხანმოკლე თბილი შხაპი, რომელიც თანდათანობით გრილი შხაპით შეიძლება შეიცვალოს.

  კვება
   იმედია, თქვენი პატარა უკვე სწავლობს მაგიდასთან ქცევის წესებს, ხმარობს კოვზსა და ფინჯანს.
  მენიუ თითქმის უცვლელია.
  შეგახსენებთ, რომ ბავშვს ამ ასაკში არ უნდა აჭამოთ შემწვარი ხორცი, კარტოფილი, სოსისი, ცხარე საჭმელი, კაკაო, შოკოლადი, კანფეტები, ციტრუსი, კონსერვები. წინათ თვლიდნენ, რომ მეთორმეტე თვეზე შეიძლებოდა ბავშვისათვის ღვიძლის პაშტეტის მიცემა, მაგრამ დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის გამო ეს მიზან- შეწონილი არაა.
  პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა მოიმატოს 1,5 სმ. და 400-500 გრ.

  ექიმის რჩევა
   ნურასოდეს დატოვებთ ბავშვს უმეთვალყურეოდ მიმზიდველ საშიშროებებთან (მდინარის, ზღვის, გზის პირას, ცხელწყლიან ჭურჭელთან, წამლებსა და საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებთან, ფანჯარასა და კიბესთან, სტუმრობისა და სტუმრების მიღების დროს). შეხედეთ გარემოს მისი თვალით. ნუ დასჯით ისეთი საქციელისათვის რომლის გააზრება ჯერ არ შეუძლია. მისთვის გასაგები ენით ნათქვამი საყვედური უკეთ მიაღწევს მიზანს.

0

33

ჰიგიენა

  უმცროსი ასაკის ბავშვის ჰიგიენის თავისებურებანი.

   ადრეული ასაკის ბავშვის ყოველდღიური ტუალეტი იწყება დილით ხელ-პირის დაბანვით ონკანის წყლით. 2-3 წლისას ასწავლეთ პირში წყლის გამოვლება, ძილის წინ თქვენც მასთან ერთად გამოივლეთ და შეეჯიბრეთ კიდევაც - ვინ უფრო დიდხანს. 2-5 წლისას მიეცით საბავშვო კბილის ჯაგრისი, რამდენიმე თვეში კბილის პასტაც გამოიყენეთ. თავიდანვე ასწავლეთ, რომ ჯაგრისი უნდა ამოძრაოს ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად.
   ბავშვის მიერ ტუალეტის მოთხოვნა ჩვეულებრივ 1,5-3 წლის ასაკში გამომუშავდება, საბოლოოდ კი 5 წლის ასაკში ყალიბდება. ფრთხილად, თამაშ-თამაშ მიაჩვიეთ ღამის ქოთანს, ჯერ თოჯინა დასვით, შემდეგ ვითომ სათამაშოს მოუნდა ტუალეტი და თვითონ დაასმევინეთ ქოთანზე. მარცხის გამო ბავშვს ნუ დასჯით, ნურც დააძალებთ ქოთანზე დაჯდომას. სიცივეების დროს შეგიძლიათ ქოთანში ცოტა ცხელი (არაქაფქაფა და ნამდვილად ცოტა) წყლის ჩასხმა, რათა ბავშვმა მეტი კომფორტი იგრძნოს. ბავშვი, რომელსაც გამუდმებით პამპერსი აცვია, ძნელად ითვისებს ჩვევებს, ამიტომ მოზრდილ ბავშვს პამპერსი ახმარეთ გამონაკლისის სახით სეირნობის, სტუმრობისა და ძილის დროს. სხვა დროს ჩააცვით საფენიანი ტრუსი.
   შორისი კუჭის ყოველი მოქმედების შემდეგ ჩაბანეთ თბილი წყლის ნაკადით. გოგონა უნდა ჩაბანოთ წინიდან უკან მიმართულებით, ბიჭი - სულერთია. აბანავეთ კვირაში 1-2ჯერ ბავშვის საპონი ან ბავშვის შამპუნი გამოიყენეთ კვირაში მხოლოდ 1-2ჯერ.დაბანის ბოლოს გასაკაჟებილად გადაავლეთ 1-2 გრადუსით გრილი წყალი. ბავშვი სწრაფად შეახვიეთ ზეწარში და გაამშრალეთ. ყოველდღიურად ასეირნეთ, თუ არ ცივა და ქარი არ ქრის. ოთახი, სადაც იზრდება პატარა, უნდა იყოს ნათელი, თბილი, წყნარი და სუფთა, არ უნდა იყოს გადატვირთული ზედმეტი ნივთებით, ყვავილებით, წიგნებით. ბავშვის ნივთები მოხერხებულ, სუფთა და მშრალ ადგილას უნდა ინახებოდეს. ოთახი უნდა გაანიავოთ ყოველდღე, პატარის ოთახში არყოფნის დროს, 3-4 წუთით ორპირი ქარის მოწყობით ან მისი ძილის დროს სარკმლის გამოღებით. ლეიბი ყოველდღე უნდა გადააბრუნოთ. თუ ელექტრო ქურით ან ცენტრალური გათბობით თბებით, რაფაზე ლამბაქით წყალი უნდა დადგათ რათა ჰაერი არ გამოშრეს.

  დღის რეჟიმი 1 წელზე უფროსი ბავშვებისათვის

მიმართეთ პედიატრს, რომელიც შეგირჩევთ სათანადო დღის რეჟიმს, დანიშნავს ჰიგიენურ და გასაკაჟებელ ღონისძიებებს. ჩვენ შემოგთავაზებთ ზოგად რეკომენდაციებს ყოველდღიური საქმიანობისთვის.
დილით ბავშვი რომ გაიღვიძებს, შეხვდით სიხარულით, მოეფერეთ, მიაღწიეთ მის საპასუხო ხალისიან განწყობილებას.
მზის აბაზანა აივანზე. გახადეთ და მინიმუმ 20 წამით შეუშვირეთ მზის პირდაპირ სხივებს.
მაგიდასთან დასვით საჭმლისა და ჩაის დასხმიდან ხუთი წუთის შემდეგ, რომ საჭმელ/სასმელმა შეგრილება მოასწროს (ცხელი სითხეების მიღება მავნე და სახიფათო ჩვევაა).
კვება ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, ცილით, თევზეული მდიდარი საკვები, , არ მისცეთ ცხელი საჭმელ-სასმელი. ყოველ დღე მიაწოდეთ ბავშვს ვაშლი და სტაფილო, 3 წლამდე ჯობია გახეხილი.
ბავშვის საჭმელი უნდა გააკეთოთ ძალიან ცოტა მარილითა და ძალიან ცოტა შაქრით.
სახლის დალაგებაისას: დამალეთ ყველაფერი, რამაც შეიძლება ვნება მოუტანოს ბავშვს.
შილიფად ჩააცვით, ეთამაშეთ, ავარჯიშეთ და გაავაკაჟეთ.
კითხვა, თვალიერება და შემდეგ შუადღის ძილი.
სეირნობის დროს მიიყვანეთ იმ საგანთან, რომლითაც დაინტერესდება და მოუყევით მის შესახებ.
წაიკითხეთ მომავალი კვირის ტელეანონსები და შესაფერისი გადაცემებით შეადგინეთ ბავშვის კვირის ტელეპროგრამა, დღეში არაუმეტეს ერთი საათის ხანგრძლიობით.
საბავშვო კბილის პასტითა და ჯაგრისით კბილების გამოხეხვა ან წყლის გამოვლება (“შეეჯიბრეთ”, ვინ უფრო დიდხანს გამოივლებს).
ძილის წინ სისტემატიურად გაიმეორეთ შეჩვეული რიტუალი: კოცნა, ხელის დაქნევა, “ძილი ნებისა”, ზღაპარი ან იავნანა რათა ბავშვმა ადვილად დაიძინოს.
ბავშვის მიერ ტუალეტის მოთხოვნა ჩვეულებრივ 1,5-3 წლის ასაკში გამომუშავდება, საბოლოოდ კი 5 წლის ასაკში ყალიბდება. ფრთხილად, თამაშ-თამაშ მიაჩვიეთ ღამის ქოთანს, ჯერ თოჯინა დასვით, შემდეგ ვითომ სათამაშოს მოუნდა ტუალეტი და თვითონ დაასმევინეთ ქოთანზე. მარცხის გამო ბავშვს ნუ დასჯით, ნურც დააძალებთ ქოთანზე დაჯდომას. სიცივეების დროს შეგიძლიათ ქოთანში ცოტა ცხელი (არაქაფქაფა და ნამდვილად ცოტა) წყლის ჩასხმა, რათა ბავშვმა მეტი კომფორტი იგრძნოს. ბავშვი, რომელსაც გამუდმებით პამპერსი აცვია, ძნელად ითვისებს ჩვევებს, ამიტომ მოზრდილ ბავშვს პამპერსი ახმარეთ გამონაკლისის სახით სეირნობის, სტუმრობისა და ძილის დროს. სხვა დროს ჩააცვით საფენიანი ტრუსი.

0

34

მშვიდი ძილი

  ისეთი ყოველდღიური, რუტინული საქმეც კი, როგორიცაა ბავშვის დაძინება მშობლისაგან გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. ბავშვი სრულ სიმშვიდეს მშვიდ ძილში პოულობს. მშვიდი ძილი აუცილებელია ახალშობილის ფსიქო-მოტორული და გონებრივი განვითარებისათვის. ბავშვის მშვიდი ძილი ასევე აუცილებელია დედისათვის რათა მან მოახერხოს დასვენება და ძალების აღდგენა. სიმშვიდის შენარჩუნება ხშირად არა მხოლოდ მშობლების, არამედ ახლო ნათესავების (ბებია-ბაბუის, მამიდა-დეიდის) თანამონაწილეობას მოითხოვს.
  ახალშობილი (1 თვემდე ასაკის) დღე-ღამეში 6-8-ჯერ, ხოლო ჩვილი (1 წლამდე ასაკის) 4-7 –ჯერ იძინებს. დაძინების პროცესი დაახლოებით 15-40 წუთს გრძელდება. დაძინება დამღლელი, შრომეტევადი და უსიამოვნო ხდება როცა დედა არ ფლობს და არ იყენებს ბავშვის დაძინების წესებს. მშობელს ბავშვის სწორად დაძინების ცოდნა მოეთხოვება. ახალშობილობისა და ჩვილობისას მშობლების მიერ გამოყენებული დაძინების არასწორი პრაქტიკის გამო ბავშვი შეიძლება სტრესების ქვეშ აღმოჩნდეს რაც მომავალში ფსიქოლოგიურ ტრავმაში შეიძლება გადაიზარდოს და მის ფსიქოლოგიურ თუ მენტალურ სტატუსზე უარყოფითად აისახოს.
  მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყნების პედიატრები და ფსიქოლოგები მრავალწლიანი გამოკვლევებისა და დაკვირვებების საფუძველზე იძლევიან ბავშვის დაძინების სწორი პრაქტიკის რეკომენდაციებს.

  თანამედროვე რეკომენდაციები ითვალისწინებს:
ბავშვის დაძინებისათვის სწორი დროის განსაზღვრას.
ბავშვისათვის ძილის წინასწარგანწყობის შექმნას (ბავშვი მაძღარი, სუფთა, კმაყოფილი და ზომიერად დაღლილი უნდა იყოს).
ძილისწინა რუტინული, მუდმივად განმეორებადი რიტუალის ჩატარებას (მშობლები თვითონ იგონებენ ასეთ რიტუალს მაგალითად: თოჯინას “დაძინება”, ხელების დაბანა,ერთი და იგივე მშვიდი მუსიკის, იავნანის ჩართვა ან სიმღერა და სხვა).
ძილისათვის შემზადებული, ჯერ კიდევ მღვიძარი ბავშვის საწოლში ჩაწვენა და იავნანით დაძინება.
თანამედროვე რეკომენდაციებით უარყოფილია ბავშვის დარწევა, როგორც დაძინების რიტუალი და უპირატესობა ეძლევა რიტმულ, მელოდიურ მშვიდ სიმღერას, იავნანას.
ძილისპირული იავნანა ითვლება არა მხოლოდ მოხერხებულ დამხმარედ, არამედ დედასა და შვილს შორის მჭიდრო ფსიქოლოგიური კავშირის დამყარების ერთერთ საშუალებად.

  ხალხური იავნანების ტექსტები

იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო,
ვარსკვლავები ამოსულა, იავნანინაო,
მთვარე შეშინებულაო, იავნანინაო,
მანანოები მოდიან, იავნანინაო,
ძილი მოაქვთ გუდითაო, იავნანინაო,
თვალს გავუვსებ ძილითაო, იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალე, იავნანიანო.

დაიძინე, დაისვენე, ნანავ და ნანინავ,
ძილი და მოსვენებაო, ნანავ და ნანინავ,
მაგ შენს პატარა საწოლში, ნანავ და ნანინავ,
გენაცვალე, გენაცვალე, ნანავ და ნანინავ,
მოდი, ნანა, პატარასთან, ნანავ და ნანინავ,
ძილი და მოსვენებაო, ნანავ და ნანინავ,
ამ ჩვენ პატარა შვილსაო, ნანავ და ნანინავ,
ვუმღერი ნაზი ხმითაო, ნანავ და ნანინავ,
მოვგვრი ტკბილად ნანასაო, ნანავ და ნანინავ.

ნანა, ნანა ქალასაო, (ვაჟკაცსაო)
ანგელოზის ცალასაო,
ძილი მოდის თვალასაო,
აჩუჩუნებს ჩალასაო.

ნანი, ნანა, ნანინა,
ტკბილი ძილით დაიძინე, გულს ნათელი დაიფინე,
ეს საწოლი კარგი ხისა, შენ ვარსკვლავი ხარ ცისკრისა,
თვალის სინათლე დედისა, მერე კი მთელი ქვეყნისა,
ენა მომე მგალობლისა, რომ ნანა გითხრას ქებისა.

იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალოს შენი მშობელიო,
შენს ვაჟკაცობას (დაქალებას) მომასწრებს მე ღვთისმშობელიო.

ნანას გეტყვი ძილისთვინა,
შენი მოსვენებისთვინა,
იამა გშობა შობითა,
ვარდმა გაგზარდა ქებითა,
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა,
მას ჰგევხარ ფეროვნებითა,
დაიძინე, ჩემო შვილო,
გახდი მშობელიო,
შენს ქორწილში დამჭირდება სამი სოფელიო.

0

35

განვითარება თამაშით

0

36

3-დან -4 წლამდე ასაკი


მშობელი ბავშვთან თანაბარი პარტნიორობის დონეზე (“მოთამაშე პარტნიორი”) მას თანდათანობით უყალიბებს თამაშის სპეციფიკურ უნარებს, მასთან ერთად თამაშობს და ამით თამაშს უნარჩუნებს ბუნებრიობას; უზრუნველყოფს პირობებს დამოუკიდებელი თამაშის გააქტიურებისათვის.

            ძირითად პედაგოგიურ საშუალებად ითვლება სიუჟეტი (მოიცავს ყველა ელემენტს – მოქმედებას, როლებს, მოვლენებს), რომელსაც აღმზრდელი ავითარებს ბავშვებთან ერთობლივი თამაშის პროცესში.

3 წლის ბავშვებს ჩამოყალიბებული აქვთ უმარტივესი პირობით-საგნობრივი თამაშის უნარი. აღმზრდელმა ბავშვებს უნდა ჩამოუყალიბოს თამაშის აგების ახალი ხერხი – როლების მიხედვით ქცევა, რისთვისაც მას შეუძლია გამოიყენოს ნაცნობი სიუჟეტები და როლები (დედა-შვილი, ბებია-შვილიშვილი და სხვა).

ინდივიდუალური თამაშის დროს წყვილი როლების გათამაშებისას (მაგალითად თავად დედის როლში, თოჯინა –შვილის და სხვ.) ბავშვს უნდა შეეძლოს საუბარი წარმართოს მონაცვლეობით (თავისი და თოჯინის ნაცვლად).

ერთობლივი თამაშის დროს მშობელმა შეკითხვებითა და რეპლიკებით უნდა გაააქტიუროს ბავშვის მეტყველება როლების შესაბამისად. სასურველია წმინდა სასაუბრო (სამეტყველო) სიტუაციის შექმნა სათამაშო ტელეფონის გამოყენებით (მაგალითად, საუბარი თოვლის პაპასთან, ფიფქიასთან, კომბლესთან, წითელქუდასთან და სხვ.), რაც დაეხმარება ბავშვს გადავიდეს საგნებით მოქმედებიდან საუბრით ურთიერთმოქმედებაზე. თუ ბავშვი შედარებით პასიურია, უმჯობესია ინდივიდუალური თამაში, დამკვირვებლების გარეშე.

3 წლისათვის ბავშვები პირობით-საგნობრივი მოქმედებების მეშვეობით შლიან დამოუკიდებელ თამაშს. საგნებით “ვითომ” მოქმედება წინასწარ ამზადებს ნიადაგს იმისათვის, რომ ბავშვმა გაიგოს შემდეგი - თამაშში თვითონაც შეუძლია იყოს სხვა (დედა, ექიმი და ა.შ.), ე.ი. 3 წლის ბავშვს უკვე შეუძლია როლის შესრულება.

როლის დაუფლება ბავშვებთან უფრო წარმატებით მიმდინარეობს თამაშის მიზანმიმართული ფორმირებისას. როლის მიხედვით თამაშის ქცევას ყოველთვის ახასიათებს ორი ასპექტი: 1. საგნებით მოქმედება როლის მიხედვით (მაგალითად, მხატვარი ხატავს სურათს, მძღოლი ატარებს მანქანას და ა. შ) 2. პარტნიორისადმი მიმართული მეტყველება როლის შესაბამისად (მაგ, ექიმი პაციენტისაგან იგებს, თუ რა აწუხებს მას).

            3 წლის ასაკის ბავშვს უნდა შეეძლოს როლის აღება და მისი დასახელება, როლის მიხედვით სათამაშოზე (ამ შემთხვევაში პარტნიორ-თოჯინაზე) მიმართული სპეციფიკური მოქმედება, როლების მიხედვით წყვილი ურთიერთმოქმედება, თანატოლ პარტნიორთან მარტივი დიალოგი როლის შესაბამისად.

ბავშვის თამაშის სწორად ასაგებად მნიშვნელოვანია როლების შესაბამისად შერჩევა. ამ მხრივ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან  ურთიერთშემავსებელი როლები (სხვა როლთან ურთიერთმოქმედების მსაჭიროებელი, მაგ დედა-შვილი, ექიმი-ავადმყოფი) და დამოუკიდებელი როლები (მაგ, მძღოლის, მშენებლის და სხვა.), რომელთა კავშირი სხვა როლებთან არის უშუალო.

როლების მიხედვით ქცევის ფორმირებისთვის ბავშვებთან თამაში უნდა დავიწყოთ ურთიერთშემავსებელი როლების გამოყენებით, რომელთა კავშირი “გახსნილია”, თითქოს ზედაპირულად ძევს. დასაწყისისათვის ეს უნდა იყოს ბავშვისათვის ცხოვრებისეული პრაქტიკიდან ნაცნობი წყვილი როლები (ბებია-შვილიშვილი, ექიმი-ავადმყოფი და სხვა). ასეთი როლების გამოყენებით ბავშვები სწრაფად მოახდენენ ორიენტირებას პარტნიორებზე და საგნობრივი მოქმედებიდან ყურადღებას გადაიტანენ როლებით ურთიერთმოქმედებაზე.

            როცა ბავშვი უკვე ასრულებს სპეციფიკური როლების მიხედვით მოქმედებთა ჯაჭვს, ამ მოქმედებას შეგიძლიათ დაუკავშიროთ როლის დასახელებაც: შენ ექიმი ხარ? უმკურნალე დათუნიას? და სხვა. ასეთი შეჯამება მნიშვნელოვნია ბავშვის მიერ შემდგომში გასათამაშებელი როლის  გააზრებულად შესრულებისათვის, მისი დამოუკიდებლად  დასახელებისათვის.

თამაშში მშობელი შეიძლება ჩაერთოს შემდეგნაირად: მაგ. “ბავშვი უმიზნოდ ატრიალებს საჭეს, მშობელი სთავაზობს მას: ნიკა, მოდი გიასთან ერთად ვითამაშოთ. ის გემით მიცურავს. გია ვინ ხარ? გემის კაპიტანი? შეიძლება მე და ნიკა მეზღვაურები ვიყოთ? მე მეზღვაური ვარ კაპიტანო, მიბრძანეთ რა გავაკეთო. ნაპირს ვუთვალთვალო დურბინდით? ნიკა, შენც შეეკითხე კაპიტანს - რა უნდა გავაკეთო...”

0

37

4-დან 6 წლამდე ასაკი


4 წლის ასაკისათვის მშობელმა ბავშვთან ერთობლივი თამაშით უნდა გააგრძელოს მუშაობა თამაშობითი უნარების დაუფლებისათვის, შეაგულიანოს ბავშვი თამაშისათვის, და არ შეზღუდოს მისი ინიციატივა. თამაშში იგი უნდა იყოს არა როგორც ხელმძღვანელი, არამედ როგორც თამაშის მონაწილე, პარტნიორი.

            თამაშის განვითარების სტიმულად ითვლება როლი. ამ დროს საჭიროა ბავშვს ჩამოვუყალიბოთ როლის აღქმის, როლების მიხედვით მოქმედების გაშლის, თამაშში ერთი როლიდან მეორეზე გადასვლის უნარი. ეს წარმატებით განხორციელდება თუ აღმზრდელი BAბავშვების ყურადღებას Gგადაატანინებს საგნებით პირობითი მოქმედებიდან როლების მიხედვით მეტყველებაზე (დიალოგზე).

იმისათვის, რომ ბავშვს განუვითარდეს საკუთარი როლის პარტნიორის მოქმედებასთან დამოუკიდებლად შეთანხმების უნარი და როლების მონაცვლეობის უნარი, აღმზრდელმა უნდა გამოიყენოს განსაზღვრული სტრუქტურის მქონე მრავალპერსონაჟიანი სიუჟეტი, სადაც ერთი როლი უშუალო კავშირშია დანარჩენებთან და პერსონაჟი სიუჟეტში უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე მოთამაშე. ბავშვისათვის ნებისმიერი საინტერესო თემა შეიძლება იქნეს წარმოდგენილი, რომელშიც ერთ-ერთი როლი (ძირითადი) დაკავშირებული იქნება რამდენიმე სხვა როლთან.

ვნახოთ ერთობლივი თამაშის კონკრეტული მაგალითი: პირველ ეტაპზე თამაში უნდა აიგოს ისე, რომ მთავარი როლი ბავშვს ჰქონდეს, ხოლო უფროსი სიუჟეტის განვითარების მიხედვით იცვლიდეს როლებს. ბავშვს სიუჟეტს წინასწარ არ გააცნობთ, თამაშს დაიწყებთ პირდაპირ და მას შესთავაზებთ მთავარ როლს მისთვის საინტერესო თემატიკის გათვალისწინებით. მაგ, თუ ბავშვს უყვარს “მძღოლობანას” თამაში, სთავაზობთ: “გიო, მოდი ვითამაშოთ. აი, შენ მანქანა. შენ მძღოლი იქნები, მე კი მგზავრი, კარგი?” მგზავრობის დროს “მძღოლთან” გაშლით დიალოგს როლის მიხედვით. შემდეგ სიუჟეტში თანდათან შეიტანთ ისეთ სიტუაციებს, რომლების მოითხოვს თამაშში ახალი პერსონაჟების ჩართვას: “მოდი, ვითომ წესრიგი დავარღვიეთ და წითელ შუქზე გავიარეთ, პოლიციელმა კი გაგვაჩერა”. “პოლიციელთან” საუბრის შემდეგ თამაშში შეიძლება მესამე სიტუაციის შეტანა, რაც კიდევ ერთი პერსონაჟის ჩართვას მოითხოვს: “ვითომ შენი მანქანის გვერდით სატვირთო მანქანა მოდის. მე სატვირთოს მძღოლი ვარ. ჩემი მანქანა უეცრად გაფუჭდა. მე ნიშანს მოგცემ, რომ გაჩერდე და დამეხმარო” და ა. შ. თამაშში უფროსი ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას როლის შეცვლის ფაქტზე.

იმ ბავშვებთან, რომელთაც სუსტად აქვთ განვითარებული როლების მიხედვით ქცევა, შეიძლება თამაში გაიშალოს მათთვის ნაცნობი ზღაპრის სიუჟეტის მოტივების მიხედვით. ამ შემთხვევაში ისინი უფრო თავდაჯერებულები იქნებიან, ვინაიდან ისინი ელიან განსაზღვრული პერსონაჟის გამოჩენას. ამასთან ბავშვს სთავაზობთ მთავარი გმირის როლს, თქვენ კი ნელ-ნელა შეიცვლით როლებს: “მოდი, ვითომ შენ მზეთუნახავი ხარ, მე კი ჯადოქარი... ახლა ბებია ვიქნები... ახლა ფერია...” თამაშს იმპროვიზირებული სახე აქვს და არ არის აუცილებელი ტექსტის ზუსტი განმეორება. თქვენ უნდა დაეხმაროთ ბავშვს მათი შემოქმედებითი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებით (ინტონაცია, მიმიკა, პოზა, სიარულის მანერა) როლის შესრულებაში.

როლების მონაცვლეობა თავისთავად გაამდიდრებს დამოუკიდებელ თამაშსაც და ბავშვს შეუქმნის წარმოდგენას ადამიანის მოქმედებებსა და ურთიერთობებზე. თქვენ  ბავშვის მეტყველება უნდა გაააქტიუროთ შეკითხვებითა და რეპლიკებით. თქვენი ემოციური დამოკიდებულება ეხმარება ბავშვს საკუთარი სურვილებისა და შეხედულებების გამჟღავნებაში. ასევე ზრდის მათში რწმენას საკუთარი ძალებისადმი.

რამდენადაც იზრდება ბავშვის ცოდნის მარაგი გარემოს შესახებ, მით უფრო კონკრეტული ხდება მათი დაინტერესება ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენით, რომელთა შესახებ ინფორმაციას  იღებენ უფროსებისაგან, ფილმებიდან და წიგნებიდან. 5-6 წლის ასაკში თამაში იძენს ერთობლივ, დამოუკიდებელ ხასიათს, რაც ავითარებს მის წარმოსახვას და შემოქმედებას და ამდიდრებს მათ ემოციურ ცხოვრებას. აქ სიუჟეტურ თამაშს არ ახასიათებს გეგმიურობა. სწორედ ამაში გამოიხატება მისი სპეციფიკურობა – არასავალდებულობა, მოქმედების არჩევანის თავისუფლება. სიუჟეტის ერთობლივად აგება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სახის თამაშის დროს. ეს არის უფროსთან ერთად ერთობლივი “თამაშგამოგონება”, რომელიც იშლება წმინდა ვერბალურ პლანში. ბავშვებთან ერთობლივი თამაში უნდა დავიწყოთ არა ახალი სიუჟეტების გამოგონებით, არამედ მათთვის უკვე ნაცნობის ნაწილობრივი შეცვლით. უფროსი თანდათანობით გადაიყვანს ბავშვებს ნაცნობი სიუჟეტების უფრო რთულ წარმონაქმნზე, შემდგომში კი – ახლის ერთობლივად გამოგონებაზე.

ამისათვის ყველაზე მოსახერხებელია ავიღოთ ზღაპრის სიუჟეტები. ზღაპარი თავისი ბუნებით თამაშს გავს. მას გადავყავართ პირობით, გამოგონილ სამყაროში, რაც ძალზე იზიდავს ბავშვებს. ყველა ზღაპარს ერთი საერთო სიუჟეტური სქემა აქვს და მისი შეცვლა საკმაოდ ადვილია: მოვლენების ძირითადი ხაზის შენარჩუნებით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ პერსონაჟთა კონკრეტული მოქმედებები ან თავად პერსონაჟები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ და მივიღებთ ახალ ზღაპარს. შემდგომ შეიძლება შესთავაზოთ არა ზღაპრების, არამედ ცხოვრებისეული “ისტორიების”, ნამდვილი ამბების გამოგონებას.

აღმზრდელი არ უნდა ზღუდავდეს ბავშვების აქტივობას და დამოუკიდებლობას, პირიქით, უნდა ითვალისწინებდეს მათ ინტერესებს თამაშისადმი და დაეხმაროს კიდეც ჩანაფიქრის განხორციელებაში (მაგ, ატრიბუტების დამზადება და სხვა), მონაწილეობდეს თამაშში თანაბარი პარტნიორობის დონეზე, ითვალისწინებდეს ბავშვების სურვილს მათთვის კონტრასტული როლების შეთავაზებისას, ყურადღებას აქცევდეს ზნეობრივი თვისებების (თანაგრძნობა, გულისხმიერება, ლმობიერება, ურთიერთდახმარება, მზრუნველობის გამოჩენა, წინააღმდეგობის ერთობლივად დაძლევა, პასუხისმგებლობის გრძნობა) გამოვლენას, ასევე ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფდეს თამაშისათვის პირობების შექმნას.

0

38

მოძრავი თამაში


მოტორიკის განვითარებისათვის საჭიროა მარტივი სიუჟეტური შინაარსის მოძრავი თამაშის (მოირბინე ჩემთან და სხვ) ჩატარება, ხოლო მასთან ერთად მოძრაობითი კოორდინაციისთვის მოტორული ხასიათის სათამაშოების გამოყენება. ასეთი თამაშები შეჯიბრის ელემენტების შემცველია და დადებით ემოციებს იწვევს ბავშვთან, გარდა ამისა, განუვითარებს სიმარდესა და სიმარჯვეს. თქვენ ამ დროს უნდა შეძლოთ დაუკმაყოფილოთ აქტივობის მოთხოვნილება და შეუქმნათ მხიარული, ხალისიანი გუნება-განწყობილება.

თამაშების ელემენტარული წესების განვითარება (სიგნალის აღქმა და მასზე დროულად რეაგირება) ბავშვს განუვითარებს სივრცეში ორიენტაციის, მიმართულების დროულად შეცვლისა და შეჩერების უნარს.

3–4 წლის ასაკის ბავშვმა უნდა ისწავლოს მოტორული შინაარსის სათამაშოების (სადავე, პედალებიანი მანქანა და სხვ. ) სწორად გამოყენება.

4-5 წლის ასაკის ბავშვმა უნდა შეძლოს თამაშის შესატყვისად საკუთარი მოძრაობების და მოქმედებების მართვა. ამ დროს ვითარდება მოძრაობის ტემპის, ხასიათისა და მიმართულების შეცვლის უნარი, ასევე ნიშნის სწრაფად აღქმის, გააზრებისა და მასზე რეაგირების უნარიც.

მოძრავი თამაში (“დაიჭირე კოღო”, “ბეღურები და კატა” “რამდენად შორს გადააგდებ ბურთს” და სხვა) ავითარებს მოტორიკას და მოძრაობათა კოორდინაციას, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს უფრო მეტად მართოს საკუთარი მოქმედებები: მოძრაობის ტემპი, გადახტომა, ახტომა, შეჩერება და სხვ.; ეს თამაშები ასევე საშუალებას აძლევს მას შეძლოს ნიშნის სწრაფად აღქმა, თამაშის წესით დადგენილი მოქმედებების შესრულება, აგრეთვე მოძრაობითი აქტივობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

მოტორული ხასიათის სათამაშოები (სადავეები, სახტუნელები, რგოლები, ველოსიპედი) ბავშვს უფრო მიზანმიმართულს ხდის. თქვენ ხელი უნდა შეუწყოთ მის ესთეტიკურსა და ზნეობრივი აღზრდას. კერძოდ, მას უნდა შეეძლოს კოხტად, გამართულად სიარული, სირბილი, მოხდენილად ხტომა და საჭიროების შემთხვევაში უნდა სთხოვოთ ქცევის წესების დაცვა, დათმობის უნარისა და თავაზიანობის გამოვლენა, ჩამოუყალიბოთ თამაშის შემდეგ სათამაშოების შენახვის ჩვევა.

5-6 წლის ასაკის ბავშვთან ხდება ძირითადი მოძრაობების, მათი კოორდინაციის, სივრცეში ორიენტაციისა და ფიზიკური თვისებების (სისწრაფე, სიმარჯვე, გამბედაობა, მოხერხებულობა) შემდგომი სრულყოფა. მოძრავი თამაშების მუდმივი გამოყენება ბავშვს უყალიბებს დამოუკიდებლად ორგანიზების ჩვევებს. ამ დროს სასურველია მოძრაობის სიზუსტესთან ერთად ყურადღება მიაქციოთ ბავშვის სივრცეში ორიენტაციას, რეაგირების სისწრაფეს, თამაშის წესების ზუსტად დაცვას, გამბედაობისა და ასევე პიროვნული თვისებების გამოვლენას –კეთილსინდისიერებას, პარტნიორის პოზიციის მიღებას, პატივისცემასა და თავშეკავების უნარს. ბავშვს უნდა შეეძლოს როგორც საკუთარი, ისე თანატოლის მიერ მიღწეული შედეგის სწორად შეფასება. წამყვანის როლის შესრულებისათვის წინასწარ შეთანხმება (მაგალითად, “ბატებო, ბატებოს” გათამაშების დროს – ვინ იქნება დედა, ვინ მგელი) ბავშვს საშუალებას მისცემს შეაფასოს როგორც საკუთარი თავი, ისე პარტნიორის მოქმედებები და შეეჩვიოს დათმობას.

0

39

დიდაქტიკური თამაში


დიდაქტიკური თამაში სწავლების ერთ-ერთი მეთოდია. ფართოდ გამოიყენება მრავალფეროვანი დიდაქტიკური თამაშობები. სასწავლო ამოცანის შენიღბვის მეშვეობით ბავშვი წინასწარ განზრახვის გარეშე ეუფლება გარკვეული ოდენობის ცოდნას.

3 წლის ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს საგნების ერთმანეთთან შედარება და განსხვავების პოვნა, ასევე საგნებისა და მასალების დასახელება. თქვენი დახმარება და უშუალო თამაშში მონაწილეობა ბავშვს მიეხმარება სახალისო მანიპულირების შესრულებასა და გარემო საგნებსა და მათ გრძნობად ნიშნებზე წარმოდგენების დაზუსტებაში. მაგალითად, “ფერადი კოლოფებით” თამაშისას ბავშვს უნდა შეეძლოს: ფერადი ბურთულების გადანაწილება შესატყვისი ფერის კოლოფებში, ფერის დასახელება (იხელმძღვანელოს ერთი ნიშნით); სხვადასხვა ფერისა და სიდიდის თაღებში ფერითა და სიდიდით შესატყვისი ფერის ბურთულების გაგორება (იხელმძღვანელოს ორი ნიშნით – ფერითა და სიდიდით).

“ფერადი დისკოებით თამაშის დროს ბავშვმა უნდა შეარჩიოს დისკოების ფერების (წითელი, ლურჯი, მწვანე) შესატყვისი ფერის რგოლები, დაასახელოს ისინი და განალაგოს დისკოზე. თქვენ მათი წარმოდგენები უნდა გაააქტიუროთ შეკითხვებით (მაგალითად: რით განსხვავდებიან ან ემსგავსებიან ერთმანეთს რგოლები და დისკოები? ფერით ერთნაირები, სიდიდით განსხვავებული”).

გრძნობადი ნიშნების მიხედვით სათამაშოების შედარებისას ბავშვმა უნდა აღნიშნოს მსგავსება-განსხვავება (მაგალითად: “ორივე ბაჭია თეთრია, ერთი დიდია, მეორე პატარა”. “ორივე ბურთი დიდია, ერთი წითელი ფერისაა, მეორე მწვანე”. “ორივე თოჯინა პატარაა, ერთს ყვითელი კაბა აცვია, მეორეს ლურჯი”).

თქვენი დახმარებით პატარამ არასწორად აწყობილ კოშკურში თანმიმდევრობით უნდა დაალაგოს რგოლები, მაგიდაზე დალაგებულ სათამაშოებში უნდა შეამჩნიოს  და აღნიშნოს ცვლილება (საგნობრივ-დიდაქტიკური თამაში “რა შეიცვალა”).

            ყოველი სახის დიდაქტიკური თამაში (საგნობრივი, სამაგიდო, ნაბეჭდი, სიტყვიერი და სხვ) არის მათემატიკის სწავლების ეფექტური საშუალება და მეთოდი. დიდაქტიკური თამაშობანი მნიშვნელოვნად სრულყოფენ ბავშვების სივრცეში ორიენტაციის უნარს.

მშობელმა, როგორც თამაშის უშუალო მონაწილემ ბავშვს უნდა შეუქმნას პირობები ლოტოებით თამაშისათვის, რომლის დროსაც უნდა იზრუნოს საგნებს სწორ დასახელებაზე, სიტყვათა მარაგის გამდიდრებაზე, ნაცნობი საგნების სწორად შერჩევასა და დაჯგუფებაზე, ნაწილებს შორის მიმართების დდგენასა და მთელი სურათის შედგენაზე. მაგალითად: საგნობრივი ლოტოებით თამაშისას ბავშვმა უნდა დაასახელოს სათამაშოები, საყოფაცხოვრებო საგნები (ავეჯი, ჭურჭელი, ტანსაცმელი, ხილი, ბოსტნეული და სხვ.). “წყვილი სურათებით” თამაშისას მან უნდა შეძლოს შეადაროს ნაცნობი ობიექტები ერთმანეთს და შეარჩიოს ზუსტად ერთნაირი წყვილები, მაგალითად, ორ წყვილზე (ოთხ კარტაკზე) მოცემულია თოჯინები - ერთ წყვილზე ლურჯი ფერის კაბით, მეორეზე ყვითელი ფერის. ბავშვმა უნდა შეარჩიოს კარტაკი, რომლებზედაც თოჯინებს ერთნაირი კაბები აცვიათ.

            “დაჭრილი სურათებით” თამაშისას ბავშვმა უნდა დაამყაროს მიმართება 2-3 ნაწილად დაჭრილ ნაწილებს შორის და შეადგინოს მთელი სურათი. არასწორად შედგენილ სურათში (მაგალითად, (კურდღელი კატის თავით) მან უნდა შეამჩნიოს და შეასწოროს შეუსაბამობა.

            4-5 წლის ასაკის ბავშვი უნდა ვავარჯიშოთ საგანთა თვისებების (ზომა, ფერი) სმენით, მხედველობით და შეხებით განსაზღვრაში. მისი გონებრივი უნარების განვითარებისათვის საჭიროა დიდაქტიკური შინაარსის, სიუჟეტური სათამაშოებით (ასაწყობი, ერთმანეთში ჩასაწყობი) თამაში, რომლის დროსაც უნდა გაითვალისწინოს ორი ნიშანი - ფერი და სიდიდე. მაგ, “კოშკურების” აგებისას ბავშვმა უნდა დაიცვას ფერისა და სიდიდის თანმიმდევრობა, დაამყაროს მათ შორის მიმართება (მაგალითად, სხვადასხვა ზომის თოჯინებს დაუდგას შესაბამისი სიდიდის თეფშები).

ბავშვი ხშირად უნდა ვათამაშოთ სხვადასხვა შინაარსის ლოტოებით, “წყვილი სურათებით”, “დაჭრილი სურათებით”, სხვადასხვა ფერისა და ფორმის დომინოებით და მოზაიკით მათი მეშვეობით ბავშვს ჩამოუყალიბდება თვალსაზრისი გრძნობად ნიშნებზე (ფერი, ფორმა, სივრცითი ნიშნები), რომელთა მიხედვითაც  იგი ერთმანეთს შეადარებს საგნებს, დააჯგუფებს მათ ამ ნიშნების მიხედვით, რაც დაუზუსტებს წარმოდგენას საგნის სივრცით ნიშნებზე.

ლოტოებითა და “წყვილი სურათებით” თამაშის დროს ბავშვმა საგნის მთლიანი შინაარსიდან უნდა გამოყოს ნაწილობრივი შინაარსი (ფერი, ფორმა, ამ ნიშნების მიხედვით შეადაროს საგნები ერთმანეთს, შეარჩიოს ერთნაირები. მაგალითად, “წყვილი სურათებით” თამაშისას სივრცითი ნიშნების (დიდი-პატარა, მაღალი-დაბალი და სხვ) მიხედვით შეარჩიოს ერთნაირი წყვილები, აღნიშნოს - რითი ჰგვანან ისინი ერთმანეთს.

            დაჭრილი სურათებით თამაშის დროს ბავშვმა ძიძის დახმარებით უნდა დაამყაროს მიმართება 4 ან 6 ნაწილად დაჭრილი სურათების ნაწილებს შორის და შეადგინოს მთელი სურათი (საგნობრივი და სიუჟეტური).

            დიდაქტიკური თამაშის თითქმის ყოველდღიური გამოყენება მიეხმარება ბავშვს: საყოფაცხოვრებო საგნების დასახელებაში, მათი დაჯგუფების და დანიშნულების აღნიშვნაში (ჭურჭლიდან ვსვამთ, საჭმელს ვამზადებთ და სხვ.), საგნობრივ-დიდაქტიკური თამაშები (“იპოვე ასეთი”, “რა ჩავიფიქრეთ”) კი  - გრძნობადი ნიშნებისა (ფერი, ფორმაა, სივრცითი ნიშნები) და სივრცითი მიმართების აღნიშვნაში, დაკვირვებულობის, მეხსიერების, აზროვნების გავარჯიშებაში, ასევე სიტყვათა მარაგის გამდიდრებაში და წარმოდგენების (“რას ვაკეთებთ ამ საგნით”) დაზუსტებაში.

            5-6 წლის ასაკის ბავშვს შეიძლება შესთავაზოთ დიდაქტიკური თამაშები - სამაგიდო, დიდაქტიკური შინაარსის სათამაშოებით (ფერის, ფორმის, საყოფაცხოვრებო, ზოოლოგიური, ბოტანიკური და სხვა შინაარსის ლოტოები, “წყვილის სურათები” და სხვ.), რაც დაეხმარება მათ  ნიშნების გამოყოფასა და მათ დასახელებასა და ერთმანეთთან შედარებაში, საერთო და განმასხვავებელი ნიშნების შემჩნევასა და მათ  სიტყვიერ აღნიშვნაში, ასევე სივრცით მიმართებებში ორიენტირებაში, საგნებისა და სხვა ობიექტების (ხილი სსათამაშოები, ტანსაცმელი) კლასიფიკაცია-დაჯგუფებაში გარკვეული კატეგორიების მიხედვით (საყოფაცხოვრებო, ბოტანიკური, ზოოლოგიური ლოტოები).

             ამ ასაკის ბავშვს უნდა გამოუმუშავდეს ვერბალური ინფორმაციისადმი აქტიური დამოკიდებულება, მისი გააზრება და შესატყვისად მოქმედება. ასევე უნდა ფლობდეს თამაშის წესებს და ზუსტად იცავდეს მათ. მნიშვნელოვანია თამაშის დროს დახმარებაც (ახსნა, რჩევა, ჩვენება).

ამ უნარების გასავითარებლად საუკეთესო საშუალებაა დიდაქტიკური თამაშებით სარგებლობა.

0

40

სპორტული თამაში


დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისათვის სპორტული თამაშებს. ამ თამაშების დროს იზრდება ბავშვის თავისუფალი მოძრაობითი აქტიურობა, იწრთობა სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემები, ასევე ბავშვი ინარჩუნებს მშვიდ ფსიქიკურ მდგომარეობას. Aარსებობს მაღალი დატვირთულობის და დაბალი დატვირთულობის მოძრავი თამაშობები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს ფიზიკურ განვითარებაში:

მაღალი დატვირთულობის თამაშობები: “არ აჩქარდე”, “სიარული კეგლებს შორის”, “მზე და წვიმა”, “ბურთის სროლა”...

Dდაბალი დატვირთულობის თამაშობები: “სად დარეკეს”, “მატარებლობანა”, “კურდღელი პირს იბანს”...

შემოგთავაზებთ იმ ვარჯიშებს, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ ბავშვის ფიზიკური აქტივობის გასავითარებლად:

I მოსამზადებელი ვარჯიშები

1.         ტაში;

2.         ფეხების დაბაკუნება;

3.         თავის მოძრაობა: წინ-უკან, მარჯვნივ-მარცხნივ;

4.         ტაშის, ფეხების ბაკუნის და თავის წინ-უკან მოძრაობის ერთდროულად შესრულება – “იგიჟმაჟეთ”;

5.         სახის კუნთებისათვის: ლოყების გამობერვა-დაჩუტვა, ტუჩების მომუჭვა, თვალების დახუჭვა, “მანჭვა”;

6.         ასო-ბგერების (ხმოვანთა) წარმოთქმა.

II ვარჯიშები ტერფისა და ხერხემლისათვის

1.         სიარული ფეხის ცერებზე, ქუსლებზე, ტერფის გარე ნაპირზე – “დათვის ბაჯბაჯი”; სიარული მუხლების მაღლა აწევით – “წერო”; სიარული ფართო ნაბიჯებით, ხელებსა და ტერფებზე დაყრდნობით – “დათუნია”;

2.         ცოცვა (ხელებსა და მუხლებზე დაყრდნობით): წინ, უკან, მარჯვნივ და მარცხნივ ტრიალით;

3.         ზურგზე დაწოლა: ფეხების აწევა და დაშვება, მოხრა და გამართვა, ფეხებით “ველოსიპედის” ტარების იმიტაცია, “ხოჭო” – ხელებისა და ფეხების ერთდროული მოძრაობა, ზურგზე და მუცელზე და პირიქით გადაბრუნება – “კოტრიალი”; მუცელზე დაწოლა: თავის, ზედატანის, გამართული მკლავების იატაკიდან დაცილება – “თევზი”, თავის, ზედატანის, გამართული მკლავებისა და ფეხების იატაკიდან ერთდროულად დაცილება – “ნავი”.

   III რბენა წრეზე შეუსვენებლივ 1 წუთამდე;

   IV თვალდახუჭული სიარული  წრეზე წინმკლავით;

   V საცეკვაო ილეთები: “ქართული”, “ცანგალა და გოგონა” და სხვა;

   VI აერობიკა:

1.         ვარჯიშები მკლავებისათვის: დოინჯი, განმკლავი, წინმკლავი, ზემკლავი, ხელები თავს უკან, მკერდის წინ, მხრებთან, ზურგს უკან.

2.         ვარჯიშები ფეხებისათვის: ბუქნი, გაქნევა წინ, უკან, განზე, მუხლებზე ჯდომა, მიდგმითი ვარჯიშები გვერდზე.

3.         ვარჯიშები ტანისათვის: ტრიალი, ზურგზე და მუცელზე დაწოლა, მუხლჩოქი...

4.         ხტომები შეუსვენებლივ

VII თავისუფალი მოძრაობები ცხვირსახოცებით, ლენტებით, ბურთებით.

VIII დამამშვიდებელი ვარჯიშები:

1.         მშვიდი სიარული;

2.         თვალებდახუჭული ზურგზე დაწოლა;

3.         ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა, მტევნები ოდნავ მომუჭული მუხლებზე, თვალების დახუჭვა.

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » მედ–ინფო » ორსულობა