პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » ნუკრი » ისევ დამიმძიმეს


ისევ დამიმძიმეს

Сообщений 1 страница 9 из 9

Опрос

შეაფასე
-2

0% - 0
-1

0% - 0
0

0% - 0
+1

0% - 0
+2

100% - 6
Голосов: 6

1

ისევ დამიმძიმეს სული ამ ნისლებმა,
ირგვლივ ნისლებია...
ისე გაზაფხულდა, ერთი გაცისკრება
აღარ მღირსებია.
ვეღარც ვინანიებ ცოდვებს გაუმხელელს.
(სჯობსო_გამხელილი!)
სევდას ქოფაკები ისევ გავუხელე,
მომდევს აღრენილი.
დამაქვს დაგლეჯილი გული ჰერეთიდან
პონტის სანაომდე...
და მაქვს სიყვარული მიწის ბერეთიდან_
მტრისთვის "სადაომდე".
დღემდე ყველა წვეთებს, არაგვ-რიონისებს,
ღაწვზე გაუვლია.
ვაზი გამხმარია. ოხრავს დიონისე...
ჯაგებს აუვლია.
და მაქვს მოკვეთილი მკლავი სადიდგორე_
გულზე დაკრეფილი.
ენით დავითობენ (ცრემლით დავიტბორე!)
ენადგაკრეფილნი!
ისევ დამიმძიმეს სული ამ ნისლებმა,
ირგვლივ ნისლებია...
ისე გაზაფხულდა, ერთი გაცისკრება
აღარ მღირსებია...

0

2

polter написал(а):

და მაქვს მოკვეთილი მკლავი სადიდგორე_
გულზე დაკრეფილი.
ენით დავითობენ (ცრემლით დავიტბორე!)
ენადგაკრეფილნი!

უკაცრავად ავტორთან რომ თემა გადაასწორა ადმინმა :) ეს ადგილი ყველაზე მაგარია!
+2

0

3

ნუკრი,ნუკრი კარგი ხარ ძალიან.... :cool:

0

4

+2

0

5

ნუკრის ფანი ვაააარ!
+2 ჩემგან და კიდევ... :cool:  :love:

0

6

მეც ძალიან მომწონს შენი პოეზია :flag:

0

7

+2 :)

0

8

დამაქვს დაგლეჯილი გული ჰერეთიდან
პონტის სანაომდე...
და მაქვს სიყვარული მიწის ბერეთიდან_
მტრისთვის "სადაომდე".
დღემდე ყველა წვეთებს, არაგვ-რიონისებს,
ღაწვზე გაუვლია.

აი, ესა ხარ, რაცა ხარ!...

0

9

if if  :cool: +2

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » ნუკრი » ისევ დამიმძიმეს