ისე მდუმარეა ფოთოლცვენა,
ჰაერს დაწყებია უმადობა,
და მეც გავაკეთე აღმოჩენა,
თურმე,
მონატრება უვადოა.
თურმე, ოცნებაზეც ჩამოთოვა,
მაგრამ ნუგეში მაქვს კიდევ ერთი,
ჩემი
იმერეთის შემოდგომა,
ჩემი
შემოდგომის იმერეთი.
რადგან პოეზიამ დამიმონა,
სულში ჩამისახლდა უსახლკარო,
ფიქრი გამიმხილა...
ამიტომაც,
უსიტყვო ბგერები უნდა ვყარო.
მე კი მოლოდინი დამმჩნევია,
ფოთოლცვენისფერი, უხალისო,
რადგან არაფერი დამრჩენია,
თურმე,
შესამჩნევი უამისოდ,
და მეც პოეზიით მოვიარე,
მზის, ზღვის, ხმელეთის და ცის ფერეთი,
ჩემი
იმერეთის შემოდგომა,
ჩემი
შემოდგომის იმერეთი.
იმერეთი
Страница: 1
Сообщений 1 страница 5 из 5
Опрос
Поделиться12008-03-15 15:26:44
Поделиться22008-03-15 19:30:15
კიდევ გეტყვი, ძალიან მომწონს შენი ლექსები თეა....
Поделиться32008-03-15 22:49:46
თეეე მიკაკალ
Поделиться42008-03-23 20:20:19
chemi chkviani da lamazi kuwkuwela lamazi leqsit +2
Поделиться52008-03-26 00:37:19
დიდი მადლობა თაიას, ჩემი გვერდის გახსნისათვის!
და ყველას ლექსის წაკითხვისა და სითოსთვის! მიყვარხართ!
Отредактировано tea (2008-03-26 00:37:41)
Страница: 1