გული რამხელა უნდა გქონდეს, ყველას რომ ეყოს
თუნდ ნამცეცებად, სეფის კვერივით ჩამოარიგო,
შენად აქციო, სხვისი დარდი ,სხვისი ტკივილი.
მხოლოდ გასცე და არაფერი თან არ წაიღო!...
და მე ასეთი უსუსური. მაჯის ცემას წამებზე ვითვლი,
ზუსტად დათვლილი, გულის ცემა ვის ვამყოფინო!
პოეტის გული, საუკუნეებს გაუძლებს კარგო!
ოღონდ გაზაფხულს , უშენობა არ აგრძნობინო!….