მ ი ნ დ ა
მინდა წვიმდეს,არა,თოვდეს დიდრონ,ფაფუკ ფიფქებს,
მათი მზერით ვტკბებოდე და თან ვფანტავდე ფიქრებს.
მინდა ქარი,არა,სიო,აგიშალო თმები,
ახლა შორით გეფერები და ოცნებით ვტკბები.
მინდა ვიყო შენთან ახლოს,თუნდ მძინარე გნახო,
მინდა ლამაზ დალალებზე მხოლოდ ხელი გახლო.
მინდა ოდნავ გაგეღიმოს და არარა მითხრა...
მინდა ჩუმად გიყურებდე ანგელოზო დიდხანს.
მე შემოდგომის სისავსე მიყვარს
გაზაფხულია კისკისა,ცელქი,
ზაფხული შლეგი და ვნებით სავსე,
მე შემოდგომის ფერები მიყვარს,
რადგან სითბოთი ,სიმშვიდით მავსებს.
ლამაზ ოცნებებს,ნატვრებს მაგონებს
ფერხთ დაფენილი ჭრელი ხალიჩა,
ბაღში სიყვარულს დაუდგამს ტახტი,
მზემ ბროწეული კოცნით გახლიჩა.
ტრფობამ აავსო ბადაგით ქვევრი,
დააწყებინა მაჭარს შუშხუნი..
თუმც საოცარი სიტკბოა ირგვლივ,
მაინც მოისმის ზამთრის ბუზღუნი..
მე შემოდგომის სისავსე მიყვარს...
Отредактировано manana (2008-03-23 16:36:54)