სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი,
სანამ ზაფხული იმეფებს ჩემში,
სანამ ვისრუტავ ახალ სამყაროს
და ძიებაში გავირინდები...
სანამ იფეთქებს მარტის კვირტები,
სანამ სურნელი მეცემა იის,
სანამ მიპოვის ვიღაც უღმერთო,
დამაკარგვინებს რწმენას ლოცვების...
სანამ ჯერ კიდევ შემრჩა ღიმილი,
სანამ ვისწავლი უშენოდ ყოფნას,
სანამ მჭირდები, თუნდაც წამობით
და გული არ წყვეტს რიტმებად ბრძოლას...
სანამ ფიქრები გაყვება ნიავს,
სანამ შევწყვიტავ ფერად ოცნებებს,
სანამ სიზმრებში დაგტოვებ კენტად
და არასოდეს არ დავბრუნდები...
სანამ ჩამოკრავს უცხო ზარები,
სანამ აპრილი გაიდგამს ფესვებს,
სანამ გაზაფხულს დავუმეგობრდი,
მოდი ...უჩუმრად მოყევი რითმებს...
მოდი...
Сообщений 1 страница 8 из 8
Опрос
Поделиться12008-03-23 16:49:57
Поделиться22008-03-23 17:00:19
ეს ლექსიც ძალიან ლამაზია, ჩემო გოგო!
”სანამ სიზმრებში დაგტოვებ კენტად
და არასოდეს არ დავბრუნდები...
სანამ ჩამოკრავს უცხო ზარები,
სანამ აპრილი გაიდგამს ფესვებს,
სანამ გაზაფხულს დავუმეგობრდი”...
+2
Поделиться32008-03-23 18:13:00
მახსოვს რაც დავაკომენტეეე ადრე უნდა იჩქაროს
+2
Поделиться42008-03-23 20:18:55
სანამ ჯერ კიდევ შემრჩა ღიმილი,
სანამ ვისწავლი უშენოდ ყოფნას,
მომწონს, შენი ლექსები ირინკა!
Отредактировано lela (2008-03-23 20:19:43)
Поделиться52008-03-23 20:35:38
მახსოვს რაც დავაკომენტეეე ადრე უნდა იჩქაროს
უნდა ეჩქარა გენაცვალეე
Поделиться62008-03-23 20:36:15
მომწონს, შენი ლექსები ირინკა!
დიდი მადლობა
Поделиться72008-03-23 22:29:57
მოდი ...უჩუმრად მოყევი რითმებს...
ეს ყველაზე ძნელია,თუ ეს შეძლო ადრესატმა,მერე ვეღარც სიზმრებიდან გაექცევი
+2
Поделиться82008-03-24 21:01:04
ეს ყველაზე ძნელია,თუ ეს შეძლო ადრესატმა,მერე ვეღარც სიზმრებიდან გაექცევი
გავექეცი უკვეეე ალბათ იმიტომ რომ ვერ შეძლო. . . გკოცნით