პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » თეა » ქუჩები ხიდებზე


ქუჩები ხიდებზე

Сообщений 1 страница 6 из 6

1

ქუჩები ხიდებზე გადადიან,
მდინარე კალაპოტს უჯერებს,
გავუსხლტით,
გადავცდით, რა ხანია,
ვენებში თავშეყრილ უჯრედებს.
ბგერები სხედან და დუნდებიან,
ბეჯითად იჩვევენ სიჩუმეს,
უმზერენ ნაკვალევს,
ბრუნდებიან,
დაღლილს თამაშობენ ფიტულებს.
თუკი ყველაფერი ნათქვამია,
გავუძლებ ფრაზების სიბერეს,
ბორგვამ შემოდგომა გადარია
კიდევ...
და კიდიდან კიდემდე,
ხეებზე ფოთლების კანკალია,
ქარის შეხებისას რომ გრძნობენ,
ქუჩები ხიდებზე გადადიან,
სიშორის სიმოკლეს მოწმობენ.

0

2

ხეებზე ფოთლების კანკალია,
ქარის შეხებისას რომ გრძნობენ,
ქუჩები ხიდებზე გადადიან,
სიშორის სიმოკლეს მოწმობენ.

თეა! ძალიან, ძალიან კარგი ხარ და ამ ლექსზე ვგიჟდები....
წარმატებებს, გისურვებ ჩემო კარგო!

0

3

ლელა, უღრმესი მადლობა, ძვირფასო! ძალიან მიყვარხართ, იცით ეს თქვენ! :)

0

4

აი ასე! შემოვდივარ ფორუმზე, ამ ლექსს ვკითხულობ და გავდივარ.... :dontknow:

0

5

tea написал(а):

ქუჩები ხიდებზე გადადიან,
სიშორის სიმოკლეს მოწმობენ.

როგორი ნაგრძნობია...

0

6

ლელა და მანანა, გმადლობთ! :)

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » თეა » ქუჩები ხიდებზე