პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » თეა » საშენო


საშენო

Сообщений 1 страница 5 из 5

1

უფრო,
ადრეული გაზაფხულის
ამინდი მოადგა თვალსაწიერს,
ალბათ, გააქციეს ისრები
და დრო ჩემდაუნებურად გადაწიეს
ფრაზებმა,
რომლებმაც შენებური
სითბო მომიტანეს სადღაციდან
და მეც გონებაში მიკაკუნებს
მერცხალი,
რომელიც გადაფრინდა.
ალბათ, კარგა ხანი გავიდოდა,
სანამ სიყმაწვილე დამიღვინდა,
ლექსები,
რომლებიც არ მინდოდა
ფურცლიდან გარბიან
და  ფანჯრიდან
თავქვე ეშვებიან,
ზოგიც მაღლა…
ახლა დაღლა აღარ შეიძლება,
ფიქრები ტოვებენ ნაფეხურებს,
ავდივარ თუ არა ვარკვევ ვეღარ,
რადგან აღარ ვითვლი ნაფეხურებს,
რადგანაც ნატვრებმა გადამრიეს
საშენომ,
დავყავარ დაზაფრული,
ამინდი მოადგა თვალსაწიერს,
უფრო,
ადრეული გაზაფხულის.

0

2

ვეღარ ვიწონებ ურითმო ლექსებს:(
რა მჭიერს ვერ გავიგე:(

0

3

თეა! ლექსი ძალიან პოეტურია, კარგია,მომეწონა: ფიქრები ტოვებენ ნაფეხურებს, ამინდი მოადგა თვალსაწიერს. ეს ყველაფერი შენეულია, გადასარევი, ლექსიც რითმიანია, ცოტა ბოლო სტროფშია მე მგონი არეული! მიყვარს შენი ლექსები!...

0

4

მეც მიყვარს თეას ლექსები ძალიან :flirt:
:'( მე კიდე ერთი წიკი დამეწყო ვწერ ლექსს და ვხევ მერე.

0

5

polter написал(а):

ვეღარ ვიწონებ ურითმო ლექსებს

მეც ასეთი "წიკი"მჭირს,მაგრამ ამ ლექსში ღრმა აზრი ჩანს და სულ ურითმოც არაა :flirt:

ნატ,როგორც კი დაწერ,ან აქ განათავსე,ან ვინმეს გადაუგზავნე(დახევამდე),ან....ყულაბაში ჩააგდე :crazy:
რო აივსება,გატეხე და არა მგონია,ყველა გაიმეტო დასახევად :flag:  :love:

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » თეა » საშენო