აგვისტოს ხვატით გათანგული ქალაქი ბორგავს!
არა და არა, არ დაადგა საშველი ლოდინს!
გამოღებული ფანჯრებიდან ქუჩები ორთქლავს!
სუნთქვა შეკრული, გაგუდული შუადღე მოდის!
ნაგვის გროვაში იქექება კაცი და ძაღლი,
შიმშილი დადის მოჩურჩულე ტუჩების ლოკვით,
აგვისტოს ხვატით გათანგული ქალაქი ოხრავს,
ლუდხანებიდან გამოსული ლოთების ოხვრით.
მერე საღამო აივნებზე გამოყრის ჩრდილებს!
და ღამე მოაქვს ცოფიანი ვირთხების ჩხავილს,
ქალაქს კი სძინავს, გაურეცხავ ზეწარში ჩაკრულს,
უსიზმრო ძილით, სიცხითა და ლოდინით დაღლილს!...
Отредактировано lela (2008-04-03 02:58:04)