პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » ნატა » წყარო სიხარულის


წყარო სიხარულის

Сообщений 1 страница 5 из 5

1

ერთი პატარა გოგონას მოგონებებში,წარუშლელად ჩაიბეჭდა ზაფხულის ერთი დღე,დღე რომელმაც მისი ცხოვრების მომდევნო წლები მოსაწყენი და სევდიანი გახადა...სხვა ბავშვებისგან გამოარჩია და ობოლი დაარქვა.
  გოგონა სულ 4 წლის იყო,ბედნიერად ტიტინებდა,განებივრებული ამაყად დაიარებოდა.ის წაფხულიც,თავის დედიკოსთან ერთად,სოფელში,ჩვეული სილაღით მიედინებოდა.საღამოობით ჟივილ-ხივილით აკლებულ უბანს,პატარა გოგო ცქმუტვით უერთდებოდა \"მარაქაში ერეოდა\",თან დედიკოც არ ავიწყდებოდა...დამალობანას თამაშის დროს პატარა ქაბატონი,დედის კაბის ქვეშ იმალებოდა და უხაროდა,განსაკუთრებული სამალავი რომ ქონდა...უხაროდა \"ნატააააააა ოქროს თევზო გამოდიიიიი\"-ს გაგონება.ლამაზი იყო მათი ცხოვრება.
  ზაფხულის ერთი საღამო ...თითქოს ჩვეულებრივი,თურმე უჩვეულოდ ბედნიერი...უფროსწორედ \"ბედნიერების უკანასკნელი საღამო\".მოტიტინე გოგოს ხარბად უყურებდა დედა,მშვიდი სიოს მოყოლებული შვილის სურნელი ელამურებოდა ლამაზ სახეზე...მისი შავად მოელვარე თვალები ჩაცქეროდა სახეში პატარას,თითქოს იბეჭდავდა მის სახეს,რომ არც ამ ქვეყნიურობაში არც იმქვეყნიურობაში წაშლოდა თვალთაგან,გულთაგან,სულთაგან...
  ღამე...გოგონა ტკბილად ფშვინავდა,უდარდელად...იცოდა დედა გვერდზე ყავდა და არაფრის ეშინოდა.დედის ფიქრების კი არაფერი იცოდა...
  მზის სხივმა გამოაღვიძა...ხელი მოაფათურა გვერდზე,ლოგინი ცარიელი დახვდა...ცარიელი, მაგრამ დედის სურნელი,სითბო ისევ იქ ტრიალებდა.წამოდგა,ჩაირბინა კიბეები...ბებოს შეეჩეხა..
  _ბაბუდა დედა?
  _მოვა ...თბილისში ზიზიებს გიყიდის და მოვა...
   პატარას გულში გაჰკრა...ცოტახანი ჩაფიქრდა...დედას ფეხის ხმა გავიგეო,მოწყდა ადგილს...ფეხშიშველი გავარდა ...ქუჩის ბოლოს დედას მოჰკრა თვალი...დედააააააააააა მალე მოხვალლლლლლლლლ...დედაააააააააა....
  ეს დედის ბოლო შემოცინება იყო...ბოლო სიტყვები...გოგონამ სულ ერთი წუთი დაიგვიანა...
  ეხლა კი...მისი დედის საფლავის ქვაზე დაწერილი (პოეტი ალაზა ხაიაურის)ლექსი გულს უკლავს მკითხველს:
          \"ოჯახის სიწმინდეს შევწირე სიცოცხლე,
            რა ვუყო თუ ბედმა ეს ხვედრი მარგუნა,
            ცხოვრებავ ნეტავ რად არ შემიცოდე
          ასე რად მიმუხთლე,რად შემხვდი ავგულად.
            ზოგისთვის ცხოვრება სულ უკუღმართია,
            წყარო სიხარულის ყველასთვის არა დის.
            დამრჩა ერთადერთი ნუგეში ნატალი,
            ეგ გამიზარდეთ და ვიცოცხლებ მარადის.\"
  ნატალი გაიზარდა...შენ ცოცხლობ...

0

2

nata-nata написал(а):

დამრჩა ერთადერთი ნუგეში ნატალი,
            ეგ გამიზარდეთ და ვიცოცხლებ მარადის.\"
  ნატალი გაიზარდა...შენ ცოცხლობ...

ძალიან სულის შემძვრელია...
ნამდვილად ,ცოცხლობს და ლამაზი სიცოცხლითაც 8-)

0

3

ნატა! შემოგევლე რამხელა ტკივილი გქონია, დაწერე ხოლმე ყოველთვის შემოვალ და წავიკითხავ, ჩემო ლამაზო! :love:  :love:  :love:

0

4

მადლობთ ცემო გულიანებო :)

0

5

მადლობთ ცემო გულიანებო :)

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » ნატა » წყარო სიხარულის