პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » თაია » დედულეთში


დედულეთში

Сообщений 1 страница 3 из 3

1

ხომ არ მოიწყინეთ?
ახლა მოგიყვებით, თუ როგორ ცელქობდა ხოლმე თეონა თავის ნინუცასთან ერთად დედულეთში, სოფელ შუხუთში.

სამიწლინახევრის თეონა და თითქმის ორი წლის ნინუცა ეზოში სახლობანას თამაშობდნენ.
იქვე, ეზოში კრუხი დაასეირნებდა თავის პატარა წიწილებს.
თეონას ყურადღება მიიქცია ერთმა პატარა ჭრელმა წიწილამ, რომელიც ხან მობუზული იჯდა  და ხან კი - ძლივს გადადგამდა-ხოლმე რამოდენიმე ნაბიჯს.
- ნინუცა, ნახე, წიწილა ავად არის...
- რა იცი, რომ ავად არის, ჰა, თეონა?
- როდორ თუ რა ვიცი? ვერ ხედავ? ძლივს დადის!... დინდა ეთიმობანა ვითამაშოთ და წიწილა მოვარჩინოთ?
- მინდა, მაგრამ - როგორ?
- როდორ და... მოდი, ჯერ დავიჭიროთ...
- მეშინია კრუხის... - თქვა ნინუცამ და უკან დაიხია.
- ტრუხის მეც მეშინია, მადრამ... მოიცა, ახლავე!... ეტატერინე ბებია!!! - მთელი ხმით იყვირა თეონამ და სამზადისკენ გაიქცა.
- რა იყო, გოგო, რა თავგატეხილივით ყვირი, მოხდა რამე?
- ეს ტრუხი დვაშინებს, ეტატერინე ბებია!
- კრუხთან რა გინდა, გოგო?
- მე რა უნდა მინდოდეს? მადრამ... ამ ტრუხს რა უნდა ჩვენდან? ჩვენ ვთამაშობთ და ეს ტიდე  - დვაშინებს...
- უი, შენ რა გითხარი, ბებია... ამოდენა გოგოს კრუხის გეშინია?
- მე ტი არ მეშინია, ნინუცას ეშინია...
- არა, ბებია, არაფერს გიზამთ აი კრუხი...
- დვიზამს, დვიზამს... მიდი, რა, დააბი?
- ოი, დედა! კაი, ბატონო! დავაბამ, მარა... არ არის ეს კრუხი აგრესიული...
- როდორ თთვი, ეტატერინე ბებია?... ადრე სიული? არა, ადრე არა! ახლა არის სიული... მარტო დღეს...
- შენ არ მოუკვდი, ბებია, შენს პატრონს!  ”ადრე  სიულიო?...”    - სიცილისგან ცრემლები გადმოსცვივდა  ეკატერინეს...

ეკატერინემ კრუხი დააბა და სამზადში შებრუნდა.

კრუხი რომ დაბმული დაინახა, თეონა მაშინვე ავადმყოფ წიწილასთან მიიჭრა და ხელში აიყვანა, შემდეგ კი - სამზადში შევარდა.
- ეტატერინე ბებია, ეს წიწილა ტვდება?
- მაჩვენე?... უი, ავად გამხდარა!... სხვებსაც არ გადასდოს... დასვი, ბებია, მერე გადავაგდებ, თუ მოკვდა...
- ტარდი, წავიყვან...
თეონა სწრაფად მივიდა ნინუცასთან და ხმამაღლა განაცხადა:
- ეს წიწილა ავად ყოფილა!... ჩვენ უნდა მოვარჩინოთ!... ნინუცა, მომიტანე  შპრიცი!... რამე წვეტიანი ჯოხი მიპოვე, ნინუცა!

ნინუცამ პატარა წვეტიანი ჯოხი მოიტანა.

და დაიწყო პატარა წიწილას წამება!
თეონამ წვეტიანი ”ნემსი” წიწილას შეურჭო და მის რეაქციას დააკვირდა.
აწივლდა წიწილა, თეონას ხელიდან გადაუფრინდა და... პირდაპირ ტალახიან გუბეში ჩაფრინდა.
- უი, უი, როდორ დაისვარე, პატარავ!!! ახლავე დადბან... ნინუცა, მომეხმარე, რა?!...
- როგორ?
- წყალი მომიტანე!
- რითი?
- შენი ვედროთი!
- ოოო, თუ კაია, შენს ვედროში დაბანე...
- ტარდი, სულერთია, რომელი ვედრო ითნება....

ნინუცამ პატარა სათამაშო ვედრით მოიტანა წყალი.
თეონამ წიწილა ჯერ საპნით დაბანა, შემდეგ -  თავისი ცხვირსახოცით გაამშრალა და მზეზე დასვა.
წიწილამ ერთი კი ”გაიბრძოლა” და თვალები აატრიალა.
- ნინუცა, ათ ეს ვერ დაშრება! სადმე უნდა ჩამოვტიდოთ! წამო...

თეონამ ღობეზე მზიანი ადგილი მონახა, წიწილა კისრით ჩააცურა ღობის ორ ფიცარს შორის, შემდეგ კარგად მოქაჩა კიდეც და როცა წიწილის კისერი მნიშვნელოვნად  დაგრძელდა,  ცოტა ხნით ასე დატოვა.

ნინუცამ და თეონამ ჰამაკში მოიკალათეს და ქანაობა დაიწყეს... დაავიწყდათ კიდეც, მზეზე ”გაფენილი” წიწილა, რომ...
- მიშველეთ!... ეს რა უქნია ამ ყაჩაღანას!... ვაიმე, დედა! ჩემს სიცოცხლეში წიწილს ვეღარ გავეკარები! რაა ეს, თეონა, ა?!  თინიკო!!! თინიკო, შენი ხელით მოკალი ეს ბავშვი, ვიდრე მე შემომაკვდება ხელში!!! ვაი, დედა, ეს რა ვნახე! - გაისმა ღობესთან ეკატერინე ბებიას მოთქმა და ვიშვიში...

თეონა კისრისტეხით გავარდა სახლში და დედის კალთას ამოეფარა.

. . . . . . .

თეონას ძალიან უყვარდა დედას ბიძაშვილთან სტუმრობა, რომელიც ზუსტად მათი სახლის გადასწვრივ, ქუჩის მეორე მხარეს ცხოვრობდა.
იორდანე ბიძიას ორი შვილი ყავდა, თენგო და ნუნუკა. ისინი ძალიან დიდები იყვნენ,- ერთი მერვე კლასში იყო და მეორე კი - მეექვსეში (არა, მართლა ძალიან დიდები კი არ იყვნენ, -  თეონას ეჩვენებოდა ასე).

ერთ მშვენიერ დღეს თეონამ ნუნუკასთან გადაწყვიტა წასვლა. დედას გასძახა: ”იორდანე ბიძიასთან მივდივარო” და ეზოდან გაიქცა.
სოფლის გზაზე მხოლოდ ხანდახან თუ გაივლიდა მანქანა და ამიტომ დედასაც არ ეშინოდა თეონას მარტო გაშვებისა.

თეონას იორდანეს ჭიშკარი ბოქლომით დახვდა დაკეტილი.
დაღონებული დაბრუნდა სახლში.
- დაბრუნდი, თეონა? - გასძახა დედამ ჭიშკარში შემოსულ ბავშვს.
- ხო... არ იყვნენ სახლში... სად წავიდოდნენ ნეტა? ჰა, დე? სად წავიდნენ?
- არ ვიცი... მალე დაბრუნდებიან, რადგან არაფერი დაიბარეს....

თითქმის ორი საათი ელოდა თეონა იორდანეს დაბრუნებას. დაიღალა ლოდინით...
ყოველ 10 წუთში ერთხელ მიდიოდა ჭიშკართან და ბოქლომს ხელით სინჯავდა....

ლოდინი მობეზრდა თეონას... და ნაცვლად იმისა, რომ სახლში დაბრუნებულიყო, ჭიშკარზე აცოცება დაიწყო. ბოლომდე ავიდა, ჭიშკრის ისარივით წვეტებს გადაალაჯა და ეზოს მხარეს ჩავიდა.
სახლიც დაკეტილი დახვდა.
სამზადიც....

ყანისკენ გაიქცა ”იორდანე ბიძიას” ძახილით....
არავინ გამოეპასუხა...
არავინ იყო სახლში და ვინ გამოეპასუხებოდა?

დაღონებული თეონა იორდანეს ეზოში დაბრუნდა და გადაჭრილ მორზე ჩამოჯდა.

საათზე მეტი იჯდა ასე.
მოშივდა.
ჭიშკართან მივიდა და იმავე გზით გადაწყვიტა დაბრუნება, როგორც გადაძვრა.
ჭიშკრის ისარივით წვეტებს გადმოალაჯა, მეორე ფეხიც გადმოიტანა და დაბლა დაიწყო ჩამოცოცება რომ...
”ფხრწ...”
გარკვევით გაიგო ქსოვილის ხმა და ჭიშკრის ერთ-ერთმა ისარმა ცელქი გოგონა დაბლა აღარ ჩამოუშვა, - ისარმა კაბის ზურგის ქსოვილში გაიარა და კისერთან გამოძვრა.
თეონა ნაჭრის ტიკინასავით დარჩა ჩამობმული ჭიშკარზე.
- დედაააა! - დაიყვირა თეონამ, მაგრამ მისი ხმა არავის გაუგონია...

თეონას რომ შეაგვიანდა, თინიკომ იფიქრა, ”იორდანე დაბრუნებულაო” და მშვიდად განაგრძო საქმიანობა.
ამასობაში ნინუცას დაძინების დრო მოვიდა... თინიკომ ნინუცა სახლში აიყვანა, კარი მოკეტა და გვერდით მიუწვა. ნინუცას და თინიკოს ერთად ჩაეძინათ და ამიტომ თეონას ძახილი უპასუხოდ დარჩა.

თეონამ ხელი მოიჩრდილა და ორივე მხარეს ზემოდან გადახედა გზას, - არავინ არ ჩანდა გზაზე.
თეონამ ფეხების ფხარკალი დაიწყო, - უშედეგოდ... მაგრად ეჭირა ჭიშკრის ისარს...
თეონა ბედს შეურიგდა და სიმღერა დაიწყო, - იფიქრა, ყვირილი თუ არ ესმით, იქნებ სიმღერაზე მომხედონო...
არც სიმღერის გამო მოხედეს, - თეონა ხომ სულ მღეროდა, როცა არ ეზარებოდა!
და არც არასოდეს ეზარებოდა!!!

ეკატერინემ თეონას სიმღერა რომ გაიგონა, იფიქრა თეონა სახლში დაბრუნებულა და ეზოში მღერისო და სამზადში გააგრძელა საქმიანობა.

თეონამ შორიდანვე დაინახა გზაზე მომავალი ორი ადამიანი და გულში იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა.
”იქნებ მოვიდნენ აქამდე?”... 
წეღანაც კი დაინახა ვიღაც, მაგრამ ვიდრე თეონამდე მოვიდოდა, მან მანამდე გადაუხვია გზიდან და ერთ-ერთ ეზოში გაუჩინარდა.

თეონამ იმ სოფლის მაცხოვრებლები, ნუნუკას კლასელები ამოიცნო და ხელების ქნევა დაიწყო. მერე ერთ-ერთის სახელიც გაახსენდა:
- ზურააა! მიშველეეეე!!!..... ტაცი არა ხაააარ? მიშველე, რაააა!.....
- ზური, ეს  ნუნუკას მამიდაშვილი არ არის, სტუმარი ბაღანა? რა უნდა ჭიშკარზე?
- გოგო, შენ თეონა არ ხარ?
- ტიიიი, თეონა ვარ!!!
- მერე? რა გინდა მანდ?
- ჭის წყლით დავსველდი და ვშრები!... რა უნდა მინდოდეს? ვერ ხედავ?  ვტიდივარ!!!
- მერე რატო კიდიხარ?
- დამიჭირა ჭიშტარმა!!! ახლა არ მტითხო, ”რატო დადიჭირაო”... მოვეწონე და იმიტო!

ამასობაში ზურა ჭიშკარზე აძვრა და თეონას ჩამოხსნას ლამობდა.
- ბიჭო, რამდენს ლაპარაკობ? ამოდი ზევით, ჩამომახსნევინე ეს  ბავშვი... - გადმოსძახა ზურამ ზევიდან.
- ზური, შენ მაღალი ხარ! მოდი, შენ ჩამოდი და თეონა კისერზე შეისვი, მე კი ავალ და მის კაბას გავათავისუფლებ...

ასეც მოიქცნენ. ზურამ კისერზე გადმოიწყო თეონას ფეხები და ცოტა ფეხის წვერებზეც აიწია, მისმა მეგობარმა კი თეონას  კაბა ისრის წვერზე გადააძრო და ბავშვი გაათავისუფლა.
თეონა ზურამ კისრიდან ჩამოსვა, თავზე ხელი გადაუსვა და ალერსით უთხრა:
- მეორედ ჭიშკარზე აღარ ახვიდე. ჩვენ რომ არ გამოგვეარა, კიდევ რამდენ ხანს მოგიწევდა ასე დროშასავით ფრიალი ამ ჭიშკარზე, ა?
- ვიდრე ნინუცა არ გაიღვიძებდა... ის მაინც მომნახავდა... აბა უჩემოდ ხომ არ ითამაშებდა?
- გოგო, ჭიშკარზე ჩამობმულს რა გამღერებდა? არ ჯობდა, რომ გეყვირა?
- მოდი, ჩამომაბი ისევ და ვიყვირებ... ვერავის დავადონე ჩემი ყვირილი და აღარც მემღერა? უჰ!...
- უი, დედა, რა გრძელი ენა აქვს! ნაღვერდალს აიღებს ენით...

თეონა გულიანად აკისკისდა ამის გაგონებაზე.
- მე სულ არა მათვს დრძელი ენა!... აი, ნახე?! - თეონამ მთლიანად გადმოაგდო ენა.
- გრძელი ენა გაქვს, აბა რა!
- დრძელი ენა ჩემს მეზობელს ათვს, მურაბას რომ შეჭამს და ცხვირზე რომ მოეცხება, ენით იწმენდს ცხვირის წვერს... - კისკისებდა თეონა.
- კარგი, წავედით... აბა შენ იცი, კარგად იყავი და აღარ ჩამოება-ხოლმე... - დაემშვიდობა ზურა და მეგობარს მიუბრუნდა, - წავედით...
- მადლობთ, ზურა, შენც დიდი მადლობა, მეორე ბიჭო...

თეონამ ხელი დაუქნია და  სირბილით შევიდა ეზოში.

ის ზურა - დღეს მსახიობია, ზურა ცინცქილაძე, მევლუდის როლის შემსრულებელი...
ნეტა მას თუ ახსოვს ეს ისტორია?

0

2

წავიკითხე და მივხვდი ეს ისტორიები ბავშვობაში მაბრუნებს,  იმიტომ არის ასეთი ტკბილი! ტკბილი როგორც ბავშვობა... :love:  :flirt:

0

3

ძალიან მახალისებს თეონას ისტორიები.არ დაგვივიწყო.........

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » თაია » დედულეთში