მე მეძნელება გადმოვცე გრძნობა,
რომელიც მუდამ ცხოვრობს ჩემს გულში...
ღამეებს ვათევ  და ვდარდობ,ვნანობ,
რომ მოგაყენე ტკივილი მწველი...
მუდამ ვიყავი ძლიერ ჯიუტი
და ავირჩიე მე ძნელი გზები,
გთხოვ, მაპატიე ეს სიამაყე
და ყვლავ შემინდე ჩემი ცოდვები....
სარკმელთან მდგომი თუ იგრძნობ
სიოს ნაზ ლაბუნს,ალერსს და კოცნას
იცოდე მე ვარ!მე გეფერები...
შორით გიკოცნი თვალებს ნაღვლიანს..

              მაგრამ ამაოდ
მე კვლავ მოვედი დღეს შენს საფლავთან,
ისევ ავტირდი,ოღონდ უცრემლოდ,
გიხმობ მდუმარედ,უხმო ვედრებით,
მაგრამ...ამაოდ..
ცივ ქვას იმედით შევახე ხელი,
მინდოდა მეგრძნო ის დიდი სითბო,
რითაც მკვებავდი მთელი სიცოცხლე...
მაგრამ..ამაოდ..
იწვოდა,ლღვებოდა,სანთელი მდუმარედ,
ის დაგტიროდა სისხლისფერ ცრემლებად,
ხელი დავადე შენ გულთან მიწას
იქნებ იგრძნოსთქო...
მარამ ...ამაოდ...
მხურვალე ტუჩი შევახვე ქვის შუბლს
მივაყრდენ ლოყა შენს ლოყას ფრთხილად..
ჰოი,საოცრებავ,ვიგრძენი სისველე...
ცრემლი სდიოდა ქვის თვალებს შენსას...

ოხვრა აღმოხდა ჩამავალ მზეს და...ბინდი  ჩამოწვა..