პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » კანონი » ჯარიმები


ჯარიმები

Сообщений 1 страница 4 из 4

1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 
საპატრულო პოლიციის ჯარიმები

0

2

1. ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მანქანის მართვა
2. ტექდათვალიერების გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვა
3. უსაფრთხოების ღვედის გამოყენება
4. მართვის მოწმობის კატეგორია, სადაზღვევო პოლისი, სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა, ჰაერის გამაჭუჭყიანებელი გამონაფრქვევი
5. სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს შსს-ს სპეციალური ნებართვის გარეშე დაყენება
6. ესკორტის შეფერხება
7. მართვა მართვის მოწმობის გარეშე
8. მართვის მოწმობის დაკარგვისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა
9. სატრანსპორტო საშუალების მართვა მისი რეგისტრაციის გარეშე, სანომრე ნიშნის გარეშე, შენიღბული სანომრე ნიშნით
10. პოლიციელის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ
11. სიჩქარის გადაჭარბება, ამკრძალავი ნიშანი “დგომა-გაჩერება აკრძალულია”
12. მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოება და გამოყენება
13. ჯარიმის და საურავის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა, მისი იძულებითი აღსრულება
14. ადმინისტრაციული დაკავების ვადები
15. წვრილმანი ხულიგნობა

1. ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მანქანის მართვა:

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მანქანის მართვა ისჯება 150 ლარით.
იმ შემთხვევაში, როდესაც მძღოლს არ აქვს მართვის მოწმობა და არის ნასვამი, იგი ისჯება 250 ლარით;
პირი, რომელმაც მანქანა სამართავად გადასცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირს ჯარიმდება 170 ლარით;
იმ შემთხვევაში, როცა ნასვამი პირის, მიერ ავტომანქანის მართვას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობების, სხა ქონების,ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, მძღოლს ჩამოერთმევა მართვის უფლება 3 წლის ვადით., ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი (გარდა პირისა რომელიც საქართველოს კანონებისა და საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.
პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, მანქანის მართვას ჩამოაშოროს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი. თუ დამრღვევი სადაოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი. იმ შემთხვევაში თუ მძღოლი სადავოდ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს ალკოტესტის აპარატით ადგილზევე შეამოწმოს იგი ; თუ შემოწმების შედეგად დადასტურდა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი პოლიციის თანამშრომელი შეადგენს საჯარიმო ქვითარს. ამასთან, მძღოლი უფლებამოსილია სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმების მიზნით. ამ შემთხვევაში შემოწმების ხარჯებს გაიღებს მძღოლი (10 ლარი).
ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 2 .აამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით 3.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. ოფირზე, მაშინ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება

0

3

2. ტექდათვალიერების გარეშე სატრანსპორტო საშუალების (გარდა მსუბუქი მანქანებისა), მართვა ისჯება 10 ლარით;

3. უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა იმ საავტომობილო გზაზე, სადაც დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით

4. მართვის მოწმობის კატეგორია, სადაზღვევო პოლისი, სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა, ჰაერის გამაჭუჭყიანებელი გამონაფრქვევი:

თუ მძღოლს არა აქვს იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის მართვის მოწმობა, რომელსაც მართავს, იგი ჯარიმდება 50 ლარით;
სადაზღვევო პოლისის არქონისათვის მძღოლი ჯარიმდება 10 ლარით; ეს მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ მანქანების მფლობელებზე, რომლებიც ახორციელებენ მგზავრთა მრავალჯერად გადაყვანას (გარდა ადგილობრივი სატაქსო გადაყვანისა), საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას (ტრანზიტი) და რომლებიც ფლობენ 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობის მქოვე სატვირთო ავტომობილებს.
ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აღენიშნება გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი რაოდენობა, რომელიც დადგენილ ნორმას აჭარბებს, ჯარიმდება 30 ლარით;
ისეთი სატრანსპორტო საშუალებების მართვა, რომელსაც თვითნებურად გადაკეთებული აქვს საწვავის ავზი, ძარა, დაყენებული აქვს ბუნებრივი აირის სისტემა, ან რაიმე სახით შეცვლილი აქვს კონსტრუქციის სისტემა და არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოღხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს ისჯება 50 ლარით;
ტექდათვალიერების, უსაფრთხოების ღვედის არქონის, ავტომანქანის კონსტრუქციის გადაკეთების, გამონაფრქვევში გამაჭუჭყიანებელი ნივთიერების ნორმის ზევით არსებობის მიზეზით სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობების, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში, გა თვალისწინებულია ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
5. სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს შსს-ს სპეციალური ნებართვის გარეშე დაყენება:

შს სამინისტროს ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოს დაყენება, ანდა ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილისათვის განკუთვნილი შეფერილობის გამოყენება ჯარიმდება 100 ლარით და აღნიშნული ხელსაწყოს ჩამორთმევით;
6. ესკორტის შეფერხება:

იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფერხება, რომლებიც მოძრაობენ სპეციალური სიგნალებით, ან ახორციელებენ ესკორტს, ისჯება 6 თვის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევით;
7. 200 ლარით ჯარიმდება პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, ან ეს უფლება ჩამორმეული აქვს რომელიმე დარღვევისათვის იგივე თანხით ჯარიმდება მსგავსი სტატუსის მქონე პირისათვის სამართვად მანქანის გადამცემი პირიც;

8. მართვის მოწმობის დაკარგვისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 20 ლარის ოდენობით;

9. სატრანსპორტო საშუალების მართვა მისი რეგისტრაციის გარეშე, სანომრე ნიშნის გარეშე, შენიღბული სანომრე ნიშნით:

წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნის გარეშე, ან შეცვლილი სანომრე ნიშნით, ან საქარე მინაზე მიმაგრებული სანომრე ნიშნით მართვა ისჯება 60 ლარით;
300 ლარით ისჯება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების გარეშე მართვა;
წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების სხვისი ან შენიღბული სანომრე ნიშნით ტარება ისჯება 500 ლარით;
10. პოლიციელის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ:

მძღოლის მიერ პოლიციის თანამშრომლის სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობა ჯარიმდება 100 ლარით. Aამ მიზეზით საავარიო ვითარების შექმნა, ან მოძრაობის შეფერხება ისჯება 200 ლარით, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 5 დღის ვადით;

0

4

11. სიჩქარის გადაჭარბება, ამკრძალავი ნიშანი “დგომა-გაჩერება აკრძალულია”:

მძღოლი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა ადგილობრივ გადაყვანას, გადააჭარბა სიჩქარის დადგენილ ნორმას, დაჯარიმდება მართვის მოწმობის ჩამორთმევით ერთი თვის ვადით, ხოლო თუ მძღოლი ახორციელებს მგზავრთა საერთაშორისო რეგულარულ გადაყვანას, დაჯარიმდება 300 ლარით;
სიჩქარის გადაჭარბებას თუ მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობების, სხა ქონების,ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი (გარდა პირისა რომელიც საქართველოს კანონებისა და საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.
ამკრძალავი ნიშნის “დგომა აკრძალულია” მოთხოვნის დაუცველობისათვის მძღოლი დაჯარიმდება 40 ლარით;
თუ მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებას და “დგომა აკრძალულია” ნიშნის უგულვებელყოფას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, იგი დაჯარიმდება 200 ლარით;
12. მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოება და გამოყენება:

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, ისჯება 30 ლარით; ხოლო საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
საავტომობილო ტრანსპორტზე სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და მისი გამოყენების წესების დარღვევა ისჯება 100 ლარით;
13. ჯარიმის და საურავის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა, მისი იძულებითი აღსრულება:

ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს ჯარიმასთან ერთად დაეკისრება საურავი, ამასთან ჯარიმა შეიცვლება მართვის უფლების ჩამორთმევით. ჯარიმის იძულებით აღსრულება, ან მართვის მოწმობის ჩამორთმევა პირს არ ათავისუფლებს საურავისაგან.
პირები, რომლებსაც არა აქვთ მართვის მოწმობა, არ დაიშვებიან მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მანამ, სანამ არ გადაიხდიან დაკისრებულ ჯარიმას.
14. ადმინისტრაციული დაკავების ვადები:

პირი, რომლის დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება დაკავებულ იქნეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
15. წვრილმანი ხულიგნობა:

წვრილმანი ხულგნობისათვის პირი დაჯარიმდება 100 ლარით. თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებითან ამ ზომის გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღემდე ვადით

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » კანონი » ჯარიმები