პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » პროზა » ნახვამდის ეგვიპ&


ნახვამდის ეგვიპ&

Сообщений 1 страница 3 из 3

Опрос

მამლუქი
-1

0% - 0
-2

0% - 0
+1

0% - 0
+2

100% - 2
Голосов: 2

1

"...წერილი გადაიკითხა, ცოტა ხნით ჩაფიქრდა. მიხვდა, რომ  გიორგი  არ იყო ის კაცი, ვისთვისაც გულის გადაშლა იყო საჭირო. ბოლოსდაბოლოს არც თავისი ძველი წერილები სჭირდებოდა მაინცდამაინც და იმასაც მიხვდა, რომ უფრო თავისთვის წერდა, ვიდრე ვინმე სხვისთვის, ამიტომ დახევა დაენანა..."
                                                   "...ვეტერანის წერილებიდან" - ჯუზეპე.

                                 
          გიორგი, ჩემო  მეგობარო, კაცურო კაცო! რა სიტყვებითაც დავიწყე შენთან წერილების წერა  აქედან, იმავე სიტყვებით მინდა დავამთავრო...
          ეს ცხოვრება, როგორც ქარი ხმელ ფოთოლს, მაბზრიალებს, ამიტაცებს  - მახეთქებს გაუგებრობის ყრუ კედლებს და როგორც ის ფოთოლი, ვერ ვუძალიანდები ბედის შფოთიან ხუშტურებს...
          ჩემი მოუწყობელ-დაქსაქსული ცხოვრების კიდევ ერთი მონაკვეთი  დამთავრდა, ჩაბარდა წარსულს. ნილოსის წყლებმა წაიღო და  ჩაიტანა ხმელთაშუა ზღვაში , რომლითაც რამდენიმე დღეში  გავემგზავრები უცხო  ქვეყანაში, ისევ ახალი ბედის, ბედისწერის, თავგადასავლებისა თუ  ფათერაკების საძიებლად. მივდივარ  და თან მიმაქვს თქვენგან ნაჩუქარი სითბო.
          არ ვიცი, შევხვდებით თუ არა კიდევ ოდესმე... მე მუდამ მადლიერი ვიქნები თქვენი სიყვარულის, რომელიც თან მიმაქვს და რომელიც მუდამ  გამათბობს...

          ფაიუმელი მუსსა მედიდურად იჯდა  ისლამური ვარსკვლავის ფორმის დაბალ სკამზე, ლალისთვლიან ბეჭდებით დამშვენებული  ხელები მუხლებზე ეწყო და იმ პორტრეტს ჰგავდა,  მე რომ ბავშვობიდან დამამახსოვრდა...
          ფაიუმი - მეხსიერებაში ბავშვობიდან მქონდა ჩარჩენილი.
          ავად ვიყავი, ეზოში არ გამიშვეს - ერმიტაჟის სურათების რეპროდუქციების ალბომს ვათვალიერებდი, ერთი მამაკაცის პორტრეტს, ჩემთვის გაუგებარი წარწერა "ФАЮМСКИЙ ПОРТРЕТ" ჰქონდა. დავინტერესდი რას ნიშნავდა. დედამ ამიხსნა, რომ ფაიუმი ეგვიპტეშია და ეს პორტრეტი იქ აღმოაჩინეს... ამიტომაც ჰქვია ასეო!
          რომ გავიზარდე, ჩემთვის, როგორც მხატვრისათვის, ფაიუმი - ეგვიპტეს ულამაზესი ოაზისი, კულტურისა და ხელოვნების ერთერთი კერა - წარმოუდგენელი  ფერების, სინატიფისა და დღემდე  საიდუმლოთი  მოსილი,  ენკაუსტიკის ტექნიკით შესრულებული, პორტრეტების წარმოშობის და  აღმოჩენის ადგილად  რჩებოდა...
          მესმის: ფაიუმი  - პორტრეტი. ფაიუმი  - ენკაუსტიკა. მაგრამ, ფაიუმი  და - ცოლიიიი?! წარმოუდგენელია! სიზმარია, რაღა!
          მცხელა და ამავე დროს  ცივი ოფლი მდის წურწურით.  რა, ესეც  სიზმარია, შე ჩემა?! ვააა, შარო საიდან მოდიხარ?!.
          მუსსამ  ნარგილეს გახედა, ხელი გაიშვირა, ხომ არ მოწევო? - შემეკითხა.
          -რატომაც არა?! - დავდექი და ორი ისეთი ნაფასი დავარტყი - ბოლი ყურებიდან გამომივიდა... ეგრე რაღა! ოფლიც  შემაშრა...  ჩხირზე  წამოცმული, ჩაციებული   ნესვით  პირი ჩავიკოკლოზინე,  ღადავის  ხასიათზე დავდექი.  ჩემს მდგომარეობაზე    იუმორითა და ინტერესით  დავიწყე  ფიქრი: რაც იქნება - იქნება, "გინდ მგელს შევუჭამივარ  და გინდა მგლისფერ ძაღლსაო!"... რა გამოვა ამ საქმიდან, ჰა?!.
          მუსსა დიდი ყურადღებით  მათვალიერებს,  მოჰამედს დინჯად  ეკითხება რაღაცეებს, ვხვდები, რომ ლაპარაკი ჩემს ირგვლივ ტრიალებს,  ყველაფერი აინტერესებს  -  მამაჩემზე ეკითხება, წარმომავლობაზე, ოჯახზე. ენა  არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს ვხვდები. აქაურებსაც, როგორც  ქართველებს  უყვართ: უნდა იყოს  - კარგი  ოჯახისშვილიო,  კარგი გვარისაო, ლამაზიო, კარგი  გარეგნობისაო, მაღალიო  და... სიმდიდრეზე აქ ლაპარაკი არ იყო... "პრასი არ გვინდა, გვაქვს-თქვა..."
          ლოდინმა მთლად დამღალა, ძილი მომერია. ისიც კი ვიფიქრე უკვე,  ჩვენ ნუბიელ ტაქსისტს მოვძებნი და გავიპარები-მეთქი. არ ჩანდა ნუბიელი,  ეტყობა  თავისიანებთან  ბოლდებოდა. (იყო აქ რამდენიმე ნუბიელი...)
          სულეიმანაც  რო  აღარ სჩანდა? როდის ან  სად წავიდა?... ზეინაბი და სხვა მოცეკვავები სახლში შეიპატიჟეს, ქალებისათვის უნდა იცეკვონ და იმღერონ...
          მუტრუკი თოლუზა და წითელი ჭუპრი - ნადია  დიდი ზარ-ზეიმითა და შეძახილებით  მიაცილეს  მეორე სართულის კიბესთან. იქ, მეორე სართულზე უნდა მოხდეს ის  "ღირშესანიშნავი ამბავი", რის შემდეგაც უკვე ნამდვილი ცოლ-ქმარი იქნებიან. დაბლა დარჩენილი ხნიერი და ახალგაზრდა ნათესავი მამაკაცები, ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებენ და რჩევებს აძლევენ ტოლუზას... მხიარულება პიკს აღწევს... თუ ტოლუზამ ივაჟკაცა, დედამთილი მერე ზეწარს ჩამოიტანს, სტუმრებისათვის საჩვენებლად... ნეფე-პატარძალს ისევ დაასაჩუქრებენ...
          არა, არა! რა მინდოდა ქორწილში? კახელმა რომ თქვა, ჩემი საქმეც  ზუსტად ისე არის: "პატარძალს არავიმ  მ......ებს,  შემწვარი ხორცი და კარტოფილი სახლშიცა მაქვსო..."
          მუსსას ქალიშვილს როდის ვნახავ? მაინტერესებს...
           
          ერთხელ  ქურთმა თენგიზამ მითხრა: "ლაწირაკ, ტიტველა ქალი გინდა განახო? ნამდვილი. არა, აბანოში  არა! იქ  ვალერიკამ გააფუჭა საქმე - სოლოლაკელი ძმაკაცები მიუყვანია, ხო იცი, ოჟიგოვი და ჟაბინი, ორივეს ოლეგი რომ ჰქვია და "ბიჩოკების" ბიზნესი რომ აქვთ. მაგარი ნაბიჭვრები  არიან, უფულოდ  ერთ, სულ ჩამწვარ ბიჩოკსაც არ მოგცემენ...
          ვალერიკას, ეგ ხო იცი რა ჯიგარი მასტია, ქალების სანახავად მიუყვანია იქ, ჩვენ რომ "დირკა" ვიცით. ბანშიცა - მარუსა  დასდგომია თავზე, გახსოვს, რამხელაა ის ჩემისა? ჰოდა, იმ ბიჭებისათვის უგინებია, ვალერიკა მაგრა უცემია  და  მექისე აზიზას ნაბიჭვრისათვის დირკაც ამოულესინებია - თოიძეში, მალიარობაზე რომ სწავლობს, იმ ნაბიჭვარმა ამოლესა...
          ჰო, იმას  გეუბნებოდი, რეზომა  სთქვა,  აკადემიაში  ტიტველა  ქალებს  ხატამენო  - ნატურშიცები ჰქვიათ  - ან დედიშობილა დგანან ან წამოწექილები არიან - ეგრე ხატამენო. ფანქარი და ფურცელი აიღე და მოდიო, ჩემი ნათესავი მუშაობს ეხლა  იქ, არ ვიცი, მგონი დამლაგებლად . მითხრა, როცა მოგინდება ამოდი,  განახებო... ხვალ ვაპირებ წასვლას, წამოხვალ?
          ბევრი არ მიფიქრია, ეგრევე დავთანხმდი.
          თენგიზას ნათესავს ზედმეტ სახელად ცოღიკას ეძახდნენ, "ცოღ" - სომხურად კამეჩი ყოფილა. მართლაც  დიდი, კამეჩივით ზანტი და შავი   ქალი იყო ცოღიკა, მკვრივი თეძოებითა და ნესვივით წაგრძელებული  ძუძუებით... (მეც მომიწია მისი ხატვა...  ეს მერე იყო).   
          ქურთ  თენგიზას კი არა, ცოღიკას  ქმარსაც  არ სცოდნია, რომ მის ცოლს  აკადემიაში  ნატურშიცად  დაუწყია მუშაობა. გალამაზებულა ჩვენი  ცოღიკა, სახლში კარგი ხელფასი მოჰქონდა, ცნობილი მხატვრები ურეკავდნენ თურმე, კერძო სამუშაოს სთავაზობდნენ - ბავშვებს ამზადებდნენ, ნატურა სჭირდებოდათ.
          ქმარს  უკვირდა: "მარგუშ, რა ყველას ეხლა დასჭირდა დამლაგებელი, აქამდე  რათ არ სჭირდებოდათო? ან რა ისეთი დალაგება შენ იცი,  სხვამ რო არ იცისო... სახლი დაალაგე, ჭუჭყში ამომახვრჩეო!"
          ქმარი  რეფრეჟერატორის მძოლი  იყო, სხვა ქალაქებში დაიარებოდა. ჩამოსულა ერთხელაც, ცოლი არ დახვედრია, არც  გასაღები ჰქონია. ასულა აკადემიაში - დამლაგებელ მარგუშას ვეძებო...
          არა გვყავს ეგეთი დამლაგებელი, მარგო - მარტო ნატურშიცა გვყავს, ამა და ამ აუდიტორიაში  ხატავენ ახლა, მიბრძანდით - ნახეთ, ის  ხომ არ არისო...
          დანდობილად  შეუღია კარი და რას ხედავს?!  ხავერდის  ბალიშებზე  არ  წამოწოლილა ცოღიკა-მარგუშა , "დედიშობილა", ათი-თორმეტი  წვინტლიანი ყმაწვილი ხატავს.  ბებერი, ჭაღარა,  ჯოხიანი კაცი, ხელს უთათუნებს, ბალიშს უსწორებს  თან  ალერსიანად ეხუმრება...
          -Василий Шухаев - წარმოუდგენია თავი ჯოხიანს  - что вам угодно? Сюда не принято входить без стука!
          აბა ახლა გადარეულა კაცი: "ვისთვინაო, ჩემთვინაო?! არ  შეიძლებაო?! ეს ბოზი, ეს ჩათლახი რო წამოტრაკულა აქა! დამდგარხართ, ტრაკში შეჰყურებთ და არაფრის თავი არა გაქვთ, თქვე პიდარასტებო, თქვენი დედააა!.." გადმოუთრევია  ცოღიკა ტახტიდან! ისე უბეგვია, ხელიდან ძლივს გაუგდებინებიათ... მთელი აკადემია აიკლო ყვრილითა და გინებით! ძლივს გაათრიეს  დარაჯებმა.
          ავუყევით გრიბოედოვს, მივედით  აკადემიაში. დარაჯმა - ვისთან მიდიხართ, სტუდენტებს არ გავხართ. მერე - შენ თენგოს ბიჭი არა ხარ? გიცანი, კონსერვატორიაშიც  ვმუშაობ, აქ რომ შვებულება  მაქვს... შემოდით. ვერ ვნახეთ იმ დღეს შიშველი ნატურა. იმ   დღეს ყველა აუდიტორიაში პორტრეტზე მუშაობდნენ. ცოღიკა კიბეს გვიდა, იმ  სკანდალის შემდეგ დამლაგებლადაც მუშაობდა...
           
          სულეიმანას სახლიდან მთელი ამალა გამოვიდა და ჩვენსკენ გამოემართა. წინ სულეიმანას  პირველი ცოლი მოუძღოდა (საპატარძლოს დეიდა... მოშორებით, სამი ახალგაზრდა ქალი; არც ერთს სახე დაფარული არ ჰქონდა. სხვადასხვა ფერის თავშალი ეხვიათ. ყველაზე მაღალი, ეგვიპტურ  ფრესკებზე  დახატულ  ქალღმერთ, ისიდას  ჰგავდა  - იასამნისფერი შარვალი და თეთრი მოკლე კაბა ეცვა, იასამნისფერივე  თავშალი  მსუბუქად ჰქონდა მოგდებული, კეკლუცად... ნეფერტიტის ყელი და ტუჩები ჰქონდა, თავშლის ქვეშ ისეთი შავი, ლაპლაპა თმა მოუჩანდა - ხელოვნურს ჰგავდა და საერთოდაც, იმდენად სრულყოფილი იყო ეს ქალი  - ვერ წარმოიდგენდი, რომ ცოცხალი არსება შეიძლება ასეთი ყოფილიყო...
          მუსსა წამოდგა, ამ ქალს, თვალი რომ დამრჩა ზედ, ლოყაზე აკოცა ნაზად... ჩემი მეოთხე - ბოლო ცოლიაო - გამაცნო.(გადავრჩი! ასეთ ქალზე, გეფიცები, გიორგი, უარს ვერ ვიტყოდი! რჯულსაც შევიცვლიდი და მოჭრაზეც თანახმა ვიქნებოდი... :)))
          ამ სამიდან, ერთ  მრგვალ, შავთვალა, ლოყებ  და ძუძუებ დაბურცულ გოგოზე  მითხრა: "ჩემი ქალიშვილი  ნასირა გაიცანიო, ცოტა რუსული იცის, იტალიური კი მაგრა იცის, კოლეჯში ისწავლაო. ილაპარაკეთ, ჩვენი ადათით აკრძალულია, მაგრამ ვიღა უყურებს წესებს? - გახედე რას შვრებიანო" - ხელი მოცეკვავე ყმაწვილებისკენ გაიშვირა, დისკოს მუსიკას რომ აჰყოლიყნენ...
          ნასირა ძალიან საყვარელი ბავშვი აღმოჩნდა - მხიარული,  ენაჭარტალა. აქაოდა ლაპარაკის ნება მომცესო - ენა არ გაუჩერებია! სულ გამომკითხა - ვინ ვარ, რას ვაკეთებ. მერე ნდობა რომ დავიმსახურე, ისიც მითხრა: "მამას არ უთხრა და შეყვარებული მყავსო, იტალიელი. კოლეჯში გავიცანი და შემიყვარდაო. არ მინდა არაბს გავყვე! იმიტომ  არ მინდა, რომ ჩემმა ქმარმა კიდევ სხვა ცოლი მოიყვანოს - ჩემი ქმარი მარტო ჩემი უნდა იყოს!"...  მე იმ ქალზე ვკითხე, რომელიც ძალიან მომეწონა  - შენი დედა ეგ არის - მეთქი?
          გადაირია! მაგას ვერ ვიტანო, რაც ეგ მოიყვანა მამაჩემმა, მაშინ გადავწყვიტე, რომ ერთი  ქმარი მეყოლება... დედაჩემი - პირველი ცოლია, მაგრამ ეს ყველაზე მეტად უყვარს და ყველაზე  მეტ საჩუქრებსაც მაგისათვის ყიდულობსო! დედა არ წამოვიდა, მაგას ვერ იტანს...
          მე ჩემი ამბავი ვუამბე, ანუ როგორ აღმოვჩნდი გაუგებრობაში. რომ არც შეიჰი ვარ, არც ბეი! მოჰამედას გრძელი ენის მოჩმახულია ყველაფერი. მამლუქი კი  ნამდვილად  ვარ - მეთქი. გურჯი  - "ბურჯი", როგორც თქვენ გვეძახით! ცოლი არა მყავს და  მართალი გითხრა არ ვაპირებ მოყვანას. ქრისტიანი ვარ, რჯულის შეცვლასაც არ ვაპირებ  - მეთქი.
          მამაშენს უთხარი, კარგი კაცია, მაგრა მომეწონა, მაგრამ სასიმამროდ არა. არ მიწყინოთ. უნდა წავიდე. აგერ ზეინაბ -ხანუმი გამოსულა, მეძებს...  (წავალ, ძუძუებში ჩავეხუტები, დავიკარგები! - ეს ჩემთვის ჩუმად გავიფიქრე)...
          მოჰამედს თვალი ჩავუკარი, მარტო მივდივარ -მეთქი...
          ნუბიელს, ხელი დავუქნიე, აბა შენ იცი - მეთქი...
          მუსსას ხელი მხურვალედ ჩამოვართვი - არაფერი გამოგვივიდა და  ძმაო ბოდიში - მეთქი...
          ქალბატონებს თავი თავაზიანად  დავუკარი... მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ -მეთქი...
          ნასირას ვუთხარი, იტალიელი კარგად გყავდეს , ალაჰმა და იტალიელის უფალმა ხელი მოგიმართოთ-მეთქი...
          და აქაურობას  უკან-უკან გავეცალე...
          წავედი-მეთქი...
          სულ წავედიიი...- მეთქი...

0

2

+2 და კეთილი გულიო:) :tomato:

0

3

ვაიმე ჩვენი მამლუქიიიიი!
როგორ მომენატრა ეგ კაცი იცით? :'(
იმედია მალე დაგვიბრუნდებაააა :love:
რა თქმა უნდა +2

Отредактировано cqnafa84 (2008-03-08 13:27:08)

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » პროზა » ნახვამდის ეგვიპ&