პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » ნუკრი » ნუ დააჩოქებ


ნუ დააჩოქებ

Сообщений 1 страница 15 из 15

Опрос

შეაფასე
-2

0% - 0
-1

0% - 0
0

0% - 0
+1

0% - 0
+2

100% - 7
Голосов: 7

1

ნუ დააჩოქებ

ნუ გაათეთრებ ფიჭებივით მიჯრილ სტრიქონებს,
კალმახებივით ამოყარე წყლიდან ბწკარები,
ჯერ ახდენილი სიყვარული გამოიგონე,
მერე იმღერე რექვიემი გარდაცვალების...

ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,
ნაწისქვილარიც ხომ ეყოფა ერცახე სოფელს;
მოდი, ნიკორა გადააბი ვაშლის ჩეროდან
და ნედლი სარი ჩაამატე შქერის ძველ ღობეს.

ნუ მოანატრებ პირჯვრის წერას ამ ეკლესიას,
მერე რა, თუკი გუმბათიდან ცა გიმზერს ლურჯი;
ეს ხავსლოდება სასაფლაო შენი ფესვია
და მუხებს უჭირთ საფლავებთან დუმილი, უჭირთ!

ნუ დაუმალავ "აი-იას" ნინოს და ცოტნეს,
ნუ დაუფარავ, ნუ, "ჩაკრულოს", დათოს, მარიამს,
უდედაენოდ ვერ გახდება "ყველაფრის მცოდნე",
დედის რძესავით_ ამ სიმღერებს_ სულ სხვა მადლი აქვთ.

დღეს თბილისიდან ბათუმამდე ფრენით მიდიან...
თუმც სოხუმიდან თბილისამდე ხიდია ბეწვის...
თუ შენ ვერ ხედავ, ან, ხედავ და ფეხზე გკიდია,
ამ ჩემს მტკივან გულს დაუჯერე, მხრამდე რომ მეწვის:

ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,
(ღმერთმა ნუ ქნას, რომ ხვალ ამ სტროფებს დაედოს ფასი!)
ისე იმღერე, წინაპარი როგორც მღეროდა
და ვაზისძირა-დაღვლარჭნილი ბილიკით გასწი!!!

0

2

ნუკრი, მე შენი ფანი ვარ, და ვინც უნდა, ის შემომედავოს!
არაჩვეულებრივი ლექსები გაქვს. არაჩვეულებრივი პოეტი ხარ და ძალიან მიყვარხარ!!!

+2, ჩემო კარგო!

0

3

მომეწონა, :cool:

Отредактировано nata-nata (2008-03-09 13:20:09)

0

4

ძნელია თამარს არ დაეთანხმო მართაც რომ შესანიშნავი ხელი აქ დომენიკოს:)
+2 ჩემგანაც

0

5

taia написал(а):

ნუკრი, მე შენი ფანი ვარ, და ვინც უნდა, ის შემომედავოს!

ნეტავ ვინ ედავება, რო? :)

მაგარია ნუკრი!!! ვაღიაროთ -გვჯობია :)

+2

Отредактировано cqnafa84 (2008-03-09 15:16:36)

0

6

დომენიკო მეც შენს ფანებსი ჩამწერე ბიჭოოო! "მტკივანი გული მხრამდე რომ მეწვის" ეს  დიდი ტკივილია, ძნელად გასაძლები....

0

7

ხოო და, +2 -იც ჩემგან!

0

8

როგორ მიყვარს ეს პოეტი და ეს ლექსი!

ჩემგანაც +2 საამაყო იმერელს, ულაპარაკოდ!

:)

0

9

tea написал(а):

ჩემგანაც +2 საამაყო იმერელს, ულაპარაკოდ!

იმერლებო ნუ სეპარატისტობთ :)

0

10

რაც მართალია, მართალია ნინ, და მე მართლა მეამაყება ეს  ჩვენი პოეტი!

(გადავაქართლე, თორემ პოლტი გამწეწავდა)

:playful:

Отредактировано tea (2008-03-10 01:22:19)

0

11

tea написал(а):

რაც მართალია, მართალია ნინ, და მე მართლა მეამაყება ეს  ჩვენი პოეტი!

მეც :) ისევე როგორც ყოველი თქვენგანიუ ;)

tea написал(а):

(გადავაქართლე, თორემ პოლტი გამწეწავდა)

რაც მართალია, მართალია  :rofl:

0

12

გაიხარე, ძვირფასო!

ძალიან :love:  ყველააა!!!

0

13

მე ძალიან მომწონს ეს პოეტი,ნამდვილი პოეტი:)

+2

0

14

აააქაც მომაგნესჩემმა თბილებმაააა?!გენაცვალეთ თქვენ!

0

15

cheeeeeemi bidziiii  :love:  miyvarxar sheni leqsebianad poetooo :) +2

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » ნუკრი » ნუ დააჩოქებ