ექსკლუზივი თქვენ
განსხვავება
Сообщений 1 страница 7 из 7
Опрос
Поделиться22008-03-09 15:36:55
-ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ერთი, ორი, სამი ოთხი...
აუუუ! ისევ ტყაპა-ტყუპით ვარჯიშობს ბაბუაჩემი. მერამდენედ მაღვიძებს ასე!!! იცნობდეთ - გრიგორ მიხაილოვიჩს, უსინათლო პენსიონერს. რაც ბებია გარდაიცვალა, ჩვენთან გადმოვიყვანეთ საცხოვრებლად და იმის მერე ყოველი დღე ტყაპა-ტყუპით და თვლით იწყება მისთვის. თუ გძინავს, საშინლად ნერვების მომშლელია, თუ არა და შეიძლება თითის წვერებით შეიპარო ბაბუას ოთახის ღია კარებში და მისი ვარჯიშის ყურებით სერიოზულად იხალისო: ხელები წინ, ხელები განზე, ხელები ზევით, დოინჯი, ბუქნა... ან რა შეძლება აქვს, ყოველდღე რომ ბუქნაობს, ჯერ სკოლა არ დამიმთავრებია და მე არ შემიძლია ამდენი. ტყუილად კი არ ამბობენ მოხუცები უფრო გამძლეები არიანო. ახლა თავის შარვალ-კოსტუმში გამოიპრანჭება (სადმე არ მიდიოდე, რა, ბაბუ!), განუყრელ სათვალეს გაიკეთებს, რომლის კუთხეები თვალებთან ახლოსაა მიმჯდარი, რომ ქარმა არ შეაწუხოს, ცალ მხარეს კი დამატებით ცხვირსახოცსაც შემოახვევს ხოლმე (ეს თვალი უფრო მეტად სტკივა) და უფრო მეკობრეს ჰგავს ვიდრე უწყინარ პენსიონერს. ხელის ცეცებით გამოდის სამზარეულოში: - ზდრავი ჟელაემ ტავარიში!
ეს კომუნიზმი ვეღარ მოიშალა, კაცო. თუმცა რას მოიშლის, ნათანამდებობარი კაცია, მთლად სტალინი არ უნახავს პირისპირ, თორემ ბევრი არც არაფერი დაჰკლებია. ხშირად ყვება თავისი ცხოვრების ეპიზოდებს - როგორ ამოწმებდა იორმუღანლოს საძოვრებზე ცხვრის დაბინავებას, როგორ ძმაკაცობდა მიშა მამულაშვილთან და როგორ ეხმარებოდა (არც მეტი, არც ნაკლები) გიორგი ლეონიძეს საგურამოს მუზეუმის გახსნაში... თან ზოგიერთივით კი არ ტრაბახობს, ყოველი სიტყვა დოკუმენტურად აქვს დამოწმებული, მაგრამ რა შეღავათი? უკვე ზეპირად ვიცი მისი რეპერტუარი და როცა მოგონებების იშტაზე მოვა, საით გავიქცე აღარ ვიცი, მაგრამ ზრდილობის საკითხია და ვუსმენ საწყალ ბაბუას, მეტი რა სიხარული აქვს? საუზმის მერე სასტუმრო ოთახში გადის, რბილ სავარძელში ღრმად ეფლობა, კალთაში ბარაბნიან ტელეფონს იდებს (რამდენი ხანია ჩვენს მეზობლებს თანამედროვე, ღილაკებიანი ტელეფონები აქვთ, ისეთი ლამაზია, ჩვენ კი - ბაბუას ხათრით, ისევ ეს ჯაბახანა... ამაზეა შეჩვეული და რა ქნას?) და ჰერიიი! დაღამებამდე გარე სამყაროს უკავშირდება, მე შენ გეტყვი, ნათესავი და ნაცნობ-მეგობარი ყავს ცოტა, ან ვინმე უარს ეტყვის საუბარზე! ხანდახან, დარეკვა რომ მინდა, მთელი საათით ადრე ვეწერები "რიგში".
ძილის წინ სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად აივანზე გადის, მერე კარგ გუნებაზე დგება და სიმღერას შემოსძახებს ხოლმე იქვე, აივანზე. რეპერტუარი აქ უფრო დიდი აქვს " პატარა გორი დიდიადან" დაწყებული, "გაფრინდი შავო მერცხალოთი" დამთავრებული. ბავშვობაში ყველა და-ძმა სიმღერაზე უტარებიათ და მერეც, მთელი ცხოვრება მღეროდნენ. მეზობლებს თავიდან უკვირდათ, თერთმეტი საათისთვის გარეთ ყოველდღე ვინ მღერისო, მაგრამ მერე და მერე შეეჩვიენ და თვითონაც აივანზე გამოდიან გრიშა ბაბუს ყოველდღიური უფასო კონცერტების მოსასმენად... რა უცნაური ხალხია ეს მოხუცები, ნეტავ მეც ასეთი ვიქნები, რომ დავბერდები?
--------------
ზრრრრრრრრ! ზრრრრრრრრრ!
აუუ! როგორ ვერ ვიტან ამ მაღვიძარას ზარს, რა. როცა ყველაზე კარგი ადგილია ხოლმე სიზმრის, სწორედ მაშინ მაღვიძებს... რა მესიზმრა? არა, არ ვიტყვი, იქნებ ამისრულდეს. ახლა ადექი, ჩაიცვი, ყავა და სამსახურში ჰერი-ჰერიიიი... მომბეზრდა უკვე ყოველდღე ერთი და იგივე, დაპროგრამებული რობოტივით. თან, მე შენ გეტყვი, სამსახური მაქვს იმისთანა, რომ ან სულიერ მოთხოვნილებებს მიკმაყოფილებს, ან მატერიალურს. ორი უმაღლესი დავამთავრე და ვერც ერთი სპეციალობით ვერ ვიშოვე ადგილი.მერე მეგობარმა მიშოვა უცხოურ ფირმაში საქმე, ამათ ნაბჟუტურევს ვკრეფ კომპიუტერზე, ადრე რომ სტენოგრაფისტი-მდივნები იყვნენ, ეგეთ ვარიანტში, რა... საწყალი ბაბუაჩემი, გაზეთებისთვის რომ წერილს მაწერინებდა-ხოლმე, ისე ზუსტად მეუბნებოდა, აქ -წერტილი, იქ - მძიმეო, რომ ერთი არ შეეშლებოდა. იმიტომ ვიცი ასე კარგად, მგონი, წერა... რამდენი წელი გავიდა ბაბუას გარდაცვალებიდან? 8? 10? აღარ მახსოვს. ან რა მემახსოვრება ასეთი ცხოვრებს რიტმში - ყველა სიტყვას ვიჭერ, რომ არ შემეშალოს, თორემ Good bye, my love, good bye! ეს უაზრო სამსახურიც გვერდზე დამრჩება... არადა ისეთ სისულელეებს ამბობენ, იმდენჯერ ვუსწორებ ელემენტარულ ლექსიკას, მე მრცხვენია ამათ მაგივრად. რცხვენიათ კი არა!
საღამოს სახლში რომ მივდივარ ყურში კიდევ ინგლისური მიდგას და ისეთი ქაოსია ამ ტვინში, ერთი მიგდება და დაძინება ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ მეგობრებსაც ხომ უნდა მივაქციო ყურადღება? მიდის ერთი გადამესიჯება-გადმომესიჯება და ზარები თბილისის ყველა მიმართულებით. რა ვქნა აბა, შაბათ-კვირას თუ ვიცლი საკუთარი თავისთვის და მთელი კვირა რომ მეგობრების ამბები არ გავიგო, ესაა მეგობრობა? ასეთ დროს სულ ბაბუა მახსენდება-ხოლმე თავის განუყრელი ტელეფონით, თურმე მართლა როგორ სჭირდებოდა ხალხთან ურთიერთობა, როგორი გამოკეტილი ყოფილა... ჩემსავით და უფრო მეტადაც - მე ქალაქში მაინც გავდივარ, მერე რა, რომ სამსახურის საქმეებზე?
საერთოდ, ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება გრიგორ მიხაილოვიჩი, სულ უფრო მეტ მსგავსებას ვპოულობ მასთან.
ნეტავ რატომ?
დავბერდი თუ?...
Поделиться32008-03-09 15:47:49
ვა , როგორ ვისიამოვნე რომ იცოდე! დიდი მადლობა, ჯერ იმიტომ ,რომ ასე ლამაზად ყვები, ბაბუშენის სახემ ჩემი პაპა(კახელი ვარ.) გამახსენა,( ისიც ძველი კომუნისტი კაცი იყო.) მოკლედ შენი მოთხრობა გაზაფხულივით ცამეღვარა სულში....+2 .
Поделиться42008-03-09 16:53:38
დიდი მადლობა
Отредактировано cqnafa84 (2008-03-10 02:04:11)
Поделиться62008-03-15 22:07:47
წაკითხული მაქვს.მაგრა მომწონს