მოდი,ვარსკვლავები დავითვალოთ!
მოგატყუებ და ზევით აგახედებ,
ყელში შეგაპარებ მსუბუქ კოცნას -
მინდა გაოცებით გადმომხედო.
იცი რა ლამაზად გიმუქდება
თვალებში სიხარულით გაოცება?
წამწამთა ჩარჩო სულს გიმალავს
ჩემთვის გაჩენილო საოცრებავ...
ახლა მოდი მართლა დავითვალოთ
ჩვენი სიყვარულის ვარსკვლავები,
ჩურჩულით ვთქვათ ჩვენი აღსარება -
რომ ერთმანეთს გულით ვატარებდით.
ყველა ნატვრა უნდა აგვიხდინოს
ახალი წლის ღამე რომ თენდება,
წამწამთა სიღრმეში თვალებს ვეძებ
და ჩემი სუნთქვის გაჩერებას,
მოდი, ვარსკვლავები დავითვალოთ!
ვარსკვლავები
Сообщений 1 страница 14 из 14
Опрос
Поделиться12008-03-10 01:49:10
Поделиться22008-03-10 01:50:15
ნინი, ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი.
+2
Поделиться32008-03-10 01:54:28
+2 ჩემგან ამ ლაღ ლექსს, მშვენიერი ემოციისთვის!
Отредактировано tea (2008-03-10 01:55:28)
Поделиться42008-03-10 01:56:18
ნინი, ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი.
+2
ეს ერთადერთი ლექსია, რომელზეც მკითხველმა ნებართვა მთხოვა ვისწავლი და მეგობრებს წავუკითხავ ხოლმეო
მიყვარს...
Поделиться52008-03-10 02:03:55
უი გამახსენდა მეც ვიცი ეს ლექსიო+2
Поделиться62008-03-10 12:26:11
კაქი ერთი რაო
Поделиться72008-03-10 14:21:29
მეც გამიჩერდა სუნთქვა. ძალიან მომეწონა! მეტი რომ არ შეიძლება ისე...
Поделиться82008-03-10 14:44:17
დიდი მადლობა ლელაა
Поделиться92008-03-12 23:17:49
ეჰ ბევრჯერ მიცდია ცაზე ვარსკვლავთა დათვლა....ოღონდ მარტოს..
Поделиться102008-03-12 23:19:19
ნუ პლიუს ორი რომ დავწერე ამას აღარ უნდა გახმოვანება
გაკოცე
Поделиться112008-03-13 10:50:34
ეჰ ბევრჯერ მიცდია ცაზე ვარსკვლავთა დათვლა....ოღონდ მარტოს..
მეც მარტოს ბაი
ლექსში რაც წერია ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო...
Поделиться122008-03-17 11:39:03
რა ლამაზია ნინ,მეც მომინდა ვარსკვლავების თვლა..
Поделиться132008-03-17 11:42:10
მანანა
მიხარია...
Поделиться142008-03-23 19:44:19
chemi nekeras mshvenieri leqsi +2