პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » ციცინო » სახლი


სახლი

Сообщений 1 страница 6 из 6

Опрос

შეაფასე
-2

0% - 0
-1

0% - 0
0

0% - 0
+1

0% - 0
+2

100% - 4
Голосов: 4

1

ღამეა ახლა და გათოშილ
სიზმრებს ვაწყდები,
მთვარეულივით
ვებრძვი სივრცეს_
ჭაობს ჭანგიანს...
ღამეა ახლა,
ეული და კვალარეული,
ვრწმუნდები უფრო,
რომ ეს ღამე ჩემი სახლია...

ბავშვობის სახლი _
ობიანი,
დახავსებული,
უკაცრიელი,
დარდის ჯანღში
გამოხვეული...
მე კი მგზავრი ვარ,
უგზო გზებით შინ მიმავალი,
მაგრამ მის ახლოს
ვერმისული,
ვერმიღწეული...

გასხლტა ბავშვობა,
მოღალატის დაჰყვა ბუნება!
დატოვა სევდა,
შეშფოთება
და შეცბუნება,
წლებია ვცდილობ,
ჯიუტად
და სულმოუთქმელად,
თუმცა არადა არ მეღირსა
შინ დაბრუნება!

ზღვა კი მიმელის,
გატრუნულა ჩემს
სახლთან ახლოს,
ლოდინით დაღლილს
მხოლოდ სევდა
შერჩა საოხად,
მე კი სხვა ნაპირს
მივადექი და
სხვის ქალაქში,
სხვის სახლს ვდარაჯობ,
სხვის საბურველს
ვიხდი სამოსად..

გავიქცე უნდა...
მეხუთება სული უკუნში,
მე _ სხვადქცეული,
საკუთარ თავს
ამაოდ ვეძებ,
ბავშვობის სურნელს,
ქარსგაყოლილს
შემორჩა თუმცა,
მარადბავშვური და
ნაცნობი
ფიქრები შენზე...

ღამეა ახლა და გათოშილ
სიზმრებს ვაწყდები...
მთვარეულივით
ვებრძვი სივრცეს_
ჭაობს ჭანგიანს,
ღამეა ახლა,
ეული და კვალარეული,
ვრწმუნდები უფრო,
რომ ეს ღამე
ჩემი სახლია...

0

2

ციცინო, ძალიან ლამაზი ლექსია!
+2

0

3

ისევ ვიტყვი - ლამაზია
+2

0

4

გავიქცე უნდა...
მეხუთება სული უკუნში,
მე _ სხვადქცეული,
საკუთარ თავს
ამაოდ ვეძებ,
ბავშვობის სურნელს,
ქარსგაყოლილს
შემორჩა თუმცა,
მარადბავშვური და
ნაცნობი
ფიქრები შენზე...

პირველად წავიკითხე და მართლა მომეწონა!

0

5

taia написал(а):

ღამეა ახლა და გათოშილ
სიზმრებს ვაწყდები...
მთვარეულივით
ვებრძვი სივრცეს_
ჭაობს ჭანგიანს,
ღამეა ახლა,
ეული და კვალარეული,
ვრწმუნდები უფრო,
რომ ეს ღამე
ჩემი სახლია...

სევდიანი,მაგრამ ლამაზი ლექსია.

0

6

დამავიწყდა  +2 :flirt:

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » ციცინო » სახლი