რომაელთა რელიგიური შეხედულებები ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე საგრძნობლად იცვლებოდა. თავდაპირველად ლათინურ ღმერთების პანთეონზე და რელიგიურ რიტუალებზე ძლიერი ზეგავლენა იქონია ეტრუსკულმა რელიგიამ, ხოლო შემდეგ მოხდა ბეძრული გავლენის შემოჭრა. ბერძნული რელიგიის გარდა რომაელთა რელიგიაზე გავლენა ეგვიპტურმა რელიგიამაც იქონია.
რომაული რელიგია
Сообщений 1 страница 8 из 8
Поделиться22008-03-12 23:28:05
რომაელთა რელიგიური შეხედულებები
ადრეულ რომაულ მითოლოგიაზე ცნობები პრაქტიკულად არ მოგვეპოვება. მეცნიერები დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ რომაელებს არ ჰქონდათ ნათლად ჩამოყალიბებული ღმერთების სახე, არამედ ბუნებაში არსებობდნენ კეთილმოსურნე და ბოროტი ძალები - ნუმინა (numina). ამ აზრის დამკვიდრებას ხელი შეუწყო იმან, რომ ბევრ ღმერთს არ ჰქონდა განსაზღვრული სქესი, ხოლო ზოგი კი წყვილად იყო, ქალის და კაცის სახეობით (მაგ. ფავნი და ფავნა) და ასევე რომაული მიმართვა ღმერთებისადმი: ”ღმერთო ან ქალღმერთო” ”კაცო ან ქალო” ”ან რომელი სახელითაც ინებებ რომ გიწოდონ”. ვარონის ცნობებითაც ძველ რომში არსებობდნენ არა ღმერთები, არამედ მათი სიმბოლოები, ხოლო რიტუალები ტარდებოდა კეთილმოსურნე ნუმინების გასაძლიერებლად და ბოროტთა მოქმედების ნეიტრალიზაციისთვის, ასევე მეტყველებდა იმის სასარგებლოდ, რომ რომაელი ღმერთები არ იყვნენ ანტროპომორფულები და არ ჰქონდათ მითოლოგიის სისტემა, ვინაიდან გამოირიცხებოდა ღმერთებს შორის ნათესავური კავშირები და ქორწინებები.
ნუმინების მასიდან გამოყოფენ სამ ღვთაებას: იუპიტერი, მარსი და კვირინი. მათ არანაერი მითები არ უკასვშირდებოდათ, მეცნიერების აზრით ამ ღმერთებზე მითები ეთრუსკული და ბერძნული მითოლოგიის გავლენით შეიქმნა. ასევე ბერძნების გავლენით შეიქმნა ღვთაებების ამსახველი ქანდაკებები, ტაძრები დფა გართულდა მათთან დაკავშირებული რიტუალები.
მინერვას თავითანამედროვე მკვლევარბი ეჭვქვეშ აყენებენ ამ მოსაზრებებს. პირველ რიგში სავარაუდოთ ქურუმული წიგნები ”ინდიგიტამენტები” არის არა ხალხური შემოქმედების ნაყოფი, არამედ შექმნილია პონტიფიკუსების მიერ, რომლებიც ამასთანავე კარგი იურისტები იყვნენ, ხოლო ტერმინი ნუმინა ყოველთვის გამოიყენება, ისეთ კონტექსტებში სადაც საუბარია ”ძალა”, ”დიდება”, ღმერთების (ან იმპერატორის) ნება. ამასთან რომაელებს უძველესი დროიდან ჰქონდათ ღმერთების გამოსახულება, არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნია I ათასწლეულის დასაწყისის თიხის ფიგურები. ხოლო ღვთაებათა სქესის და სახელის დაუზუსტებლობა გამოწვეული იყო იმით რომ რიგ შემთხვევებში ხალხმა არ იცოდა კონკრეტულად ვისთვის უნდა მიემართა, რაც იმის გამოც ხდებოდა, რომ ქურუმები არ ამხელდნენ ღვთაების ნამდვილ სახელს. ასევე ხდებოდა ერთი და იგივე ფუნქციის მქონე ღმერთის შერწყმა იმავე ფუნქციის მქონე ქალღმერთთან, რომელსაც მეზობელ თემში სცემდნენ თაყვანს.
ზოგ ავტორს მიაჩნია რომ რომაელებს ჰქონდათ პრიმიტიული მითოლოგია, რომელიც დავიწყებას მიეცა და მას ჩაენაცვლა ბერძნული მითოლოგია. სავარაუდოთ რომაული მითოლოგიის ფესვები უკავშირდება სხვა ინდოევროპულ მითოლოგიას. დიუმეზილის აზრით რომაული მითოლოგიის თავისებურებაა, რომ კონფლიქტები ღმერთების სამყაროდან გმირებზეა გადმოტანილი (მაგ. ჰორაციუსების და კურიაციუსების ორთაბრძოლა, მუციუს სცევოლუსზე, რომელსაც იგი ადარებს სკანდინავიურ ფრეირს, ჰორაციუს კოკლესზე, რომელსაც ოდინს ადარებს).
ჩვენამდე მოღწეულ მწირ ცნობებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ, რომაელთა რელიგია იყო იტალიის იმ დროინდელი სხვა ერების რელიგიის მსგავსი. შესაძლოა არსებობდა მითი იანუსის მიერ სამყარის შექმნის შესახებ, რომელსაც შემდეგ იუპიტერი ჩაენაცვლა. ასევე მითი ხალხის წარმოშობაზე მუხისგან, მათი ველური ცხოვრების შესახებ და ღმერთების და გმირების მიერ ცივილიზაციის შექმნაზე. მუხას რომაელებისთვის, იტალიკებისთვის და გალებისთვის ღრმა საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. თაყვანს ასევე სხვა ხეებს და ტევრებს სცემდნენ. ხშირად ტევრებს სხვადასხვა ღმერთებსაც უძღვნიდნენ და მათ საპატივცემლოდ ატარებდნენ რიტუალებს. ყველა რომაელისთვის განსაკუთრებით წმინდა იყო ლეღვის ხე, რომლის ქვეშაც ძუ მგელმა გამოკვება რომულუსი და რემუსი და მუხის ხე კაპიტოლიუმზე, რომელთანაც რომულუსმა თავისი პირველი ნადავლი მოიტანა - spolia opima, მის მიერ მოკლული მეფის იარაღი და ჯავშანი და ასევე ქვის მუხა ვატიკანზე.
სატურნისავარაუდოთ არსებობდა მითები წმინდა ცხოველებზეც - კოდალაზე, არწივზე და მგელზე. მგელს ეძღვნებოდა ლუპერკალიუმი - მგლის დღესასწაული. ამის გარდა მგლებს ბევრ მაგიურ თვისებებს ანიჭებდნენ.
საყოველთაო ღმერთების გარდა რომაულ ოჯახებს ჰყავდათ გვარის მფარველი ღვთაებებიც. ისეთ ძველ გვარებს, როგორებიცაა ემილიუსები, კლავდიუსები, კორნელიუსები, ჰქონდათ საკუთარ ღვთაებებთან დაკავშირებული დღესასწაულები. გვარის კულტები ყალიბდებოდა ოჯახის კერის ქალღმერთ ვესტას კულტის გარშემო.
ღმერთების სამყარო ადამიანების სამყაროს მსგავსად იყო მოწყობილი. მათ ყავდათ მეფე - იუპიტერი, ყველაზე პატივცემულ ღმერთებს, სენატორთა მსგავსად ეწოდებოდათ patres, მათ ჰყავდათ მსახურები - famuli tivi და ვესტას ქალწულთა ანალოგიურად ღვთაებრივი ქალწულები - virgines divi. ღმერთები იყოფოდნენ ზეციურებზე, მიწიერებზე და ქვესკნელისაზე. თუმცა ზოგ ღმერთს სამივე განზომილებაში შეეძლო მოქმედება. ღმერთების, ადამიანების და მიცვალებულთა სამყაროები გამიჯნული იყო. მაგრამ ხალხი არ იწყებდა არცერთ მნიშვნელოვან საქმეს სანამ ფრინველების ფრენით, სამსხვერპლო ცხოველთა შიგნეულობით ან მეხის დაცემით არ გაიგებდნენ ღმერთების აზრს.
მტრების ღმერთებს სპეციალური ფორმულებით რომაელები თავის მხარეს იბირებდნენ. ამ გზით რომაულ პანთეონს შეემატნენ ბევრი იტალიკური ღმერთები. ითვლებოდა რომ მკვდრები ზემოქმედებენ ცოცხალთა სამყაროზე და შურისძიება შეუძლიათ. ამის გარდა საზოგადოების ფენებს და პროფესიებს თავისი ღმერთები ჰყავდათ. რომის ქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ მთავარი ტაძარი, რომელიც რომის ძლიერებას ასახავდა იუპიტერ კაპიტოლიელის ტაძარი გახდა.
რომაულ რელიგიისდ განვითარებაზე იმოქმედა საზოგადოების დემოკრატიზაციამ. უმაღლესი ავტორიტეტი ძვ. წ. I საუკუნისთვის იყო არა რელიგია, არამედ სამოქალაქო საზოგადოება. დემოკრატიზაციამ მოიტანა ის რომ რომაულ საზოგადოებასი არ იყო ქურუმული კასტა და მოქალაქეების ფენებად დაყოფას არაფერი საერთო არ ჰქონდა რელიგიურ მწამსთან. ამან გამოიწვია მტკიცე რელიგიური დოგმის არ ქონა. მოქალაქეობრივი ვალი იყო ღმერთების თაყვანისცემა, მაგრამ ამასთან არავის არ ეკრძალებოდა მათზე საკუთარი აზრის გამოთქმა. აზროვნების ასეთი თავისუფლება ასახულია ციცერონის ტრაქტატში ღმერთების ბუნების შესახებ და დივიაციის შესახებ. ეთიკა რელიგიით კი არა, არამედ საზოგადოების კეთიოლდღეობით განისაზღვრებოდა. რომაელებს სძულდათ ერთპიროვნული მართველობა, რამაც გამოიწვია მეფეების და გმირების კულტის არ არსებობა. მეორე მხრივ გაუთავებელი ომები, რომლებსაც რომი აწარმოებდა, საჭიროებდა იდეოლოგიურ საფუძველს. ამან გამოიწვია რომიზე მითის ჩამოყალიბება, რომ მას ღმერთების მიერ ნაბოძები აქვს სამყაროში გაბატონება, ხოლო რომაელ ხალხზე, როგორც განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოვებულებზე. ასევე აღსანიშნავია იმ გმირთა განდიდება, ვინც ჩადიოდა გმირობებს არა პირადი დიდებისთვის, არამედ რომის განსადიდებლად.
მითები იქმნებოდა რომაელ მეფეებზე და მეფობის პერიოდის გმირებზე, შემდეგ კი რესპუბლიკის ადრეულ მოღვაწეებზე. ზოგი მკვკლევარი მიიჩნევს რომ მეფეები მხოლოდ მითოლოგიური პერსონაჟები იყვნენ, ხოლო ზოგი კი მათ რეალურ პიროვნებებად მიიჩნევს. როგორც წესი ყველა ეს მითი რომის განდიდებისკენ იყო მიმართული.
იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო გარდაცვლილი იმპერატორების გაღმერთება და მათი თაყვანისცემა. ამასთან რომის საზღვრების გაფართოვებამ გამოიწვია ეგვიპტური და ახლო აღმოსავლური ღმერთების კულტების გავრცელებაც.
Поделиться32008-03-12 23:31:19
რომაული ღმერთები
იუპიტერის ქანდაკება ავრორა - ცისკრის ქალღმერთი.
ამური - სიყვარულის ღმერთი.
ბონა დეა - კეთილი ქალღმერთი.
ბელონა - მარსის დედა ან და.
ვენერა - ბაღების და ხეხილის ქალღმერთი.
ვესტა - წმინდა ცეცხლის ქალღმერთი, ასევე მფარველობს ოჯახის კერას.
ვიქტორია - გამარჯვების ქალღმერთი.
ვულკანუსი - დამანგრეველი და გამწმენდი ცეცხლის ღმერთი.
გენიუსი - თავდაპირველად გვარის დამფუძნებლის ღვთაება, შემდეგ მამაკაცური ძალის ღვთაება.
დიანა - მცენარეების ქალღმერთი, განასახიერებს მთვარეს.
კვირინუსი - რომულუსი.
კუპიდონი - სიყვარულის ღმერთი, შეესაბამება ამურს.
ლარები - კომუნალური მიწების მფარველი ღვთაებები.
მარსი - ომის და ველური ბუნების ღმერთი.
დედა მატუტა
მერკურიუსი - ვაჭრობის ღმერთი.
მინერვა - ხელობების და ხელოვნების მფარველი ქალღმერთი.
ნეპტუნუსი - წყლის, ზღვის ღმერთი.
ორკუსი - სიკვდილის ღმერთი.
პარკები - ბედის ქალღმერთები.
პროზერპინა - ქვესკნელის ქალღმერთი.
რომა - რომის სიმბოლო ქალღმერთი.
სილვანუსი - ტყეების და ბუნების ღმერთი.
ტელუსი - მიწის ქალღმერთი.
ფავნუსი - მინდვრების ღვთაება.
ფლორა - ყვავილობის ქალღმერთი.
იუნონა - ქორწინების და დედობის ქალღმერთი.
იუპიტერი - ცის, დღის სინათლის და ელვის ღმერთი.
სატურნი
იანუსი - ყოველი საწყისის და კარების ღმერთი.
მოცემულ სიაში ღმერთების სრული ჩამონათვალი არ არის მათი სიმრავლის გამო. მარსი იუპიტერი და კვირინი არიან უძველესი ღმერთები, ისინი წარმოადგენენ კაპიტოლიუმის ტრიადას.
რომაელთა რელიგიური რიტუალები
იმპერატორების კულტი
რომის პირველი იმპერატორის, ოქტავიან ავგუსტუსის გარდაცვალების შემდეგ მოხდა მისი გაღმერთება. ამის შემდეგ ტრადიციად ჩამოყალიბდა თავისი სიკვდილით გარდაცვლილი იმპერატორების გაღმერთება. იმპერატორთა კულტებს სპეციალური ქურუმები ემსახურებოდნენ და მათი თაყვანისცემა სავალდებულო იყო რომის იმპერიის ყველა მაცხოვრებლისთვის.
გაღმერთებული იმპერატორები:
ღვთაებრივი ავგუსტუსი
ღვთაებრივი კლავდიუსი
ღვთაებრივი ვესპასიანე
ღვთაებრივი ტიტუსი
ღვთაებრივი ნერვა
წინაპრების კულტი
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, რომში წინაპრების კულტი დიდ როლს თამაშობდა. ყოველ ოჯახში იყო წინაპრებისადმი მიძღვნილი ალტარი, ხოლო წარჩინებულ გვარებს ოჯახური დღესასწაულები და მსხერპლშეწირვები ჰქონდათ, ამის შესახებ ტიტუს ლივიუსიც წერდა.
გარდაცვლილი მამა ხდებოდა ოჯახის მფარველი ღმერთი. მისი კოცონიდან უფროსი ვაჟი იღებდა ძვალს და აცხადებდა გარდაცვლილ მამას ღმერთად. არისტოკრატიულ ოჯახებში მიღებული იყო მიცვალებულებისთვის ცვილის ნიღაბის გაკეთება, რომელიც სპეციალურ ადგილას ინახებოდა. გვარები, რომლებსაც ასეთი ბევრი ნიღაბი ჰქონდა ითვლებოდა ძველ და წარჩინებულად. სწორედ ამ ნიღბებით განისაზღვრებოდა გვარის სიძველე. წინაპრებისთვის მსხვერპლშეწირვა სავალდებულო იყო ოჯახის წევრებისთვის. ოჯახში შემოსული ახალი ადამიანი (რძალი ან ნაშვილები) ასევე იღებდა მოცემული ოჯახის კულტს
Поделиться42008-03-12 23:33:51
1-იუპიტერის ქანდაკება
2-12 ღმერთის საკურთხეველი
3-მერკურუსი
4-მინერვას თავი
5-სატურნი
Поделиться52008-03-14 00:27:12
პოლტ რა უქენი ამ სურათებს, ასე რომ დაგიმახინჯებია რომაული ღმერთები?
Поделиться62008-03-14 00:28:27
პოლტ რა უქენი ამ სურათებს, ასე რომ დაგიმახინჯებია რომაული ღმერთები?
რა ხარისხითაც მოვიპოვე სურათები იმ ხარისხით არ ატვირთა
Поделиться72008-03-14 00:32:05
ხო, თავშიდარტყმულებივით არიან...
Поделиться82008-03-14 00:41:13
ხო, თავშიდარტყმულებივით არიან...
თვითონ ფორუმმა დადო ცუდად