პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » თაია » გალაკტიონი


გალაკტიონი

Сообщений 1 страница 11 из 11

Опрос

შეაფასე
-2

0% - 0
-1

0% - 0
0

0% - 0
+1

11% - 1
+2

88% - 8
Голосов: 9

1

1959 წლის თებერვალია.
ქუჩაში ახალგაზრდა, ლამაზი ქალი მიაბიჯებს. საბავშვო ეტლით პატარა, ზღვისფერთვალა, ოქროსფერკულულებიანი გოგონა მიჰყავს. ქალს დაღლილი სახე აქვს, მაგრამ გოგონას მაინც ღიმილით შესცქერის, - მისი პირველი შვილი, პირველი სიხარული - თეონა დღეს 11 თვის შესრულდა.

”როგორ გაგრძელდა გზა... ამსიგრძე ეს ქუჩა არასოდეს ყოფილა! არა და, ხომ ამბობენ, ”სახლისკენ მიმავალი გზა ყველაზე მოკლეაო?...”  ტყუილი ყოფილა!... ეს ეტლი რაღამ დაამძიმა ასე? ხელით ხომ არ მიმყავს? არა, მაჩაბლის ქუჩა გრძელი ყოფილა  და აქამდე ვერ ვამჩნევდი...” - ფიქრობდა ქალი.

ბავშვს არასწორ გზაზე ჯაყჯაყში ჩაეძინა, სახლამდე კი...  ჯერ ისევ შორი გზა ედოთ წინ.

”ან მე რამ დამღალა ასე?!... რა ვქნა, ისევ ფეხმძიმედ ხომ არ ვარ? ამაზეც ასე ვიღლებოდი ხოლმე!... მოდი, ეტლს შემოვაბრუნებ, იქნებ უფრო ადვილად ვატარო?!...”

ასეც მოიქცა. თავად წინ წავიდა, ეტლი კი ზურგს უკან მოიქცია.
გაუადვილდა ეტლის ტარება. ”აქამდე სად ვიყავიო?!”- გაიფიქრა.

ქალი ფიქრებში გაერთო. ეტლიც მსუბუქად მიჰყვებოდა უკან.
გზაჯვარედინს მიუახლოვდა.
ეტლი წინ გამოაგორა და... გაშრა!
საბავშვო ეტლი ცარიელი იყო!!!
ვერც იყვირა, ვეღარც იტირა, - მეტყველების უნარი დაკარგა თითქოს.
გზას გახედა, - გზა ცარიელი იყო...

ეტლი იქვე დატოვა და სირბილით გაუყვა გზას უკან.
ქუჩაში კანტი-კუნტად მიმავალი ადამიანები გაკვირვებით უყურებდნენ ქაღალდივით გაფითრებულ ქალს, რომელიც გარბოდა და თან დაბნეული დაჰყურებდა ასფალტს.

მოხუცმა ქალმა ხელი წაატანა, შეაჩერა და ალერსით ჰკითხა:
- რას ეძებ, შვილო?! იქნებ ჩვენ მოგეხმაროთ?...
- შვილს ვეძებ, დეიდა, ჩემს შვილს!...
- ასფალტზე, , შვილო?! - მოხუცმა ქალმა გაკვირვებით შეხედა და თავი გადაიქნია: შვილდაკარგული ქალი აშკარად არ ჰგავდა არანორმალურს...  - აბა, მითხარი, აქ რა უნდა შენს შვილს? აქ როგორ დაკარგავდი?!
- საბავშვო ეტლში მეჯდა... ეძინა... - ახალგაზრდა ქალს ცისფერი, ლამაზი თვალები ცრემლებით აევსო, - არ ვიცი, რატომ, მაგრამ დღეს ძალიან დავიღალე... წინ მე წავედი, ეტლს კი ჩემს უკან მივაგორებდი. ცოტა ხანში რომ შევხედე, ეტლი ცარიელი დამხვდა!... მიშველეთ, დეიდა, მაპოვნინეთ ჩემი თეონა!!! - და ქალს ცრემლები წასკდა თვალებიდან.

გზაჯვარედინი სწრაფი ნაბიჯით გადმოჭრა შავპალტოიანმა და ცილინდრიანმა ჭაღარაწვერიანმა მამაკაცმა.
ახალგაზრდა ქალი სხვა დროს, ალბათ, აღტაცებული მიაჩერდებოდა ამ  ჭაღარა მამაკაცს - დიდ გალაკტიონს, მაგრამ ახლა მისკენ გახედვის თავიც კი არ ჰქონდა.

გალაკტიონი პირდაპირ მისკენ წამოვიდა.
ქალმა თავი ასწია, შეხედა და ... გაშეშდა: გალაკტიონს თეონა ეჭირა ხელში და ნაზად ეფერებოდა ხუჭუჭა თმებზე.

- აი, ჩემი თეონა! ბატონო გალაკტიონ! სად იპოვეთ ჩემი გოგონა?!...- გაოგნებულმა ამოილუღლუღ-ამოიტირა ქალმა და ბავშვისკენ გაიწვდინა ხელები, მაგრამ გალაკტიონმა ბავშვი უკან დასწია.
- სად ვიპოვე და საბავშვო ეტლში, რომელსაც დედამისი უკუღმა მიაქანჩალებდა!!! ვის დაყავს ასე, ქალო, ბავშვები?! ბავშვი რომ ამოვიყვანე ეტლიდან, ჯერ უკან მოგყვებოდი, ვიფიქრე, აი, ახლა მიხვდება, ეტლი რომ ცარიელია და აი, ახლა-მეთქი, მაგრამ... შენც არ მომიკვდე! მერე გზის მეორე მხარეს გადავედი და ისე მოგდევდი!... კარგია, სახლში მისვლამდე გაგახსენდა ბავშვი!!! დაკარგავ, ბიძიკო, ამ ანგელოზს, და-კარ-გაავ!!! აჰა, დაიჭირე შენი შვილი და იცოდე, ბავშვს თვალი არასოდეს მოაცილო! გაიგე, ბიძიკო?!!!

გალაკტიონმა შუბლზე აკოცა მისი წვერის წეწვით გართულ პატარა გოგონას, შემდეგ ფრთხილად გადასცა ცრემლებშემშრალ დედას და... ბანცალით გაუყვა გზას მწერალთა კავშირის სასახლისაკენ.

- ღმერთო ჩემო!  გალაკტიონი თავს იმთვრალებს! წუთის წინ ხომ ის აბსოლუტურად ფხიზელი იყო?! არც ფეხი ეშლებოდა და არც - ენა!...

. . . . . . . . . .

ერთი თვის შემდეგ, 1959 წლის 17 მარტს გალაკტიონის ”ცოდვილი” სხეული  უმოწყალოდ დაენარცხა ქვაფენილს, მისი ნათელი სული კი ზეცას გაფრინდა და მარადისობას შეუერთდა!...

0

2

თაი, მახსოვს და მიყვარს თქვენი ''გალაკტიონი''...

+2 :)

0

3

მეც მიყვარს ეს :love:

Отредактировано nata-nata (2008-03-13 12:59:44)

0

4

გალაკტიონი ყველას არ დაედევნებოდა. მან თეონაში მისი მომავალი იგრძნო...

0

5

ეს კარგი მოთხრობაა, ამ მოთხრობით გიპოვეე! 25 იანვარს...
+2

0

6

გენაცვალე,თამუ!
მეამაყები!
+2

0

7

ვახ დასასრულმა როგორ დამამძიმა, არადა ჩავარაკრაკე  ისე წავიკითხე.

+1

0

8

მეც მაგრა მომწონს ეს ისტორია.

0

9

აქაც +2.მეტი არ შემიძლია,თორემ.. :'(

0

10

ეს ძალიან მიყვარს.  :love: +2

0

11

თამარ,აქ მაინც დადევი ახლები რაააააააა.მომენატრა შენი ისტორიები. :love:

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » თაია » გალაკტიონი