სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,
სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,
სადაც გულწრფელობა უფრო იაფია,
ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.
სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები,
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.
სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,
სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
ქარმა ფოთლებივით აურ–დაურია
ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები.