პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » ალი » მარადიული ტკივი&


მარადიული ტკივი&

Сообщений 1 страница 6 из 6

Опрос

shemifase
-2

0% - 0
-1

0% - 0
0

0% - 0
+1

0% - 0
+2

100% - 3
Голосов: 3

1

მორიგი კრუნჩხვის მერე ეთომ თვალები გაახილა.ექიმმა შვებით ამოისუნთქა:
ყველაფერი კარგადაა,გრძნობაზე მოვიდა,ნუ გეშინიათ-უთხრა დედას,რომელიც  ჩუმად ტიროდა.
-გმადლობთ ექიმო-უპასუხა მან და კარებისაკენ გაუძღვა.შემობრუნდა ოთახში რომელიც სავსე იყო ნათესავებით ,მიუახლოვდა  ფერდაკარგულ,ტუჩებჯალურჯებულ შვილს,ხელი ნაზად გადაუსვა ხვეულ თმებზე და ჩუმად ჰკითხა:
-გესმის, შვილო ჩემო?
-კი,დედი.
-ეცადე დაიძინო,ყველანი აქ ვართ,ნუ გეშინია.
ეთომ თვალები დახუჭა და კედლისკენ გადაბრუნდა.ყველანი გავიდნენ,დედამ  შუქი ჩააქრო.ირგვლივ სიჩუმე და წყვდიადი გამეფდა.
ეთო ცდილობდა გაეხსენებინა რა მოხდა,რატომ სტკიოდა მთელი სხეული,ხელისმტევნები.,,ეტყობა ისევ ვერ მოძებნეს ვენა-გაიფიქრა,თვალები დახუჭა და უცებ...
თითქოს მთელი ოთახი განათდა.გაოცებული ეთო  შემოტრიალდა,საწოლთან ორი ანგელოზი იდგა,პატარებს ქერა ,ხვეული თმები,დიდრონი,ლურჯი თვალები და პაწაწა ალისფერი ტუჩები ჰქონდათ.ტუჩის ზედა მარჯვენა მხარეს ხალი უმშვენებდათ.გოგონები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს .ხელჩაკიდებულნი იდგნენ და ცრემლჩამდგარი ,საყვედურიანი თვალებით შეჰყურებდნენ.
-ეთუნამ წამოიწია,იდაყვებს დაეყრდნო და გაოცებული შეაცქერდა მათ.ცდილობდა მიმხვდარიყო,ვინ იყვნენ ეს პატარები,რომლებიც ძალიან ჰგავდნენ მას.
გოგონები მიუახლოვდნენ და ერთხმად დაიჩურჩულეს:\"დედა\"
ეთოს ჟრუანტელმა დაუარა ,სხეული წამებში გაეყინა და ძლივს დაიჩურჩულა:
- რა თქვით პატარებო?!
მათ თვალებში შეხედეს ერთხმად აჩურჩულდნენ:
- როგორა ხარ,დედა?რატომ გაგვიმეტე?ჩვენ ხომ მთელი გულით გვიყვარდი.გვინდოდა ძმასთან ერთად ჩაგხუტებოდით.რატომ იქეცი ჯალათად დედი?
პატარებს თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდნენ.
ეთო მიხვდა,რომ გოგონები ღვთით ბოძებული და ეშმაკის წართმეული ტყუპები იყვნენ.ათრთოლებული ხელები გაიწოდა მათკენ და აჩურჩულდა:
-ჩემო პატარებო,ჩემო ძვირფასებო!მე არა დედი,მე არა.ყველაფერს აგიხსნით ჩემო ანგელოზებო .
გოგონები საწოლზე ჩამოუჯდნენ,ჩალურჯებულ ხელებზე მოეფერნენ პაწაწა თითებით და დაიჩურჩულეს:
-ჩვენ მაინც ძალია გვიყვარხარ დედი!
ეთოს უნდოდა გულში ჩაეკრა ორივე პატარა.ეთქვა რომ ძალიან უკვარდა,მაგრამ პატარები წყვდიადმა შთანთქა.
-შვილებო,ჩემო პატარებო!-განწირული ხმით აბღავლდა ეთო,წამოხტა საწოლიდან და იქვე ჩაიკეცა.
ყვირილზე ოთახში დედა შემოვარდა.შუქი აანთო და იატაკზე გაშხლართულ,ციებ-ცხელებიანივით აკანკალებულ,ფერდაკარგულ,ტუჩებგალურჯებულ ეთოს მივარდა რომელიც ერთსადაიმავეს  უაზროდ იმეორებდა:,,ჩემი პაწაწები,ჩემი პატარები\"...
კრუნჩხვა ეწყება,მიშველეთ!!!- შეჰკივლა დედამ და უმწეოდ აქვითინებული შვილთან ჩაიკეცა...

0

2

ძალიან იმოქმედა ან ცუდად ვარ....ვერაფერს ვიტყვი!

0

3

მადლობა ლელა,ესეც რეალურობაა...ჩემი პატარა ცხოვრების

0

4

ლიკ, ეს ადრეც წავიკითხე და ძალიან განვიცადე...
ღმერთმა გაგაძლიეროს.

0

5

ხო ამაზე მეც ძალიან განვიცადე...

0

6

maxsovs es rom wavikiTxe rogor metkina. . . shemogeve shen. . .

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » ალი » მარადიული ტკივი&