მაპატიეთ, ქალბატონო, სიყვარული...
მერე მზერის აპარება მკერდზე... მორცხვად...
თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული
იცით, წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა
.
გამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა
იქნებ შევძლო, ჩაგჩურჩულოთ მოფერებით –
ქალბატონო... ბოდიში და... მყვარებიხართ...
.
მომიტევეთ ქალბატონო რომ... მიყვარხართ...
როგორც ცოდვა, უნებურად ჩადენილი...
წამობრძანდით... თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს
ტალახებით მოხატული ქვაფენილი
.
გზები უკვე გუბეებმა გადათელეს...
თქვენც ხომ თქვენთვის მიდიოდით... თქვენი დარდით...
ალბათ ფირქრობთ უმიზეზოდ გაგაჩერეთ...
უკაცრავად... ქალბატონო... შემიყვარდით...
სახუმარო ლექსი
Страница: 1
Сообщений 1 страница 6 из 6
Опрос
Поделиться12008-03-14 23:05:47
Поделиться22008-03-14 23:10:30
რაღაა თქმა უნდა ჩემგან +2
ბაკური- გადაცმული გენიოსია
Поделиться32008-03-15 15:31:58
ბაკურის ეს ლექსი მეც ძალიან მომეწონა!
ჩემგანაც +2
Поделиться42008-03-19 11:12:38
ჩემგანაც +2
უკაცრავად... ქალბატონო... შემიყვარდით...
საყვარელია ძალიანნ
Поделиться52008-03-23 14:27:03
ლიტ.ჯეზე მქონდა წაკითხული.ძალიან ლამაზია.
ჩემგანაც +2
Поделиться62008-03-23 15:21:46
მომიტევეთ ქალბატონო რომ... მიყვარხართ...
როგორც ცოდვა, უნებურად ჩადენილი...
წამობრძანდით... თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს
ტალახებით მოხატული ქვაფენილი
მეც, მომეწონა და მერე როგორ!
Страница: 1